ნუგეშისცემა
ნუგეშისცემა
ქრისტიანულად გააზრებული სიკეთე
მრავალნაირი ადამიანი არსებობს. მრავალგვარია განსაცდელიც: ვისთვის - ავადმყოფობა, ვისთვის - ახლობლის გარდაცვალება, ვისთვის - სამსახურის დაკარგვა... მთავარია, როგორ მივიღებთ თავს დატეხილ უბედურებას. გულშემატკივრის ერთმა სანუგეშო სიტყვამ შეიძლება სრულიად შეგვიცვალოს განწყობა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილებმა ვიპოვოთ სასოების წყარო - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შევიგრძნოთ, გულის კარი გავუღოთ და ტანჯვა შევიმსუბუქოთ.

რა ბედნიერნი ვიქნებოდით, დიდი სულიერი შეჭირვების ჟამს, ყველაზე მძიმე წუთებში, რომ გაგვხსენებოდა მაცხოვრის სიტყვები: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ".

გვესაუბრება თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე.

- მამაო, რას ნიშნავს ადამიანისთვის ნუგეში?

- პირველი ნუგეშის სიტკბო კაცობრიობამ ღმერთისგან მიიღო, როცა უფალმა სამოთხიდან გამოძევებულ ადამს მხსნელის მოვლინება აღუთქვა. ნამდვილი ნუგეში კი იყო ღმერთის განკაცება - იესუ ქრისტეს შობა და შემდგომში მისი ჯვარცმითა და აღდგომით კაცობრიობის გამოხსნა - გადარჩენა. ამგვარად, ნამდვილი ნუგეშინისცემა დაკავშირებულია ღმერთთან.

სულიწმინდის ლოცვაში "მეუფეო ზეცათაო..." სულიწმინდის საღმრთო თვისებებს შორის პირველად მოხსენიებულია მისი ნუგეშინისმცემლობა: "ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო". როდესაც გაჭირვეებაში ჩავარდნილს მოვიკითხავთ და ვანუგეშებთ, ამით ჩვენ "ღმერთის თანაშემწენი" ვხდებით, საღმრთო საქმეს ვაკეთებთ.

გაჭირვებულის ნუგეშინისცემა არ არის მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე ზრუნვა და არ მთავრდება განსაცდელის გავლასა თუ შემსუბუქებასთან ერთად. ჩვენ მიერ გამოვლენილ ამ გრძნობას ღმერთი "ვალად თვისად მიითვალავს".

სახარებიდან ვიცით, რომ გაჭირვებაში მყოფთა ნუგეშინისმცემელთ უფალი თავისთან უხმობს: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი... რამეთუ... რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ". ხოლო მათ, ვინც პირადი ეგოიზმით ცხოვრობდა და არასდროს ეცალა მოყვასისთვის, უფალი განიშორებს და ეტყვის: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესასა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის, რამეთუ... რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ".

ნუგეშინისცემა გრძნობაა, რომელიც გვჭირდება ჩვენც და მოელიან ჩვენგანაც. ეს გრძნობა გვაახლოებს ერთმანეთთან და გვაახლოებს ღმერთთან.

- ადამიანს უბედურება რომ დაატყდება თავს, უამრავი ხალხი ეხვევა და თანაუგრძნობს, მაგრამ შეიძლება, მისი სიხარულის მთელი სისავსით გამზიარებელი ერთიც არ აღმოჩნდეს. რისი ბრალია ეს? ამის კვალობაზე, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ნუგეში?

- როდესაც გაჭირვებაში მყოფის ირგვლივ ნუგეშის საცემად მისულთა სიმრავლეს ვხედავთ, ეს ძალიან კარგია. ამ დროს განსაცდელის სიმძიმე თითქოს სხვებზეც ნაწილდება.

როგორც თქვენ ბრძანეთ, გაჭირვებულის ნუგეშინისცემა უფრო იოლად შეგვიძლია, ვიდრე სიხარულის გაზიარება. ამ მომენტის ფსიქოლოგიურ-საღმრთისმეტყველო ძიებანი ძალზე შორს წაგვიყვანს. უფლის ნებით დაშვებული განსაცდელები ჩვენში მეტწილად თანაგრძნობასა და სიყვარულს აღძრავს, წარმატებები და ამასოფლიური დიდება კი უფრო ხშირად ამპარტავნებისა და შურის ურთიერთშეჯახების მიზეზად იქცევა.

- ხშირად ვერც კი ვხვდებით, რა მძიმე ჯვარია, რა რთული გამოცდაა კეთილდღეობა...

- დიახ, ბასილი დიდის თქმით, გაჭირვებული ადამიანი და მის ირგვლივ მყოფნი უფრო მეტად ავლენენ სიკეთესა და ადამიანურ ღირსებებს, ვიდრე ამა სოფლის სიკეთით დამტკბარნი და მდგომარეობის გამო მათთან შეკრულნი. კეთილდღეობა და ამქვეყნიური წარმატება მართლაც ხშირად ქცეულა ცოდვის მიზეზად და ცოდვაშიც სწორედ წარმატებითა და კეთილდღეობით დამტკბარნი უფრო არიან, ვიდრე გარეგნულად დაჩაგრულნი და განსაცდელში მყოფნი. უფალი იერუსალიმში რომ შედიოდა, მისი განსაცდელის გამო მტირალი ადამიანები დაინახა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იტირეთ, ჩემს გამო ნუ წუხხართო.

თანადგომასა და ნუგეშინისცემას მოითხოვს როგორც ჭირი, ასევე ლხინი. სახარებისეულ იგავს გაგახსენებთ განრისხებული ბატონის შესახებ, რომელიც შვილის ქორწილში მიწვეული სტუმრების მიუსვლელობამ განარისხა. თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ნუგეში, ამას ყველაზე უკეთ გვასწავლის წმინდა წერილი: მოვექცეთ სხვებს ისევე, როგორც ჩვენ გვინდა გვექცეოდნენ.

- რა განსხვავებაა შებრალებას, თანაგრძნობასა და ნუგეშს შორის?

- შეიძლება შეგვებრალოს განსაცდელში მყოფი, მაგრამ ვერ გავიზიაროთ მისი გრძნობები, ვერ გავუწიოთ თანაგრძნობა, ვერ ვანუგეშოთ. შეიძლება, თანადგომა აღმოვუჩინოთ, მაგრამ ნუგეში ვერ ვცეთ - ანგარება ან სხვა რაიმე ქვენა გრძნობა გვამოძრავებდეს.

ჭეშმარიტი ნუგეშინისცემა არის ქრისტიანულად გააზრებული სიკეთე - გაჭირვებასა და განსაცდელში მყოფთ მოვექცეთ ისე, რომ ჩვენც გვითხრას ქრისტე ღმერთმა: "მოვედით ჩემდა, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი".

ზოგჯერ გვიჭირს განსაცდელში მყოფთან მისვლა, არ ვიცით, რა ვუთხრათ, როგორ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, მაგრამ მაინც ვალდებულნი ვართ, გავიზიაროთ მისი ტკივილი. "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი", - გვმოძღვრავს წმინდა წერილი.

არიან ღრმადმორწმუნე და სულით ძლიერი ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი, თვითონ უკიდურეს განსაცდელში მყოფებმა სხვებს სცენ ნუგეში. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ისტორიაში. მაგალითად, წმინდა შუშანიკი იქით ამხნევებდა მასთან ნუგეშინისსაცემად მისულ ქრისტიანებს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქრისტიანული სიყვარულით მოვიკითხოთ განსაცდელში მყოფნი. წინასწარ ნუ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რა ვუთხრათ, რა აჯობებს; ამას თვითონ შთაგვაგონებს ყველას ნუგეშინისმცემელი სულიწმინდა.

- ადამიანები უმეტესად მიწიერი მაგალითების მოხმობით ვანუგეშებთ მოყვასს, - ან სხვის უბედურებაზე მივუთითებთ, ან შესაძლო უარეს განსაცდელზე მივანიშნებთ, - მაგრამ როგორ ვანუგეშოთ ის, ვინც მიწიერი საზომით ყველაზე დიდი ტრაგედია - ახლობლის სიკვდილი იწვნია, მით უმეტეს, თუ მორწმუნე არ არის?

- კაცთაგან ნუგეშისცემა უწინარესად სწორედ ურწმუნოთ და მცირედმორწმუნეთ სჭირდებათ.

არ არსებობს ადამიანი, რომლის ტკივილსა და განსაცდელს ანალოგი არ მოეძებნებოდეს. მსგავსი მაგალითების მოყვანა ისტორიიდან თუ ჩვენი ცხოვრებიდან შეჭირვებულს ანუგეშებს, დაანახვებს, რომ რაკი სხვამ შეძლო ასეთი პრობლემის გადალახვა, ე.ი. თვითონაც იპოვის საამისო ძალას. ასეთ დროს ადამიანი ეძიებს და პოულობს ყველაზე დიდ ნუგეშინისმცემელსა და მაგალითს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს.

- საჭიროა თუ არა, გასაჭირში მყოფს განსაცდელის მიზეზების ძიებაში დავეხმაროთ?

- განსაცდელში მყოფი ქვეცნობიერად მუდამ ეძებს მასზე მოწევნული უბედურების მიზეზს, ისე რომ, მას თვითონვე იპოვის. ჩვენ გაჭირვებულთან იმაზე სასაუბროდ კი არ მივდივართ, რატომ შეემთხვა ეს უბედურება, არამედ დასახმარებლად, ნუგეშინისსაცემად. უფალი გვაფრთხილებს, რომ სხვათა გაკილვას ვერიდოთ; ნუ ვიტყვით, რომ მათ სცოდეს და ამისათვის დაისაჯნენ, ვინაიდან ასეთი რამ შეიძლება შეემთხვეს თითოეულ ჩვენგანს, თუ არ მოვინანიებთ და არ გამოვსწორდებით.

საზოგადოდ, შეუძლებელია ჩავწვდეთ ღმრთის განგებულებას. ზოგჯერ უფალი "გულისწყრომით გვამხილებს და რისხვით გვასწავლის", ზოგჯერ განსაცდელს დაუშვებს ჩვენზე. მაგალითად, წმინდა ეპისკოპოს გაბრიელს ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი, მოულოდნელად ამოუწყდა მთელი ოჯახი მღვდელმოწამე ნაზარ ლეჟავას, განსაცდელებით განვლეს ცხოვრება ილია ჭავჭავაძემ, კირიონ საძაგლიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და უამრავმა სხვა ადამიანმა, რომელთა სახელები ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენს ისტორიაში. ჩვენი ვალია, გულგრილნი არ დავრჩეთ მოყვასისადმი და ერთმანეთის ჭირი და ლხინი გავიზიაროთ.

- როგორ მოვიქცეთ, რომ შეჭირვებაში მყოფი ეკლესიისა და უფლის ხშირი ხსენებით არ გავაღიზიანოთ?

- თუ განსაცდელში მყოფი მორწმუნეა, მაშინ მასში ბუნებრივად ძლიერდება წუთისოფლის რეალური შეგრძნება და ამა სოფლის ეკალ-ბარდებიდან გათავისუფლებული უფრო მეტად უახლოვდება ქრისტეს. ვიცით მრავალი შემთხვევა, როდესაც სწორედ განსაცდელმა მიიყვანა კაცი ეკლესიაში და ქრისტესთან იპოვა ნამდვილი ნუგეშინისცემა. ასეთი ადამიანები მოვლენილი განსაცდელისთვისაც მადლობენ ღმერთს.

გაჭირვებაში მყოფი ეძებს გამოსავალს, ხსნას. ამ დროს მისთვის ჭეშმარიტი მხსნელის - იესუ ქრისტეს გაცნობას და ქრისტეს ეკლესიაში აღვლენილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობას სასწაულებრივი ნაყოფი მოაქვს.

თუ ქრისტეზე საუბარმა გააღიზიანა მსმენელი, ჩანს, თვითონ ჩვენ არ ვიცნობთ სწორად ქრისტე ღმერთს და მის წმინდა ეკლესიას.

- რა ვუთხრათ ქრისტეს შესახებ განსაცდელში მყოფს?

- პავლე მოციქულს განსაცდელში მყოფთა ნუგეშისცემისას თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში მოჰყავს ძველი აღთქმის მაგალითები, მოთმინება იობისი. ყველასთვის ცნობილი ისტორიული მოვლენების გახსენება ადამიანებს აძლევს ძალას, თავს დატეხილი განსაცდელი გადაიტანონ. ხშირად იხსენებენ ილია ჭავჭავაძის ქვრივის შუამდგომლობას, რომელიც მან ილიას მკვლელებს გაუწია: ილია შეუნდობდა მკვლელებს და ამიტომ მეც შემინდვიაო.

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ წარსულს, საკუთარი შეცდომები იქნება ეს, ისტორიული ამბები თუ ჩვენს ირგვლივ მომხდარი მოვლენები, ბევრი რამ შეუძლია გვასწავლოს. თუკი ჯეროვნად გამოვიყენებთ, უკლებლივ ყველაფრისგან შეიძლება კეთილი ნაყოფის მიღება.

- განსაცდელში მყოფი ადამიანი დამყოლი ხდება, თუ ვინმე გამოსავალს შესთავაზებს, ადვილად თანხმდება. ასე რომ, რჩევის მიცემა დიდი პასუხისმგებლობაა...

- გასაჭირი ადამიანს ფუჭი და ამაო ფიქრებისგან ათავისუფლებს. ამ დროს ის უფრო ღიაა ჭეშმარიტების მისაღებად. თუმცა არსებობს საშიშროება, ჭეშმარიტებად მიიღოს ცრუ სწავლება და ადვილად მოექცეს მისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც თუ ისეთი ადამიანების ნუგეშინისცემა გვიწევს, რომლებიც არ არიან ეკლესიურები, ან მხოლოდ ნათლისღების მადლით არიან დაკავშირებულნი ეკლესიასთან, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. შეიძლება, ჩვენმა მცდარად ან ნაჩქარევად ნათქვამმა სიტყვამ დააბრკოლოს მოყვასი და მის ფიზიკურ განსაცდელს სულიერი ტკივილებიც დაემატოს - შევმატოთ "ჭირი ჭირსა ზედა".

- მავანნი ნუგეშს თამბაქოში, სასმელში, ნარკოტიკებში ეძებენ...

- სიგარეტში, სასმელში, ნარკოტიკში ადამიანი ნუგეშს კი არ ეძებს, არამედ ცდილობს, მათი მეშვეობით გაექცეს რეალობას. ეკლესია კი გვასწავლის, ვიაზროვნოთ რეალობაში რეალურად და სწორად. თუ განსაცდელს გავექცევით, პრობლემას კიდევ უფრო გავამწვავებთ, ჩვენი განსაცდელი გახდება საყოველთაო - გულს ვატკენთ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, გავიფუჭებთ ურთიერთობას სამშობლოსთან, სამსახურთან, ოჯახთან, ღმერთთან. შედეგად დავინახავთ, რომ განსაცდელი, რომელსაც ჩვენ გავექეცით, გავრცელდა და სხვებიც მოიცვა, საკუთარ თავთან ერთად მოყვასსაც გავუმრავლეთ ჭირი. ამ აზრით, განსაცდელისაგან გაქცევა უფრო მძიმეა, ვიდრე განსაცდელისაგან წაქცევა.

- მართებულია თუ არა, ადამიანს განსაცდელი სიცრუით გავუიოლოთ? მაგალითად, ჩვენში ავადმყოფებს, ტრადიციისამებრ, უმალავდნენ სასიკვდილო სნეულების დიაგნოზს. მისაღებია ასეთი ნუგეში?

- სიცრუე ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ არსებობს ტაქტი, რომელსაც უნდა ვიცავდეთ. თუ ავადმყოფს ტაქტიანად ვეტყვით, რომ შესაძლოა, სნეულება მისი სიკვდილის მიზეზად იქცეს, რომ სიკვდილი გარდაუვალია, ხოლო ჩვენ დრო გვაქვს მოცემული, რათა გავიუმჯობესოთ ცხოვრება, ზნეობა, თუ ვაგრძნობინებთ წუთისოფლის ამაოებას და დავანახვებთ უფრო დიდს, მაღალს, მარადიულსა და უცვალებელს, - ამ შემთხვევაში მართალნი ვიქნებით. ერთი სიტყვით, იმისდა მიხედვით განვმართლდებით, რა შინაგანი განწყობით მივალთ ადამიანთან.

- პატრიარქი ხშირად ამბობს: თუ არ შეგიძლიათ, მოწყალება გასცეთ, მოყვასი სიტყვით მაინც ანუგეშეთო. მაშასადამე, ნუგეში მოწყალების ერთ-ერთი ფორმაა.

- სახარებაში ჩამოთვლილ სათნოებებს შორის არის სნეულთა მონახულება (და არა მათი განკურნება), პატიმართა მონახულება (და არა გათავისუფლება). ამგვარად, ადამიანის განსაცდელისგან ხსნას ყოველთვის ვერ შევძლებთ, მაგრამ ნუგეშინისცემა კი გვევალება.

- რატომ უხმობენ სულიწმინდას ნუგეშინისმცემლად?

- სულიწმინდას თვითონ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ უწოდა ნუგეშინისმცემელი. ზოგადად, საღმრთო სახელები და თვისებები, რომლითაც ჩვენ განვადიდებთ ღმერთს, აღებულია ბიბლიიდან.

- რწმენაში მყოფმა იცის, რომ უფალი არასდროს ტოვებს. უფალი მუდამ გვანუგეშებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად თავად ჩვენ ვერ ვგრძნობთ ამას. რა არის საჭირო, რომ უფლის გვერდით მყოფობა და მისი ნუგეში ყოველთვის შევიგრძნოთ?

- ღმერთთან რეალური კავშირი ხორციელდება ეკლესიაში. ლიტურგიული ერთობა ქრისტესთან, მისი წმინდა სისხლისა და ხორცის მიღება ყველაფერია ქრისტიანისთვის. ეს არის ჩვენი სიცოცხლეც, სიყვარულიც, ნუგეშინისცემაც და მარადისობაც.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ, გისურვებთ წარმატებებს და თუ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვინმე მცირე ნუგეშინისცემას მაინც იპოვის, უფლის მადლობელი ვიქნები.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat