ჰოი, კაცო! არა ხარ ზიარების ღირსი? მაშინ არც იმის ღირსი ხარ, რომ ლიტურგიის ლოცვებს უსმენდე...
ჰოი, კაცო! არა ხარ ზიარების ღირსი? მაშინ არც იმის ღირსი ხარ, რომ ლიტურგიის ლოცვებს უსმენდე...
საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
თუ მონანულთა რიცხვს არ ეკუთვნი, არამედ იმათ რიცხვში ხარ, ვისაც ზიარების უფლება აქვს , მაშინ რატომ არ ზრუნავ იმისათვის, რომ ეზიარო? ან იქნებ ღვთის დიდ წყალობად არ მიიჩნევ ზიარებას, რომ ეზიარო? ან იქნებ, ღვთის დიდ წყალობად არ მიიჩნევ ზიარებას, არაფრად აგდებ მას?

დაფიქრდი, გევედრები! აქ სამეუფეო ტრაპეზია, ანგელოზები მსახურებენ ამ ტრაპეზს, თვითონ მეუფეც აქ იმყოფება, შენ კი, დოყლაპიასავით დგახარ! შენი სულის შესამოსელი ჭუჭყიანია, ნუთუ არ გაწუხებს ეს? მაგრამ იქნებ სუფთაა? თუ ასეა, მაშინ დაჯექი და მიირთვი ამ ტრაპეზიდან. ყოველი ლიტურგიის დროს ქრისტე მოდის და ნახულობს, ვინ ზის ტრაპეზზე; ყველას ესაუბრება და ყველას თავ-თავისი სინდისის მიხედვით ეკითხება: "მეგობარო, როგორ დგახარ აქ (ეკლესიაში) საქორწინო შესამოსელის გარეშე?" განა ამას ეკითხება: "რატომ დაჯექი ტრაპეზზე?!" არა, სანამ დაჯდებოდეს, მანამდე ეუბნება, რომ აქ შემოსვლის ღირსიც კი არ არის. მას ხომ არ უთქვამს: "რატომ დაჯექი?" არამედ: "როგორ შემოხვედი? და აი, ახლაც ამასვე გვეკითხება ქრისტე ყველას, ვინც თავხედურად და უსირცხვილოდ ვდგავართ ტაძარში, რამეთუ ის, ვინც წმინდა საიდუმლოს არ ეზიარება, სწორედ რომ უსირცხვილოდ და თავხედურად დგას. ამიტომაც (დიაკვნები) უპირველესად ცოდვაში მყოფ ქრისტიანებს უშვებენ გარეთ.

როდესაც ტრაპეზზე ბატონი შემოდის, იქ მას არ უნდა დახვდნენ ის მონები, რომელთაც რაიმე დანაშაული ჩაიდინეს, ისინი არ უნდა დაემალონ ბატონის მზერას. უეჭველია იგივე უნდა მოხდეს აქაც, როცა ლიტურგია აღესრულება და სამეუფო ტარიგი, კრავი მსხვერპლად შეიწირვის.

როცა გაიგონებ ხმას: "ვილოცოთ ყველამ ერთობით" და დაინახავ, რომ იღება საკურთხევლის კარი, მაშინ უწყოდე, რომ იხსნება ზეცა და იქიდან ანგელოზები გადმოდიან, ამ დროს კი როგორც მოუნათლავი აღარ უნდა დარჩეს ტაძარში, ასევე აღარავინ უნდა დარჩეს არაწმინდა და მწიკვლოვანი.

მითხარი, ვინმე რომ ტრაპეზზე ყოფილიყო მიწვეული, მისულიყო იქ, ხელები დაებანა, სუფრას მისჯდომოდა და საჭმელად გამზადებულიყო, მაგრამ მერე პირი აღარაფრისთვის დაეკარებინა, ნუთუ ამით არ გაანაწყენებდა იმას, ვინც იგი ტრაპეზზე მიიწვია. განა უმჯობესი არ იქნებოდა, საერთოდ არ მისულიყო? ასევე შენც მოხვედი ტრაპეზზე, იგალობე სხვებთან ერთად, აღიარე, რომ ღირსეული ხარ (რაკი უღირსებთან ერთად არ გახვედი) ამის შემდეგ კი მითხარი, როგორღა შეგიძლია იდგე წირვაზე და ამ ტრაპეზისგან არ ეზიარო?

შენ ამბობ "ღირსი არ ვარ", მაშინ არც იმის ღირსი ხარ, რომ ლოცვაში მონაწილეობდე, რადგან სულიწმინდა მარტო წინადაგებულზე კი არ გამოდის, არამედ ამ საგალობლებზეც. ნუთუ არ გინახავს მონები, არ შეგიმჩნევია, როგორ ასუფთავებენ ისინი თავდაპირველად სატრაპეზოს, ალაგებენ სახლს და მხოლოდ ამის შემდეგ მიართმევენ სადილს თავიანთ ბატონს. ეს ჩვენთან ლოცვებისა და დიაკვნის ასამაღლებლების საშუალებით ხდება. ჩვენ თითქოსდა ღრუბლით ვრეცხავთ ეკლესიას, რამეთუ იგი სრულიად სუფთა უნდა იყოს საიდუმლოს მორთმევის დროს. არ უნდა იპოვებოდეს მასში არავითარი ბიწი, არავითარი მანკიერება. უწმინდესი თვალი არ არის ღირსი, უყურებდეს ამ სანახაობას; შეგინებული ყური - ისმენდეს ამ საგალობლებს, რამეთუ ამას გვიბრძანებს სჯული: თუნდაც პირუტყვი რომ მიახლოვებოდა სინას მთას, იგი მაშინვე ქვებით უნდა ჩაექოლათ. მთის ძირში ყოფნის ღირსიც კი არავინ იყო კაცთაგან, თუმცა შემდეგში მიუახლოვდნენ კიდეც და ის ადგილიც იხილეს, სადაც ღმერთი იყო. უნდა მიახლოვებოდნენ და ეხილათ შემდეგში, ხოლო როცა იქ ღმერთი იმყოფებოდა, უნდა გაშორებოდნენ იმ ადგილს".

ასევე შენც, ქრისტიანო, თუ იმის ღირსი არა ხარ, რომ ლიტურგიის დასასრულს ტრაპეზს მიუახლოვდე და ღმერთი იხილო, მაშინ კათაკმევლებთან (მოუნათლავებთან) ერთად გაეცალე აქაურობას, ვინაიდან - აგრძელებს ოქროპირი, - "შენ არაფრით ხარ მათზე აღმატებული. ერთი და იგივე ხომ არ არის: არასდროს ეზიარო (როცა მოუნათლავი ხარ) და (როცა მონათლული ხარ) მას შემდეგ, რაც ეზიარები, აღმოჩნდეს რომ შეგიცოდავს და არ ყოფილხარ ზიარების ღირსი?

მინდოდა კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო საშინელი რამ მეთქვა თქვენთვის, მაგრამ გონებრივად რომ არ გადაგტვირთოთ, ზემოთქმულს დავჯერდები. ის ვინც ამით გონს არ მოეგება, ხომ არც ამაზე მეტით არ მოეგება გონს", - წერენ ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი და წმინდა მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი.

ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- ქრისტეს ყოველი ჩვენგანის ცხონება სურს, ოღონდ პირველ რიგში, თავად ჩვენ უნდა გვსურდეს ეს. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "მე ქრისტეს მონა ვარ და მინდა ის, რაც უნდა ქრისტეს". ცოდვილი არ უნდა დარჩეს ცოდვილად, უნდა გაიწმინდოს, ადამიანი ჭეშმარიტად განიწმინდება ზიარებისას. პატარა კოვზით მიღებული ქრისტეს სისხლი და ხორცი განწმენდს, ადამიანს, რადგან ამ პატარა ნამცეცსა და წვეთში ქრისტეს სისხლისა და ხორცის, თავად უფალი სუფევს. მას ჩვენს მიმართ იმდენი სიყვარული და თანაგრძნობა აქვს, რომ თავისი სისხლითა და ხორცით გვკვებავს. ეს ყოველგვარ საზრდელს აღემატება, რადგან ეს საზრდელი გვეძლევა საკურნებლად სულისა და ხორცისა. ზიარება მრევლისა და მოძღვრის ერთობის მიმანიშნებელია, ჩვენ ერთი ორგანიზმის წევრები ვართ. არ უნდა განვეშოროთ ერთმანეთს. მოძღვრისათვის, ცხადია, უდიდესი ბედნიერებაა, ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიაროს თავისი მრევლი. თუ ქრიტეს მრევლი განეშორა ერთმანეთს, მაშინ უფალიც განგვეშორება.

რაც უნდა ცოდვილები ვიყოთ, აუცილებლად უნდა მივიდეთ მოძღვართან აღსარებაზე, რათა მისი ლოცვა-კურთხევით ვეზიაროთ. ზოგი ხვდება, რომ ცოდვილია, მაგრამ აღსარების თქმა ვერაფრით გაუბედავს, მოძღვრის ერიდება ან ეშინია. ადამიანი ამით უფრო მეტ შეცდომას სჩადის. აღსარების უთქმელობა, უნანელობა, კიდევ უფრო მეტ განსაცდელში აგდებს ადამიანს. რაგინდ უღირსად თვლიდე თავს, ჯობია მოძღვრის კურთხევით ეზიარო, ვიდრე საერთოდ არ მიხვიდე აღსარებაზე და თავი დაიღუპო. ღმერთი მოწყალეა და ყოველთვის მზად არის, მასთან მისული ადამიანი შეიწყნაროს. ნათქვამია, ცოდვა გამხელილი სჯობსო, მართლაც სულის გადარჩენას, თავის შველას, მხოლოდ ცოდვების გამხელით და მონანიებით თუ შევძლებთ.

ხორცი რომ არ აყროლდეს, მარილი სჭირდება, ასევე არის ადამიანიც, თუ სულიწმიდის მარილმა, სულიწმიდის მადლმა არ შეინახა მისი სული, ადამიანიც გაიხრწნება სულიერად. ადამიანის სულის უკვდავება ფარდობითი ცნებაა, რადგანაც ჭეშმარიტად უკვდავი, მხოლოდ უფალია. ადამიანის სულში აუცილებლად უნდა დაითესოს ღვთის მცნებები, ღვთის მცნებებით უნდა დაიმარილოს ადამიანმა სული. "თქვენ ხართ მარილი ცხოვრებისაო" - გახსოვთ, ალბათ, სახარება. იქვე ვკითხულობთ: "თუ მარილი არ ვარგოდეს, მაშინ რაღათი დამარილდებაო". ჩვენი სულის მარილი ქრისტეს სისხლი და ხორცია. ამით ვინახავთ სულს...

ჩვენი დანიშნულება დედამიწაზე სხვა არაფერია, თუ არა ღვთის დიდება, ქრისტესადმი მიმსგავსება; ეს უდიდესი გზაა და მის გავლას მთელი ცხოვრება სჭირდება. ბევრი გვაქვს საკეთებელი. ამ გზას ჩვენს მაგივრად სხვა ვერ გაივლის. ეს გზა ქრისტიანულ ერთობაში უნდა გავიაროთ, რამეთუ მარტო ერთ ადამიანს ამ გზაზე სიარული უფრო გაუძნელდება. სწორედ ამიტომ არის ეკლესიაში ლოცვა ძლიერი, ამიტომ არის ეკლესია მორწმუნეთა ერთობა, თავშესაფარი. ორი, სამი ან მეტი ადამიანი ქრისტეს გულისთვის თუ შეიკრიბება, მათ შორის აუცილებლად იქნება უფალი. ქრისტესთან ერთად სიარული კი ადვილია, დიდი მადლია. მრევლში ყოფნა ადამიანს სრულყოფს, ავსებს. ქრისტეს გზაზე სიარულისას მრევლის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან. "ტვირთი ურთიერთას იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი", - გვასწავლის უფალი. ყველას შეგვიძლია სახლში ვისხდეთ და დღე და ღამე ვილოცოთ, მაგრამ ეკლესიაში ერთობლივად ლოცვა გაცილებით ძლიერი და მნიშვნელოვანია, ეკლესიაში ხომ თავად ქრისტეა ჩვენ შორის.

დიდი მადლია, იწოდებოდე ადამიანად. ადამიანად ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავად უფალი იესო ქრისტე გახდა ადამიანი, თავად უფალი განკაცდა; საკუთარი გული შეიმუსრა ჩვენთა გულთათვის...

გული ადამიანის ორგანიზმის მამოძრავებელია. მისი მეშვეობით ადამიანს უყვარს, სძულს, სწამს; გულიდან გამოდის რწმენაც და ურწმუნოებაც, სათნოებაც და უსჯულობაც. ადამიანმა გული უნდა გაუღოს უფალს, რომელიც მუდამ აკაკუნებს ადამიანის გულის კარებზე, როგორც მოხეტიალე მწირი. აკაკუნებს უცნობი სახლის კარზე მოწყალებისთვის.

გულიდან გამოდის სინანულიც. ვისაც სინანული არა აქვს, მის გულს არასოდეს განუცდია განწმენდა. მისი გული სინანულის ცრემლით მეორედ არ მონათლულა, რადგან სინანულით ზიარება ეს ხომ მეორე ნათლობაცაა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat