მღვიძარება - სიფხიზლე უფლისათვის
მღვიძარება - სიფხიზლე უფლისათვის
რამდენ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ ფუჭ საუბრებსა და საქმიანობაში, როცა შეგვეძლო, ეს დრო სულის ხსნისთვის გამოგვეყენებინა!

"სულო ჩემო, სულო ჩემო! აღსდეგ, რასა გძინავს! აღსასრული მოახლოებულ არს და გეგულვების აღშფოთება! განიღვიძე, რათა შეგიწყნაროს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს".

დიდი მარხვისას, როცა წმინდა ანდრია კრიტელის ეს ლოცვა იგალობება, თითქოს განსაკუთრებულად ვგრძნობთ, რა ღრმა ძილს მისცემია სული. მარხვაში სული ნელ-ნელა ფხიზლდება, მაგრამ საკმარისია, გახსნილდეს, რომ უფლის მოწოდება სულიერი მღვიძარებისკენ ისევ გვავიწყდება.

სულიერი მღვიძარების შესახებ გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლავრენტი ბუზიაშვილი.

- რა არის მღვიძარება? რაში მდგომარეობს მისი არსი?

- თავდაპირველად ის ვიკითხოთ, რა არის, საზოგადოდ, ფიზიკური ღვაწლი. ეს ღვაწლი ღვთისგან არის კურთხეული და დაწესებული. ჯერ კიდევ ადამს დაევალა ფიზიკური შრომა - ედემის ბაღის მოვლა-პატრონობა. მას შემდეგ ეს კურთხევა ყოველ ადამიანზე ვრცელდება, ოღონდ ცოდვით დაცემის შემდეგ მან სასჯელის სახე მიიღო - ტანჯვით, ოფლით უნდა მოეპოვებინა ადამიანს სარჩო-საბადებელი. ახალ აღთქმაშიც წმინდა პავლე მოციქულის პირით იმავე კურთხევას გვაძლევს უფალი - მოციქულთა თავი სწერს მრევლს: მე მთელი დღე თქვენთან ვარ, სულიერად გაპურებთ, ღამით კი ვშრომობო (მოგეხსენებათ, ის კარვების კერვით ირჩენდა თავს); შემეძლო, უშრომლადაც მეშოვა სარჩო, მაგრამ კეთილი მაგალითი რომ მოგცეთ, დღედაღამ მუხლჩაუხრელად ვიღვწი; ნურც თქვენ იქნებით უსაქმურად და ლუკმაპური შრომით მოიპოვეთო. უამრავი მაგალითი ვიცით, როცა აღმატებული სულიერების მქონე ბერები შრომობდნენ, იხარჯებოდნენ ფიზიკურად, თუმცაღა უამისოდაც შეეძლოთ არსებობა.

ფიზიკური შრომა მიწიერი არსებობისთვის არის საჭირო, სულის ცხონებისთვის კი სულიერი ღვაწლია აუცილებელი. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების, მეტანიის გარეშე ქრისტიანობა წარმოუდგენელია.

უდიდესი ეგვიპტელი წმინდანი ესაია განდეგილი ერთხელ მოწაფეებთან ერთად სადღაც მიდიოდა. პურის მკის დრო იყო. მამა ესაია ვიღაცის ყანაში შევიდა და თავთავების კრეფა დაიწყო. პატრონმა უსაყვედურა: განა არ იცი, ეს ყანა შენი რომ არ არისო? მართალი ხარ, აქედან მე არაფერი მეკუთვნისო, თქვა მამა ესაიამ, თავთავები მიწაზე დააწყო და გზა განაგრძო. მოწაფეები განცვიფრდნენ - განა თავად არ იცოდა მოძღვარმა, რომ ის თავთავები არ ეკუთვნოდა, ასე რატომ მოიქცაო? წმინდა ესაია კი მიუბრუნდა მათ და უთხრა: ხედავთ, შვილებო, რაც საკუთარი შრომით არ მოგიწევიათ, ის არ გეკუთვნით; ასე იქნება ზეცაშიც - სულიერი ღვაწლის გარეშე სულიერ სარჩოს ვერ მოიწევთო.

- რა მნიშვნელობა აქვს მღვიძარებას?

- ეს სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთი გზაა. მღვიძარებისკენ მოგვიწოდებს უფალიც. ღმერთმა მოგვანიჭოს ეს სათნოება.

- რას გულისხმობს მღვიძარების ცნება? მხოლოდ იმას, რომ ცოტა ვიძინოთ?

- ათონზე კარგა ხანს არსებობდა ე.წ. მღვიძარეთა მონასტრები, სადაც ბერები მთელ ღამეს ლოცვასა და ღვთის დიდებაში ატარებდნენ. წერენ, წმინდა არსენი დიდი ლოცვად რომ დადგებოდა (ცხადია, პირი აღმოსავლეთისკენ ჰქონდა მიქცეული), მზე მის ზურგს უკან ისე ჩადიოდა და მის წინ ისე ამოდიოდა, ვერც კი ამჩნევდაო. V საუკუნის უდიდესი მოღვაწე წმინდა პაისი დიდიც მღვიძარების ღვაწლში იყო - მთელი ღამე ხის ქვეშ ლოცულობდა. დროდადრო ჩასთვლემდა. სწრაფად რომ გამოფხიზლებულიყო, თმა ხის ტოტზე ჰქონდა მიბმული; თავს ჩაჰკიდებდა თუ არა, თმა ეწიწკნებოდა და ეღვიძებოდა. ზოგიერთ მონასტერში მღვიძარებისა და სხვა ღვაწლისგან დაუძლურებულ ბერებს თოკები ჰქონდათ გაბმული და რომ არ წაქცეულიყვნენ, სიარულისას მათ ეჭიდებოდნენ.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ასეთი რამ ყოველ ჩვენგანს ევალება. ამგვარი ღვაწლი იშვიათია და მხოლოდ რჩეულებს ხელეწიფებათ, ჩვენ კი შეიძლება მცირედით შემოვიფარგლოთ - იმით, რომ ზომაზე მეტხანს არ გვეძინოს, შუაღამემდე უსაქმოდ არ ვისხდეთ, დღისით კი ლოგინში არ ვინებივროთ. დღეს, როცა ასე მომძლავრდა ნევროზი, უძილობა, დეპრესია, დაფიქრება გვმართებს - ეგებ ეს ყოველივე უფლისგან იმისთვის არის დაშვებული, რომ ადამიანი მღვიძარებას დაუბრუნდეს? უძილობა გაწუხებს? - ილოცე, სასარგებლოდ გამოიყენე ეს დრო! რამდენ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ ფუჭ საუბრებსა და საქმიანობაში, როცა შეგვეძლო, ეს დრო სულის ხსნისთვის გამოგვეყენებინა! უფალი ყოველი ფუჭად დაკარგული წუთის გამო მოგვთხოვს პასუხს.

- მაგალითები, თქვენ რომ მოიყვანეთ, თითქმის დაუჯერებელია. მართლაც, როგორ შეიძლება, ადამიანს დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი ეძინოს, მაგრამ გონების, ფსიქიკის, ორგანიზმის სიჯანსაღე შეინარჩუნოს?

- ადამიანური ლოგიკით მართლაც დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა მოციქული წყალზე გაატარა, მკვდარი აღადგინა, თვითონ მაცხოვარი კი ეწამა და შემდეგ მკვდრეთით აღდგა, რაღა უნდა იყოს გასაკვირი? სხვაა ადამიანური ლოგიკა და სხვაა ლოგიკა ღვთაებრივი. "უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცვალი მდოგვისაი, - ამბობს უფალი, - ჰრქუა მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქეთ, და მიიცვალოს და არარა იყოს შეუძლებელ თქვენ მიერ". იოტისოდენა რწმენა მთებს ძრავს. მორწმუნისთვის შეუძლებელი არაფერია.

- ალბათ, ბევრი იკითხავს: რა საჭიროა მღვიძარება, რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ძილის მოკლებამ?

- მთავარი ის კი არ არის, რომ არ გვძინავს; მთავარი ის გახლავთ, რატომ არ გვძინავს. როცა უფლის გულისთვის იკლებ პირად სიამოვნებას, ეს ერთგვარი მოწამეობაა. თუმცა მცირედი, მაგრამ მაინც მოწამეობა. როცა ქრისტეს სიყვარულით ხორცს აუძლურებ, რათა სულმა იზეიმოს, ღმერთი აუცილებლად შეიწირავს ასეთ ღვაწლს.

- მონაზონს მღვიძარებას სამონასტრო წეს-განგება ავალებს. რა ზომით მოეთხოვება მღვიძარება ერისკაცს და არის თუ არა ძილი ცოდვა?

- ძალ-ღონის აღსადგენად ძილი ცოდვა არ არის. ადამიანმა ყველაფერი უფლის სიყვარულით უნდა აკეთოს. როცა იმისთვის გვძინავს, რომ დავისვენოთ და მეორე დღეს კვლავ ღვთის სამსახურს შევუდგეთ, ასეთ ძილს უფალი აკურთხებს, მაგრამ როცა დილიდან საღამომდე ძილის მეტს არაფერს ვაკეთებთ, ეს, ცხადია, ცოდვაა. ჯერ ერთი, დროს უქმად გვაკარგვინებს, მეორეც, აღძრავს ხორციელ გულისთქმებს, რომლებთანაც გამკლავება ძნელია.

ერისკაცს, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე (სამსახური, ოჯახი, ათასი საზრუნავი), ბუნებრივია, გაუჭირდება მღვიძარების ღვაწლის ტვირთვა, თუმცა რწმენაში განმტკიცების კვალდაკვალ ბუნებრივად იცვლება დამოკიდებულება სმა-ჭამის, ძილის და, საზოგადოდ, ხორციელ მოვლენათა მიმართ, ამიტომაც რაც უფრო ღრმაა ადამიანის რწმენა, მით უფროა შესაძლებელი გაზარდოს მღვიძარების ღვაწლიც.

ერისკაცისთვის მღვიძარება თავდაპირველად შეიძლება მცირედით შემოიფარგლოს - ეძინოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც სჭირდება მის ორგანიზმს, მერე და მერე კი ეცადოს, უფრო და უფრო გაიზარდოს ამ მხრივ.

ნუ ვიფიქრებთ მღვიძარება მხოლოდ ბერების საქმეაო. არა, ის მოგვეთხოვება ჩვენც, ყველას - ჩვენი სულიერების შესაბამისად. ღამე გამოგეღვიძა? გასართობი ჟურნალების ნაცვლად საღვთო წიგნები, მამათა დარიგებები იკითხე, ტელევიზორის ყურების ნაცვლად ფსალმუნს მოჰკიდე ხელი... თუ რული მოგეკიდა, ჩაიძინე. თუ არადა, განაგრძე. ასე უფრო შეიყვარებ ლოცვას და უფალიც მოგაგებს სიკეთეს ამ შრომის წილ.

- არსებობს ე.წ. შუაღამიანი ლოცვის ტრადიციაც. შეიძლება თუ არა, ეს ლოცვა ერისკაცმაც წაიკითხოს?

- თუ აქვს ამის საშუალება, ცხადია, შეიძლება და შესანიშნავიც იქნება, მაგრამ ერისკაცი ძნელად თუ მოახერხებს ამას. შეიძლება, ეს ლოცვები მარხვის დროს ვიკითხოთ, - მარხვა ხომ ღვაწლის გაძლიერებასაც გულისხმობს, - მაგრამ ამის თაობაზე აუცილებლად უნდა შევუთანხმდეთ მოძღვარს, რომელმაც იცის, რა შეგვიძლია ვიტვირთოთ. ზოგი იმაზე მეტ ღვაწლს იღებს, ვიდრე ძალუძს და ამით სულს ვნებს. მოძღვარი შეგვირჩევს, რა აჯობებს ჩვენთვის.

KARIBCHE KARIBCHE

- ღამისთევის ლოცვა ყოველთვის ამაღლებულ განწყობას გვიქმნის. არის თუ არა ღამის წირვა უფრო მადლიანი, ვიდრე ჩვეულებრივი წირვა-ლოცვა?

- ღამისთევის წირვაზე, ისევე როგორც სხვა დროს, ხდება პურის და ღვინის სისხლად და ხორცად გარდაქმნა. წირვას ყოველთვის ერთნაირი მადლი აქვს, გინდა სადაგი დღისა იყოს, გინდა ღამისთევისა. განსხვავება ის არის, რომ ღამისთევის დროს თავად მორწმუნეა უფრო მეტ ღვაწლში, ამიტომაც უფალი მეტ მადლს ანიჭებს, სამაგიეროს მიაგებს მისი სიყვარულისთვის მღვიძარების დათმენის, "სიამოვნების" მოკლების გამო. დაუკვირდით: წვეულების გამო, გამოცდისთვის მოსამზადებლად, საყვარელი ფილმის სანახავად ხშირად იკლებენ ძილს, მაგრამ ერთხელ არ მოაფიქრდებათ, ღამე ღვთის გულისთვისაც გაათიონ. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ შინაგანად ჩვენი რწმენა მკვდარია, რომ ჩვენს გულში უფალს უპირატესი ადგილი არ უკავია.

- მღვიძარებამ შეიძლება ამპარტავნებაში ჩაგვაგდოს...

- მთავარი ის კი არ არის, რომ ვმარხულობთ, ვმღვიძარებთ; მთავარი ის მიზანია, საითაც ამ ყოველივეს მივყავართ - სულის ხსნა. თუ დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ყოველივე ისევ ჩვენ გვჭირდება, გვჭირდება წყალივით. ასე რომ, ამაში საამაყო არაფერია. ვიფიქროთ, რომ ჩვენი მოვალეობა აღვასრულეთ. როგორც დედას არავინ აქებს იმისთვის, რომ შვილზე ზრუნავს, - ეს ხომ მისი ვალია! - ისევე ნუ მოვითხოვთ სულიერებისთვის ქებას.

- ღამეს მიცვალებულსაც უთევენ...

- ძალიან კარგია გარდაცვლილისთვის, თუ შეიკრიბება რამდენიმე კაცი და ფსალმუნთა გალობასა და კითხვაში გაუთევს ღამეს. ეს მის სულს წაადგება. ლოცვით ყველაზე უკეთ შევეწევით გარდაცვლილს.

- ჩვენ ფიზიკურ მღვიძარებაზე ვსაუბრობთ, თუმცა არსებობს სულიერი მღვიძარების ცნებაც...

- სულიერი მღვიძარება გულისხმობს სიფხიზლეს სულიერ ცხოვრებაში. უფალი ამგვარი მღვიძარებისკენ არაერთგზის მოგვიწოდებს. ალბათ გახსოვთ იგავი მონაზე, პატრონის მოსვლას რომ ელოდა. პატრონი იგვიანებდა. მონამ იფიქრა, ჯერ ადრეაო და განცხრომას მიეცა. ამ დროს პატრონიც მოვიდა და მონა გაწბილდა. ნეტარია ის, ვისაც უფალი მღვიძარეს იპოვისო, ბრძანებს ქრისტე. ამ სიტყვებში სწორედ სულიერი, შინაგანი მღვიძარება იგულისხმება. მას შემდეგ, რაც ადამი დაეცა, დაისაჯა და განიდევნა სამოთხიდან, ცოდვა გაბატონდა დედამიწაზე, თუმცა უფალმა უზომო კეთილმოყვარებით არ გაწირა თავისი ქმნილება და მისცა საშუალება, დაკარგული დიდება დაებრუნებინა. ოღონდ საკუთარი შრომის, ღვაწლის, ოფლის ფასად. ამიტომ შეისხა ხორცი უფალმა და საკუთარი წამებით გაგვიღო კარნი სასუფევლისანი. ახლა თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებაში მეორდება ადამის დაცემა, სამოთხიდან განდევნა - უფალთან განშორება, გამოხსნის სასოება, ბრძოლა, შრომა გადარჩენისთვის, უფლის მოსვლის მოლოდინი და ამ მოლოდინის აღსრულება. უფალი მოდის, ხორციელდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ისევე როგორც ეს 20 სუკუნის წინ გააკეთა, ევნება, ჩვენთან ერთად ეცმება ჯვარს, ჩვენთან ერთადვე აღდგება და მაღლდება ზეცად. თუმცა ამ სანუკვარ შედეგს წინ უდიდესი მოლოდინი უძღვის და ეს ლოდინი მთელი ცხოვრება გრძელდება. სწორედ აქ მოეთხოვება ადამიანს სულიერი მღვიძარება იმ გაგებით, რომ არასდროს მოდუნდეს, მუდამ ახსოვდეს, სად არის, რა ევალება, ახსოვდეს, რომ მალე გარდაიცვლება და ეცადოს, ამას მომზადებული შეხვდეს. როგორც კი გონებაში იმ აზრს გაივლებს, აღსასრულამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, ცოტას "გავერთობიო", უგუნურ მონას ემსგავსება - სწორედ მაშინ ეწვევა უფალი, სათქმელი კი არაფერი ექნება.

გახსოვთ იგავი ათ ქალწულზე? სათნოება (ამ შემთხვევაში - ქალწულება) ათივეს ჰქონდა, მაგრამ ხუთი გადარჩა. რატომ? სწორედ შინაგანი სიფხიზლის გამო. ოდნავაც რომ მოეშვას ადამიანი, ცოდვა ელვისებურად იწყებს გამრავლებას. მოდუნებულ სულს ღვთის მადლი ერთმევა, ისიც კიდევ უფრო ეშვება ცოდვის ჭაობში და ნელ-ნელა ეშმაკის მონად იქცევა. განა მოდუნების და განცხრომაზე ფიქრის დროა, როცა ჩვენი გადარჩენის საკითხი დგას?!

- თეორიულად ყველამ ვიცით, რომ მთელი გულისყური სულის ხსნისკენ უნდა მივმართოთ, მაგრამ რეალურად როგორ შევძლოთ ეს?

- წმინდა ათანასე დიდი, სიფხიზლე რომ არ მოედუნებინა, ყოველ დილით ეკითხებოდა საკუთარ თავს: "რატომ დათმე პალატები? რატომ მიატოვე ფუფუნება და მოხვედი აქ, უკაცრიელ უდაბნოში?" - და თავადვე მიუგებდა: "სულის სახსნელად". "მაშ, დაიწყე - ილოცე, იმარხულე, აღასრულე ყველაფერი, რათა სული გადაირჩინოო!" - შეუძახებდა ხოლმე თავს და იწყებდა შრომას. ასეთივე შეგონება გვჭირდება ჩვენც. კარგი იქნება, ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, ჩვენს თავს თუ შევახსენებთ, რისთვის ვცხოვრობთ. თვალს გავახელთ თუ არა, უფალს ვთხოვოთ, ღვთისსათნოდ გაგვატარებინოს დღე. არა აქვს მნიშვნელობა, რა საქმიანობას ვეწევით (თუ, ცხადია, ცოდვისმიერი არ არის); მთავარია, რასაც ვაკეთებთ, ღვთის სიყვარულით ვაკეთოთ. ასე ნებისმიერი საქმე მადლად შეგვერაცხება.

სიფხიზლე რომ შევინარჩუნოთ, უნდა შეგვეძლოს სიკვდილზე ფიქრიც.

სიკვდილის ხსოვნა უდიდესი ნიჭია. ამ დროს უფრო ცხადად აცნობიერებ, რომ უფლის წინაშე წარდგომა მოგიწევს. მამები ამბობენ: ვისაც ახსოვს სიკვდილი, მას არ შეუძლია სცოდოს. სულიერი მღვიძარება ნიშნავს გახსოვდეს შენი ცხოვრების არსი. მაგალითად, ადამიანი ზრუნავს ოჯახზე; ეს კეთილი, ღვთივკურთხეული საქმეა, ყოველი კაცი მოვალეა ოჯახზე იზრუნოს, მაგრამ ზოგჯერ ეს საზრუნავი ისე გაგვიტაცებს, უფალი გვავიწყდება. ასე კი არ შეიძლება. პირველ რიგში სასუფეველს უნდა ვეძიებდეთ, უარს ვამბობდეთ ისეთ "სიკეთეზე", რომელიც ღმერთს დაგვაშორებს.

- მარხვაში სულიერი თუ ხორციელი მღვიძარება განსაკუთრებულად გვჭირდება, თუმცა მარხვის შემდეგ ზოგჯერ მეტისმეტად "ვიხსნილებთ" და მთელ თავშეკავებას წყალს ვატანთ...

- გამოსავალი ის იქნება, თავი ვაკონტროლოთ. როცა ვიცით ჩვენი სისუსტე, არც მისი მოთოკვაა რთული.

- სულიერად მოდუნებულს გამოსაფხიზლებლად ზოგჯერ განსაცდელს მოუვლენს უფალი, თუმცა ბევრს არამცთუ არ აფხიზლებს იგი, არამედ ღვთის ყვედრებაშიც კი აგდებს...

- გონიერი ადამიანი, რომელსაც არ დაუკარგავს მართლმადიდებლური ხედვა, უთუოდ დაინახავს განსაცდელში ღვთის ხელს და მის მარგებლობასაც იგრძნობს, ვინაიდან ნებისმიერი მწუხარება, განსაცდელი თუ უბედურება ჩვენთვის საკურნებელი, განსაწმენდელია. როცა ადამიანი სულიერად ეშვება, სცდება საღვთო გზას, აღარ ახსოვს უფალი და ვნებებს ეძლევა, ღმერთი მის მოქცევას, გამოფხიზლებას ცდილობს, მოუვლენს განსაცდელს, ზოგჯერ - მეტისმეტად დიდსაც კი. ეს უმეტესად მართლაც აფხიზლებს, სიკვდილსა და წარმავლობაზე აფიქრებს ადამიანს. ასე რომ, დროდადრო განსაცდელი აუცილებელიც კია. ვინც ღვთის გზაზე დგას, განსაცდელიც მეტი აქვს. ზოგი ფიქრობს, ქრისტიანულ ცხოვრებას რომ დავიწყებ, განსაცდელი აღარ შემომიტევსო. ეს ასე არ არის. პირიქით, ღვთის გზაზე მავალს განსაცდელი უმრავლდება, მაგრამ ეს სხვაგვარი განსაცდელია. ის, რაც მორწმუნეზე მოაწევს უფალი, შეიძლება ურჯულოს არასდროს დაემართოს. მისთვის, ვისაც ცხონება სურს, ეს ეკლიანი გზა გარდაუვალია. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, "მრავალ არიან ჭირნი მართალთანიო", თუმცა იქვე დასძენს: "და ყოვლისავე მისგან იხსნას იგინი უფალმან". ასე რომ, ღვთის მადლით ყველაფერს დავძლევთ. მთავარი რწმენა და მონდომებაა.

- მას შემდეგ, რაც ეკლესიაში მივა, ადამიანი ბევრ რამეს ახლებურად აღიქვამს. ხდება ფასეულობათა გადაფასება, გონების ფერისცვალება, გამოფხიზლება, სულიერი გამოღვიძება...

- ასეთი რამ თქვა უფალმა: სასუფეველი ჰგავს კაცს, რომელმაც რწმენაზე მოქცევის შემდეგ გამოიღო თავისი საუნჯისაგან ძველი და ახალიო. რას ნიშნავს "ძველი" და "ახალი"? ძველი ის მსოფლხედვაა, ის დამოკიდებულება სამყაროს, სიკეთისა და ბოროტების, ცოდვისა და მადლის მიმართ, რაც მოქცევამდე ჰქონდა ადამიანს, მაგრამ რაც რწმენის გზაზე დაიწყო სიარული, ახალი დაინახა და ძველსაც მის შუქზე აფასებს. ასეთ დროს ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეგონა. ახლებურად აღიქვამს სამყაროს, მის არსს, თავის დანიშნულებას. თითქოს ბურუსით მოცულ ქალაქში ცხოვრობდა, ახლა კი ნისლი ნელ-ნელა იფანტება და ქალაქის კონტურები იკვეთება. ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა. ეს ადამიანის ფერისცვალების, ცხონების დასაწყისია. ასე იწყება ამაღლება, ხსნა და სინანული. ღმერთმა ყველას შეგვაძლებინოს!

უფალმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მოგმადლოთ მღვიძარების მადლი.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
15.05. 2015
ამინ !
ამინ !
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat