თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი იმედს ამყარებს არა საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზე
თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი იმედს ამყარებს არა საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზე
ბევრი წმინდა მამა თავმდაბლობას ყველა სათნოებაზე მაღლა აყენებს. მაინც რა არის თავმდაბლობა, რა თვისებები ახასიათებთ ამ საოცარი სათნოებით დაჯილდოებულ ადამიანებს? ამ საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- როგორ განისაზღვრება თავმდაბლობა და მორჩილება წმინდა მამათა მიხედვით?

- ამ სათნოებების შესახებ განსაკუთრებით კარგად, ვრცლად და გასაგებად საუბრობს წმინდა ისააკ ასური. მისი შეხედულებები ერთგვარ საყრდენადაც კი გამოდგება ამ თემაზე საუბრისას. წმინდა ისააკ ასურის მიხედვით: თავმდაბლობა და მორჩილება, უპირველეს ყოვლისა, ის შინაგანი თვისებებია, რომლებიც საკუთარი თავის იმედის არქონას გულისხმობს, სასოებას ღვთისას, შენი უღირსობისა და დაუცველობის განცდას, შეგრძნებას სულიწმიდის მადლისა გულის ფარულ სიღრმეში. ამასთან, ეს თვისებები გარეგნულადაც მჟღავნდება და გამოხატულებას უბრალო, მოკრძალებულ შესახედაობაში, ტანსაცმელშიც პოულობს, მისწრაფებაში - გაექცე პატივს, სიტყვაძუნწობაში, სხვის შეუწუხებლობასა და პატივისცემაში, წყენის, შეურაცხყოფის მოთმინებით გადატანაში. მორჩილების შინაგანი და გარეგანი მხარეები განუყრელად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და მსჭვალავს ერთმანეთს.

- რა თვისებები ახასიათებს ჭეშმარიტ თავმდაბალ და მორჩილ ადამიანს?

- ერთ-ერთი თვისებაა საკუთარი სახელის, პატივის უგულებელყოფა, მისი არად ჩაგდება. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მოღვაწეები ყოველნაირად ცდილობენ, გაექცნენ სახელს, პატივს, დაფასებას. ზოგჯერ შეგნებულად იმცირებენ თავს, აფერმკრთალებენ და ხაზს გადაუსვამენ დამსახურებულად მოპოვებულ სახელს, ხალხის პატივისცემას. სულიერების მეტად მაღალ დონეზე მყოფნი ყოველნაირად ცდილობენ, მოსპონ ის საფუძველი, რითაც შეიძლება ისაზრდოოს მათმა ამპარტავნულმა ჭიამ.Mმიზნის მისაღწევად კი საკუთარი თავისთვის მეტად დამამცირებელ, პატივისამყრელ საქციელსაც კი არ ერიდებიან. ზოგიერთი თავს სალოსად წარმოადგენს, რათა ხალხს ცხოვრების უჩვეულო, ყველასგან განსხვავებული წესისთვის არ განედიდებინა, ტირილით პატიებასაც კი სთხოვდა მწყენინებელს იმისთვის, რაც სინამდვილეში სულაც არ ჩაედინა. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და ხალხის უმრავლესობას ამ ღვაწლის საკუთარ თავზე აღებას არავინ სთხოვს, მაგრამ თითოეული უნდა შეეცადოს, გააცნობიეროს, თუ რამდენად პატივმოყვარე, ამპარტავანი ბუნება აქვს და შემდეგ შეძლებისდაგვარად ებრძოლოს მას. ეს ყველა ქრისტიანის ვალია.

- დიდი სულიერებით გამორჩეული წმინდა მამები თავს უღირსებად და ცოდვილებად მიიჩნევდნენ. არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს...


- ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ წმინდა მამები ამ შემთხვევაში არ არიან გულწრფელნი, ხელოვნურად აზვიადებენ საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებას, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მაშ, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ ერთი მხრივ უჩვეულო მოვლენას? ხერსონის მთავარეპისკოპოსი წმინდა ინოკენტი აღნიშნავს: ბოროტი სულის შეხება რომ ვიგრძნოთ, თავად უნდა ვიყოთ ნათელნი. ცოდვილი კი წყვდიადის გამოხატულებაა. სუფთა ტანსაცმელზე მცირე ლაქაც შესამჩნევია, შავ სამოსზე კი ყველაზე დიდი მუქი ლაქებიც არ ჩანს. ნათელ, სუფთა სულის კაცში ეშმაკის მიერ შთაგონებული ყოველი აზრი მაშინვე იწყებს შეშფოთებას, სიმძიმეს, გულისტკივილს. ცოდვილის შავ, წაბილწულ სულში კი მისი არსებობა შეუმჩნეველი რჩება. ამგვარ დამალვას ბოროტი უწყობს ხელს. Mმას ხელს არ აძლევს, გამოამჟღავნოს თავი, პირდაპირ აგრძნობინოს კაცს თავისი იქ ყოფნა.Eის ხომ მისგან გაქცევას, განსვლას გამოიწვევდა.

- რა სამსახურს უწევს ცხოვრებაში ადამიანს ამ დიდი სათნოების შეძენა?

- წმინდა ისააკ ასური აღნიშნავს: თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი არ ფაციფუცობს, არ ჩქარობს, არ განიცდის უხერხულობას; არა აქვს გამთანგველი, არასერიოზული აზრებიც. იგი ყოველთვის მშვიდია და დედამიწაზე ცაც რომ ჩამოიქცეს, წარბი არ შეუტოკდება. არ ეშინია უბედური შემთხვევებისაც, რადგან მას ეშინია უფლის და ეს განცდა ყველა სხვა სახის შიშს სდევნის მისგან.

წმინდა ისააკ ასური თავმდაბალ ადამიანს ჩვილს ადარებს და ამბობს: ამ დიდი სათნოებით ადამიანი ბავშვს მიემსგავსება უბრალოებითა და უწყინარობით. ნათქვამია: "დაიცავს ჩვილთა უფალი" (ფს. 114, 6). პატარა ჩაუცმელი დადის მთელი ზამთარი, როცა სხვები შემოსილნი არიან. სიცივე მსჭვალავს მთელ მის სხეულს, ის კი შიშველი ზის ყინვაში, ზამთრის სუსხში და ავად არ ხდება. თავმდაბალ და მორჩილ ადამიანზეც ასევე ვრცელდება უფლის განსაკუთრებული დაშვება, სამოსელივით ერტყმის გარს და იფარავს მას ყველა გარეგანი საშიშროებისგან. სხვაგვარად რომ ითქვას, ამ დიდი სათნოებების მქონეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ღმერთთან, უარს ამბობს რა დაცვის ბუნებრივ საშუალებებზე, მთელ იმედს მასზე ამყარებს, და ის იფარავს კიდეც მას. "ადამიანის უძლურებაში ხდება სრულყოფილი უფლის ძალა" (2 კორინ. 12, 9). როცა კაცი თავის უსუსურობას გრძნობს, ღმერთს უხმობს საშველად და მისგან იღებს კიდეც დახმარებას. აქედანაა ურღვევი კავშირი თავმდაბლობასა და ლოცვას შორის - ვინც უფლის დახმარების საჭიროებას გრძნობს, ლოცულობს და რაც მეტ დროს უთმობს ამას, მით უფრო მდაბალი და მორჩილი ხდება მისი გული.

- შეგრძნება იმისა, თუ რამდენადაა ადამიანი ღმერთზე დამოკიდებული და როგორ ზრუნავს უფალი მასზე, რა ფსიქოლოგიურ გარდატეხას იწვევს ადამიანის ცხოვრებაში?

- თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი იმედს ამყარებს არა საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზე; ყურადღებას ამახვილებს არა თავის ძლიერებაზე, არამედ უფლის წყალობაზე. თავმდაბლობა და მორჩილება უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უფრო ნაკლებად ხარ ჩაბმული ამქვეყნიურ ფერხულში. რაც უფრო მაღლა ადიხარ სულიერების გზაზე, მით მეტად ძნელი ხდება ღვთაებრივს მოსწყვიტო ყურადღება და მიწიერს მიხედო.Oიგი კი თავისით იწვევს მიწიერი ძალის შესუსტებას, საყრდენის მოშლას. თუმცა, ამავდროულად, იზრდება ღმერთზე მინდობის, მისი დაცვის შეგრძნებაც; ნათლად ჩანს, რომ კრიტიკულ ჟამს, როცა არ იცი, რა გზას დაადგე, ვის მიმართო დასახმარებლად, გშველის უფალი, გიწვდის დახმარების ხელს, თან ისე, რომ ხშირად თავადაც არ იცი, როგორ გიგვარებს ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემას.

- თავმდაბლობისთვის დამახასიათებელია აგრეთვე შეურაცხყოფისა და დამცირების უდრტვინველად გადატანა. ეს კი ბევრისთვის ძნელი გასაკეთებელია...

- ჭეშმარიტი ქრისტიანობა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს ადამიანის წინაშე. იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) წერს: თვით სულიერი ცხოვრების წარმატება სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება. ამიტომაც ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, დაცემაც კი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ხელით გამოგზავნილი (სინამდვილეში ასეცაა), იგი ხელს უწყობს ჩვენი "მეს" დათრგუნვას არა დრტვინვით, არამედ მადლიერებით. თუმცაღა, ასეთი საქციელითაც კი ადამიანი მაინც სიცოცხლის ბოლომდე ვერ აღწევს თავს ქედმაღლობას, ამპარტავნებას, სიმდაბლის გარეშე კაცი ვერანაირ მადლს ვერ მიიღებს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს თავს. ამიტომაცაა ნაწინასწარმეტყველები - ბოლო ჟამს, ამპარტავნების გაზრდის გამო, ცხონდებიან მხოლოდ განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენით, ყველა სხვა ნიჭი კი ხალხს წაერთმევა.

მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს იმას, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აჰყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს, ყველაფერი, რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება არ არის ადვილი, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება.Aამის მისაღწევად საკმაო ხანია საჭირო, საკუთარ თავზე დიდი მუშაობა, მაგრამ ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

- საბოლოოდ, თავმდაბლობის და მორჩილების ყველაზე დიდი გამოვლენა ღვთის ნების განსაზღვრა და მისი შესრულებაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ როგორ უნდა მივხვდეთ, რა არის ღვთის ნება?

- ღვთის ნების გაგებას ხელს უწყობს საკუთარი საქმიანობისადმი გულისხმიერება. თუ კარგად დავაკვირდებით საკუთარ თავს, ვიგრძნობთ, რომ უმეტესწილად, ჩვენთვის სასარგებლო ის კი არ იქნება, რაც გვსურს ან რასაც ამ დროისთვის ვგეგმავდით, არამედ სულ სხვა რამ. მართლმადიდებელმა ქრისტიანმა აწმყოთი უნდა იცხოვროს. უნდა მივენდოთ შინაგან ხმას.Aამ შემთხვევაში ადამიანი მორჩილებაშია. იქცევა არა ისე, როგორც სურდა, განზრახული ჰქონდა, არამედ იმგვარად, როგორც მოიტანა აწმყომ, მოსულმა წუთმა.Eეს კი ცხოვრების, სულიერი განვითარების ღვთიური რიტმის აყოლას ნიშნავს, ემორჩილება მას, რასაც დრო გკარნახობს.Eეს კი ხშირად ზემოდან მითითების შეგრძნება, გაცნობიერებაა. არსებობის ამგვარი წესი კეთილსახოვან პირობებს ქმნის სულიერი განვითარებისთვის. დროს ფუჭად არ ხარჯავ, აკეთებ იმას, რასაც ზეციური სამყაროდან განგისაზღვრავენ.

- რა მნიშვნელობა ენიჭება მოძღვრის ნების მიყოლას?

- იმისათვის, რათა სასულიერო პირის რჩევა-დარიგებები ღვთის ნების გამომხატველი გახდეს, მის შინაგან მდგომარეობასაც აქვს მნიშვნელობა - თუ რამდენად ისწრაფვის იგი ცოდვათაგან განწმენდისკენ, ებრძვის თავის ვნებებს.Mმეტად საგულისხმოა ისიც, რომ მოძღვართან მისვლამდე თავადაც ვევედრებოდეთ უფალს, რათა ჩვეთან საუბრისას გაეხსნას მას გონება და გვაუწყოს ის, რაც არის ღვთის ნება ჩვენთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით. ამასთან, სასულიერო პირთან შეხვედრამდე შევეცადოთ, განსაკუთრებით მოვერიდოთ ცოდვებს, არ მივცეთ ვნებებს გასაქანი. ამით ერთგვარად დავიმსახუროთ ის, რომ მოიღოს უფალმა მოწყალება, მოძღვრის პირით გაგვაგებინოს ის, რაც ესოდენ გვჭირდება იმ დროისთვის.

- დაბოლოს, რა უპირატესობით სარგებლობს სიმდაბლე სხვა სათნოებებთან შედარებით?

- თავმდაბლობა კაცს განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს, რითაც იგი სრულიად განსხვავებული ხდება სხვისგან. როგორც წმინდა ისააკ ასური აღნიშნავს, უფლის ძეობა და მასთან მიმსგავსება არა იმდენად სხვადასხვა ასკეტური მოღვაწეობით ხდება, რამდენადაც თავმდაბლობისა და მორჩილების მოპოვებით. მარტოდენ მოღვაწეობას ამ დიდი სათნოებების გარეშე სარგებლობა არ მოაქვს, ხოლო თავმდაბლობა და მორჩილება კი საქმეთა გარეშეც საკმარისია უფლის ძეობისთვის, იგი საქმეთა დამოუკიდებლადაც მრავალ შეცოდებას ხდის მისატევებელს. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ვენდოთ სულიერი მოღვაწეობის ნაყოფს მანამ, სანამ ამ დიდ სათნოებას არ მოვიპოვებთ, თუნდაც ამისთვის დიდი ასკეტური ძალისხმევაც დაგვჭირდეს. სანამ თავმდაბალი არ გახდები, ვერ მიიღებ ჯილდოს მოღვაწეობისთვის; ის კი მოგვეცემა არა საქმეთა, არამედ ამ დიდი სათნოების გამო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat