"ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის"
"ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის"
ცხოვრების დაძაბული და შფოთიანი რიტმით დაღლილი ხალხი ხშირად ეძებს ისეთ გარემოს, სადაც დამშვიდდებიან და თავს კარგად იგრძნობენ. ამ ძიებაში ზოგჯერ მთელი სიცოცხლე გადის, რადგან ისინი არასწორად ეძიებენ - ეძიებენ გარეთ, სიმშვიდე კი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ. წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს: "ადამიანები, რომლებიც საკუთარ მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ". მართლაც ასეა - ადამიანები იტანჯებიან და არც კი იციან, რატომ.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საიდან მოდის ჩვენი აზრები, ვინ არის მათი წამქეზებელი. მაგრამ როგორ გავიგოთ ეს?

ამ კითხვაზე ღირსი ბარსანოფი დიდი პასუხობს: "დემონებისგან მოსული ზრახვები აღსავსეა მღელვარებითა და შფოთით. ისინი ადამიანში ფარულად და მზაკვრულად შემოდიან, რამეთუ მტრები ცხვრის ქურქში ეხვევიან ხოლმე და უბოროტო გულებს იმით ინადირებენ, რომ თავს კეთილად მოაჩვენებენ.

მოსმენილზე, ნანახზე, გაფიქრებულზე ოდნავადაც რომ შეგიშფოთდეს გული, იცოდე, რომ ყოველივე ეს ბოროტ სულთაგან მომდინარეობს".

სხვაგან იგი ამბობს: "ყოველგვარი ზრახვა, რომელსაც წინ არ უძღვის მორჩილების სიმშვიდე, ღვთისგან არაა. უფალი ჩვენი მხოლოდ სიმშვიდით გვსტუმრობს; ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხით მოდის".

უფლის ანგელოზმა ასე აუხსნა წმიდა ერმს კეთილი და ბოროტი ანგელოზის მოქმედება: "კეთილი ანგელოზი წყნარია, მოკრძალებული, თვინიერი, მშვიდი. როცა ის შემოდის გულში, ჩაგვაგონებს სამართლიანობას, გონიერებას, სიწმინდეს, შემწყნარებლობას, სიყვარულსა და ღვთისმოსაობას... ბოროტი ანგელოზი ანჩხლია, ბრაზიანი და უგუნური... როცა მრისხანება ან ჯავრი შეგიპყრობს, იცოდე, რომ ის შენშია; ასევე, როცა გულში შემოგეპარება უთვალავი სურვილი, კეთილმოწყობილი გარემოს, სხვათა ცოლების ნდომა, სიამაყე, თავმოწონება, გულზვიადობა, - იცოდე, რომ შენში ბოროტი ანგელოზი სახლობს".

აზრების გარჩევის უნარი მომწიფებული სულიერი ცხოვრების მონაპოვარია. დამწყებებმა კი სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვონ, გამოცდილ ადამიანებსა და ლოცვას უნდა მიმართონ.

სიმშვიდის მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა ისწავლოს მოძალებულ აზრებთან გამკლავება. ეს იმდენად რთულია, რომ ბერი ბარსანოფი ოპტელი ამბობს: "ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის".

თუ ადამიანმა მოახერხა უწმინდური აზრებისგან გონების დაცვა, ის ჭეშმარიტად ქრისტეს სასძლო ხდება. აი, რას წერს ამის შესახებ მაკარი დიდი: "სული და გონება ისევე უნდა დავიცვათ უწმინდური, გარყვნილი ზრახვებისგან, როგორც სხეული ხილული ცოდვებისგან, რადგან სული ქრისტეს სასძლოა".

უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერც ერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ გაჩნდა.

ბერი ბარსანოფი დიდი ამის შესახებ ამბობდა: "თუკი ზამთრის ქარბუქი კარს შემოამტვრევს და ოთახში შემოყრის თოვლს, ეს სახლის პატრონის ბრალი არ არის. ჩვენც უდანაშაულონი ვართ, როცა უკეთური აზრები გვიჩნდება. მაგრამ როგორც სახლის პატრონია ვალდებული, კარი მიხუროს და ოთახი მოასუფთავოს, ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ლოცვას, რათა ღმერთმა დაგვიცვას ბოროტი ძალებისგან, რომლებმაც ეს აზრები თავს მოგვახვიეს". წმინდა ბერი გვირჩევს, ასეთ დროს "იესოს ლოცვას" მივმართოთ.

ერთ მონასტერში ცხოვრობდა ბერი, რომელსაც ასეთი უცნაურობა შეატყვეს: მარტო მიმავალი დროდადრო მარცხნივ მიბრუნდებოდა ხოლმე და ამბობდა: "უარვყოფ".

ბერს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი საქციელი. მან უპასუხა: "თავში ხშირად მომდის ცუდი აზრები, რომლებსაც ჩემი გული უარყოფს. არ მინდა, მაცდურისაგან დათესილი ამ აზრების გამო ვზღო, ამიტომ ღვთის წინაშე უარვყოფ მათ".

მართალია, ჩვენს გონებაში აღმოცენებული უნებლიე აზრებისთვის პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ თუ ისინი ჩვენს გულისთქმასაც შეეხო, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის.

როცა წმინდა ადამიანების გვერდით მოვხვდებით, ჩვენი სული მშვიდადაა, არ გვსურს მათთან განშორება და ვცდილობთ, ეს წუთები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მათი სიმშვიდე თითქოს ჩვენც გვეფინება. ამ დროს ჩვენ ჩიტებს ვემსგავსებით, რომლებიც სულიერ საკენკს კენკავენ და იმ ადგილიდან გაფრენა არ სურთ.

ვევედროთ უფალს, რათა ჩვენი გულებიდანაც უხვად გადმოედინებოდეს სიკეთე, სიმშვიდე და სიხარული. როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი გვასწავლის: "იმისთვის, რომ გული იყოს დაწმენდილი, კეთილი და მშვიდი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება - ღვთივსათნო, სული უნდა განვიწმინდოთ ლოცვით, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ქმნილებების კითხვით, მიწიერ სიამოვნებათა ხრწნადობასა და წარმავლობაზე ფიქრით".

საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო კანდელაკი
ბეჭდვაელფოსტა
20.06. 2014
me rigit codvili shevtxov cmida ioanes shemovides chvens sulshi gulsa da gonebashi da misi cmida locvit sheavedros chvni tavi ufals chvensas iesos qristes. amin!
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat