ჩვენი უმთავრესი საზრუნავი გონების კონტროლია
ჩვენი უმთავრესი საზრუნავი გონების კონტროლია
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ ბილწი აზრებისგან, ბილწიტყვაობისა და საერთოდ, ყოველგვარი სიბილწეებისგან დაიცვას თავი , დაიცვას საკუთარი გული და გონება? - ამის შესახებ გვესაუბრება ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

- წმინდა ანტონი დიდს ფილოსოფოსებმა ჰკითხეს, რას აკეთებთ ჩვენგან განსხვავებულს მონაზვნები?

ღირსმა მამამ მიუგო: "ჩვენ მონაზვნები გონების კონტროლით ვართ დაკავებული". ფილოსოფოსებმა მიუგეს, რომ ჩვენ ამის ტვირთვა არ შეგვიძლიაო. გონების დაცვა არის შინაგანი ცხოვრების უმთავრესი გზა ბიწიერებისაგან თავდასაცავი. სწავლება ამ შინაგანი მსახურების შესახებ წმინდა ეკლესიაშია დავანებული. განსაკუთრებით მონაზვნები, ათონელები გადმოგვცემენ მას. ბერი იოსებ ვათოპედელი გვასწავლის: "გონება მადლის ტახტია. თუკი გონება დაბინდული, დატყვევებული და ვნებიანია, მადლი უკუიქცევა მისგან, ხოლო მადლის გარეშე დარჩენილი პიროვნება მკვდარია. ის ძველი ადამიანია მსხვერპლი წინააღმდგომი და დამარღვეველი რჯულისა. მადლის გარეშე მასში იჭრება ხრწნა და სიკვდილი, მაგრამ უფალმა შემთხვევით არ განგვაშორა ამა სოფელს: "გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით... არა წმინდასა ნუ შეეხებით და მე შეგიწყნარე თქვენ". ისმის კითხვა: თუ მონაზვნები ასე გულმოდგინებით იცავენ გონებას, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების ორომტრიალში ჩაფლულმა ერის ადამიანმა? ხშირად ამბობენ ქრისტიანები: მე მაგას ვერ გავაკეთებ, იესოს ლოცვა მხოლოდ მონაზონთა ლოცვაა, და ასე შემდეგ, რითაც იმშვიდებენ შინაგანად გულს, მაგრამ სინდისი ღვთის თვალია ადამიანში და ყოველთვის გვამხელს. ერის ადამიანიც უნდა იყოს გონიერი ლოცვით განათებული, რომელიც კონტროლს დაუწესებს გონებას და შინაგან კაცს გამოაღვიძებს, რომელიც ღთის მადლითა და წყალობით ამოხსნის ჭეშმარიტების უმთავრეს ფორმულას, მადლის მოხვეჭის საიდუმლოს. წმინდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: "ახლად მოსულ ქრისტიანს გონების დაცვა იესოს ლოცვით უნდა ვასწავლოთო, რათა ადამიანი მიეჩვიოს უფალზე ფიქრს და მისი გონება დაკავებული იყოს ამ ამაღლებული მსახურებით". სკვნილზე ლოცვა არის კიბე, რომელიც ჩვენი სულის სიღრმეებშია ჩაშვებული და უამრავი შინაგანი მანკიერებები ამოჰყავს ჩვენი სულის ზედაპირზე ისე, რომ ადამიანი ამას ხედავს და აღმსარებლობითი ბუნება უყალიბდება. ხშირად არის, რომ ამ შინაგანი ჯოჯოხეთის დანახვისას ადამიანს ეშინია და წყვეტს ლოცვით ღვაწლს. შევაგონებთ, რომ ეს არის სულიერი გამოღვიძების ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპი და არ უნდა შევშინდეთ, შევინანოთ უძლურებანი. რომელიც ჩვენი სულის ნაწილია წინა პლანზე გადმოვიტანოთ, ვაკონტროლოთ და ლოცვით დავამარცხოთ. ერის ადამიანებს განსაკუთრებულ საცდურებში უწევთ ცხოვრება და ჩვენი უმთავრესი საზრუნავი გონების კონტროლია.

ბერ ეფრემ კატუნაკელს ერთხელ ახალგაზრდა პროკურორი ესტუმრა მონასტერში და შესჩივლა, - ლოცვისთვის დრო აღარ მრჩება იმდენი საქმე მაქვსო. ამ დროს ღირსი მამა ხეზე კვეთდა. თავისი სამუშაო გვერდზე გადადო ონკანი მოუშვა და ხელების დაბანვა დაიწყო, თან იესოს ლოცვას ხმამაღლა იმეორებდა. შემდგომ ხელები გაიმშრალა, თან ლოცვას აგრძელებდა, სხვა საქმის კეთება დაიწყო და იქაც იესოს ლოცვა გააგრძელა. გაკვირვებულმა პროკურორმა ჰკითხა, რას აკეთებ მამაო? მამა ეფრემმა მიუგო: ასე მაინც არ შეგიძლია, რომ ილოცოო? გახარებულმა პროკურორმა მიუგო, მამაო, აუცილებლად გავაკეთებო. ერთი წლის შემდგომ ახალგაზრდა პროკურორი კატუნაკში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა. გონების კონტროლმა მადლი მოუტანა და მადლმა მონაზვნური ცხოვრების გზაზე დააყენა. ასე რომ, გვმართებს კონტროლი გონებისა, რათა, როგორც აგიოგრაფი იტყოდა ღირს მამა გრიგოლ ხანძთელზე: "აქუნდა მოხუცებულობაი გონებისა". აი სწორედაც ეს მდგომარეობა მიიღწევა შინაგანი ლოცვითა და გონების კონტროლით.

***
ბიწიერი აზრების შემოტევის დროს ადამიანმა უნდა მოიშველიოს იესოს ლოცვა და სულიერი სიფხიზლე, რომელიც სულის თვისებად უნდა ვაქციოთ. ბერი იოსებ ვათოპედელი გვასწავლის, როგორ უნდა ვიაზროვნოთ შინაგანად და გონებას ვასწავლოთ ღმერთზე ფიქრის მეთოდი: "მუდამ გახსოვდეთ ჩვენდამი უფლის უსაზღვრო სიყვარული. მან არ მიგვატოვა უმეცრების წყვდიადში, არამედ ჩვენ - "მკვდარ შეცოდებითა, ქრისტესთანა განგვაცხოველნა... მის თანა აღმადგინა და თან დამხსნა ზეცათა შინა". ეს შესაძლებელია მხოლოდ უფლის მიერ ეკლესიისთვის ნაბოძებ საიდუმლოთა მადლით. საღმრთო საიდუმლონი, მართალია შეგრძნებებით აღქმანი არიან, მაგრამ მათ ზებუნებრივი თვისებები აქვთ. საიდუმლოებები მადლის გაცემის გრძნობადი ფორმაა, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ მექანიკურად, იმის გაუთვალისწინებლად, აქვს თუ არა ადამიანს რწმენა და ცხოვრობს თუ არა ღვთისთვის სათნოდ". ეს აზრები და სწორი სწავლების მუდმივი შეხსენება გონებისათვის არის უდიდესი გაკვეთილი, რომელიც ჩაინერგება ჩვენში და გონების შემუსვრილებას გამოიწვევს.

ბერი ეფრემ ფილოთეველი გვასწავლის: "ნუ გადავდებთ ჩვენს გამოსწორებას, რომ სიკვდილმა არ მოგვისწროს. მაშინ ვიტირებთ და უნუგეშოდ ვიგლოვთ, პირველი მე, იმ იმედის ნაპერწკლის გარეშე, რომ ეს უბედურება როდესმე შეიცვლება". წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, ძმანნო, გახსოვდეთ სიკვდილი. სიკვდილის ხსოვნა ადამიანებში სასოწარკვეთას იწვევს, მაგრამ ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილი მარადისობის კარიბჭე, სამსჯავრო, ღმერთთან შეხვედრა და განსჯაა საკუთარი შეცოდებისა. პირადი აპოკალიპსია, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის... გვეშინოდეს უფლის დაკარგვის, ჯოჯოხეთის, რომელიც არ იტყვის კმა არს. სიკვდილის იმიტომ ეშინია ადამიანს ქვეცნობიერად, რომ სული განიცდის შეცოდებებს, ხოლო გონება უგუნურებაშია ჩაფლული, რომელიც იწვევს შინაგან არეულობას და სასოწარკვეთას. ბერმა იოსებ ისიქასტმა წინასწარ განჭვრიტა მოახლოებული სიკვდილი. თავად დედა ღვთისამ აუწყა ამ ღმერთშემოსილ მამას, თუ როდის დატოვებდა ამ სოფელს. მონასტრის ეზოს შუაგულში დაელოდა აღსასრულს და ტკბილ იესოსთან შეხვედრას. ქრისტიანებს ისე უნდა გვიყვარდეს ღმერთი, რომ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, პირიქით, სიკვდილი ახალი სიცოცხლის მარადისობის დასაწყისია ჩვენს უფალთან და ამით გავმხნევდეთ და განვამტკიცოთ გონება, რომელიც ქვეცნობიერ განცდებს დაუპყრია.

***
ბერი ეფრემი ბრძანებს და გვმოძღვრავს: "იღვაწე შვილო, განა ეს ცხოვრება ღვაწლის დრო არაა? განა ყოველი მიწიერი ადამიანის სიცოცხლე სიზმარი არ არის? სულის გონიერი თვალი მიაპყარი ზეცას, სადაც ანგელოზთა და მთავარანგელოზთა ზეციურ მხედრობებს იხილავ; ისევე აიხედე გონების თვალით და დაინახავ, რომ ლუციფერის ადრინდელი ნეტარი ადგილი ცარიელია". ნუგეში მივცეთ საკუთარ სულს, ნუ დავთრგუნავთ მას ადამიანური, ხორციელი წარმოსახვების მორევით, რომელმაც შეიძლება სიცრუის ფარდა ჩამოგვაფაროს და ხიბლი გამოიწვიოს ჩვენი, რომელიც სულიერ-ფსიქიკურ აშლილობამდე მიგვიყვანს. ხშირად არის, რომ ადამიანები მხატვრულად წარმოიდგენენ ზეციურ მსახურებას და ეს ფშვინვიერი წარმოსახვა სიგიჟის საზღვარია. გონების სწორი კონტროლისგან ეს ძალზედ შორს დგას. ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ბოროტი სიცრუის გზით გვაჩვენებს, რომ ღმერთშემოსილებასთან ახლოს ვდგავართ. გავფრთხილდეთ, კაცობრიობის მტერს არ სძინავს.

გონიერი მოძღვრის ძიება აუცილებელია, რათა მივიღოთ ცოცხალი და სწორი სულიერი სწავლება. წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს სინანულის შესახებ, რომელიც გონების დაცვის უმთავრესი საშუალებაა: "ყველასთვის ცნობილია, თუ რა უბედურება ეწვიათ იუდეველ მწიგნობრებს და ფარისევლებს მათი არასწორი სულიერი განწყობის გამო: ისინი არა მხოლოდ უცხო ექმნენ ღმერთს, არამედ მისი მტრები და მკვლელებიც გახდნენ. სწორედ ასეთივე უბედურებას გამოიწვევს ისეთ მლოცველებში, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობიდან სინანულს გამორიცხავენ: ისინი ცდილობენ, გულში ღმერთის სიყვარულის, ტკბობისა და აღტაცების განცდები გააღვიძონ, ამ დროს კი ხელს უწყობენ საკუთარ დაცემას, უცხო ექმნებიან ღმერთს, სატანასთან ამყარებენ ერთობას და სულიწმინდის სიძულვილით სნეულდებიან. საშინელია ხიბლის ეს სახე. სულიერი დასნეულების ეს საკითხი მეტად აქტუალურია თანამედროვე ქრისტიანებში, რადგანაც მეთოდი, თუ როგორ აკონტროლოს სინანულის შინაგანი განცდები, არ იციან და თვითშთაგონებული სწავლებით იმოსებიან. ამ შემთხვევაში იწყება ასეთი გამოვლინება: მე ყველაზე კარგი ვარ, ამას გამოხატავენ კიდეც, სხვა მრევლის მასწავლებლებადაც გვევლინებიან და მათაც ღუპავენ განსაკუთრებით ახალმოქცეულ ქრისტიანებს. როგორც აღვნიშნე, სულიერი მოძღვრის ძიება არის გონივრულად განსახორციელებელი, რათა იყოს მამა ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. მოციქული პავლე ბრძანებს, ნუ ყოველი მოძღვარ იქნებისო. ამიტომაც, ეკლესიაში აღტკინებული მისვლა გვართმებს. სულიერი გადაწყვეტილების ძალებს და ემოციურ გრძნობებს აყოლილნი არასწორად ვვითარდბით.

სულიერი მღვიძარება გონების კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ქრისტიანის სული მოკაშკაშე ვარსკვლავად ჩანს უფლის თვალში. მღვიძარენი იყვენით, - ბრძანებს უფალი. ეს სულიერი სიფხიზლე და ცხოვრების წესია, რომლითაც განვმართლდებით და შინაგან ბედნიერებას ვიგრძნობთ. ეს ღვთის მიმართ იმედია და სწორედაც ეს იმედი ასაზრდოებს ქრისტიანს, ხსოვნა აღდგომისა, შეწირული ძღვენისა, რომელიც შეიწირა და დაიკლა ჩვენთვის, ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის, მამის წიაღში გველოდება.

ბერი იოსებ ვათოპედელი ბრძანებს: "კვლავ შეგახსენებთ, ძმანნო, თუ ბრძოლაში გამარჯვება გსურთ, მთელი თქვენი ძალისხმევით უნდა იღვაწოთ გონების დასაცავად. უფალი შეგვახსენებს: "რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; რომელი არა შეკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს". თუ ქრისტიანს სურს გაითავისოს, რა ნეტარებაა უფლის წიაღში, მაშინ ამისათვის დიდი ბრძოლა მოუწევს. ბრძოლა ეშმაკის მანქანების წინააღმდეგ, ბოროტი ზრახვების განსადევნელად. მეთოდი ღვთის შემეცნებისა არის მცნებათა არსის წვდომა. სწორედაც ამისათვის არის საჭირო გულმოდგინე ლოცვა, რათა ჩავწვდეთ ღვთის ნებას და ვიცხოვროთ მისით. ქრისტეს ერთგულება მცნებათა დაცვაში გამოიხატება და შევკრებთ უფალთან იმ უდიადეს ძღვენს, რომელიც არის ჭეშმარიტებაში, ჭეშმარიტი თავდადებული ცხოვრების წესში. ბერი იოსები ბრძანებს: "გონების დაცვის გარდა სხვა რა მიზანი უნდა ჰქონოდა ჩვენი ღირსი მამის - იოსებ ისიქასტის მოწამებრივ ძალისხმევას? ამისთვის ის გაურბოდა ადამიანებს, მდუმარებდა, განმარტოებით ცხოვრობდა, გონებას ღმერთთან ყოფნისა და მისი ჭვრეტისთვის აიძულებდა". მკაცრი მოღვაწეობა მართებს ზოგადად ქრისტიანს. მამა იოსები ამბობს: "ნუ შეეკითხებით ადამიანს, უყვარს თუ არა ღმერთი, ისინი ყოველთვის გიპასუხებენ - რა თქმა უნდა, მიყვარს უფალი თავზე მეტადო. უბრალოდ ჰკითხეთ, რამდენი ხანი ლოცულობს დღეში და იმით მიხვდებით, თუ როგორ უყვარს უფალი". ლოცვა არის ეკლიანი გზა სასუფევლისაკენ მიმავალი, ამავე დროს ტკბილიც. ნეტარია ადამიანი, რომელიც გამუდმებით ფიქრობს ქრისტეზე და ცხონებაზე. ცხონება, ხომ ჩვენს უფალთან დაგვაბრუნებს, გაგვაერთიანებს სიმართლეში და ნეტარების ტკბილი სურნელით აღვივსებით.

ადამიანის ბუნება უკვე მეამბოხე დემონების მსგავსად აზროვნებს. სხვა რა ძალას შეუძლია, რომ გაათავისუფლოს ადამიანი ამ სნეულებისაგან, თუ არა ტკბილ აზრობრივ მორჩილებას სულიერი მოძღვრისა. ქრისტე ღმერთკაცის მორჩილება მამა ღმერთის მიმართ, ქრისტიანისათვის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვმორჩილებდეთ ეკლესიას და უფალს. ჩვენი გონება, როგორც ღვთის ტაძარი, ისე უნდა წარმოჩნდეს და გაბრწყინდეს. როგორც უფალი ბრძანებს: "ესრედ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენნი თქვენი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა". ქრისტიანის მიწიერი ცხოვრების არსი, მამათა და მოღვაწეთა ღვაწლის შარავანდედი არის ეს სიტყვები მაცხოვრის მიერ წარმოთქმული. დაე, გაბრწყინდეს ჩვენი სულები ღმერთკაცში, რათა ნათელი ქრისტესი მოეფინოს საქრისტიანოს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat