თავმდაბლობა ქრისტიანის ღირსების უმშვენიერესი სამკაულია
თავმდაბლობა ქრისტიანის ღირსების უმშვენიერესი სამკაულია
"საკვირველი არა არის რა ქვეყანაზე, გარდა ერთისა; ეს არის: ვისაც აქვს თვითმდგომარე ხასიათი, ვინცა სცნობს თავის ღირსებასა და დაიცავს პატიოსნებასა. სხვა, თუნდაც, სიდიდკაცე, სიპატარაკაცე - არა არის რა. ესენი ეძლევა განგებისაგან კაცსა, რომ იყოს ქვეყანაზე წესი. მე შენით, შენ ჩემით უნდა გამოვიზარდნეთ, ვიცხოვროთ", - ლავრენტი არდაზიანი.

გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ღლონტი.

- რა არის ქრისტიანის ღირსება და რამდენად უკავშირდება ის თავმდაბლობას?

- "ფარისევლისა და მეზვერის" იგავის უფლისმიერი სათქმელი თავმდაბლობის სათნოებას ასაჩინოებს. მლოცველი მეზვერე სწორედ თავისი თავმდაბლობით ამაღლდა ღვთის წინაშე, ეს ცოდვილი საკუთარი უღირსების აღიარებით შეუდგა ზეციური სასუფევლისაკენ აღმყვანებელ გზას. ფარისევლობისაგან განსხვავებით, ამიტომაც განიხილება ამ იგავში, ვითარცა ცოდვილის განმართლების ყველაზე ღირსეული გზა. ყოველივე ამას კი ბუნებრივად მივყავართ ქრისტიანის ღირსებამდე.

თავმდაბლობა ქრისტიანის ღირსების უმშვენიერესი სამკაულია. ქრისტიანი საკუთარი ღირსების დაცვას თავმდაბლობის გარეშე ვერ შეძლებს. მაგრამ რა არის ქრისტიანისათვის ღირსება? რომელი საზომით იზომება ღირსება ქრისტიანისა? ამ შეკითხვებზე მართებული პასუხის გაცემა მეტად მნიშვნელოვანია არათუ ქრისტიანისათვის, არამედ ყოველი კეთილგონიერი ადამიანისათვისაც.

- რა არის ადამიანური ღირსების საფუძველი?

- მე ვარ ადამიანი - ასე შეიძლება გაიშიფროს ფორმულა ადამიანური ღირსებისა. თუმცა ჭეშმარიტი შეცნობა იმისა, რომ ადამიანი ხარ, მაშინ იწყება, როცა არც ზედმეტს მიაწერ საკუთარ თავს და არც იმას შეურაცხყოფ, რაც ღვთისაგან გაქვს მონიჭებული. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ადამიანის ღირსების საკითხს სულიერი სიწმინდის გათვალისწინებით განიხილავს და ბრძანებს: "პირადი ღირსების, პირადი პასუხისმგებლობისა და სრულყოფის იდეა რელიგიური წესრიგის იდეაა. "აჰა სასუფეველი ღმრთისა? შორის თქუენსა არს" (ლუკა 17,21), - ბრძანებს წმიდა ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისაგან სულიერი სიწმიდის მოთხოვნის აუცილებლობა".

- როგორ უკავშირდება ერთმანეთს პატიოსნება, პატივი და ღირსება?

- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ერთ-ერთ დიდებულ ქადაგებაში (პატივსა და პატიოსნებასთან დაკავშირებით) საგანგებოდ განგვიმარტავს პატიოსნების ფესვებისა და წყაროს რაობას.

დაეკითხება: რა საფუძველი აქვს პატიოსნებას? რა არის ის, რაც კაცს დააცვევინებს თავის პატიოსნებას, და რითაც ყოველგვარ დადებულ პირობას აღასრულებინებს?

პასუხი ერთია - ეს არის პატივი, თავისი თავის პატივის-ცემა, წმინდა, ჯანსაღი ქრისტიანული თავის-მოყვარეობა. მაგრამ საკუთარი თავისადმი პატივის მიგება და პატივისცემა მხოლოდ ღირსებიდან შეიძლება ამოიზარდოს. მარტო იმ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის პატივისმცემელი (და ჯანსაღად, ქრისტიანულად მოყვარული თავისი თავისა), ვინც იცის და ვისაც ახსოვს საკუთარი ღირსება.

წმინდა ეპისკოპოსი გვასწავლის, რომ ქრისტიანის ღირსება არის მისი ბუნების სიმაღლე, რაც ღმერთმა მიანიჭა მას. წმინდა მამის თქმით, კაცის ბუნებას დაუფასებელი ღირსება აქვს. აბა, დაუკვირდი, - გვეუბნება იგი, - მართლაც რაოდენ დიდი ფასი აქვს კაცის ბუნებას, რადგან ცისა და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაზოგა, კაცთა ცხონებისათვის, გადარჩენისათვის დაამდაბლა - კაცობრივი ბუნება მისცა, და ხორციელად მოავლინა აქ, ჩვენთან. როგორ შეიძლება, არ დავინახოთ დიდი ღირსება კაცის ბუნებისა - უფალმა ღმერთმა ხომ ამ ბუნებას შეუერთა თავისი ღვთაებრივი ბუნება!

ამით აღტაცებული წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი გვმოძღვრავს და გვევედრება, რომ სიმრუდითა და სიცრუით, მოტყუებითა და მზაკვრობით, პირობის გატეხითა და აღთქმის დარღვევით ნუ შევბილწავთ ჩვენს ამ ღირსებას - ღვთისაგან ესოდენ დაფასებულ სიმაღლესა და დიდებას ჩვენი ბუნებისა, ნუ შევირცხვენთ თავს კაცთა წინაშე და ნუ გავმტყუნდებით ღვთის წინაშე!

აი, საფუძველი და წყარო პატიოსნებისა, შინაგანი გრძნობა ჩვენი საკუთარი ღირსებისა.

საგულისხმოდ ემთხვევა ერთმანეთს ძველი ქართული "ღირსებისა" და "პატივის" მნიშვნელობანი: "ღირსება", პატივთან ერთად, ასევე ნიშნავდა სიწმინდესა და სათნოებას. მაშასადამე, ღირსეული კაცი ძველი ქართველისათვის წმინდა, სათნო და პატიოსანი იყო.

- ადამიანის უმაღლეს ღირსებას რამდენად წარმოადგენს ღვთის "მსგავსებისკენ" სწრაფვა?..

- ღირსების - ქრისტიანის ღირსების - საფუძველი და წყარო ადამის შექმნის ბიბლიურ (შესაქმისეულ) საიდუმლოშია საძიებელი. "და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღუისასა და მფრინველთა ცისათა და პირუტყუთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქუეყანასა ზედა. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თუისად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი" (დაბადება 1, 26-27).

ეს შესაქმისეული სიტყვები ადამიანის უმაღლეს ღირსებაზე მიგვანიშნებს, კერძოდ, იმაზე, რომ ადამიანი ყოვლადწმიდა სამება ღმერთის ხატია, მისი მსგავსებაა ბუნებითა და ნებით. ასეთი იყო შემოქმედი ღმერთის განზრახვა და კეთილი ნება.

წმინდა იოანე დამასკელის განმარტებით, "მსგავსებისაებრ ღმრთისა" (ანუ "მსგავსებისებრობა") ადამიანის კეთილის ქმნადობით, კეთილის შემოქმედებითობით ვლინდება. წმინდა მამა კეთილზნეობას გულისხმობს. არსებითად, იმთავითვე ეს იყო ღვთისაგან მონიჭებული უმაღლესი დანიშნულება კაცისა: თავისი ხატი და მსგავსება ღმერთმა სწორედ იმისთვის მიუბოძა ადამიანს, რომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში (შეძლებისამებრ, "ძალისაებრ") განვითარებულიყო, სულიერად გაძლიერებულიყო, გაზრდილიყო, ამაღლებულიყო და ამ გზით მიეღწია უფრო მეტი სისრულისათვის.

ცოდვილს ამ წუთისოფელში, სამოთხისეული პირველქმნილი ადამიანის მსგავსად, დღემდე აქვს მაღალი დანიშნულება ღვთის წინაშე. დღემდე ძალაშია ზეამოცანა ცოდვილისა - უფრო მეტსა და დიდ სისრულეს მიაღწიოს ღვთის მსგავსებაში. ადამიც სისრულისათვის იღვწოდა სამოთხეში, ოღონდ ეს ღვაწლი იყო ნათელი, უსნეულო, შეცოდებისაგან თავისუფალი.

ცოდვით დაცემის შემდეგ კი კაცთა მოდგმამ ცოდვასთან (ეშმაკთან) დაუცხრომელი ბრძოლით, სიკვდილისა და სულიერი წარწყმედის ძლევით, ხრწნილებითა და აღდგომის გზით უნდა მოიპოვოს ღვთაებრიობასთან მიახლოებული სისრულე, დაიბრუნოს და აღიდგინოს პირველღირსება, და ღვთის მსგავსების უფრო მაღალ ხარისხს ასე მიაღწიოს.

წმინდა მამათა ფასდაუდებელი ნააზრევიდან არაერთი საგულისხმო შეგონება შეიძლება გავიხსენოთ ამ თვალსაზრისით, წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "ღმერთმა ადამიანი იმისათვის შექმნა, რომ ამქვეყნად დამკვიდრებული, საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო. ამ მიზნით შეამკო შემოქმედმა ღმერთმა ადამი ღვთივმშვენიერი სიკეთეებით: სიცოცხლით, სიტყვით, სიბრძნით, რათა ამ ნიჭთა მეოხებით წარემართა თავისი მისწრაფება ღვთისაკენ... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა ერთი გამოთქმით გამოხატა, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი "ღმრთის ხატად და მსგავსად" შეიქმნა".

ასევე მრავლისმეტყველია წმიდა კირილე იერუსალიმელის თქმა: "ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა". წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით კი: "ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმრთისაგან ნაბრძანები აქვს, ღმერთი გახდეს მადლის მიერ".

როგორც ვხედავთ, ქრისტიანის ღირსების საკითხში გარკვევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ: ერთი მხრივ, ის, რაც ღვთისაგან მოგვენიჭება, გვებოძება, და, მეორე მხრივ, ის, რაც ჩვენი ნებით, ძალისხმევითა და ღვთის მეოხებით განხორციელდება ჩვენშივე (და ჩვენთვის) მადლის მიერ. ამ ორი მხარის თანაარსებობით და თანამონაწილეობით ცოდვილს შეუძლია ამაღლდეს ცოდვაზე, სძლიოს მას და პირველღირსებაც დაიბრუნოს.

- ადამიანის ღირსება გულისხმობს თუ არა მისივე ბუნების სრულყოფილებას?

- წმინდა მამები ქრისტიანის ღირსების თაობაზე მსჯელობისას ჩვენს ყურადღებას გამორჩეულად მიაპყრობენ კაცის ბუნების სრულყოფილებას. საღვთისმეტყველო ლიტერატურაში აღიარებულია, რომ ღირსება კაცისა, არის იგივე სრულყოფილება მისი ბუნებისა. თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვიბრძანებს: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5,48).

"იყვენით თქუენ სრულ" - უფალი შეგვაგონებს, რომ ჩვენ სრულყოფილება მარადჟამ უნდა ვეძიოთ. ცხადია, აქ სიტყვაში "სრულ" უზენაესი, ღვთაებრივი სისრულე და სისავსე იგულისხმება. თუმცა იგივე ძველი ქართული სიტყვა ("სრული") ასევე ნიშნავდა "მრთელს, მთლიანს, მთლიანობას" და "სიცოცხლესაც". "ღირსისა" და "ღირსების" ძველქართული მნიშვნელობები ("პატივი, სიწმიდე, სათნოება, საკმაო, საჭირო, შესაფერისი"), "სრულის" ახლახან ჩამოთვლილ მნიშვნელობებთან ერთად, მრავლისმეტყველად წარმოგვიჩენს უფლისმიერ ზნესწავლულობას უზენაესი სრულყოფილების შესახებ. ამ მნიშვნელობებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭეშმარიტ სრულყოფილებას ნაზიარები ის არის, ვინც მიაღწია ღვთაებრივ სისავსეს, მთლიანობას, სულიერ სიმრთელეს, ანუ ვინც ჭეშმარიტ სიცოცხლეს ეზიარა. სწორედ ასეთი ქრისტიანია შესაფერისად, საჭიროდ შემკული და აღჭურვილი ღეთის წინაშე, მაშასადამე, ღირს-ქმნილიც.

სახარებაში უფალი იესო ამგვარ სულიერ აღჭურვილობას "ღმრთისა მიერ განმდიდრებასაც" უწოდებს (ლუკა 12,21). ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ამას ქრისტეთი შემოსვა, ქრისტეში ყოფნა ჰქვია, ხოლო ამგვარ ქრისტიანს - ღმერთშემოსილი.

"ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" - შეგონების ამ ნაწილში უფალი სრულყოფილების საზომზე მიგვითითებს. წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ეს უფლისმიერი შეგონება აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამის მსგავს მეორე შეგონებასთან ერთად, რომელიც დასკვნის სახით მოსდევს ყველასათვის კარგად ნაცნობ ქრისტეს მცნებას: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაითა იყვნეთ თქუენ მსგავს (შვილ) მამისა თქუენისა ზეცათაისა" (მათე 5,44-45).

ჯერ ის უნდა შევნიშნოთ, რომ ამ შეგონების ძველქართული თარგმანის ორი სხვადასხვა ვარიანტი მოიპოვება: ერთგან (მთაწმიდელთა მიერ) იგი ითარგმნა როგორც "იყვნეთ თქუენ შვილ" ხოლო მეორეგან (წმინდა მათეს სახარების ოქროპირისეულ თარგმანებაში) ვკითხულობთ: "იყვნეთ თქუენ მსგავს", ასე რომ, ღვთისშვილობა აუცილებლობით გულისხმობს ღვთის მსგავსებას, ანუ სრულყოფილებას ღვთის მსგავსებაში.

"რაითა იყვნეთ თქუენ მსგავს მამისა თქუენისა ზეცათაისა" - ეს დიდებული უფლისმიერი შეგონება ქრისტიანის ღირსების უბადლო ფორმულირებას წარმოადგენს. ამ ფორმულირებაში ჩნდება კიდევ ერთი საზომი და მახასიათებელი ქრისტიანის ღირსებისა - ეს არის "მსგავსი", ღმრთისამიერი მსგავსება. ეს საზომი - "მსგავსი" - თავისი ლექსიკური მნიშვნელობითაც გადაიკვეთება სიტყვა-ცნებასთან "ღირსი", ვითარცა "შესაფერისი".

ის გარემოება, რომ უფალი თავის ზნესწავლულობას ქრისტიანის ღირსებისა და სრულყოფილების შესახებ სწორედ მტრისადმი სიყვარულის მცნებას დაურთავს, მეტად მნიშვნელოვნად ესახება წმინდა მამა იოანე ოქროპირს. მისი თქმით, უფალი იმას გვაფრთხილებს და გვასწავლის, რომ ქრისტიანი თავის ღირსებასა და სრულყოფილებას მხოლოდ ქრისტეს მცნებათა აღსრულებით დაიცავს და მიაღწევს. ქრისტიანი არ უნდა დარჩეს "მსმენელად" ქრისტეს რჯულისა, არამედ უნდა იყოს "მოქმედი" და აღმსრულებელი ქრისტეს მცნებებისა. სხვათა შორის, ძველი ქართული სიტყვა "სრულმყოფელი" ნიშნავს "აღმსრულებელს". დიახ, იგია სრული, სრულყოფილი, ვინც აღმსრულებელია, სრულმყოფელია ქრისტეს მცნებებისა - აი, რას გვიბრძანებს ჩვენი უფალი.

მაშასადამე, "მსგავსება" ღმრთისა და "სრულობა", უფლის ტკბილი სწავლებით, ამავე დროს არის ღირსება ქრისტიანისა. მაგრამ ქრისტესმიერი ღირსების დიდებული ჯილდო იმას ელის, ვინც ღირსეულ ნაყოფს გამოიღებს - ნაყოფს სინანულისა ("ყავთ უკუე აწ ნაყოფი, ღირსი სინანულისა?" - მათე 3,8: ლუკა 3,8), და ნაყოფს თავმდაბლობისა ("რომელმან დაიმდაბლოს თავი თუისი, იგი ამაღლდეს" - მათე 18,4; 23,12; ლუკა 14,11; 18,14). თავმდაბლობის ღირსეული ნაყოფის მიღებაში თავად უფალი შეგვეწევა. იგი სანუგეშო პირობასა და აღთქმას დაგვიდებს:

"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტუირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშუიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტუირთი ჩემი სუბუქ არს" (მათე 11, 28-30).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat