ნება ღვთისა და ნება კაცისა
ნება ღვთისა და ნება კაცისა
უფალო, მომეცი ძალა
მართლმადიდებლურ სამყაროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღვთის ნების გაგებას, შემდეგ კი - მისდამი მორჩილებას. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "ნება ღმრთისა ჩვენს მიმართ ისაა, რომ ამქვეყნად მისი სჯული და მცნებანი კეთილად აღვასრულოთ და მომავალ საუკუნეში (ცხოვრებაში) მისგან დაუსრულებელი ნეტარება მივიღოთ. ვინც წირვა-ლოცვას გულმოდგინედ ისმენს, ის შეიცნობს, რა არის ნება ღმრთისა, რა მცნება მოგვეცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ და სათნოვეყოთ ღმერთს".

ღვთის ნების გაგება და, შესაბამისად, მისდამი მორჩილების მიღწევა მეტად რთულია. უბრალო მოკვდავები ხშირად ვერ ვგრძნობთ, რა სურს ჩვენგან უფალს, ვემორჩილებით ჩვენთვის საზიანო სხვა ნების ზემოქმედებას. რა უწყობს ხელს ღვთის ნების გაგებას, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა დავიმსახუროთ, რომ უფალმა მოიღოს მოწყალება და გაგვაგებინოს თავისი ნება ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით? გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- რამდენი სახის ნება არსებობს ადამიანში და როგორ უნდა გამოვიცნოთ და განვასხვავოთ მათი გამოვლინებები?

- ეკლესიის მამები სამი სახის ნებას გამოყოფენ. წმინდა სერაფიმე საროველის მიხედვით, ანტონი დიდი მოწყალების გაღებასთან დაკავშირებით რამდენიმე ნების გამოვლინებას განასახვავებს: ღვთაებრივის, ადამიანურის და ბოროტისეულის. ეს ბოლო ნება გვასწავლის, ან საერთოდ არ გავაკეთოთ კეთილი საქმენი, ან კიდევ, თუ ეს მოხდა, გავაკეთოთ პატივმოყვრული მიზნით, რათა შემდეგ ჩვენც დავტკბეთ და სხვასაც კარგი ვაფიქრებინოთ საკუთარ თავზე. ამ დროს შეიძლება წინ წამოვიდეს სხვა მოტივიც: მოწყალების გაღება მარტოოდენ სიკეთის ქმნისთვის, ადამიანური კეთილშობილების გამოსაჩენად, ყურადღების მიუქცევლად გვაახლოებს თუ არა უფალს, მოაქვს თუ არა მადლი, რამდენად სასარგებლოა ჩვენი სულისთვის. შენი გაგებით, შეიძლება სიკეთე გაუკეთო სხვას, უფლის თვალში კი იგი მავნებელი ჩანდეს. ადამიანური ნებაც სიკეთის ქმნას ჩვენი სურვილების, მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად გვასწავლის, რომ გულისხმიერება გამოვიჩინოთ სხვისადმი, მაგრამ ამ დროს ყოველივე ამას არ უკავშირებენ ქრისტიანულ ყოფას, არ ფიქრობენ, რამდენად სათნოა იგი უფლისთვის. მხოლოდ მესამე, ღვთაებრივი ნება განაპირობებს სიკეთის ქმნას უფლისადმი მსახურების მიზნით, სულიწმიდის მადლის მოსაპოვებლად, რწმენის განსამტკიცებლად.

- ღვთის ნების გაგება განსაკუთრებული მადლია. ამ მადლს ფლობდნენ წმინდა მამები...

- ერთ-ერთი, რასაც ყველაზე მეტად ევედრებიან უფალს სულიერებით გამორჩეული მამები, არის - მოიღოს მოწყალება და გაუმჟღავნოს მათ თავისი ნება. უკანასკნელ ოპტელ მამათა ლოცვა იწყება სიტყვებით: "უფალო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე, მომეცი ძალა, რათა მთლიანად მივეცე შენს წმინდა ნებას". იმავე ლოცვაში ვხვდებით ვედრებას: "უფალო, მომეცი ძალა, რათა გადავიტანო მომავალი დღის სიმძიმილი და ყოველივე, რაც მოხდება მთელი დღის მანძილზე, უწინამძღვრე ჩემს ნებას და მასწავლე ლოცვა, სასოება, მოთმინება, მიტევება და სიყვარული".

ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ბერდიდს, მამა ზოსიმეს ეკუთვნის სიტყვები: "მე ვთხოვ უფალს, შემოვიდეს ჩემში, რათა არაფერი ვთქვა ჩემით, არამედ მხოლოდ ის, რასაც იგი მიბრძანებს და ზოგჯერ შიშნარევ მოწიწებას განვიცდი, ვგრძნობ შიგნიდან ძალას და ხმას ღვთისას.

ვიცი, ზოგჯერ ტკივილს ვაყენებ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ვალდებული ვარ, ვუთხრა ის, რასაც შთამაგონებს უფალი. ახლა ჩემით აღარაფერს ვამბობ და სრულდება ყოველთვის სიტყვა ღვთისა, რადგანაც ის არის სიცოცხლე და ჭეშმარიტება".

მამა ზოსიმესგან არაერთხელ გაუგონიათ: "ზოგჯერ ჩემთვის მოულოდნელად ისეთ რამეს ვამბობ, თვითონ მიკვირს. ჩემი ბაგენი, გული, მივანდე უფალს, მხსნელს ჩვენსას, იესო ქრისტეს და რასაც ის მკარნახობს, იმას ვამბობ და ვაკეთებ. აღარაფერს ვამბობ ჩემით, აღარც ნება მაქვს საკუთარი".

მღვდლის მოქმედებას მამა ბარსანოფიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა: "წირვას ჩაატარებ, ეზიარები, მიდიხარ ხალხის მისაღებად. გიყვებიან თავიანთ გასაჭირზე. ზოგჯერ გეძნელება, უცებ უპასუხო გასაგებად, სთხოვ, მოიცადონ. წახვალ შენს კელიაში, იფიქრებ, შეჩერდები რომელიღაც გადაწყვეტილებაზე, ხოლო როცა განიზრახავ, უთხრა ეს გადაწყვეტილება, ამბობ სულ სხვას და იგია ჭეშმარიტი პასუხი. რჩევა, რომელსაც თუ არ შეასრულებს შემკითხველი, უარეს გასაჭირს დაიტეხს თავს, - ამბობდა მამა ზოსიმე, - სწორედ ეს არის უხილავი ღვთაებრივი მადლი, რომელიც განსაკუთრებით ვლინდება ბერდიდებზე წმინდა ნაწილის მიღების შემდეგ". ზოგჯერ ასე უცნაურად ვლინდება ღვთის ნება, როცა ადამიანი სულ სხვას ფიქრობს, მაგრამ როგორც უნდა ხდებოდეს ეს, სწორედ მისი გაგებაა უმთავრესი ჩვენთვის, სწორედ ასე მოგვეცემა ჭეშმარიტი პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვებზე.

- გასაგებია, რომ მართლმადიდებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია ღვთის ნების გაგება, მისადმი მორჩილება და არა ოდენ საკუთარი ნებით მოქმედება, თავისი გეგმების, სურვილების, მოთხოვნილებების აყოლა. მაგრამ რით დავიმსახუროთ, რომ უფალმა გვაუწყოს თავისი ნება?

- ადრე უფრო მრავლად იყვნენ დიდი სულიერებით გამორჩეული სასულიერო მოღვაწენი, ვისგანაც საჭიროების შემთხვევაში დამოძღვრის, რჩევა-დარიგების მიღება შეიძლებოდა. განსაკუთრებით ამ მხრივ ბერდიდნი - ხუცესები გამოირჩეოდნენ, რომლებიც იმდენად იყვნენ სულიწმიდის მადლით განბრძნობილნი, რომ მისულთ ღვთის ნებას აუწყებდნენ საჭირბოროტო საკითხებზე. უმრავლესობამ, ვინც მათ მიმართავდა, კარგად უწყოდა, უნდა დამორჩილებოდა ბერის ნათქვამს, რამეთუ მისი კურთხევა, დარიგება, ღვთის ნების მაუწყებელი იყო. ვინც ასე არ გააკეთებდა, ისჯებოდა და ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ წარიმართებოდა.

ახლა ასეთ მამებს მეტად იშვიათად შეხვდებით. როგორც აღნიშნავენ, ისინი იფარავენ თავს, არ ამჟღავნებენ წინასწარმეტყველების, სხვისი აზრების წაკითხვის, მომნანიებლის უთქმელად მისი ცოდვების დანახვის, განკურნების სხვა ღვთივმიმადლებულ თვისებებს.Aამიტომაც დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა იმან, რომ თავად ვისწავლოთ პირობების შექმნა, რათა გაგვიადვილდეს ღვთის ნების გაგება ჩვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე. უფლის დაშვებით ხდება ყველაფერი და ჩვენც უნდა შევიგრძნოთ დროის მაჯისცემა, რას მოითხოვენ ზევიდან.

როგორ შევძლოთ ეს? ერთ-ერთი ნეტარება გვასწავლის: "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". ღვთის ნების გასაგებად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება უნდა განვიწმინდოთ თავი, შევეცადოთ, ნაკლებად შევცოდოთ...

- ღვთის ნების გაგებას რამდენად უწყობს ხელს ლოცვა?

- ლოცვაც დიდად უწყობს ხელს ღვთის ნების გაგებას, ოღონდ ამ დროს აჩქარება არ შეიძლება. უფალი თავად საზღვრავს, როდის შეგვეშველოს სწორი პასუხის მოძებნაში. ერთ-ერთი მოძღვარი წერს: "ლოცვა ადამიანს ჭეშმარიტების უტყუარობის შეგრძნების ერთგვარ სულიერ უნარს ანიჭებს, როგორც კაცი გემოთი არჩევს ტკბილს მწარისაგან, საღ საკვებს - მავნებლისაგან, ასე ლოცვაც განსაკუთრებულ უნარს, ჭკუას აძლევს, ჭეშმარიტების სიცრუისგან განსხვავების, ჭეშმარიტების აუცილებლობის განსაზღვრისა". ლოცვა ანათლებს გონებას და ხშირად პასუხი საჭირო კითხვაზე ამ დროს ეძლევათ ხოლმე, შინაგანად გრძნობენ, რომ სწორედ ეს არის ღვთის ნება. როცა არასწორად იქცევიან, სცოდავენ, მაშინ იგრძნობა, თუ როგორ მრუდდება აზროვნება, კეთდება არასწორი დასკვნები, იღებენ მცდარ გადაწყვეტილებებს, იწყებენ საქმიანობას, რომელიც გაუმართლებელია და წარუმატებელი. უფალი გვიჩვენებს ამ დროს, რომ სწორი აზროვნება, მსჯელობა, მისი წყალობაა, ამას კი დამსახურება უნდა ღვთისნიერი ცხოვრებით.

ვის არ ჰქონია რთული პერიოდი, როცა არ იცი, რა გზას დაადგე. მსჯელობ, ფიქრობ, შფოთავ, ყოყმანობ, განსაკუთრებით გრძნობ საკუთარი გონების უძლურებას.Aამ დროს, ხშირად, მეტად მძაფრდება უფალზე დამოკიდებულების შეგრძნება, ითხოვენ, ევედრებიან ზეციურ მბრძანებელს, გაუნათოს გონება, აგრძნობინოს თავისი ნება, დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად უნდა შეეცადო, გააკონტროლო საკუთარი ქცევა, არ მისცე გონებაში გაჩენილ ცოდვილ ფიქრებს, წარმოდგენებს გასაქანი, უფრო დიდხანს, ყურადღებით ილოცო, ანუ შექმნა პირობები, უფალმა მოიღოს მოწყალება და დაგეხმაროს სწორი გადაწყევტილების მიღებაში. მართლმადიდებლური ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია პირადი დამსახურება უფლის წინაშე.

- კიდევ რა უწყობს ხელს ღვთის ნების გაგებას?

- ღვთის ნების გაგებას მეტად უწყობს ხელს გულისხმიერი მიდგომა საკუთარი საქმიანობისადმი, დღის განმავლობაში ხშირად იმის განსაზღვრა, დროის ამა თუ იმ მომენტში რისთვის მომწიფდი, შინაგანად რის საკეთებლად ხარ ყველაზე მეტად განწყობილი. თუ დავუკვირდებით საკუთარ თავს, ვიგრძნობთ, რომ უმეტესწილად ჩვენთვის სასარგებლო ის კი არ იქნება, რაც გვსურს ან რასაც ვგეგმავდით ამ დროისათვის, არამედ სულ სხვა რამ. აწმყოთი უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა და ხშირად დამდგარ წუთს ის მოაქვს, რასაც ნაკლებად ველით ან არ გვინდა.Uუნდა მივენდოთ შინაგან ხმას. ამ შემთხვევაში ადამიანი მორჩილებაშია, იქცევა არა ისე, როგორც სურს, დაგეგმილი ჰქონდა, არამედ იმგვარად, როგორც აწმყომ მოიტანა. ეს კი ცხოვრების, სულიერი განვითარების ღვთიური რიტმის აყოლას ნიშნავს, ემორჩილები იმას, რასაც დრო გკარნახობს, ეს კი ხშირად ზემოდან მითითების შეგრძნებაა, გაცნობიერებაა. არსებობის ამგვარი წესი კეთილსახოვან პირობებს ქმნის სულიერი განვითარებისთვის. დროს ჭკვიანურად ხარჯავ, არ იყენებ მას ფუჭად და აკეთებ იმას, რასაც ზეციური სამყაროდან განგისაზღვრავენ.

- მართლმადიდებლური გაგებით, როგორ უთავსდება ერთმანეთს ადამიანის თავისუფალი ნება და ღვთიური დაშვება?

- ეკლესიური გაგებით ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიცაა მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.

ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს ხალხში საკმარისად გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე, რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, როდის გახდები ავად, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობი თუ ღვთისნიერად იცხოვრებ, რა პროფესიას აირჩევ, როდის წახვალ იმ ქვეყნად. ასეთი მსჯელობა ერთი შეხედვით გასაგები და ლოგიკურია, თითქოს რაც ზეცაში სურთ, ის იქნება, ჩვენ განა რა შეგვიძლია... ამგვარი შეხედულებების გავრცელებას მრავლად ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს, კალვინს, რომელიც გამოეყო კათოლიკურ სარწმუნოებას და თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანზრახულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობებისა. ამგვარი აზრი ფეხმოკიდებულია უბრალო, რელიგიისგან შორს მდგომ ხალხშიც, არცთუ იშვიათად გაიგონებ, რომ ბედისწერას ვერ წაუხვალ. ალბათ, ცხოვრების რაღაც წუთებში ეკლესიურებსაც გაჰკრავთ ასეთი აზრი, რომელიც ერთგვარად ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება საკუთარი ცხოვრება.

- საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ცხოვრებაში...

- რა თქმა უნდა... ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომისთვისაც. ამ კანონის შემჩნევა, გაცნობიერება კი საკუთარ და გარშემომყოფთა ყოფაზე დაკვირვების შედეგიცაა, რაზეც, რომც არ მოინდომო, მაინც მიგანიშნებს ცხოვრება. საკმარისად ხშირად ყველას დაუნახავს, გაუგონია, თუ როგორ ისჯებიან მძიმე ცოდვებისთვის. ცოდვების ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული. მეზობლის კარები ღია რომ დაინახო, შეხვიდე და გაქურდო, შემდეგ კი ეს ბედისწერას გადააბრალო, თავიდანვე ასე მეწერაო, ყველა სასაცილოდ აგიგდებს და შენც არასერიოზულად ჩათვლი ასეთ ახსნას. თან თუ ღრმად არა აქვს მავნე ჩვევას ფესვები გამდგარი, განსაკუთრებით, როცა პირველად ჩადიხარ საძრახის საქციელს, ჩვეულებრივ დიდ შინაგან ბრძოლა მიმდინარეობს ხოლმე. სინდისი ქენჯნით, ეშინიათ, რცხვენიათ, ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ზოგჯერ ვერ სჯობნიან საკუთარ თავს და სჩადიან უზნეობას. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ჩვენზეა, საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად, დავისჯებით თუ არა ამის გამო, შემდეგ მოგვეკითხება თუ არა პასუხი.

დიდი წმინდა მამა იოანე ოქროპირი წერს: "თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?"

- სამყაროში მოქმედებს მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში, მალევე უფლის მიერ დასჯას შორის...

- ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ ჩვენი სულიერი ზრდა, გამოსწორება, არ მოხდება. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მარტო თეორიულად ვერ სწავლობს, მარტოოდენ ცოდნა არ შველის, რომ ამის გაკეთება ეკლესიურად დაუშვებელია. ხშირად სანამ ამა თუ იმ ცოდვის ჩადენის შემდეგ არ იგრძნობს ზეციური დასჯის მომენტს, კარგად არ მოხვდება არასწორი საქციელისთვის, ფიქრებისთვის, ისე არ სწორდება. ხშირად იმიტომ კი არ იკავებენ თავს ცოდვისაგან, რომ ასეთი ქმედება ეკლესიურად გაუმართლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ღვთისა. თანდათანობით ეს შიში უფრო და უფრო ღრმავდება, გაცნობიერებული ხდება და მძლავრი საშუალებაა არასწორი, სულისთვის საზიანო სურვილების დაკმაყოფილების წინააღმდეგ. გამოსწორებამდე კი თითქმის ყოველთვის შეიგრძნობა შინაგანი ბრძოლის სიმძაფრე. ცოდვას მომნუსხველი, მაჰიპნოზებელი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, თავისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, სძლევ თუ არა მას. ხშირად დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში ამ დროს და ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რით დამთავრდება ეს პაექრობა. "სასუფეველი ცათა იიძულების", ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

თავისუფალი ნების, ნებისყოფის გამოვლინება ცვალებადია და იგი შეიძლება შევადაროთ თოთო ბავშვს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თუ რომელიღაც ვნებას, საცთურს აყევი, შემოუშვი გონებაში ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები და არ განდევნე ისინი თანდათანობით, ბრძოლა მათთან გაძნელდება და ბოლოს შეუძლებელიც კი გახდება. ასეთ დროს კარგად ჩანს, თუ როგორ სუსტდება ადამიანის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ სულ უფრო ნაკლებ ნებისყოფის სიმტკიცეს იჩენენ ცოდვის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად. თუ ერთხელ გამოხვედი წყობიდან, გაღიზიანდი, წარმოთქვი მრისხანე სიტყვები, მეორედ ამას უფრო ადვილად შეძლებ. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემია, თანდათან როგორ უჭირთ ნებისყოფის დაძაბვა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. და პირიქით, თუ ერთხელ მოერიე თავს, მერე უფრო გაგიადვილდება იმავე განსაცდელის შემთხვევაში ღირსეულად მოქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავარდნების შემდეგ ხშირად მხოლოდ აღსარების შემდეგ იგრძნობა, რომ უბრუნდებათ წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც დაცემამდე ჰქონდათ...

ერთგვარი ლოგიკა, თითქოსდა საღი აზრი იგრძნობა იმ დაშვებაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზემოდან იშვება და ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფალმა იცის თითოეულის წარსული, აწმყო და მომავალი. შეუძლებელია, ღმერთმა რაიმე არ იცოდეს და ამით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას ყველაფერს მიხვდები, ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც, გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat