არასდროს არავინ განიკითხო, უმეტესად საკუთარ თავზე იფიქრე
არასდროს არავინ განიკითხო, უმეტესად საკუთარ თავზე იფიქრე
მე იქ მანამ არ მივალ, სანამ ისინი ჩემს განდიდებას და წმინდანად შერაცხვას თავს არ დაანებებენ
მღვდელმონაზონი ანთიმოზ სალოსი. მამა ანთიმოზი წარმოშობით ბულგარეთიდან გახლდათ. ადრე ცოლიანი მღვდელი იყო და ქალაქ სოფიის ერთ-ერთ ტაძარში მსახურობდა. ათონის მთაზე მოვიდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1841 წელს. აქ ის ვითარცა ნერგი კეთილი დაირგო, აყვავილდა და კეთილსურნელება გამოსცა.

თავიდან სიმონ-პეტრას მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. შემდგომში, როცა თავისი სულიერი საუნჯის დასაფარად სალოსობა დაიწყო, ათონის მთა იქცა მის სამყოფელად. მამა ანთიმოზი მუდმივად უდაბნოში ცხოვრობდა, ხან მღვიმეს აფარებდა თავს და ხან ფუღუროს. დროდადრო წმინდა პანტელეიმონის მონასტერში გამოჩნდებოდა ხოლმე, რადგან აქ შეეძლო სლავურ ენაზე ღვთისმსახურების მოსმენა. ჩვეულებისამებრ ეკლესიის კარიბჭეში ემალებოდა უცხო თვალს და იქიდან ისმენდა ლოცვას. როცა შეამჩნევდა, ვინმე ბერი ყურადღებას იჩენდა მის მიმართ ანდა კეთილმოკრძალებით ეპყრობოდა, მაშინვე არასერიოზულად იქცეოდა, ხან საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, ხანაც ხუმრობდა. ამით თავისადმი გარშემომყოფთა დამოკიდებულებას ცვლიდა. მონასტერში გარემოებისამებრ რჩებოდა: ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ უფრო დიდხანს. შემდგომ ათონის მწვერვალზე მიდიოდა, ორი-სამი თვის შემდეგ კვლავ წმინდა პანტელეიმონის სავანეში ბრუნდებოდა. სალოსობის ღვაწლის აღებისას, ხუთი წლის განმავლობაში, ერთადერთი ანაფორა ეცვა, რომლისგანაც მალე ძონძებიღა შემორჩა, მერე ძველ ტომარას ჩამოიცვამდა ხოლმე, ამიტომაც ტომაროსანს ეძახდნენ. ვინც მას ნაკლებად იცნობდა, გიჟს ეძახდა. ხანდახან მამა ანთიმოზი ასეთებს დაფარულ გულისთქმას გაუმჟღავნებდა და ამით საგონებელში აგდებდა. ამ მხილების შემდეგ სულიერად დაარიგებდა მათ, ვისაც კეთილგანწყობას შეამჩნევდა.

ქრისტესთვის სულელს უდიდესი თავმდაბლობა, სიწმინდე და ნათელი გონება აქვს, რითიც ჭვრეტს ადამიანთა გულებს და ღვთის საიდუმლოებებს. ასეთი იყო მამა ანთიმოზიც. წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მუშების საცხოვრებელში ჩერდებოდა. მათთან ერთად ტრაპეზობდა. სავანის იღუმენმა, ეტყობა, რაიმე შეიტყო ამ მოღვაწეზე და მეტრაპეზე ბერს დაავალა, მასზე ეზრუნა. ეს ბერი დიდი კეთილმოკრძალებით ეპყრობოდა მამა ანთიმოზს, ყველაფერში ეხმარებოდა, რითაც მოძღვრის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა და მისი ზოგიერთი დაფარული ღვაწლის შესახებაც შეიტყო.

სხვა მრავალრიცხოვან კეთილ საქმესთან ერთად მამა ანთიმოზს მარხვის ნიჭიც ჰქონდა. ერთხელ, პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისში, ღონემიხდილი ეწვია წმინდა პანტელეიმონის მონასტერს. მეტრაპეზემ სიყვარულით მიიღო იგი, საჭმელიც მოუმზადა. ბერმა ჭამა დაიწყო. მეტრაპეზე თავისი საქმეებით გართული შორიდან უცქერდა მამა ანთიმოზს, რომელიც შეუჩერებლივ ჭამდა. "განა ამდენს უნდა ჭამდეს ასეთი გამხდარი ბერი?" - განიკითხა გულში და ასეთი შფოთიანი ფიქრებით თავის სენაკში განმარტოვდა. მამა ანთიმოზი მორჩა ჭამას, ადგა და მისი კელიის კართან ჩამოჯდა. გადაწყვიტა, დახმარებოდა არეული ფიქრებით შეცბუნებულ მეგობარს, რათა მეტრაპეზეს ბოროტი გულისთქმა დაეძლია, ამით კი ჩვენც მიგვეღო სწავლება და გავქცეოდით განკითხვის სულს. მამა ანთიმოზმა ხელი მოჰკიდა მას და ჰკითხა: - იცი, ძმაო, რას ნიშნავს თავმდაბლობა? როცა არავის განიკითხავ და ყველაზე უარესი გგონია თავი. შენ ეშმაკმა განგცადა და განმიკითხე - ბევრს რატომ ჭამსო. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რამდენი დღეა, პირში ხემსი არ ჩამიდვია? გახსოვს, როდის ვიყავი აქ სულ ბოლოს?

მახსოვს, მამაო. თომას კვირა იდგა. მას შემდეგ აღარ მინახიხარ, - უპასუხა ძმამ.

ხომ ხედავ, რამდენი დღე არ მიტრაპეზია, - უთხრა ბერმა, - ძმაო, ღვთის ნიჭები სხვადასხვაგვარია. ყველას რაღაცას უბოძებს უფალი. მე ღმერთმა შიმშილისა და სიცივის დათმენის ძალა მომცა. განა შენ ამას შეძლებდი? შეგიძლია, ისე დაიმცირო თავი, რომ გაიხადო ანაფორა და ამგვარი სახით მეზობელ მონასტრამდე გამომყვე? ანდა ასე ჩაცმულმა ზამთარი ათონის მთის მწვერვალზე გაატარო? მგალობელი ხარ და როგორ უგალობ უფალს? გონებაგაფანტული ფიქრებით უმეტესწილად სხვაგან ხარ და არა უფალში. აბა, მისმინე, როგორ ვგალობ.

მამა ანთიმოზმა აღაპყრო ხელნი ზეცად და ქვითინით იგალობა "ალილუია". თვალები ცრემლით აევსო. მეტრაპეზეს შერცხვა. შემდეგ კი მამა ანთიმოზმა ბრძანა: არასდროს არავინ განიკითხო, უმეტესად საკუთარ თავზე იფიქრე. ძმა განაცვიფრა მისმა დაფარულთმცოდნეობამ, მუხლი მოიდრიკა ბერის წინაშე და შენდობა ითხოვა. ამის შემდეგ მამა ანთიმოზი მეტრაპეზეს უფრო და უფრო მეტ საიდუმლოებას უმჟღავნებდა.

ერთხელ ვინმე ბერმა მამა ანთიმოზის საქციელზე დაცინვით გაიფიქრა: - რანაირი ნათელმხილველი ესააო. მამა ანთიმოზმა შეიტყო მისი ფიქრები, მიიხმო და უთხრა: - ძმაო, ბერობა გინდა, მაგრამ ფიქრით რუსეთისკენ ისწრაფვი. ამიტომაც აისრულე სურვილი, წადი და მერე უკან დაბრუნდი. მაშინ შეიქნები ღირსი ბერობისაო. მართლაც, ამ ძმას ანთიმოზის ნათქვამი ყველაფერი აუცხადდა.

მეტრაპეზე მამა ანთიმოზს წმინდანად მიიჩნევდა, მაგრამ ეშინოდა, თავისი აღფრთოვანება გამოეთქვა, იცოდა, ქება არ უყვარდა. ერთხელ მამა ანთიმოზი ტაძარში მოვიდა. მეტრაპეზემ გაიხარა მისი დანახვით, საჭმელიც მოუმზადა, თვითონ კი კეთილმოკრძალების გამო მის გვერდით დაჯდომა ვერ გაბედა. ბერი ამას რომ ვერ მიმხვდარიყო, სატრაპეზოში სიარული დაიწყო. მამა ანთიმოზმა ნასადილევს უთხრა, - კარგი, გეყოფა უკვე! ღმერთმა დაგლოცოს და განგაძლიეროსო.

ერთმა ნოსტალგიით შეპყრობილმა მღვდელმონაზონმა ათონის მთის დატოვება და მშობლიურ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ამ დროს მის სენაკში მამა ანთიმოზი შევიდა, რომელიც მანამდე არასოდეს ყოფილა იქ და უთხრა: - მამაო, ღვთისმშობელმა გამომგზავნა შენთან იმის სათქმელად, რომ ათონიდან არსად წახვიდე, თორემ თუ უდაბნოდან სოფელში გახვალ, ცოდვაში ჩავარდებიო.

ერთხელ მამა ანთიმოზი ათონის მთის მწვერვალზე საკმაოდ დიდი ხნით განმარტოვდა. მეტრაპეზე ევედრებოდა ღმერთს, ბერისთვის გულისხმა მიეცა, მონასტერში მოსულიყო. ფიქრობდა, ალბათ სადმე ხეობაშია ღონემიხდილი. აქ რომ ყოფილიყო, საჭმელს მოვუმზადებდი, ჩაის ავუდუღებდიო. მეორე დღეს ბერი მონასტერში მივიდა, მიესალმა მეგობარს და უთხრა: - რახან ასე გსურდა, ათონის მწვერვალიდან ჩამოვედი, ფეხები ქვებზე დამეჭრა და ძალზე დავიღალე. აი, რა ღირს შენი ჩაიო. ძმა განცვიფრდა მისი დაფარულთმცოდნეობით და შენდობა ითხოვა მისგან ამგვარად გაწვალებისთვის.

ეს ძმა ერთხელაც დიდმა მწუხარებამ და სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ნუგეშისცემისთვის ღმერთმა მამა ანთიმოზი გამოუგზავნა. რამდენიმე საათში მამა ანთიმოზი წარსდგა მის წინაშე. მწუხარე ძმას ძალზე გაუხარდა მისი ხილვა: - მამაო, სწორედ მაშინ მოხვედი, როცა ასე ძალიან მჭირდებოდიო. ბერმა გაუღიმა: შენ ჩემი ნახვა გინდოდა, ღმერთს შესთხოვე - და მეც მოვედიო.

ერთხელ, 1-ლი ოქტომბრის (ძვ. სტილით) მწუხრზე, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის პატივად ღამისთევის ლოცვა აღესრულება, მამა ანთიმოზმა ცოცხალმკვდარმა მოაღწია წმინდა პანტელეიმონის მონასტერს და თავის მეგობარს მოუყვა: ამ ღამეს ზოგრაფის მონასტრის ახლოს უდაბნოში, ერთ ქვაზე ვიდექ და ვლოცულობდი. დავინახე, ზეციდან ღვთისმშობელი როგორ დაეშვა და თქვენი მონასტრისკენ წამოვიდა. გახარებული საჩქაროდ მის კვალს გამოვყევი, რათა მომესწრო მისთვის და მასაც თავისი საფარველი გადაეფარებინა ჩემთვის, დიდად ცოდვილისთვის. გზაზე გველი გადამეღობა, მეცა და მიკბინა. მივხვდი, რომ ეს განსაცდელი ეშმაკმა შურით შემამთხვია, ყურადღება აღარ მივაქციე ტკივილს და სასწრაფოდ მონასტერს მოვაშურეო.

ნაკბენი მართლაც დიდი იყო. ღვთის დიდმა სიყვარულმა ბერი უგრძნობელი გახადა ხორციელი ტკივილის მიმართ.

1862 წელს მთაწმინდაზე ძალზე ცივი და თოვლიანი ზამთარი დაიჭირა. მამა ანთიმოზი მაშინ ათონის მწვერვალზე, სადღაც ერთი ხის ფუღუროში ულუკმაპუროდ ცხოვრობდა. წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერები შეშფოთდნენ. 46 დღის შემდეგ მათთან გაფიჩხული და ღონემიხდილი მამა ანთიმოზი მივიდა. გახარებულმა მეტრაპეზემ წამოიძახა: - ჰოი, მამაო, ეს შენ ხარ? ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ უკვე ვეღარ გიხილავდით. სად იყავიო. ფუღუროში ვიჯექი, ერთი ღმერთმა იცის, რამდენი განსაცდელი დავითმინე სიცივის თუ ეშმაკებისაგან, მაგრამ წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამომეცხადა და სიკვდილისგან მიხსნაო, - ბრძანა ბერმა.

ერთხელ მამა ანთიმოზი ხუთი თვე არ გამოჩენილა. ბერები წუხდნენ - ვინმემ ხომ არ აწყენინაო. მონასტრის მოძღვარმა ერთ მეუდაბნოეს სთხოვა, ბერის მონასტერში მოუსვლელობის მიზეზი შეეტყო. მეუდაბნოეს მამა ანთიმოზმა უთხრა: მე იქ მანამ არ მივალ, სანამ ისინი ჩემს განდიდებას და წმინდანად შერაცხვას თავს არ დაანებებენ... ბოლოს რომ ვიყავი, ჩემს წინ ერთი მღვდელმონაზონი დაემხო: - მამაო წმინდაო, ილოცეთ ცოდვილისთვის, რომ გადავრჩე თქვენი წმინდა ლოცვითო. ამის შემდეგ მამა ანთიმოზი მონასტერში შეუმჩნევლად მოდიოდა და მამა ვიქტორს თავისი ცხოვრების ზოგიერთ საიდუმლოს ანდობდა. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, როცა მამა ვიქტორმა მას ტრაპეზი მოუმზადა, ბერმა უთხრა: გუშინ თქვენს მონასტერს წმინდა იოანე მოწყალე სტუმრობდაო. წინა დღეს კი კვირა იყო. ამ დროს მონასტერში ჩვეულებისამებრ სკიტელი ბერები და მეუდაბნოე მამები მოვიდნენ, მრავლად იყვნენ ერისკაცნიც. მონასტერში ყველა ატრაპეზეს და კურთხევის ნიშნად სხვადასხვა რამ დაურიგეს.

მამა ანთიმოზს მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა. სიცოცხლის ბოლო წლები ზოგრაფის მონასტრის სიახლოვეს გაატარა. ამ სავანის აღდგენაზეც მუშაობდა - ქვასა და წყალს ეზიდებოდა. 1867 წლის აგვისტოში ამ დიდმა მოღვაწემ უკანასკნელად მოინახულა თავისი საყვარელი წმინდა პანტელეიმონის მონასტერი. დიდხანს ესაუბრა მამა ვიქტორს, დაარიგა, როგორ ებრძოლა ვნებებთან და ბოროტ ფიქრებთან. ბოლოს კი უთხრა: მე აქ მეტად აღარ მოვალ, რადგან მალე უნდა მოვკვდეო. მართლაც, იმავე წლის ნოემბრის მიწურულს ზოგრაფის მონასტერში მივიდა ავადმყოფი ბერი. ის მონასტრის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 12 დღე გატარა.

1867 წლის 9 დეკემბერს მამა ანთიმოზმა დატოვა ღვთისმშობლის წილხვედრი მხარე, სადაც ასე მოშურნედ იღვწოდა და ქრისტეში განისვენა. დაე, სულ თან გვდევდეს მისი ლოცვა. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
02.01. 2015
xatuna robaqidze
shrgvewios misi madfli da dzala,dagviafros vnebebisagan da yovelive cudisagan,amin.
02.01. 2015
XATUNA ROBAQIDZE
amin iyos da sg=hegvewios misi madli
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat