დრტვინვა
დრტვინვა
თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) შიშსა და დრტვინვას ასე განმარტავს:
"შიში არის უსიამოვნო და მოუსვენარი განცდა, რომელიც ეუფლება კაცის სულს მოახლოებული უბედურების ან საფრთხის წარმოდგენისას. შიშის გრძნობა ეუფლება სულს მოულოდნელად და ძლიერად, ზოგჯერ კი, თუკი სული ნების სიმტკიცით ამარცხებს მას, სუსტდება და აღარ იზრდება. თავდაპირველად ის უბრალო შეშფოთებაა, რომელიც გონებას არა აქვს ნათლად გაცნობიერებული. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება ის, მით მეტად შემაწუხებელი ხდება და ბოლოს, იმდენად ეუფლება მთელ სულს, რომ ყველა სხვა გრძნობას ახშობს. ასეთი შიში თავზარად იწოდება. თავზარი იწვევს გაშეშებას. ისე აზიანებს სულისა და სხეულის მთელ ძალას, რომ ადამიანს არ ძალუძს არც აზროვნება და არც მოძრაობა. ამ მდგომარეობაში ადამიანს სახე უფითრდება, თმა ყალყზე უდგება, სისხლი გულისკენ მიედინება, ხელები და მუხლები უკანკალებს, სუნთქვა ეკვრის, მუნჯდება. თუმცა ზოგჯერ პირუკუც ხდება. ადამიანი, ისევე როგორც სასოწარკვეთილებისას, გრძნობს საოცარ ენერგიას და ამჟღავნებს არაჩვეულებრივ ძალას".

შიში ადამიანში იწვევს სხვადასხვაგვარ ნევროზს. ხშირად ამ ნერვულ აშლილობას არაეკლესიური ცხოვრების წესი და ცნობიერება განაპირობებს. ხოლო ვინც ცდილობს უფლის სათნოდ იცხოვროს, რაც შეიძლება ერიდება ცოდვას, მას ნაკლებად ემართება ნევროზი, ან აუცილებლად იკურნება მისგან.

გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- ცნობილი მართლმადიდებელი ფსიქიატრის დ. ავდეევის მიხედვით: "ტრადიციული მედიცინა ნევროზის სამ სახეს გამოყოფს, მის ნევრასთენიულ, აკვიატებულ მდგომარეობათა და ისტერიულ ფორმებს." იგი ასე აღწერს მათ გამოვლინებებს: ნევრასთენია (ძალის უკმარისობა - ასთენია) ყველაზე გავრცელებულია და ნერვული სისუსტე ახასიათებს, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება მეტად გამოფიტოს, დააძაბუნოს ადამიანი. იგი ბიძგს აძლევს სხვადასხვა დაავადებათა გამოვლენასაც: ქოლეცისტიტის, გასტრიტის, ინფექციის მიჩქმალული კერების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებას.

ნევრასთენიკის ტიპური პორტრეტი ასეთია: ის არის სწრაფად აღგზნებადი, ფეთქებადი, გაღიზიანებული ადამიანი, აშკარად ღალატობს ნერვები, ან პირიქით, მოშვებული, ცხვირპირჩამომტირალია, გრძნობს დაღლილობას და სასიცოცხლო ძალების განლევას. Mმაგრამ ნევრასთენიკის გაღიზიანება, ფეთქებადობა მიმართულია არა საკუთარი თავის, არამედ მხოლოდ გარემომცველი საზოგადოების მიმართ. ნევრასთენია, მეტად თუ ნაკლებად, არის უფრო ეგოისტური ნევროზი, რომელიც საზრდოობს იმ ცოდვილი ვნებით, რომელსაც წმინდა მამები ამპარტავნებას, ქედმაღლობას უწოდებენ.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის გამოვლენას აკვიატებული აზრების, მოგონებების, ეჭვების, ქმედებების გაჩენა წარმოადგენს. იგი, შესაძლოა, დემონური თავდასხმების შედეგი იყოს. სხვანაირად როგორ აიხსნება ჭამის წინ ხელების არაერთგზის დაბანის სურვილი ან დაუოკებელი სწრაფვა გამვლელთა ღილების დათვლისა? დედას, რომელსაც ძალიან უყვარს შვილი, უცბად უჩნდება შიში, რომ შეუძლია მისი მოგუდვა. ასეთი აზრები აძრწუნებს მას, იგი არ არის ნაკარნახევი სულიერი გარემოებით, არ შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს, მოკლებულია ჯანსაღ საფუძველს. ავადმყოფი იტანჯება, წუხდება თავისი მდგომარეობით, მაგრამ ვერაფერს ხდება.

აკვიატებული აზრები ხშირად იწყება კითხვით - "ვაითუ"? შემდეგ მკვიდრდება ცნობიერებაში, მეორდება მრავალჯერ და აძნელებს ცხოვრებას. რაც მეტად ებრძვი, მით უფრო გიპყრობს.

ნევროზის ისტერიული ფორმის შემთხვევაში წინ საკუთარი თავის საქვეყნოდ წარმოჩენის სურვილია წამოწეული. ისტერიულ ადამიანთა მეტყველება სახოვანებით გამოირჩევა და ისინი ხშირად აზვიადებენ, ამუქებენ მოვლენებს. ნევროზის ამ ფორმით დაავადებულები ყურადღებას ითხოვენ სხვისგან და თუ ეს ასე არ არის, მძიმედ განიცდიან ამას. მათთვის ასევე დამახასიათებელია თავის უფრო ღირსეულად წარმოჩენა, ვიდრე სინამდვილეშია. მოსალოდნელია ემოციური მერყეობა, რასაც თან სდევს ხასიათის მშფოთვარე ცვალებადობა, ყოყმანი, შეიმჩნევა სწრაფვა განცალკევებული ცხოვრებისკენ და ა. შ.

ნევროზის სხვადასხვა სახით გამოვლინების ნიშნები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: გუნება-განწყობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, გონებრივად თუ ფიზიკურად ადვილი დაღლა, დეპრესია, ძილის გაუარესება, ზოგჯერ აკვიატებული იდეების, შიშის არსებობა, აგრესიული შეტევა, გაჯავრება; ხშირად უსიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებების, განცდების წინ წამოწევა.

- ნევროზს ხშირად განაპირობებს დამთრგუნველი და არახელსაყრელი გარემო პირობები, სტრესული მომენტები...

- დღეს სულ უფრო იკიდებს ფეხს ის აზრი, რომ მთავარი არახელსაყრელი გარემო პირობები კი არ არის, არამედ თავად ადამიანია, მისი პიროვნული თვისებები, მსოფლმხედველობა, ცხოვრებისულ სიძნელეთა გადალახვის, დათმენის უნარი. თუ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ, გაკლია ბრძოლისუნარიანობა, ვერ ანაწილებ საკუთარ ძალებს, არ გამოირჩევი მტკიცე ხასიათით, ნებისყოფით, თან უფალი, სარწმუნოება არ გიმყარებს ზურგს, ადვილი შესაძლებელია, შეგერყეს ფსიქიკური ჯანმრთელობა. "ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას", - ვკითხულობთ სახარებაში. ხშირად ამქვეყნიური თვალსაზრისით გამარჯვებულად, დიდი მიღწევის მქონედ (იქნება ეს მატერიალური სფერო, კარიერა თუ სხვა პატივმოყვრული მიზნების აღსრულება) ეკლესიისგან შორს მდგომი ხალხი მოჩანს. ის კი, ვინც უმეტესწილად მარცხდება და ვერ იკმაყოფილებს მიწიერ, ყოფით სურვილებს, ვერ იკავებს, მისი აზრით, შესაფერის ადგილს საზოგადოებაში, ვერ ახდენს საკუთარი ნიჭის, უნართა რეალიზებას, ხშირად ნერვულად ავადდება და ამის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ნევროზია. მისგან დაცულია ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს და სწორი მართლმადიდებლური ცნობიერებით გამოირჩევა.

ეკლესიური ცხოვრებისას თავს იჩენს საყურადღებო კანონზომიერება. როცა იმსახურებ, უფლის შემწეობით, ადრე თუ გვიან, იქმნება პირობები იმისა, რომ საკუთარი თავი გამოავლინო იმ საქმეში, რისთვისაც ხარ მოწოდებული, რის კეთებისკენაც ისწრაფვი.

ნევროზის ერთ-ერთი განმაპირობებელი არახელსაყრელი გარემოს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს უსიამოვნო სიტუაცია ოჯახში, ყოფითი თუ სხვა სახის მძაფრი პრობლემები, გადატანილი ტრავმული, სტრესული მომენტები. ასეთ დროს დამცავ ფარად მართლმადიდებელი სარწმუნოება, სწავლება გამოდის. ეკლესიური შეგნება გულისხმობს - რაც უნდა მოხდეს, ნაკლებად აჰყვე ემოციებს, არ მისცე შფოთვას გასაქანი, უნდა შეეცადო, განდევნო გონებიდან ზედმეტად დამთრგუნველი უსიამოვნო ფიქრები, აზრები და იმ მიდგომით, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე და იგი შესაძლებლობებზე მეტად არ გამოგცდის, უდრტვინველად აიტანო ცხოვრებისული მწარე დარტყმები. ყველაფერთან ერთად ამით ქარწყლდება ის მიზეზებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ნევროზის ჩამოყალიბებას.

როცა კაცი ეკლესიურად ცხოვრობს, ღმერთი ეხმარება, რათა შესუსტდეს უარყოფითი, დამთრგუნველი გარემოს ზემოქმედება. Mმორწმუნეს ღვთაებრივი მადლი იფარავს და ხშირად სასტიკი, მრისხანე თუ სხვა სახის ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანთა შეტევები ადრე თუ გვიან წყდება ან უფრო ასატანი ხდება, ხოლო როცა ეკლესიისგან შორს დგანან, არცთუ იშვიათად, უფრო და უფრო მძიმდება ის სიტუაცია, გარემო, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს ადამიანზე, დიდხანს უნარჩუნდება იგი.

- ნევროზისას თავს იჩენს გაძლიერებული შიში და დრტვინვა სხვადასხვა დაავადების, სნეულებათა მიმართ...

- ადამიანის ფსიქიკას ერთი საინტერესო კანონზომიერება ახასიათებს: თუ შთაიგონებ, რომ ესა თუ ის დაავადება სჭირთ ან სხეულის რომელიმე ორგანო წყობიდან აქვთ გამოსული, ცდილობენ წარმოსახული სნეულების ნიშნების აღმოჩენას. ასეთ დროს ხდება არარეალურ დაავადებათა შეგრძნებების, სიმპტომების იზოლირებული გამძაფრება, გააქტიურება. მაგალითად, თუ ჩათვალეს, რომ გული აქვთ დაზიანებული, ადვილი შესაძლებელია, მოეჩვენოთ, რომ აქვთ ჩხვლეტა, ფრიალი. წყობიდან გამოსულად სხვა ორგანოთა წარმოსახვის შემთხვევაში, შესაბამისად ხდება მათთან დაკავშირებულ შეგრძნებათა გააქტიურება. ზედმეტად მახვილდება ყურადღება და ეს იწვევს სხეულის ამ ნაწილების მუშაობასთან დაკავშირებული მრავალი წვრილმანის გამძაფრებულ აღქმას, დაფიქსირებას.

ნევროზის დროს შეიძლება ეშინოდეთ ფსიქიკურად შეშლის, მარტო დარჩენის, ქუჩაში ეულად გასვლის და ა. შ. ამ შემთხვევებშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ეკლესიური საშუალებების დროულად გამოყენებას ენიჭება. ზოგჯერ ასეთ დროს შიშის მოძალებისთანავე მართლმადიდებლობისგან შორს მდგომი ხალხი იწყებს ბრძოლას საკუთარი და არა ღვთაებრივი მადლის მომტანი ხერხებით, რაც უმთვარესად უფრო ამძიმებს, ძაბავს სიტუაციას. ცდილობენ, არ დანებდნენ მოძალებულ განსაცდელს, აიყვანონ თავი ხელში, შთააგონონ, რომ ძალუძთ გაუმკლავდნენ გაჩენილ შიშს, მაგრამ ხშირად არაფერი გამოდის. არადა, გამოსავალი ზოგჯერ მეტად მარტივია; საჭიროა მოშვება, ის, რომ მისცენ თავიანთ განცდებს, შემაწუხებელ ფიქრებს, აზრებს, იმპულსებს თავისუფლად მიმდინარეობის საშუალება. იმ შეგნებით, რომ რაც იქნება, იქნება, მიჰყვნენ თავიანთ ფიქრთა, განცდათა დინებას.

- ნევროტული შიშის, დრტვინვის დასაძლევად რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურ ხერხებთან ერთად ეკლესია, ღვთაებრივი მადლი?

- ბოროტს ვერ დაამარცხებ მარტოდენ ფსიქოთერაპიული მეთოდებით, ვერც მეცნიერულად. აუცილებელია ღვთაებრივი მადლი, რათა ამ ძალის ზემოქმედებით განეიტრალდეს.

ზოგჯერ დემონური ძალა ჭირვეულ ბავშვს წააგავს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს, გაგაღიზიანოს, წყობიდან გამოგიყვანოს. აყოლის შემთხვევაში უფრო გიწვევს, ხოლო თუ ყურადღება არ მიაქციე, არად ჩააგდე, შესუსტდება მისი ზემოქმედება შენზე.

ნევროზის დროს ფსიქიატრთა, ფსიქოლოგთა მხრიდან შიშების, აკვიატებული იდეების წინააღმდეგ სხვა მეთოდებიც გამოიყენებოდა: უარყოფითი განცდების მოძალებისას ავადმყოფს ურჩევენ, დამთრგუნველი ფიქრებიდან გადაერთოს უფრო სასიამოვნოზე. შიშის დაძლევის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური ხერხია ადამიანის რაიმე საქმიანობით დაკავება, მაგალითად, თვლის დაწყება, წიგნის გადაშლა და ა. შ. შინაარსობრივად თითქოს იმავე მეთოდის გამოყენებას ჰგავს ასეთ დროს იესოს ლოცვის დაწყებაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ლოცვის დაწყება იწვევს ყურადღების გადატანას შემაწუხებელი ფიქრებიდან სხვაზე, თანაც ხდება დაპირისპირება ბოროტი ძალებისადმი და ამ დროს შემოსული ღვთაებრივი მადლით განიდევნება დემონი, ესოდენ დამთრგუნველად რომ მოქმედებს კაცზე.

- ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე მწუხარების, დრტვინვის და გულგატეხილობის ვნებებია, რომელთა ყველაზე მძაფრ გამოხატულებასაც სასოწარკვეთილება წარმოადგენს...

- დიახ. როგორც დიდი წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე" და მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის, უბრალო ერის ხალხზეც.

ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და ერთი შეხედვით მრავალი მიზეზი არსებობს სასოწარკვეთილებითი ფიქრების, განცდების აღმძვრელი. ცნობილი ფსიქოლოგის, ვ. ფრანკლის მიხედვით, საშუალოდ, ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად გაცილებით მეტ უარყოფით შეგრძნებას განიცდის, ვიდრე დადებითს და მართლაც, რომ დავუკვირდეთ, რაც უნდა კარგად იყოს ამქვეყნად ადამიანი მოწყობილი, საბოლოოდ, მისი არსებობა მაინც უფრო ტანჯვაა, სიძნელეთა გადალახვა, გაჭირვების დათმენა, ვიდრე ლხენა, სიხარული თუ ნეტარების განცდა.

მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: "სახარებაში ვკითხულობთ: "თუ ვინმეს უნდა მე მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს" (მარკ 8,34). რას ნიშნავს ეს? უფალი ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს საკუთარი ჯვარი? როგორია ისინი? ჯვრები სხვადასხვაა, სრულიად განსხვავებული, რადგანაც თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი.

- ალბათ, უმნიშვნელოვანესია, გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს ჩვენი ჯვარი და უნდა ზუსტად ის ავიღოთ, რომელიც უფალმა განგვიკუთნა...

- არცთუ იშვიათად ხდება... მეტად დიდი უმრავლესობისთვის ისეთი ჯვრებია მომზადებული, რომელთა ტარებასაც ხალხი ზიდვას არ ეძახის და ატარებენ რა ჯვარს, ვერც კი იგებენ, რომ ამას აკეთებენ.

როგორი ჯვრებია უმრავლესი ჩვენგანისთვის განკუთვნილი? ჯვრები უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ.

მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა არის მწუხარება, ვაება, ტანჯვა და სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარე წარმოადგენს ჩვენს ჯვარს? უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია? ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია? მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება - ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ სჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?

სწორედ ეს არის ჩვენი ჯვარი, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა ატარებს. ვალდებულნი არიან და მათ ყველა ზიდავს, თუნდაც ეს არ სურდეთ. ხალხი, რომელიც უარყოფს ქრისტეს გზას, ვერ იტანს მას, მაინც ატარებს ტანჯვის ჯვარს.

- რა განსხვავებაა მათ და იმ ქრისტიანებს შორის, რომლებიც ზიდავენ თავის ჯვარს?

- განსხვავება ის არის, რომ მორწმუნენი ატარებენ მას მორჩილებით, არ კიცხავენ ღმერთს და ასეთი მორჩილებით, თავდახრილნი ზიდავენ მძიმე ჯვარს თავისი ცხოვრების ბოლომდე.

მრავალი განსაცდელის, გაჭირვების გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და, ერთი მხრივ, სრულიად გასაგებია, რაღაც მომენტში სასო წარეკვეთოს, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს, რაც შეიძლება ნაკლებად აყვე სასოწარმკვეთ ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გახდე მათდამი.

სასოწარკვეთილებითი შეტევები ზოგჯერ მეტად მძაფრია და ძნელად გადასატანი. წმინდა მამა ნილოს სინელი ასე აღწერს მათ მოძალებას ბერებთან: "როცა სულს სასოწარკვეთის სასტიკი ტალღები მოაწყდება, ადამიანი მათი შეწყვეტის იმედს კარგავს, მტერი შთააგონებს იმ აზრს, რომ მეტად დიდია მისი ტანჯვა აწმყოში და შემდგომ იგი უფრო გაიზრდება, ის მიტოვებულია ღვთისაგან და უფალი მასზე არ ზრუნავს; ან ბოროტი ჩასჩურჩულებს, რომ ყველაფერი ამქვეყნად ღვთის დაშვების გარეშე ხდება და რაც მოუვიდა არავის მის გარდა თავს არ გადახდენია".

სიბრძნე ზირაქისაში ვკითხულობთ: "ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი" (სიბრძ. ზირაქისა). მართლმადიდებლური შეგნება გულისხმობს მას, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც უნდა იყოს, ყველაფერი, რაც გულს გვტკენს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია. ამ სიბრძნის გაცნობიერება ან კიდევ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მისით განსაცდელის დროს ხელმძღვანელობა, არ არის ადვილი. ფული დაკარგე, ავად გახდი, მეგობარმა გიღალატა, ნერვები ვეღარ უძლებს ახლობლების ზედმეტად ჭირვეულობას - განა მეტად ძნელი არ არის ყოველივე ეს უდრტვინველად მიიღო, იმ შეგნებით რომ უფალს შენთვის ასე სურს. ეს მართლაც ასეა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს, მართლმადიდებლური სრულყოფა აუცილებლად გულისხმობს გაჭირვების დათმენას და შეგნებას იმისა, რომ ასეთია ღვთის ნება. ამის მისაღწევად საკმაო ხანია საჭირო, დიდი მუშაობა საკუთარ თავზე, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წარმატებას უნდა მიაღწიო ამ მიმართულებით.

ათონის მთის მკვიდრი ერთ-ერთი მეუდაბნოე აღნიშნავს: "ლოცვით უდაბნოში მოღვაწენი, სულიერების მაღალ საფეხურზე, ახლობლობის მიზეზით გამოწვეული მწუხარებისას უშფოთველობას იძენენ. ისინი სულიერი ცხოვრების ზეცაში იმყოფებიან (ლაჟვარდოვან და ნათელში), რომელსაც ვერ აღწევს მიწის მცხოვრებთა ისრები. ასეთი ხალხი არა მხოლოდ არ განიცდის შევიწროებას, არამედ მას საერთოდ ვერ ამჩნევს. თვითმფრინავს ქვებით ვერაფერს დააკლებ, ის ვერც იგრძნობს ამას. ამგვარი რამ ხდება მაღალი სულიერების ადამიანებთანაც.

ჩვენ კი ხშირად სულ სხვაგვარად ვიქცევით. იმდენად ვმწუხრდებით, განვიცდით მომხდარს, რომ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ზოგჯერ ღმერთსაც კი ვამტყუნებთ თავს გადახდენილის გამო. მთავარეპისკოპოსი ლუკა წერს: როგორ ვუდგებით უფლისმიერ დასჯას? რა თქმა უნდა, მძიმედ გადაგვაქვს, რადგან ყოველი დასჯა ახლა გვეჩვენება არა სიხარულად, არამედ მწუხარებად (ებრ. 12 (II)). მძიმეა, მეტად მძიმე, უფლისმიერი სასჯელის გადატანა, რადგანაც ხშირად მეტად მძიმეა იგი... ჩვენ ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ მას: რისთვის, რატომ მსჯი ასე, უფალო? თავად ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვგრძნობთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს, ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის.

- დეპრესიაში, სასოწარკვეთილებაში მყოფებს რას ურჩევდით?

- ასეთ დროს, როგორც რელიგიური, ისე ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი საშუალებაა იმ ადამიანთა წარმოდგენა, რომლებიც უარეს ყოფაში იმყოფებიან. იღუმენი ნიკონი წერს: განსაცდელსა და უსასოობის ჟამს სასარგებლოა ეფრემ ასურის რჩევა: - მუდამ გახსოვდეს მწუხარეთა და გაბოროტებულთა (მაგ. ციხესა და გადასახლებაში მყოფთა და სხვათა) უმძიმესი განსაცდელი, რომ ჯეროვანი მადლიერება გამოხატო ღვთისადმი იმ მცირედი და უმნიშვნელო განსაცდელისთვის, რომელშიც შენ იმყოფები და შეძლო სიხარულით მისი გადატანა.

აზრობრივი ბრძოლისგან, მათ შორის სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, განცდათა თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ამგვარი ბრძოლის სხვადასხვა მხარეთა აღსარებაში თქმა, მათი მღვდელთან საუბარში დაფიქსირება. მამა იოანე (მასლოვი) თითოეულ მასთან მიმსვლელს აჩვევდა თავისი ფიქრები სულიერი მოძღვრისთვის გაემხილა: "საჭიროა თქვა ყველა ზრახვის, აზრის შესახებ, ამბობდა იგი, თუნდაც ძილში შეშფოთდე. ყველაფერი უნდა ითქვას აუცილებლად, არ არსებობს წვრილმანები, აზრები ისევეა, როგორც საქმეები. ისინი მტვერივითაა - იტყვი - წარხოცავ მათ". როცა აღსარებაში ვამბობთ იმას, რაც გვაწუხებს, ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება, სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე. ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც მძიმე ფიქრთა, მძიმე განცდათა მოძალებისას უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ისინი უნდა აღნიშნულ იქნას მღვდელთან საუბარში.

მართლმადიდებლური ყოფა სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას გულისხმობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, სასოწარკვეთილების ვნებაა. წარმოუდგენელია, აცდე მასთან დაპირისპირებას, მაგრამ ამასთან, აუცილებელია, თანდათან უფრო და უფრო უმკლავდებოდე ამ სირთულეს. რაც ადრე მიიღწევა იგი, მით უკეთესია და თუ ასე არ მოხდა, ეს ჩვენს ქრისტიანულ გზაზე დიდი სისუსტის გამოვლინება იქნება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat