სულისთვის დამღუპველია, სულ მცირე სიცრუეც, ცდომილებაც რომ იყოს სარწმუნოებრივ საკითხში
სულისთვის დამღუპველია, სულ მცირე სიცრუეც, ცდომილებაც რომ იყოს სარწმუნოებრივ საკითხში
სრული ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია
მართლმადიდებლობა ღმერთის მართლად, სწორად დიდებას ნიშნავს, ამიტომაც ეწოდება ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას მართლმადიდებლური... როგორ დავრწმუნდეთ, რომ მართლმადიდებლობა მართლაც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა? რა განსხვავებაა მართლმადიდებლობასა და სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებს შორის? როგორი ურთიერთობა უნდა იქონიოს მართლმორწმუნე ქრისტიანმა სხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრებთან? რატომ ვერ ცხონდებიან არამართლმადიდებლები? - ამ და სხვა საკითხების შესახებ საუბარი ბაღდათის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მაკარს (აბესაძეს) ვთხოვეთ.

- მართლმადიდებლობა თავისი არსით სამყაროს შექმნის დღიდან არსებობს. პირველი მართლმადიდებლები არიან უფლის ანგელოზები, რომლებიც სამყაროს შექმნის დღიდან ღმერთს მართლად, სწორად ადიდებდნენ. ტერმინს "მართლმადიდებელი" ბერძნული სიტყვის, "ორთოდოქსის" (სწორი დიდება) შესაბამისად ვიყენებთ, რათა გამოვხატოთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები - ღმერთის მართლად მადიდებლები ვართ. იგი მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც ქრისტიანობაში სხვადასხვა მიმდინარეობა და მწვალებლობები ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლა-მოძღვრების წინააღმდეგ მიმართული სწავლებები გაჩნდა. სწორედ მათგან გამოსარჩევად უწოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარმა ქრისტიანებმა თავიანთ სარწმუნოებას მართლმადიდებლური.

- არსებობს სამასამდე ქრისტიანული მიმდინარეობა და თითოეული მათგანი ამტკიცებს, რომ სწორედ მისი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი.

- შესაძლოა, ამა თუ იმ საერო საკითხის შესახებ მართლაც არსებობდეს რამდენიმე ჭეშმარიტი შეხედულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჭეშმარიტი სარწმუნოება არის ერთი და ეს მართლმადიდებლობაა, რომლის სწავლა-მოძღვრებაც ეყრდნობა "წმინდა წერილს", მოციქულთა ქადაგებებს და მოცემულია თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ. მოციქულთა ხანიდან მოყოლებული, მას არა თუ სწავლებაში, გარეგნულ გამოხატულებაშიც კი არ შეუტანია არავითარი ცვლილება, მართლმადიდებელი ღვთისმსახურნი შესამოსელსაც კი მოციქულთა ხანის დროინდელს ატარებენ. ამასთანავე მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც შეიწყნარებს ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიმდევარ ადამიანს - არა მათ სწავლებას, არამედ თვით ადამიანს. ამის არაერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. პირველმოწამე სტეფანემ, როდესაც მას ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის ქოლავდნენ, კი არ დაგმო ის ადამიანები, რომლებიც მისი სახით თავად ჭეშმარიტი სარწმუნოების წინააღმდეგ იბრძოდნენ, არამედ თქვა: - უფალო, შეუნდე, რამეთუ არ იციან, რას სჩადიანო.

- თუკი მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება მხოლოდ სულიწმინდის კარნახით დაწერილ "წმინდა წერილსა" და თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ დამოძღვრილ და განსწავლულ მოციქულთა სწავლებებსა და ქადაგებებს ეყრდნობა, რატომ ხდებოდა საჭირო მსოფლიო საეკლესიო კრებების მოწვევა და მათზე კანონებისა და დადგენილებების მიღება?

- მსოფლიო საეკლესიო კრებებს იწვევდნენ არა იმის გამო, რომ რაიმე სარწმუნოებრივი საკითხი შეეცვალათ, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ქრისტიანული საკითხის შესახებ სხვადასხვა შეხედულება გაჩნდებოდა და ამის გამო დავა დაიწყებოდა. მანამდე წმინდა მამები "წმინდა წერილზე" დაყრდნობით ადგენდნენ ამა თუ იმ ქრისტიანული საკითხის ჭეშმარიტებას, რასაც შემდეგ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ამტკიცებდნენ და ადასტურებდნენ, ანუ ხდებოდა არა მოციქულთა მოძღვრებასა და წმინდა გადმოცემაში ცვლილებების შეტანა, არამედ მათზე დაყრდნობით ჭეშმარიტების მკაფიოდ დაფიქსირება, რაც შემდეგ კანონში მოჰყავდათ - კანონებისა და დადგენილებების სახით მიიღებოდა. გავიხსენოთ, რატომ იქნა მოწვეული I მსოფლიო საეკლესიო კრება. მისი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო არიოზის მწვალებლობა. ეკლესიაში გაჩნდა მიმდინარეობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჭეშმარიტებას. არიოზის არასწორ მოძღვრებას მომხრეებიც გაუჩნდა და ჩამოყალიბდა მწვალებლური მიმდინარეობა. ამიტომ დედაეკლესიამ მოიწვია მსოფლიო კრება და დაამტკიცა არიოზის სწავლების ცდომილება იესო ქრისტეს არაღვთაებრიობის შესახებ: არიოზის მოძღვრებით, იყო დრო, როდესაც ძე ღვთისა არ არსებობდა, ე.ი. არ იყო "შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და იესო ქრისტე იყო ქმნილება, რაც ცრუ, მწვალებლური აზრია და ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ კი დააკანონა ხატთაყვანისცემა, მაგრამ ხატთაყვანისცემა მაშინ კი არ დაუდგენიათ, არამედ წმინდა ხატების თაყვანისცემის წინააღმდეგ გამოსულ ხატმებრძოლებს დაუმტკიცეს, რომ ხატების თაყვანისცემა ღმერთის მიერაა დადგენილი, ყოველთვის არსებობდა და არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. VII მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საბოლოოდ დააკანონეს და დაადგინეს ხატთაყვანისცემის აუცილებლობა.

მოციქულთა კრების დადგენილება, რომელიც მოხსენიებულია "მოციქულთა საქმეებში", იწყება შემდეგი სიტყვებით: "ჯერ უჩნდა სულიწმიდასა და ჩვენცა" - ე.ი. ეს არის სულიწმინდისგან და ჩვენც იმას ვამბობთ, რასაც სულიწმინდა გვეუბნებაო. ყველა მსოფლიო კრებას აქვს ეს ფორმულირება, რაც მიანიშნებს, რომ მსოფლიო კრებებზე წმინდა მამები სულიწმინდისგან ნაუწყებ ჭეშმარიტებას ბრძანებდნენ. ერთ-ერთი განსხვავება და ურთიერთგამომრიცხავი სწავლება კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის არის ის, რომ ისინი უცდომელად აღიარებენ რომის პაპს - პაპი რასაც იტყვის სარწმუნოებრივ საკითხთან დაკავშირებით, უცდომელია და სულიწმინდისგანაა. მართლმადიდებლები კი ასწავლიან, რომ რასაც იტყვის კრება, ისაა სულიწმინდისგან. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მხოლოდ მთელ ეკლესიას მიანიჭა უცდომელობა, ამიტომ კრება, კრებითობა არ შეიძლება შეცდეს, ცალკეული პიროვნება კი, ვინც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერ დროს შეიძლება შეცდეს და გამოთქვას არასწორი შეხედულება.

- ე.ი. კათოლიკურისგან განსხვავებით მართლმადიდებელი ეკლესია არის საკრებულო, სადაც ერთი პიროვნება - პატრიარქი ან ეპისკოპოსი ვერ შეცვლის ეკლესიის სწავლებას და საერთო სწავლების წინააღმდეგ ვერ იქადაგებს, არამედ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი საეკლესიო კრებაზე წყდება - კრებითობა წყვეტს. საპირისპირო ხდება კათოლიკურ ეკლესიაში, ვგულისხმობ პაპის ე.ი. პიროვნების უცდომელობის აღიარებას. ამას გარდა, მათ თავიანთ სწავლებაში მრავალი სხვა ცდომილებაც აქვთ, რაც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ, მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებას. საინტერესოა, რატომ იწოდებიან ისინი კათოლიკე ქრისტიანებად, მაშინ როდესაც სიტყვა "კათოლიკე" საყოველთაოს, მსოფლიოს, კრებითს ნიშნავს. მართლმადიდებლური "რწმენის სიმბოლოში" - მრწამსში კი წერია: "მრწამს... ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ეს ხომ იმას ადასტურებს, რომ ჭეშმარიტად კათოლიკური ანუ მსოფლიო და საყოველთაო მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა...

- ჭეშმარიტად საყოველთაო და კრებითი თავისი არსით მართლაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რადგან მხოლოდ მან შემოინახა მსოფლიო ეკლესიასთან რწმენის ერთობა და მისი სწავლა-მოძღვრების ერთგული დარჩა. ამას ვერ ვიტყვით ლათინებზე, რომლებსაც კათოლიკეების სახელწოდებით მხოლოდ საზოგადოება იცნობს. მათ თვითონვე უწოდეს თავიანთ თავს დაუმსახურებლად კათოლიკეები, რადგან თვლიან, რომ მსოფლიო, საყოველთაო და ერთიანი ეკლესიის წევრები არიან და მართლმადიდებლებმა დატოვეს მათი წიაღი, რასაც ვერანაირად ვერ ასაბუთებენ. პაპისტები 1054 წელს გამოეყვნენ დედაეკლესიას და მას შემდეგ რამდენიმეჯერ შეცვალეს თავიანთი სწავლება - ე.ი. იმ სწავლა-მოძღვრების ერთგულნიც ვერ დარჩნენ და არ შემოუნახავთ უცვლელად, რის გამოც მათსა და მართლმადიდებლებს შორის განხეთქილება მოხდა. მაგრამ იმის გამო, რომ თავადვე უწოდეს თავიანთ თავს კათოლიკეები, საზოგადოებამაც ამ სახელწოდებით გაიცნო, თორემ დედაეკლესია მათ კათოლიკეებად არ თვლის - საღვთისმეტყველო საუბრისას ისინი ლათინებად ან პაპისტებად იხსენიებიან.

- რაც შეეხება დანარჩენ ქრისტიანულ მიმდინარეობებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეისათვის სამასამდე ქრისტიანული მიმდინარეობაა და თითოეული მათგანის მიმდევრები თვლიან, რომ ქრისტეს მიმდევრები არიან და სწორედ მათი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. მართალია, იმის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, თუ რატომაა მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგია, მაგრამ არაფერი გვითქვამს არამართლმადიდებლურ მიმდინარეობათა ცდომილების შესახებ... როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ თითოეული მათგანის ცდომილებაში?

KARIBCHE- ძველად არსებობდა ოქროს სასინჯი ქვა, რომლითაც ამოწმებდნენ, ხალასი იყო თუ არა ოქრო, რადგან ოქრომჭედლებმა იცოდნენ, როგორი ხმოვანება უნდა გამოეცა სასინჯ ქვაზე მირტყმისას ხალას ოქროს. ასეთივე სასინჯი ქვაა მართლმადიდებლობაც, ამიტომ ყველა რელიგიური მიმდინარეობა - როგორც ქრისტიანული, ასევე არაქრისტიანული სარწმუნოება და მათი სწავლა-მოძღვრება უნდა მივუდაროთ მართლმადიდებლურს, რომელიც, როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ, მთლიანად ეყრდნობა "წმინდა წერილს" და უცვლელად მისდევს უფლის მოციქულთა მიერ ნაქადაგარ სწავლებას, მასში არაფერი გვხვდება ჩვეულებრივ, მოკვდავ ადამიანთა ნააზრევი და განმარტებული. თუ ასეთი არაა, ე.ი. არ არის ჭეშმარიტი. ასეთი კი არც ერთი მათგანი არაა.

- მართლაც. ავიღოთ ნებისმიერი არამართლმადიდებლური სარწმუნოება - არც ერთი მათგანის სწავლა-მოძღვრება სათავეს არ იღებს სულიწმინდის მადლით განბრძნობილ მოციქულთა ქადაგებიდან, თითოეული მათგანისთვის არსებობს დრო, როდესაც დაიწყო მათი სწავლება და არსებობს პიროვნება, რომელმაც დაიწყო მათი სწავლება, ანუ ჰყავთ ცრუმოძღვარი და მის მიერ მოგონილ სწავლებას იზიარებენ; თუმცა თითოეული მათგანი ამტკიცებდა, რომ ამა თუ იმ სარწმუნოებრივი საკითხის მათეული განმარტება, რის გამოც გამოეყვნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საღმრთო გამოცხადებას ემყარება. საინტერესოა, არის თუ არა არამართლმადიდებლურ მიმდინარეობებში მართლაც რაიმე ღვთიური.

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ჭეშმარიტება გარკვეული დოზით ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობაში არსებობს, მაგრამ სრული ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაშია. ის ჭეშმარიტებაც, რომელსაც ამა თუ იმ დოზით აღიარებენ, იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიანთი სარწმუნოებრივი ცდომილებები, ე.ი. ეშმაკისგან მონაჩმახი და მისგან შთაგონებული ცრუ სწავლებებიც, ისევ და ისევ ეშმაკის შთაგონებით ჭეშმარიტებად გაასაღონ. სულისთვის დამღუპველია, სულ მცირე სიცრუეც, ცდომილებაც რომ იყოს სარწმუნოებრივ საკითხში, ამავდროულად, რაც უფრო მცირე დოზითაა სიცრუე ჭეშმარიტებაში, გაცილებით საშიშია, რადგან გაცილებით ადვილად შეიძლება მოტყუვდნენ ამ სწავლებით ადამიანები.

- მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას ხილული ნიშნებიც ხომ მოწმობს...

- ხილულ ნიშნებს შორის, რომლებიც თვალნათლივ მოწმობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას, უპირველესად უნდა აღინიშნოს მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის საფლავზე, რაც ყოველწლიურად მხოლოდ მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულის წინა დღეს, დიდ შაბათს ხდება: ზეციური ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელთა - იერუსალიმის პატრიარქის კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) აღვლენილი მხურვალე ლოცვა-ვედრების დროს მოგვემადლება და მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელს ანთებს, მაშინ როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების მიმდევართა კანდელებიც დგას. კუვუკლიაში შესვლამდე იერუსალიმის პატრიარქს საგანგებოდ ამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მას თან არ შეაქვს ასანთი ან სხვა ისეთი ნივთი, რომლითაც ცეცხლის ანთებაა შესაძლებელი.

ამას გარდა, მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებას ხილულად ამოწმებს ფერისცვალების დღესასწაულზე თაბორის მთაზე გამოჩენილი ღრუბელი. ყოველწლიურად, იმ დღეს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, თაბორის მთაზე, იქ სადაც უფლის ფერისცვალება მოხდა, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი, აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და ფერისცვალების დღესასწაულის წარგზავნამდე ადგას თაბორის მთას.

ასევე ყოველწლიურად აღესრულება ხილული სასწაული 19 იანვარს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, მდინარე იორდანეზე: როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს და მასში სამგზის შთაფლავს ჯვარს, მდინარე იორდანე ჩერდება და რამდენიმე წამის განმავლობაში წყალი საპირისპირო მიმართულებით მიედინება. გარდა ამისა, ხილული ნიშანი, რომელიც ადასტურებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებას, არის მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა მიერ ნაკურთხი წყლის უხრწნელობა, რასაც ყველა ადამიანი თვალნათლივ ხედავს. არსებობს ცნობა, რომ როდესაც კომუნისტები კოსმოსურ ხომალდს უშვებდნენ, კოსმონავტებს თან ნაკურთხ წყალს ატანდნენ, რადგან მათ კოსმოსში თვეობით უხდებოდათ ყოფნა და ჩვეულებრივი წყალი იხრწნებოდა, თუმცა წყლის უხრწნელობას ისინი იმით ხსნიდნენ, რომ მღვდლები მასში ვერცხლის ჯვრებს დებენ. თუკი წყალი ამის გამო იძენდა უხრწნელობას, ვერცხლის ნივთები ჩვეულებრივ წყალში ჩაედოთ და ისე გაეტანებინათ. დღეს წყალს ხშირად ხის ან სხვა მასალისგან დამზადებული ჯვრითაც აკურთხებენ ღვთისმსახურნი, მაგრამ უხრწნელობას ისევე და იმდენივე ხნით ინარჩუნებს, როგორც ვერცხლის ჯვრის გამოყენებით ნაკურთხი წყალი.

- როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მართლმორწმუნე ქრისტიანმა სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან?

- უნდა იქონიოს მხოლოდ ყოფითი და კეთილმეგობრული ურთიერთობა. სჭირდება დახმარება - დაეხმაროს, ითხოვს მოწყალებას - მისცეს და ა.შ., მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთან სულიერი, რელიგიური კონტაქტები - მათთან ერთად ლოცვა, არამართლმადიდებლურ ტაძრებში შესრულებულ მსახურებებზე დასწრება, მათი ნათლიად შერჩევა და სხვა.

- მაგრამ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ხომ უნდა ილოცოს სხვა აღმსარებლობის მიმდევარი ადამიანებისათვის?

- მართლმადიდებელი ვალდებულია, ილოცოს ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომილთათვის, შესთხოვოს უფალს, გაუნათლოს მათ გონება და დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მაგრამ მათთვის შეიძლება ვილოცოთ მხოლოდ პირადი ლოცვების დროს - შინ. არამართლმადიდებლებისთვის ასევე ლოცულობს წმინდა ეკლესია შესაბამისი მსახურებების დროს, მაგრამ არ შეიძლება მათი მოხსენიება პროსკომიდიაზე, კვეთის დროს - ე.ი. არ უნდა მოვიხსენიოთ მოსახსენიებელ ბარათში.

- რატომ ეკრძალება მართლმადიდებელს არამართლმადიდებელთან ერთად ლოცვა?

- ლოცვითი ერთობა ნიშნავს სარწმუნოებრივ ერთობას, რაც არ არსებობს მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვლოცულობთ ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ, რადგან ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებთ, ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა ღმერთი კი, ისევე როგორც ღმერთნი წარმართთანი, ეშმაკია, რადგან თითოეული მათგანის სწავლება სიცრუეზეა აგებული. სიცრუის მამა კი ეშმაკია. ე.ი. არასწორი სარწმუნოების მიმდევრები ლოცულობენ ეშმაკის მიმართ და თუკი მართლმადიდებელი მათთან ერთად ილოცებს, გამოდის, რომ უფალი დაუტოვებია.

სიცრუის მამა რომ ეშმაკია, ამის შესახებ პირდაპირ გვაუწყებს მაცხოვარი. იოანეს სახარებაში ბრძანებს: "რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვები, თქვენი მამა არის ეშმაკი და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან ცრუ არის იგი და სიცრუის მამაა". ამ სიტყვებით მაცხოვარი იუდეველებს მიმართავს იმის გამო, რომ ვერ ჩაწვდნენ მის ნათქვამს. იუდეველთა მსგავსად ვერ სწვდებიან უფლისაგან ნაუწყებ და მის მიერ განსწავლულ მოციქულთაგან ნაქადაგებ ჭეშმარიტებას არამართლმადიდებელ სარწმუნოებათა მიმდევრები და ამიტომაცაა მათი მამა ეშმაკი, სწორედ ამის გამო არ შეიძლება მათთან ერთად ლოცვა.

- თუკი რომელიმე არამართლმადიდებლურ ტაძარში მართლმადიდებლური სიწმინდეებია დავანებული, მართლმორწმუნე ქრისტიანს მათი მოლოცვა ხომ არ ეკრძალება?

- ცხადია, არა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი თანაზიარნი ვართ ან მათ სალოცავებში დავანებული მართლმადიდებლური სიწმინდეები იქ ყოფნის გამო ძალას და მადლს კარგავენ. უნდა ვიცოდეთ, რომ უწმინდურობა ვერასოდეს შეერევა სიწმინდეს, პირიქით, სიწმინდეს შესწევს ძალა უწმინდურობის განწმენდისა. უფალი მათ ტაძრებში მართლმადიდებლური სიწმინდეების არსებობას უშვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ცდომილების ერთ-ერთი სამხილებელი ესეც იყოს და მათგან მომდინარე ძალითა და მადლით ცდომილებაში მყოფმა მიიღოს ის სარწმუნოება, რომელსაც ეს წმინდანები მისდევდნენ.

მართლმორწმუნე ქრისტიანს ასევე არ ეკრძალება არამართლმადიდებლური ტაძრის მონახულება და დათვალიერება როგორც კულტურის ძეგლისა, მაგრამ იგი არ უნდა აღიქვას როგორც ღვთის სახლი.

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, არამართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან. რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი მათი ვერცხონებისა მათივე ურწმუნოებაა. "სახარებიდან" ვიცით: როდესაც უფალმა მოციქულები სხვადასხვა კუთხეში წარგზავნა სახარების საქადაგებლად, ადამიანების ქრისტიანულ სჯულზე მოქცევა და მონათვლა დაავალა. ამცნო: "რომელსაც ჰრწმენეს და ნათელიღოს, ცხოვნდეს და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს". აქედან ჩანს, რომ ვინც არ ირწმუნებს და მართლმადიდებლური წესით არ მოინათლება, სულის ცხონებას ვერ მოიპოვებს თავისივე ურწმუნოების გამო და არა იმიტომ, რომ უფალს სურს მისი დასჯა. ადამიანს მხოლოდ თავისი ცოდვები, მის მიერ ქმნილი არასწორი საქმეები დასჯის. ალექსი შუშანიას ერთ-ერთ ქადაგებაში მოჰყავს ასეთი შედარება: თუ იმპერატორის მიერ გამართულ წვეულებაზე ერთ-ერთი სტუმარი აღმოაჩენს, რომ შიშველია, მაშინვე გაიქცევა დარბაზიდან და რამდენიც არ უნდა ევედრონ, უკან აღარ დაბრუნდება - ამას ამჯობინებს, კლდესა და ღრეში გამოქვაბულს შეაფაროს თავი, თუნდაც ყინვაში. მართალია, მისთვის ეს საშინელება იქნება, მაგრამ უფრო დიდი სატანჯველი განათებულ დარბაზში დაბრუნება იქნებოდა. ასევე დაიტანჯება ყველა, ვინც უფლის წინაშე წარდგომისას თავის თავს სულიერად შიშველს შეიცნობს თავისი ურწმუნოებისა და არასწორი ქმედებების გამო. ამავდროულად, მისთვის ნათელში, სასუფეველში დარჩენა უფრო დიდი სატანჯველი იქნება, ვიდრე ჯოჯოხეთში.

- თუკი არამართლმადიდებლები ვერ ცხონდებიან, გამოდის, რომ დედამიწაზე მცხოვრებთა უმეტესობა ჯოჯოხეთისთვისაა განწირული - უდიდესი ნაწილი ხომ არამართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევარია...

- როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ კაცობრიობა წარღვნამდე 2500 წელზე მეტი ხნის მანძილზე არსებობდა. ამავდროულად, გაცილებით მეტხანს ცხოვრობდნენ მამამთავრები - რვა, ცხრა და ზოგჯერ ათი საუკუნეც კი და "წმინდა წერილის" თანახმად, მათგან იშვებოდნენ ძენი და ასულნი მრავალნი. "მრავალნში", ყველაზე მცირე, ოცი შთამომავალი მაინც ხომ უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც ასევე მრავალ ძესა და ასულს შობდნენ? არაზუსტადაც რომ გამოვიანგარიშოთ, იმ პერიოდში დედამიწაზე დღევანდელზე ნაკლები მცხოვრები არ იქნებოდა. მათგან წარღვნის დროს მხოლოდ რვა ადამიანი გადარჩა - ნოე და მისი ოჯახი, იმის გამო, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ ღვთის თაყვანისმცემლები და ასრულებდნენ მის ნებას. აქედან გამომდინარე, გადარჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ირწმუნებენ და მის მცნებებს აღასრულებენ.

- ანუ მხოლოდ მართლმადიდებლური წესით მონათვლა - ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებაც არ კმარა ცხონებისთვის...

- როგორც იაკობ მოციქული ბრძანებს, სარწმუნოება, თვინიერ საქმეთა, მკვდარ არს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რწმენას თან არ ახლავს მართლმადიდებლური საქმეები, რომლებიც უფალმა მისცა ადამიანებს საკეთებლად მცნებათა სახით, მკვდარი სარწმუნოებაა და ადამიანს ვერ აცხოვნებს.
ბეჭდვაელფოსტა
20.03. 2016
ნოშრევან ჟღენტი
დიდება უფალს!ბედნიერი ვარ რომ მართლმადიდებელი ვარ, უფრო ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ მიყვარს უფალი და ყველა მართლმადიდებელი, ღმერთმა გვიმრავლოს მართლმადიდებლები.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat