ფერისცვალება
ფერისცვალება
ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ხომ სწორედ ფერის, ცოდვილი ბუნების შეცვლაა
"განცდა თვისთა ცოდვათა" ქრისტიანის ცხოვრების მთავარი საზრუნავია. საკუთარი დაცემულობის შეგრძნება არის საფუძველი ადამიანის ცხონებისა. სინანული, ბერძნულად - მეტანია, სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება - გონების ცვლილება. სწორედ ცნობიერების შეცვლაა დასაბამი პიროვნების გადარჩენისა. გონების, ცნობიერების ცვლილება, მოვლენათა გადაფასება, ცოდვისა და მადლის ახლებური გაგება, ახალი მიზნის გაჩენა ნელ-ნელა გულის ცვლილებასაც იწვევს და ასე ხდება ადამიანის გამოცვლა, ძველი, დაცემული პიროვნებიდან ნამდვილი ქრისტიანის დაბადება, ახალი ცხოვრების დაწყება ქრისტეში - სულიერი ფერისცვალება.

ახალი სტილით 19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალებას დღესასწაულობს, დღეს, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას.

მოგვცეს უფალმა ძალა, რომ ჩვენც გვეცვალოს ფერი, რომ "ძველისა კაცისა გამძარცველთა, ახალი შევიმოსოთ" და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, სადაც მარადის ბრწყინავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

გვესაუბრება შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).

- ფერისცვალება ერთ-ერთია ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან. რას მოგვითხრობს სახარება მასზე?

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. აი, რას გვაუწყებს სახარება უფლის ფერისცვალების შესახებ:Mმაცხოვარმა სამი მოწაფე, პეტრე, იაკობი და იოანე, თაბორის მთაზე წარიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერისცვალებისას იესოსგან ისეთი ნათელი გამოდიოდა, რომ მოციქულებმა თვალი ვერ გაუსწორეს და პირქვე დაემხნენ. ფერისცვალების ჟამს მოციქულებმა დაინახეს, რომ უფალს მარჯვნივ და მარცხნივ მოსე და ელია წინასწარმეტყველები ედგნენ, ზეციდან კი მამის ხმა მოისმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ!" ამის შემდეგ მაცხოვარმა კვლავ ადრინდელი სახე მიიღო და მოციქულებს უბრძანა, მომხდარის შესახებ მის აღდგომამდე არავისთვის ეთქვათ. მოციქულები განაცვიფრა ამ ხილვამ, უფლის ბრწყინვალებამ. იგივე დაემართებოდა ნებისმიერ ჩვენგანს, ამიტომ უფალმა მხოლოდ მეყსეულად გვიჩვენა თავისი ნამდვილი სახე, სახე, რომელსაც ჩვენსავე საკეთილდღეოდ გვიმალავდა. სწორედ ამ განუზომელი ნათლის გამო იყო, ჩვეულებრივი ადამიანივით რომ დადიოდა - სხვაგვარად მას ვერც კი შეხედავდნენ. ამავე დროს, იმის მაგალითსაც გვაძლევდა, რაოდენ თავმდაბალი უნდა იყოს ქრისტიანი. აკი თავადაც ამბობს: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. იესო თვითონვე აღასრულებდა ყველაფერს, რისკენაც ხალხს მოუწოდებდა.

- რატომ არ აიყვანა უფალმა თაბორზე ყველა მოციქული, რატომ გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე?

- ეს სამი მოციქული გარდაემატებოდა დანარჩენებს. ისინი ადრევე გახდნენ ღირსნი იაიროსის ასულის სასწაულებრივი აღდგინების ხილვისა. მერეც ხომ სწორედ მათთან ერთად წაბრძანდა გეთსემანიის ბაღში... მაცხოვარმა თაბორზე თან წაიყვანა სამი, რათა განედიდებინა ისინი ხილვით და დატოვა რვა, რათა ნეტარ-ექმნა რწმენით, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავთ და სწამთ.

- მაინც რითი იყო ეს სამი მოწაფე გამორჩეული?

- პეტრე - უფლის უსაზღვრო სიყვარულით, იოანე - ერთგულებით, იაკობი კი - იმ სიტყვების გამო, ძმასთან ერთად რომ უთხრა იესოს: ძალგვიძს, შევსვათო შენი სასმისი. იოანე დამასკელი სახარების ამ ადგილს ამგვარად ხსნის: მაცხოვარმა თან წაიყვანა პეტრე, რათა ეჩვენებინა, რომ მისი მოწმობა ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და დაერწმუნებინა იგი, რომ თვით ზეციურმა მამამ განუცხადა ეს მოწმობა; იაკობი - რაკი სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო უფლისათვის; დაბოლოს, იოანე - ქალწულებისა და ღვთისმეტყველების სიმბოლო, რათა ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისთვის და ეთქვა: "პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი".

- საინტერესოა ისიც, რატომ მოისურვა ქრისტემ მოციქულთათვის თავისი ნამდვილი სახე ეჩვენებინა - ის ხომ ყოველთვის გაურბოდა კაცთა შორის დიდებას... რა იყო ფერისცვალების არსი და მიზანი? რისთვის აღსრულდა ის?

- ეს, უწინარეს ყოვლისა, უფლის ჭეშმარიტების დასადასტურებლად იყო საჭირო, მერე კი - სარწმუნოებაში განსამტკიცებლად. ადამიანი სამოთხეში დაცემის შემდეგ ეჭვიანი გახდა. ამიტომაც გახლდათ აუცილებელი მისი დარწმუნება, რომ ქრისტე იყო ჭეშმარიტი უფალი. ფერისცვალებით მაცხოვარმა მოციქულებს აჩვენა, რომ ის ჭეშმარიტი მხსნელი იყო, ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდა კაცობრიობა, ელოდნენ იუდევლები.

არ დაგვავიწყდეს, რომ ჯვარცმის დროს უფალი იოანე ღვთისმეტყველის გარდა ყველა მოციქულმა მიატოვა. ეს იმიტომ, რომ იმ დროს მოციქულთა სარწმუნოება ჯერ კიდევ არ იყო მყარი. ამიტომაც აჩვენა ქრისტემ მათ თავისი დიდება, რათა, ჯვარზე გაკრულს რომ დაინახავდნენ, მის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვოდათ, არ ეფიქრათ, რომ ის დამარცხდა, რომ მათი რწმენა ფუჭი და ამაო იყო.

- ალბათ, არანაკლები დატვირთვა ჰქონდა წინასწარმეტყველთა გამოცხადებასაც...

- რაღა თქმა უნდა! მოსე და ელია წინასწარმეტყველთაგან უპირატესნი არიან, მაგრამ ფერისცვალების ხატებზე თავდახრილნი დგანან, ნიშნად იმისა, რომ თვით მოსეც კი, რომელსაც იუდეველები ესოდენ დიდ პატივს მიაგებდნენ, არარაი იყო ქრისტეს წინაშე. ამით ხალხს ისიც უნდა დაენახა, რომ იესო რჯულს კი არ არღვევდა (გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ მოტივით დევნიდნენ მაცხოვარს), არამედ აღასრულებდა. ამის დასტურად სცეს მას თაყვანი თვით მოსემ - ადამიანმა, ვის მიერაც მიეცა სჯული ისრაელს - და ელიამ.

- რას გვასწავლის ეს ამბავი ჩვენ, ქრისტიანებს?

- ფერისცვალების ამბის თხრობით მახარებელნი იმისთვის გვამზადებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს ასეთივე ფერისცვალება. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ხომ სწორედ ფერის, ცოდვილი ბუნების შეცვლაა. არსებობს სიმაღლე, რომლის წვდომაც ადამიანს ძალუძს და უნდა მისწვდეს კიდეც, და ეს უნდა მოხდეს ღვთით. ადამისა და ევას დაცემა თითოეულ ჩვენგანზე ვრცელდება. ჩვენი მიზანია, პირვანდელი მდგომარეობა დავიბრუნოთ, ეს კი ვნებებთან ბრძოლას, მათზე გამარჯვებას გულისხმობს. უნდა ვიცვალოთ ცოდვილი ბუნება, უნდა განვიღმრთოთ, ქრისტეს ნათლით გავნათდეთ.

- როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს? ვნებებთან ბრძოლა ხომ ადვილი არ არის?

- ამაში ეკლესია, მოძღვარი და წმინდა წერილი დაგვეხმარება.

- თუმცა დღეს ხშირად გაიგონებთ, ღმერთის მწამს, მღვდლისა და ეკლესიისა კი - არაო...

- ეს არასწორი დამოკიდებულებაა. მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა აუწყა მოწაფეებს, რომ მოუვლენდა სულიწმინდას - ნუგეშინისმცემელს, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების. მართლაც, მან მოგვივლინა სული ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა. და ეს მადლი სწორედ ეკლესიის მეშვეობით მოგვენიჭა.

ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. სულიწმინდის მადლით იქ სიცოცხლე სუფევს. ეკლესია არის ადგილი, საიდანაც შეგვიძლია უფალს მივეახლოთ. იგი სულიწმინდის მადლით მოქმედებს, ამიტომაც მისი უარმყოფელი სულიწმინდას გმობს, ეს კი მიუტევებელი ცოდვაა. ასეთი განწყობა უმეტესად იმიტომ აქვთ, რომ აკრძალვებს ვერ ეგუებიან, მიიჩნევენ, რომ ეკლესია ადამიანს გაურკვეველი მოტივებით ზღუდავს. ეს შეცდომაა. ეკლესია გვასწავლის იმას, რაც ღვთისთვის სათნოა და თუ რამეს გვიკრძალავს, ჩვენდა სასიკეთოდ იქცევა ასე. მოძღვარი სახარებით, სამოციქულოთი, წმინდა მამათა სწავლებებით ხელმძღვანელობს და გვიჩვენებს ჭეშმარიტ გზას, რათა არ დავიღუპოთ. ამიტომაც ეკლესია ყველას სჭირდება - ბავშვსაც, მოზრდილსაც და მოხუცებულსაც.

უფალმა თვითონ აღასრულა ყველა სამღვდელო წესი, რომლებიც თავის მოწაფეებს შეასწავლა, მოციქულებმა კი ჩვენ გადმოგვცეს. გახსოვთ, ალბათ, როგორ აკურთხა უფალმა განკურნებული კეთროვანი: "იხილე ნუვის უთხრობ; არამედ წარვედ, და უჩუენე თავი შენი მღვდელსა, და შესწირე შესაწირავი შენი, რომელი ჰბრძანა მოსე საწამებლად მათდა". საზოგადოდ, ყველა საეკლესიო კანონი დასაბამს უფლისგან იღებს და სანამ კაცობრიობა იარსებებს, თაობიდან თაობას გადაეცემა. ასეთივეა მღვდლობის საიდუმლო. მღვდელი გვიკითხავს შენდობის ლოცვას, აღასრულებს ლიტურგიას, გვაზიარებს უფლის სისხლსა და ხორცს... მისი სახით უფალი მოქმედებს, ის იარაღია ღვთის ხელში.Aამიტომაც მოძღვარს პატივი უნდა ვცეთ და თუ რომელიმე მღვდელი საკადრისად არ მოიქცევა, ამის გამო ეკლესიას არ უნდა განვუდგეთ. გვახსოვდეს ისიც, რომ მას ჩვენზე ძლიერი და ბრძენი განმკითხავი ჰყავს - უფალი! ჩვენ კი, უმჯობესია, განქიქების და განკითხვის ნაცვლად გვერდით დავუდგეთ და მათი ვისმინოთ, რადგან უფალი ბრძანებს: რომელმან თქვენი ისმინოს, ჩემი ისმინა.

- ე.ი. ფერისცვალება სულიერი მოძღვრის, ეკლესიის გარეშე შეუძლებელია?

- სულიერი მოძღვრის გარეშე ვერაფერს მიაღწევ.Aარ არსებობს ადამიანი, სარწმუნოებაში რომ წარემატებოდეს და მოძღვარი არ ჰყავდეს. როგორც ბავშვი ვერ იცხოვრებს დედ-მამის გარეშე, ისევე ვერ იცხოვრებს ქრისტიანი სულიერი მამის გარეშე, რადგან ჩვენ სულიერი თვალსაზრისით ბავშვები ვართ. სულიერი წინსვლა წინამძღოლის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ასეთი წინამძღოლია მოძღვარი. ის გვაძლევს სწორ მიმართულებას, იცის, რა სჭირდება მის სულიერ შვილს. ჩვენ მოძღვრის არაჩვეულებრივი მაგალითი გვყავს თვალწინ: საჭეთმპყრობელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. იგი არის მაგალითი ქრისტიანობისა, ბერობისა, ქართველობისა, სახე იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა დღეს.

- ეკლესიაში მრავალი არცთუ საქები ყოფაქცევის, არცთუ ზნეობრივი წარსულის მქონე ადამიანი მიდის და გამოსწორებას ცდილობს. ქრისტიანობის ისტორიას უამრავი ასეთ შემთხვევა ახსოვს. ისინი, ალბათ, სულიერი ფერისცვალების საუკეთესო მაგალითებია, მაგრამ ამის გამო ზოგი ეკლესიას განიკითხავს და ცოდვილთა თავშესაფარს უწოდებს...

- კაცმა კაცი არ უნდა დაჩაგროს, არ უნდა განიკითხოს. ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა მივხედოთ, გვერდით დავუდგეთ, საკუთარ ტკივილად უნდა მივიღოთ სხვისი ტკივილი და საკუთარ სიხარულად - სხვისი სიხარული... ექიმი ავადმყოფს სჭირდება. თუ მეძავმა, ავაზაკმა, უკიდურესად ცოდვილმა ეკლესიისკენ შემობრუნება დაიწყო, კი არ უნდა გვეწყინოს, არამედ უნდა გვიხაროდეს. ჭაობში ჩაფლული ადამიანი ამოსვლას რომ ცდილობდეს, რა არის ამაში დასაცინი ან დამაბრკოლებელი?! მით უმეტეს, ჩვენც გვაქვს ცოდვები, რომელთაც ვერ ვამჩნევთ ან კარგად ვმალავთ. მაგალითად, რამდენ ოჯახს აწევს კისერზე ცოდვა, რომელსაც აბორტი ჰქვია?! "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულადო", - ამბობს უფალი. ის დაეხმარება სწორედ მათ, ვინც თავს ცოდვილად მიიჩნევს. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ამ ადამიანებს ფერისცვალება სჭირდებათ და ცდილობენ, მართლაც იცვალონ ფერი. არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ფერისცვალება მხოლოდ მათ სჭირდებათ. ის სჭირდება ყველას, ნებისმიერი ტიპის, აზროვნებისა თუ პროფესიის ადამიანს.

- ზოგს სურს, ამგვარ ცვლილებას უმალვე მიაღწიოს...

- შესაძლებელია, მაგრამ ძალზედ იშვითად, ეს ღვთის განსაკუთრებული დაშვებით ხდება, ჭეშმარიტი სინანულით მეყსეულად წარიხოცება ცოდვანი კაცისა. სასუფეველში პირველი ხომ მძიმე ცოდვებში მცხოვრები ჯვარცმული ავაზაკი შევიდა. ეს იყო მადლი სინანულისა. მაგრამ ასეთი რამ, როგორც წესი, სწრაფად არ ხდება. მამები 30, 40, 50 წელიწადი უდაბნოში განმარტოებით იღვწოდნენ ამისთვის. სულიერ ფერისცვალებას უდიდესი შრომა და გარჯა სჭირდება და არც იქნება მართებული, მცირედი ღვაწლით მოიპოვებოდეს.

- რამ შეიძლება მისცეს ბიძგი სულიერ ფერისცვალებას?

- ფერისცვალების დასაწყისი ეკლესიური ცხოვრების დაწყებაა. სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა გზით მიდის ღმერთთან: ზოგი ბავშვობიდანვეა მოწოდებული ამისთვის, ზოგს განსაცდელი, ფიზიკური თუ სულიერი სნეულება, ახლობლის დაკარგვა უბიძგებს ეკლესიისკენ, ზოგსაც - ბედნიერება ან რაიმე სასწაული, - უფალმა უკეთ იცის, ვისთვის როგორ აჯობებს, - მაგრამ თუ მის მინიშნებებს არ შევისმენთ და ეკლესიაში არ მივალთ, რა ქნას ღმერთმა? ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება და ძალუძს, თვითონვე გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, მაგრამ უნდა ახსოვდეს: თუ არ შეისმენს, მოიწევს სასჯელს - დაისჯება იმით, რომ არ იქნება უფლის სიახლოვეს.

ჩვენ ხშირად არასწორად გვესმის სასჯელის არსი. სასჯელი თვითონ ის ცოდვაა, რომელსაც ვჩადით, რადგან მისი მეშვეობით ვშორდებით ღმერთს, ქრისტიანისთვის კი უფლისგან განშორება ყველაზე დიდი უბედურებაა. ღმერთი მოგვიწოდებს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე... და რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე". თუ გვსურს, შევუდგეთ უფალს, საკუთარი თავი უნდა უარვყოთ.

- არსებობს როგორც შინაგანი, ისე გარეგნული ფერისცვალება. არც ერთი არ არის ადვილი, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გარეგნული უფრო ადვილად დასაძლევია, ეკლესიური ცხოვრების დაწყებისას ჯერ გარეგნულ მხარეს ვაგვარებთ და მერეღა ვიწყებთ შინაგანის გამოსწორებას, თუმცა ზოგი მიიჩნევს, რომ მთავარი შინაგანია და გარეგან მხარეს მნიშვნელობა არა აქვს...

- მნიშვნელობა აქვს ყველაფერს, ნებისმიერ წვრილმანს. თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ გარეშე თვალის დასანახად ცუდად ვიქცევით, შინაგანად კი კარგები ვართ. დამეთანხმებით, რომ ლანძღვა-გინებით, ცუდი საქციელითა თუ ჩაცმულობით გულის სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ. ასე რომ, გარეგნულს მნიშვნელობა უთუოდ აქვს, მაგრამ მთავარი, რასაკვირველია, მაინც შინაგანია. ამიტომაც შეგვაგონებს უფალი, თქვენ ხედავთ ერთმანეთის სახეებს, მე კი თქვენს გულებს. "სადაცა იყოს საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენი", - ამბობს სახარება. ცოდვაში ხარ - გულიც ცოდვისკენ მიიწევს, სათნოებაში ხარ - გულიც უფალთანაა... ერთმანეთი შეიძლება მოვატყუოთ, მოვიტყუოთ თავიც, მაგრამ უფალს ვერ მოვატყუებთ. ამიტომაც ვეცადოთ, მოვიპოვოთ გულის სიწმინდე,Gგული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს.

- მას შემდეგ, რაც ადამიანი გარეგნულ ცხოვრებას მოიწესრიგებს, ალბათ, დიდია საფრთხე, რომ თავი აიმაღლოს და ხიბლში ჩავარდეს...

- როცა კაცი სულიერ ცხოვრებას დაიწყებს, ეშმაკი ახალი გზებით ეცდება მის ცდუნებას,Mმაგრამ ღმერთი უძლეველია და თუ არ მივატოვებთ, როგორც დავით აღმაშენებელი ამბობს, ეშმაკის მოციქულებს კი არა, თვით ეშმაკსაც დავამარცხებთ. ოღონდ, ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ უფალთან ვიქნებით. ამიტომაც ვამბობ, რომ უნდა ვენდოთ, ვერწმუნოთ ეკლესიას, სულიერ მოძღვარს. მღვდელი მოგვისმენს, აგვიხსნის და თუ ასეთი რამ შეგვამჩნია, გვამხილებს, ჩვენი საქმე კი ის არის, მხილება ყურად ვიღოთ.

- რომელია მთავარი სათნოება, რომელიც უნდა მოვიპოვოთ და რომელიც ხიბლისგან დაგვიფარავს?

- მორჩილება და თავმდაბლობა. წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს, მორჩილება და თავმდაბლობა ის ორი ფრთაა, რომლებიც ზეცად აგვიყვანსო. ამ წმინდანმა ერთხელ იხილა, რომ დედამიწა ეშმაკის მახეებით იყო დაფარული და ამ საშინელების მხილველმა ცრემლთა ღვრით ჰკითხა ღმერთს: უფალო, ვინ გადარჩებაო?! "მდაბალი", - მიუგო ზეციერმა... სიმდაბლე სათნოებაა, რომელიც სრულიად გამორიცხავს ხიბლს, თავმოთნეობას. ისევ მაცხოვრის იმ სიტყვებს გავიხსენებ, ზემოთ რომ მოვიხმე: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსვენება სულთა თქვენთა". განა არ შეეძლოUუფალს, ჯვარცმა თავიდან აეცილებინა?! მაგრამ მაშინ ჩვენ დავიღუპებოდით. მან ეს მსხვერპლი ჩვენს გამო გაიღო, გვიჩვენა მოყვასის სიყვარულის, თავდადების საოცარი მაგალითი და ამით სძლია ბოროტს. ვაჟკაცობა მარტო ბრძოლა არ არის; ვაჟკაცობაა მოთმინებაც. მართლმადიდებლობა ერთსა და იმავე დროს ფარიც არის და მახვილიც. დრონი იცვლებიან, ჭეშმარიტება კი ყველა ეპოქაში ერთია. რა მატერიალურ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, უფლის გარეშე ვერ ცხონდება.

- ეკლესიაში მოსული სხვა თვალით უყურებს ცხოვრებას...

- სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ ადამიანი იცვლება, ცოდვას მადლისგან არჩევს, ეცვლება ცხოვრების მიზანი... ხდება გონების ფერისცვალება, რაც გულის ფერისცვალების საწინდარია.

- ზოგი, მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ ცხოვრება უნდა შეიცვალოს, სხვებსაც მოუწოდებს ამისკენ. ხშირად ეს მოწოდება დაძალებად იქცევა. გვაქვს კი ამის უფლება?

- დაძალება არაფრით არ შეიძლება. თვით იესო არავის ატანდა ძალას და ჩვენ ვინ მოგვცა ამის უფლება?! თანაც დაძალებას საოცარი უკუშედეგი მოჰყვება ხოლმე. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, რჩევის მიცემაა. გვახსოვდეს, რომ ყველას თავისი გზა აქვს: ზოგი სიყმაწვილეშივე პოულობს ჭეშმარიტებას, ზოგი - მოწიფულ ასაკში, ზოგიც - ღრმა მოხუცებულობისას.

- ისტორიაში ხშირია ერის ფერისცვალების მაგალითიც. თქვენი აზრით, რამდენად სჭირდება ჩვენს ერს ფერისცვალება?

- ვფიქრობ, დავით აღმაშენებლის ეპოქა ერის ფერისცვალების საუკეთესო მაგალითია. ამ დროს მთელი ერი საქმით გაქრისტიანდა. დღეს კი ფერისცვალება ერს განსაკუთრებით სჭირდება. საქართველოს დამოუკიდებლობა ყველას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია, მაგრამ ეკლესიის ძალისა და მადლის გარეშე არაფერი გამოგვივა.

- ისევ ფერისცვალების დღესასწაულს დავუბრუნდეთ. თაბორის მთას ყოველ ფერისცვალება დღეს ღრუბელი გადაეფარება ხოლმე. ეს რისი ნიშანია?

- იმისა, რომ ფერისცვალება დღესაც ხდება. ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებასაც გადაეფარება ხოლმე ღრუბელი, მაგრამ ქრისტე თავისი მოწყალებით ფანტავს მას და ჩვენს გულს ნათლით ავსებს.

- თუ შეიძლება, ჩვენც, უბრალო მოკვდავებმაც ვიხილოთ გაბრწყინებული უფალი?

- ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სწორი ცხოვრებით განუშორებლად ვიყოთ მაცხოვართან. ადამიანის გულში ან სიბილწე, ბოღმა, შური ცხოვრობს, ან სიყვარული, სიმდაბლე, მორჩილება და სასოება და ასეთ დროს იქ თვით უფალი ივანებს. როცა უფლის მადლს შეიგრძნობ, მასთან განშორება აღარ მოგინდება, როგორც პეტრეს არ სურდა თაბორიდან ჩამოსვლა. ეს ყველაფერი ამ ქვეყანაზე, ამ ცხოვრებაში ხდება. იმქვეყნად კი, თუ უფალი ინებებს და ცათა სასუფევლის ღირსნი გავხდებით, თვით ჩვენს ზეციერ მამასაც ვიხილავთ. ანტონი დიდი შეგვაგონებს: თუკი ვინმემ ერთხელ მაინც იხილა უფალი და მისი მადლით საზრდოობდა, შეიმეცნა და შეეხო მას, დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს მიატოვებსო. ამრიგად, თუ ერთხელ მივიღებთ უფალს ჩვენს გულებში, მისგან განშორება აღარასოდეს მოგვინდება, თვით უფალი კი, ცხადია, სიცოცხლის ბოლომდე არ მიგვატოვებს.

- დაგვლოცეთ, მამაო.

- თუ თქვენთან საუბარში რამე ისე ვერ გადმოვეცი, შენდობას ვითხოვ, ჩემი ბრალია. ხოლო თუ სარგებელი მიიღეთ - მადლობა უფალს - ეს ღვთისგან იყო.

ყველას გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი პატრიარქი და მისი ლოცვით დალოცოს სრულიად საქართველო და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. თუ ვიქნებით ერთ სამწყსო და ერთ მწყემს, ვიქნებით ქრისტესთან. ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat