მოწყალება პიროვნებას კი არ განძარცვავს, არამედ სულიერად აღამაღლებს
მოწყალება პიროვნებას კი არ განძარცვავს, არამედ სულიერად აღამაღლებს
მოწყალების არსის საფუძვლიანად გარკვევაში ღვთისთვის დამახასიათებელი ყველაზე ნიშანდობლივი თვისება - სიყვარული დაგვეხმარება. მოსიყვარულე ღმერთისგან წყალობის უხვი მოლოდინიც არსებობს. შესაბამისად, მოწყალება სიყვარულიდან იღებს სათავეს. ასევე, მოსიყვარულე მშობელი შვილს სათხოვარზე უარს არ ეუბნება: "ვის უკუე თქუენგანსა - მამასა - სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაი მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიანკალი მისცესა მას? უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროის მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაი, რომელნი სთხოვდენ მას" (ლკ.11:11-13)

თუმცა არსებობს მოწყალების სხვა შემთხვევებიც, რომლებიც ჭეშმარიტ სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. ასეთ დროს, კეთილი საქმის აღსრულებას პატივმოყვარეობა, ანგარება ან კიდევ გარკვეული ვალდებულება განაპირობებს. ქრისტე პირდაპირ გვასწავლის ამის შესახებ: "ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაითა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაისა... ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაი შენი, რასა იქმოდის მარჯვენაი შენი" (მთ.6:1,3). მართლაც, თუკი მოყვასი არ გვიყვარს, როგორც საკუთარი თავი, მაშინ რასაც მისადმი ვიმეტებთ, ის აუცილებლად დანაკარგად აღიქმება, რადგან თავმოყვარეობა მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს, ყველაფერი თავისთვის უნდა.

ამდენად, ჭეშმარიტი მოწყალება მოყვასის სიყვარულით აღესრულება. მაშინ, რა ვქნათ, თუ ჯერ კიდევ სიყვარული არ გაგვაჩნია და საქმის ვითარება მოწყალებას მოითხოვს? ვაითუ, ჩვენი ქველი საქმე ცოდვით იყოს გამსჭვალული?

ქრისტიანი ქველმოქმედების აღსრულებისგან არაფერმა უნდა დააბრკოლოს. მაცხოვარი მუდმივად სიკეთის ქმნას გვასწავლის: "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა" (მთ.5:16).

ამასთან, კიდევ სამი მიზეზია, რის გამოც სიკეთე აუცილებლად უნდა აღსრულდეს: პირველი, ყოველგვარ სათნოებაში განმტკიცებას დიდი მოშურნეობა, დრო და გამოცდილება სჭირდება, ამიტომ თუ დროულად არ დავიწყებთ წვრთნას, მუდმივად ხელმომჭირნენი ვიქნებით; მეორე, ვინც მოწყალებას არ გასცემს, არც თავად იქნება შეწყალებული უფლისაგან, რამეთუ უფალი საშინელი სამსჯავროს შესახებ საუბრისას აღნიშნავს: "რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირედთაგანსა, მე არა მიყავთ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი - ცხორებასა საუკუნესა" (მთ.25:45-46); მესამე, ვინც ჩვენგან საჭიროებს შეწევნას, მათთვის მაინც ხომ დიდი დახმარება, სიხარული და ნუგეში იქნება. მათი მადლიერი თვალები კიდევ უფრო მეტ შემართებას მოგვანიჭებს.

თუ სიკეთეს თავს ავარიდებთ, მაშინ არანაირი უფლება აღარ გვრჩება, რომ ღვთისგან ან მოყვასისგან ვითხოვოთ წყალობა. ამავდროულად, ცოდვისმიერი პატივმოყვარული აზრი მაინც მოვა, რადგან მას ხომ სამარის კარამდე ვერსად გავექცევით. ამიტომ სჯობს, მოწყალება გავცეთ და გულისთქმებს დავუგდოთ ყური. ამით შინაგან ბუნებას საფუძვლიანად შევიმეცნებთ, ღვთის წყალობის მიღების საშუალებას შევიძენთ და ჩვევას გამოვიმუშავებთ.

როდესაც წყალობას აღვასრულებთ, ამით რაიმე ხომ არ გვაკლდება? არსებობს მოწყალების ორგვარი სახე: სულიერი და ხორციელი. სულიერი მოწყალების საქმეებში იგულისხმება: ცოდვილთა მოქცევა, უმეცართა სწავლება, მწუხარეთა ნუგეშინისცემა, მოყვასის საცხონებლად ღვთისადმი ვედრება და სხვა არაფიზიკური გამოხატულებები. ამგვარი სახის მოწყალება პიროვნებას კი არ განძარცვავს რაიმესგან, არამედ პირიქით, სულიერად აღამაღლებს.

ხორციელ მოწყალებაში კი იგულისხმება: მშიერთა დაპურება, მწყურვალთა სმევა, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომა, სნეულთა მიხედვა, პატიმართა მოკითხვა, მიცვალებულთა დამარხვა. ეს ყოველივე გარკვეულ ფიზიკურ და მატერიალურ მსხვერპლთან არის დაკავშირებული. თუმცა, ეს მსხვერპლი სულიერი თვალსაზრისით დანაკარგი არ არის, რამეთუ მაცხოვარი ხომ გვასწავლის: "ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გულნი თქუენი" (მთ. 6:19-21).



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat