"სხეული ვერასოდეს იქნება ცოდვაში, თუ ამას სული არ მისცემს დასტურს"
"სხეული ვერასოდეს იქნება ცოდვაში, თუ ამას სული არ მისცემს დასტურს"
პირველ ქრისტიანთა დამოკიდებულება ქალწულობის მიმართ
იოანე ოქროპირი სავსებით სამართლიანად ამბობს, რომ ქალწულობას ღირსეულად მხოლოდ ქრისტიანობა აფასებს. "წინათ, სანამ ქრისტიანობა გამოცხადდებოდა, სად იყო ქალწულობა!" - აღშფოთებით კითხულობს იგი.

სახარებისეულ რჩევას ქალწულობის შესახებ (მთ. 19:12) მრავალი პირველმორწმუნე მისდევდა. იუსტინე (დაახლ. 138 წ.) წერს: "ქრისტიანებს შორის საზოგადოების ყველა ფენიდან გამოსული უამრავი მამაკაცი და ქალია, რომლებიც ბავშვობიდანვე ქალწულებას იმარხავენ და უკვე მიაღწიეს 60-70 წელს". მოგვიანებით კი აპოლოგეტი ათენაგორა ბრძანებს: "ჩვენთან მრავალ მამაკაცსა და ქალს ნახავ, რომლებიც უქორწინებლობას იცავენ იმის იმედით, რომ ამგვარად უფრო ახლოს იქნებიან ღმერთთან". მინუციუს ფელიქსი ირწმუნება: "ჩვენ უბიწონი ვართ მეტყველებით, უმანკონი სხეულით. მრავალი ჩვენს შორის მუდმივად ქალწულობს, უმანკოობს სხეულით, მაგრამ ამით როდი ამაყობს..."

შემდგომი ეპოქის ეკლესიის მამები ქორწინებამდელი ქალწულობის უპირატესობას ქადაგებდნენ. როდესაც დასავლეთში იობიანებმა, გელვიდიანებმა და ვიგილიანებმა საპირისპირო შეხედულებების გავრცელება დაიწყეს, ნეტარმა ავგუსტინემ და ნეტარმა იერონიმემ ეს სწავლება ერესად გამოაცხადეს და მის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიქალწულე არ ნიშნავს ოდენ სხეულებრივ უმანკოებას. ჭეშმარიტ ქალწულად მიიჩნევა ის, ვინც სხეულებრივთან ერთად შინაგანი უმანკოებითა და მოკრძალებითაც გამოირჩევა. ასე ასწავლიდნენ კლიმენტი რომაელი და ეგნატე ღმერთშემოსილი. IV საუკუნის შუა წლებში კი ღანგრის კრებაზე ითქვა: "ის, ვინც ღვთის გულისათვის რჩება უქორწინებლად და დაქორწინებულებზე ამპარტავნობს, გადაეცეს ანათემას". დაახლოებით ამასვე წერდა კირილე იერუსალიმელიც. იმაზე, რაოდენ დაჟინებით მოითხოვდა ეკლესია შინაგან უმანკოებას, რაც უწმინდურ სურვილებზე, შეხედულებებსა და სიტყვებზე უარის თქმას გულისხმობს, ცხადად მიანიშნებს ათენაგორას სიტყვები: "ქალწულობა ღმერთისკენ სავალი გზაა, არაწმინდა ზრახვები და ავხორცობა კი განგვაშორებს ღმერთს". მინუციუს ფელიქსი განავრცობს იმავე აზრს და ამბობს: "ჩვენ უმანკონი ვართ არა მარტო შეხედულებით, არამედ გულითაც". რაც შეეხება შინაგან უმანკოებას, მორწმუნენი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იგი არც მაშინ დაიკარგებოდა, თუნდაც უხეშ ძალადობას წაებილწა ხორციელი უმანკოება, როგორც ეს ქრისტიანთა დევნისას ხდებოდა. პროსპერ აკვიტანელი (Vს.) ამ საკითხზე ასე მსჯელობდა: "თუ ადამიანი სულის სიწმინდეს შეინარჩუნებს, მაშინ სხეულის უმანკოებაც გაუხრწნელი დარჩება, თუნდაც განხრწნან; და პირიქით - რაც უფრო ნაკლებად დაიცავს კაცი სულის სიწმინდეს, მით უფრო იოლად ქრება სხეულებრივი უმანკოება, თუნდაც ის შებღალული არ იყოს".

მოწამებრივ აქტებში მოთხრობილია, რომ დიოკლეტიანეს მეფობის დროს, როდესაც პასქაზიის კონსულმა წმინდა ქალწულ ლუიზას სირაკუზიდან სიცილიის საროსკიპოში მიყვანა ბრძანა, ქალწულმა უპასუხა: "სხეული ვერასოდეს იქნება ცოდვაში, თუ ამას სული არ მისცემს დასტურს. თუ ჩემზე ძალას იხმარენ, ჩემი უბიწოება გაორმაგდება და მე გვირგვინს მივიღებ".

როდესაც სასწორის ერთ პინაზე სიკვდილი იდო, ხოლო მეორეზე - შერცხვენა, ქრისტიანი ქალები დაუფიქრებლად ირჩევდნენ პირველს. ისინი სიცოცხლეს უფრო იოლად შეელეოდნენ, ვიდრე უმანკოებას. ლომებს უფრო მეტი ხალისით დაეგლეჯინებოდნენ, ვიდრე საროსკიპოში წავიდოდნენ. ამას ქრისტიანი პოეტი კლიმენტი პრუდენციელიც (IVს.) ადასტურებს. დიოკლეტიანეს წინამორბედის მაქსიმიანეს მეფობისას დედებსა და ქალწულებს ხშირად აწამებდნენ და სიკვდილითაც სჯიდნენ, ვინაიდან მათ არ სურდათ იმპერატორის, მისი მსახურებისა და მხედართმთავრების ბილწი სურვილების შესრულება. ევსევის გამოთვლით, თავიანთი სიმამაცისთვის 600-მდე ქრისტიანმა ქალმა მიიღო მოწამის უჭკნობი გვირგვინი. ამ სიის სათავეში იგი აყენებს კეთილშობილ ალექსანდრიელ ქალბატონს, რომელმაც არაერთხელ უარყო წარმართი იმპერატორის მაქსცენტიუსის წინადადება, რის გამოც ქონება ჩამოართვეს.

ქრისტიანთა დევნის პერიოდში ქრისტეს აღმსარებელი ქალები თვითმკვლელობისთვისაც მზად იყვნენ, ოღონდ კი სიქალწულე შეენარჩუნებინათ. შედარებით გვიანი პერიოდის ეკლესიის მამები მათ საქციელს არ ამართლებდნენ, მაგრამ ადრეულ საუკუნეებში ასეთ გარემოებათა გამო თვითმკვლელობა საქებარ და მისაბაძ ღვაწლად მიიჩნეოდა. ევსევი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: "რომში მცხოვრებმა კეთილშობილმა და უაღრესად მოწიწებულმა ქრისტიანმა ქალმა, რომელსაც მაქსცენტიუსის მსახურებმა მიაკითხეს წასაყვანად, რათა იმპერატორს მისთვის ნამუსი აეხადა, - ქალის მეუღლე, რომის პრეფექტი, არამცთუ არ იცავდა ცოლს, არამედ ეხმარებოდა კიდეც იმპერატორის მსახურებს, - ქალმა, ვითომდა მოსართავად, დრო ითხოვა, თავის ოთახში შევიდა და დანით განიგმირა თავი". მსგავსი შემთხვევის შესახებ ჰყვება ეკლესიის ისტორიკოსი ნიკიფორე კალისტი. იგი მოგვითხრობს ორ ცნობილ ანტიოქიელ ქალწულზე, რომლებმაც, სირცხვილს რომ გადარჩენოდნენ, დედის რჩევით თავი დაიხრჩეს. ნიკიფორე ურთავს, მათმა საქციელმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ იმავე მიზნით უამრავი ანტიოქიელი ქალწული გადავარდა წყალშიო. მასვე თავის ნაშრომში ერთი შესანიშნავი გადმოცემა მოჰყავს: ნიკომიდიელმა ქალწულმა ევფრაზიამ ეპისკოპოს ანთიმოზს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო, თუ სიკვდილსა და კერპთაყვანისმცემლობას შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებდნენ. ეპისკოპოსმა ურჩია, სიკვდილი აერჩია. ქალწული მზად იყო, სიცოცხლის ფასად დაეცვა თავისი სარწმუნოება, მაგრამ მას სიკვდილი კი არ მიუსაჯეს, არამედ ერთ ახალგაზრდას გადასცეს გასახრწნელად. ოთახში რომ განმარტოვდნენ, ეფრაზიამ ყმაწვილს განუცხადა, რომ იგი ერთ ისეთ საშუალებას ფლობდა, რომელიც ადამიანს უვნებელს ხდიდა და აღუთქვა, რომ თუკი მის უბიწოებას არ შეეხებოდა, გაუმხელდა ამ საიდუმლოს. შემდეგ ერთმანეთში აურია ცვილი და ზეთი, წაისვა ყელზე და ახალგაზრდას სთხოვა, მთელი ძალით დაეკრა ხმალი - არწმუნებდა, არაფერი მომივაო. ყმაწვილი ანკესზე წამოეგო და ქალწული სიცოცხლეს გამოეთხოვა.

ნიკიფორე მეორე ამბავსაც ჰყვება: ერთმა ქრისტიანმა ქალწულმა, უმანკოება რომ შეენარჩუნებინა, განაცხადა, თითქოს სამარცხვინო სნეულება სჭირდა.

ძველი ეკლესიის მოთხოვნით, ქალწულობა ყოველმხრივ უნდა გამოვლენილიყო. ამის შესახებ ტერტულიანე ამბობდა: "უმანკოებისთვის საკმარისი არ არის, რომ იგი არსებობს; ის უნდა ვლინდებოდეს. ის ისე უნდა არსებობდეს, რომ სულიდან ტანსაცმელზე გადადიოდეს და მოიცავდეს შინაგანსაც და გარეგანსაც". ამიტომ ქალწულებს მკაცრად ეკრძალებოდათ შეუფერებელი სამოსის ჩაცმა, სამკაულების ტარება და სხვა სიამოვნებანი. კვიპრიანე წერდა: "ქალწულები არავისთვის არ უნდა ირთვებოდნენ, არავის აწონებდნენ თავს გარდა ღმერთისა, რომლისგანაც თავიანთი ქალწულობისთვის ჯილდოს მიიღებენ. ქალწული არ უნდა ირთვებოდეს ისე, თითქოს ქმარს ეძებსო. ქალწული, რომელიც ყმაწვილების ყურადღებას იქცევს და მათში ვნებებს აღვიძებს, ვერ შეძლებს, იყოს უმწიკვლო და მოკრძალებული... ქალწულებმა, რომლებიც ოქროთი, მარგალიტებით და ძვირფასი ქვებით ირთვებიან, დაკარგეს გულის სილამაზე".

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat