სინანული და მიტევება
სინანული და მიტევება
"მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება"
"მამაო, შეუნდევ, რამეთუ არ იციან, რას იქმან," - ღაღადებდა ჯვარცმული მაცხოვარი და უფალს იმ ადამიანთა შენდობასა და შეწყალებას სთხოვდა, რომელთაც ის ჯვარზე გააკრეს. ქრისტეს ეს საქციელი მორწმუნეებისთვის მიტევების საოცარი მაგალითია, თუმცა ჩვენ იშვიათად გვიჩნდება მისი მიბაძვის სურვილი. "მაპატიე" - ამ სიტყვის წარმოთქმა ყველაზე მეტად გვიჭირს, გვიძნელდება უფალთან და ადამიანებთან საკუთარი ცოდვების აღიარება და შენდობის თხოვნა... ხშირად ისიც გვიჭირს, რომ შევუნდოთ მათ, ვინც პატიებას გვთხოვს. არადა, ცხოვრებაში პატიების უნარი ძალიან გვჭირდება. "შენდობის მიუცემლობით კი სხვას იმდენად ვერ ვავნებთ, როგორც საკუთარ თავს", - წმინდა იოანე ოქროპირი. მიტევებით კი საკუთარ სულს სარგებელს ვუმზადებთ, რადგან ნათქვამია: "მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება", - აბბა ისაია

შენდობისა და მიტევების შესახებ რას გვიქადაგებენ ჩვენი მოძღვრები?!

მღვდელ-მონაზონი დოსითეოზ ბოგვერაძე:

- ღმერთი ქმნის სამყაროს და მის გვირგვინს - ადამიანს - უდიდესი სიყვარულით. ეს სიყვარული მოიცავს განუზომელ წყალობასაც. წყალობა იყო ის, რომ ადამის დაცემის შემდეგ ადამიანმა სრულად არ დაკარგა სასუფეველი, წყალობაა ის, რომ უფალი ადამიანისთვის განხორციელდა და ჯვარს ეცვა ამ ქვეყანაზე. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, განართხა ხელი ჯვარზე და მთელი სამყარო თავისკენ მიიზიდა, განართხა ხელი ჯვარზე და მთელი სამყარო გულში ჩაიკრა... იხსნა ადამიანი სიკვდილისგან და ის მარადიულ სასუფეველში დაამკვიდრა. ცხადია, ეს უდიდესი მადლი და მოწყალებაა ღვთისა.

ღვთის მოწყალება ყველგან ჩანს, მაგრამ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაკარგული სამოთხე კვლავ შევიძინოთ, უფლის ბოძებულობათაგან ყველაზე დიდია. სასუფეველში ყოფნა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ცოდვებისგან განვიწმინდებით, რადგან ცოდვის გამო დაკარგა ადამიანმა სამოთხე. სწორედ ამიტომ ცოდვათა მიტევებაც არის ყველაზე დიდი წყალობა, რომელსაც უფალი გვანიჭებს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტად ღვთის მოწყალებას ცოდვაში მყოფი გრძნობს. რამდენადაც ღრმა არის განცდა საკუთარი ცოდვებისა, მით დიდია ადამიანის მიერ ღვთის სიყვარულის შეგრძნებაც. რაც უფრო დიდია დაცემულობა, მით უფრო დიდია მიტევებით მიღებული სიხარული. როცა კაცი ხვდება თავის დაცემულობას, უღირსებას, იმავდროულად ხედავს, რომ უფალი ამის გამო არათუ სჯის, არამედ ანუგეშებს, დასახმარებლად ხელს უწვდის - ცოდვებს მიუტევებს. ეს უდიდესი საიდუმლოა.

ჩვენ ვიცით, რომ "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". წმინდა წერილი გვეუბნება - არ არსებობს უცოდველი კაცი. დაბადებიდან ყველა ადამის ცოდვით ვართ დაცემულნი ("ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"), მაგრამ ეკლესია იმასაც გვასწვლის, რომ "არა არს ცოდვა მძლე ღვთის კაცთმოყვარებისა". ანუ რაც არ უნდა დაცემული იყოს ადამიანი, მისი ცოდვილობა ვერ გარდაემატება ღვთის მოწყალებასა და სიყვარულს. მთავარი სინანულია. თუ ჩვენ ჭეშმარიტად დავინახავთ ჩვენს დაცემას, უფალი თავის მადლს მოგვანიჭებს და მოგვიტევებს. "ეძიებდეთ და ჰპოვოთ", - ამბობს მაცხოვარი. ვინც ეძებს ღმერთს, ის ყოველთვის პოულობს მას.

- ცოდვათა მიტევება აღსარების საიდუმლოთი ხდება, რადგან მღვდელი ამ დროს შენდობის ლოცვას კითხულობს. საიდან აქვს მღვდელს ეს უფლება მინიჭებული?

- მოგეხსენებათ, სულთმოფენობით ანუ წმინდა სულის გარდამოსვლით მოციქულებზე უფალმა ეკლესია დააფუძნა, რათა მისი საშუალებით კაცი განწმენდილიყო და ღმერთს მიახლებოდა. უფალთან მიახლება კი ცოდვათა მიტევების გარეშე წარმოუდგენელია.Aამისთვის ქრისტემ ეკლესიას მისცა "შეკვრისა და გახსნის" უფლება, აქედან გამომდინარე, ეკლესია ცოდვათა მიტევებას სულიწმინდის ძალმოსილებით ახდენს. Eეს მადლი მიეცათ მოციქულებს და მათ შემდგომ მათ მოწაფეებს, სწორედ ამის გამო ეძლევა მღვდელს უფლება, წაიკითხოს შენდობის ლოცვა.Aამ დროს უხილავად სულიწმიდა მოქმედებს.


წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა კონსტანტინე გიორგაძე:

- რა არის აღსარების საიდუმლოს არსი?

- ეკლესიის წიაღში არსებულ შვიდ საიდუმლოთა შორის არის აღსარების საიდუმლო. ეს არის მადლმოსილი მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც ეკლესიის მწყემსის შუამდგომლობით მორწმუნეს მიეტევება ცოდვები. სინანული კურნავს ადამიანის სულიერ და ხორციელ სნეულებებს და ჭეშმარიტი მონანული სული აღსარების შემდგომ ისეთივე განწმენდილი ხდება, როგორც ნათლობის დროს.

როდესაც ადამიანი დგას ანალოღიასთან, სადაც დასვენებულია სახარება და ჯვარი და აბარებს აღსარებას, იგი ამ დროს უფალს ესაუბრება. მღვდელი უბრალოდ მოწმეა ამ საუბრისა, რომლის დასრულების შემდეგ იგი აღმსარებელს გახსნის ლოცვას უკითხავს. არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები. ადამიანს მიეტევება ნებისმიერი ცოდვა, თუ ის გულწრფელად და მთელი პასუხისმგებლობით მოინანიებს.

აღსარება სწორედ ის საშუალებაა, რომელიც პიროვნებას აბრუნებს სამშობლოში (სამოთხეში), საიდანაც ოდესღაც გამოაგდეს. მოგეხსენებათ, სასუფეველში ადამიანს არ სჭირდებოდა სინანული. მას მოსანანიებელიც არაფერი ჰქონდა, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდგომ სწორედ სინანული სჭირდებოდა ადამს, რათა არ გამოძევებულიყო სამოთხიდან და ყველაფერი ძველებურად აღდგენილიყო, თუმცა უფალმა მასთან ურთიერთობისას ამას ვერ მიაღწია. ადამიანს დაბადებიდანვე თან დაჰყვება ადამის პირველქმნილი ცოდვა, რომელიც მას ნათლობის საიდუმლოს მეშვეობით მიეტევება, ხოლო შემდგომი ცხოვრების დროს ჩადენილ ცოდვებს მონანიება სჭირდება, რაც აღსარების საიდუმლოში ღვივდება.

როგორ ვთქვათ აღსარება?
ადამიანი სანამ აღსარებამდე მივა, უნდა გაარკვიოს, თუ რა ხდება ეკლესიაში, რა დატვირთვა აქვს ამას სულისთვის, ზოგადად უნდა შეისწავლოს ეკლესიის საიდუმლოებები, აირჩიოს მოძღვარი (ეს არ უნდა მოხდეს ნაჩქარევად და დაუფიქრებლად) და მივიდეს პირველ აღსარებაზე. როდესაც ადამიანი საავადმყოფოში ხვდება, ის ექიმების წინაშე შიშველია, მაგრამ მას ამ დროს არ ახსოვს სირცხვილი, რადგან ეშინია გარდაცვალების. აღმსარებლის სულიც ასევე უნდა გაშიშვლდეს სულიერი მკურნალის - მღვდლის წინაშე, რათა მან შეძლოს მისი მკურნალობა. თუ პიროვნება გულით და მთელი სიწრფელით არ მოინანიებს თავის ცოდვებს და მხოლოდ ჩამოთვლის მათ მღვდლის წინაშე, რა თქმა უნდა, ცოდვები არ შეენდობა და პირიქით, უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა. წმინდა მამები ამბობენ, რომ სჯობს არ შეგრცხვეს ცოდვების აღიარების, რამეთუ უკეთესია შეგრცხვეს ერთი ადამიანის (მღვდლის) წინაშე, ვიდრე უფლის სამსჯავროზე, მთელი სამყაროსა და ანგელოზების წინაშე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მას მღვდელთან აღსარება არ სჭირდება და პირდაპირ ესაუბრება უფალს, მაგრამ მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს: ვისაც თქვენ მიუტევებთ, მიეტევოსო. ამიტომ სულიერი მოძღვრის გარეშე შეუძლებელია ცოდვების მონანიება.

აღსარება უდიდესი საიდუმლოა, ამიტომ მისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც უფლის საიდუმლოს შეჰფერის. გავითავისოთ ჩვენი ცოდვები, შევიგნოთ და გავაანალიზოთ მათი მომაკვდინებელი მოქმედება ჩვენს სულზე. ადამიანი აღსარებაში ინანიებს როგორც სულიერ, ასევე ხორციელ ცოდვებს. მაგალითად, ცუდი აზრები, ბილწსიტყვაობა, გულისთქმები - სულიერი ცოდვებია. მრუშობა, ლოთობა, ნარკომანია - ხორციელი ცოდვები. აღსარების ჩაბარებამდე იკითხება აღსარების წინა ლოცვები, რომლის შემდგომაც უღრმესი პატივისცემითა და ღვთის შიშით მივდივართ მოძღვართან, მოთმინებით ველოდებით რიგს და როცა წარვდგებით მღვდლის წინაშე, მთელი გულწრფელობით ვაღიარებთ ცოდვებს. რადგან ცოდვათა მიტევება სწორედ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.


წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა მალხაზი (ყიფიანი):

შენდობის მადლი ღვთისაგან ბოძებული უდიდესი ჯილდოა. მას, უპირველესად, ის ადამიანი ატარებს, ვისაც ღვთისა და მოყვასის სიყვარული გააჩნია.

ქრისტიანის ყოველი დღე ლოცვით იწყება. "მამაო ჩვენო" მცირე სახარებად იწოდება. ამ ლოცვაში განსაზღვრულია ის აუცილებელი პირობა, რომელიც მორწმუნე ადამიანს უნდა გააჩნდეს - როცა ვითხოვთ, მოგვიტევოს ღმერთმა ჩვენი თანანადებნი, როგორც ჩვენ მივუტევებთ "თანამდებთა", ანუ ჩვენს მოყვასს. ეს გულისხმობს, ადამიანმა უფლისმიერი შენდობა რომ მიიღოს, აუცილებელია, მან მიუტევოს შემცოდეს, ადამიანს, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, მის თუ სხვის წინაშე სცოდავს.

ადამიანი ღვთისაგან უნდა გამოითხოვდეს შენდობისა და მიტევების მადლსა და კურთხევას. ამავდროულად, იმისათვის, რომ ღვთისაგან შეგვენდოს ჩვენი აურაცხელი ცოდვანი, ბრალნი, მიდრეკილებანი, უნდა გვქონდეს მადლი მიტევებისა, სიყვარულისა, რაც არის უდიდესი სასოება. მისი მეშვეობით კი ადამიანი ღვთისა და კაცთა წინაშეც გამართლდება.

რატომ არის აუცილებელი მიტევება და შენდობის თხოვნა?

ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ბევრი მაგალითი გვხვდება იმ ადამიანთა ცხოვრების შესახებ, რომელთაც შენდობის მადლი არ გააჩნდათ. ანტიოქიაში მცხოვრები ერთ-ერთი წმინდანის, ნიკიფორეს ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მან თავის მოძღვრის წინაშე ადამიანურად სცოდა. წმინდანმა რამდენიმეჯერ ითხოვა შენდობა მოძღვრისგან, რომელიც იმ ცოდვას, რომელიც ნიკოფორემ ჩაიდინა, არ შეუნდობდა.

ამ პერიოდში ქრისტიანთა დევნა დაიწყო. ეს მოძღვარიც შეიპყრეს. გზაზე მიმავალს ნიკიფორე შეხვდა. კიდევ ერთხელ სთხოვა შენდობა, უთხრა, რომ იგი რამდენიმე წუთში წმინდანი შეიქმნებოდა, მოწამებრივ გვირგვინს დაიდგამდა და ამიტომ გამოითხოვდა მისგან პატიებას. მოძღვრის გამკაცრებულმა გულმა ნიკიფორეს შენდობა კვლავ არ მისცა. პატერიკში წერია, რომ სულიწმიდის მადლმა მყისიერად დატოვა მოძღვარი. ამ უსიყვარულობისა და შეუნდობლობის მიზეზით მოწამებრივი აღსასრულის პროცესში მან უარი თქვა ქრისტეზე. ის მადლი კი, რომელსაც სასულიერო პირი ატარებს, განეშორა მას და დამკვიდრდა ნიკიფორეში, რომელიც განემზადა მოწამებრივი აღსასრულისათვის და მოძღვრისათვის განმზადებული გვირგვინი დაიდგა თავზე. ამით იგი წმინდანი შეიქნა.

ამდენად, როდესაც ვკითხულობთ, რისთვის არის აუცილებელი შენდობისა და მიტევების მადლი, პატერიკი გვასწავლის, რა ემართება იმ ადამიანის სულს, ვისაც ეს სათნოება არ აქვს და რა მოსდის იმას, ვისაც ეს სულიწმიდისეული სული გააჩნია.

თუ რა ძალა გააჩნია შენდობის მადლს, ადამიანის ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, მის ეკლესიურ ცხოვრებაზე, ღმერთთან სიახლოვეზე, უფალთან ლოცვით კავშირზე.

- მამაო, რა ძალა აქვს შენდობის მადლს და რატომ უჭირს ადამიანს "მაპატიეს" თქმა?

მადლი შენდობისა მეტია იმ ადამიანში, რომელიც სიმდაბლით, სარწმუნოებრივად და ღვთისნიერად ცხოვრობს.

- წმინდანთა ცხოვრებაში წერია, რამდენადაც ისინი წარემატებოდნენ სათნოებებში, ღვთის წმინდა სულისა და მცნების დაცვაში, სულიერების იმდენად მაღალ სიმაღლეზე ადიოდნენ, იმდენად ხედავდნენ თავიანთ ბრალს, შეცოდებას, თავიანთ უღირსებას, რომ ეშვებოდნენ საკუთარი ცოდვების განცდაში და ადამიანთა წინაშე შენდობას ითხოვდნენ.

სახარებაში გვიწერია, რომ მტრის სიყვარულიც უნდა შეძლოს ადამიანმა. ისიც ვიცით, რომ ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთათვის უნდა ვლოცულობდეთ, რადგან მაჭირვებელი ჩვენი გამომაფხიზლებელია. როდესაც ორ ადამიანს შორის ხდება კონფლიქტი, არ შეიძლება თქვა, რომ მხოლოდ ერთი მხარეა დამნაშავე, მეორე კი ყოველმხრივ უდანაშაულო. ორივე მხარეს გააჩნია ბრალეულობა. ქრისტიანობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა სხვაში კი არ ეძებოს განტევების ვაცი, არამედ საკუთარ თვალში დაინახოს დირე. და როდესაც ამბობს, არ შევუნდობ, არ ვაპატიებ სხვას, ეს მისი უსიყვარულობიდან და არასარწმუნოებრივი ცხოვრებიდან გამომდინარეა. სხვა პასუხს ვერ მოვუძებნით. ხშირად ასეთი ადამიანები ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც აცნობიერებენ თავიანთ წარსულს, სინანულს განიცდიან, რომ არ გააჩნდათ მადლი შენდობისა და მიტევებისა.

აღდგომის მარხვის დაწყების წინ, შენდობის დღეს მორწმუნეები ერთმანეთისგან შენდობასა და მიტევებას ითხოვენ. ხომ არ არის ეს დღე ბევრისთვის მოვალეობად ქცეული?

ამის შესახებ ბევრს გვმოძღვრავს ჩვენი პატრიარქი. დიდმარხვის დასაწყისის წინა კვირა შენდობის კვირიაკედაა წოდებული. ქრისტიანები ამ დღეს გამოვითხოვთ შენდობას, პატიებას არა მხოლოდ ნაცნობებისგან, არამედ უცხო ადამიანებისგანაც. ბევრი ფიქრობს, რატომ უნდა ითხოვოს შენდობა უცნობისგან, როცა მის წინაშე არაფერი დაუშავებია. ყოველი ადამიანი, შემცოდე ღვთისა და კაცის წინაშე, თავისი არასწორი, არაეკლესიური ცხოვრების მიზეზით ხელს უწყობს ქვეყანაზე ცოდვის გამრავლებას, რაც ადამიანის ფსიქიკაზე, მის ზნეობრივ და სარწმუნოებრივ ცხოვრებაზე მოქმედებს, ამიტომ უნდა ვთხოვოთ მოყვასს შენდობა, რადგან ჩვენი მიზეზით სამყაროში შეიძლება შეცოდება ხდება. ეს მოყვასზე, ხილულად თუ უხილავად, მოქმედებს.

ადამიანთა გულთამხილველი ღმერთია. ჩვენ ვერ ჩავერევით და არ შეგვიძლია ეჭვის შეტანა შენდობის მთხოვნელთა და მიმტევებელთა გულწრფელობაში. შეიძლება ნელთბილიც იყოს ჩვენი მოქმედება, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ადამიანმა შენდობა ითხოვოს და მიუტევოს, წინგადადგმული ნაბიჯია. არაგულწრფელობა კი აღსარებაში უნდა მოინანიო. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ეკლესიური ცხოვრების წესი სისტემატური გახდება და ადამიანი დამკვიდრდება სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, გულწრფელობაც მიეცემა, რამდენადაც ამისი მოსურნე იქნება.

- ხშირად ადამიანი განგებ სცოდავს იმ იმედით, რომ შენდობის თხოვნის შემთხვევაში, აუცილებლად მიეტევება. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

- ქრისტე ღმერთი ერთხელ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდვების გამო ეცვა ჯვარს. მეორედ უფალი ადამიანთა განსასჯელად მოდის და ვინც ასე ფიქრობს და აზროვნებს, რომ დღეს განგებ სცოდავს და ხვალ მოინანიებს, ის, შეიძლება ითქვას, ქრისტეს მეორედ ჯვარცმაში მონაწილეობს. მაგრამ ქრისტე მეორედ არა ჯვარცმისთვის, არამედ დიდებით აპირებს მოსვლას. რაც ნიშნავს განსჯას "ცხოველთა და მკვდართა". ყოველი ადამიანის სული და ცხოვრება განიკითხება. როდესაც ამბობენ, დღეს დავაშავებ და ხვალ მივალ მოძღვართან, ვითხოვ შენდობას, მათ ვეუბნები: რამდენადაც ყოველდღიურად აშავებ, ცოდვას ჩადიხარ. ის უარყოფითი ენერგია მკვიდრდება შენში და ადამიანს ხშირად იმის საშუალებასაც არ აძლევს, დაგროვილი უმადლო ყოფნა მოძღვრის წინაშე სინანულით მიიტანოს და შეუდგეს ეკლესიურ ცხოვრებას. კეთილ საქმეს კი გადადება არ უყვარს. კეთილი საქმეა აღსარების თქმა, შენდობის თხოვნა, მიტევება და სარწმუნოებრივი ცხოვრება.

- როგორ მოვექცეთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენთან შერიგება არ სურს, ჩვენ კი ზიარებისთვის ვემზადებით?

- უწინარეს, თუ ფიზიკურად გვეწყობა ხელი, უნდა დავიმდაბლოთ თავი, გადავდგათ ეს ნაბიჯი და მივიდეთ შენდობის სათხოვნელად, შესარიგებლად. ამ დროს მადლი მასშიც მკვიდრდება და ორივე მხარე სარგებლობაშია. შეგვინდობს? გვაპატიებს? მასში იქნება დიდსულოვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ცოდვის სიმძიმე ჩვენზე აღარ არის. მთავარია, ჩვენ გულისხმიერად, გულწრფელი გულით მივიდეთ ადამიანთან შენდობის სათხოვნელად. მან თუ ეს ნაბიჯი არ გადადგა, შეგიძლიათ აღსარებაში თქვათ და ეზიაროთ. ეს დანაშაულად აღარ ჩაითვლება.

თუ ადამიანი ავად არის, ლოგინადაა ჩავარდნილი, მაგრამ გულისხმა ჰყო თავისი ცოდვები და გულწრფელად ითხოვა შენდობა, ღვთისაგან, მოძღვრისაგან და მოყვასისაგან, მიეტევება. ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ მოძღვარმა მისცეს კურთხევა ზიარებისა.

მორწმუნე ადამიანი ყოველ დილა-საღამოს, ან დღეში რამდენჯერმე ამბობს: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".. თუმცა, ეჭვი, მიეტევებათ თუ არა ჩადენილი ცოდვები, მიანც უჩნდებათ...

მთავარია, ჩვენში იყოს გულწრფელი განცდა და სინანული საკუთარი ცოდვისა. სურვილი - ღვთისნიერი მცნებების დაცვისა. მაშინ ღმერთი მოგვიტევებს. ადამიანის სულიერ მზაობაზე, მისი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, რამდენად იმსახურებენ ადამიანები შენდობას. ვინც აღსარებას იმ განზრახვით ამბობს, რომ მომავალში ამ ცოდვას აღარ ჩაიდენს, ეს აზრიც აღარ გაუჩნდება. რისიც გვწამს, იმაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat