"დაე, ფეხი, რომელმაც თავის ნებაზე სიარული გაბედა, ბოლომდე დაიტანჯოს!"
"დაე, ფეხი, რომელმაც თავის ნებაზე სიარული გაბედა, ბოლომდე დაიტანჯოს!"
წმინდა ბარსანოფი ოპტელის საუბრები სულიერ შვილებთან
4 აგვისტო, 1909 წ.
მგონი, არსად არის იმდენი მდიდარი, რამდენიც ამერიკაში. მაგალითად, დღეს იქ სიმდიდრით განთქმულია როკფელერი. უძრავი ქონების გარდა მას მთელი მილიარდი აქვს. ეს ხომ 1000 მილიონია! წარმოიდგინეთ, 1000 სკივრში თითო მილიონი რომ ჩავაწყოთ და თითო თოფიანი ჯარისკაცი მივუჩინოთ, მთელი პოლკის დარაჯად დაყენება მოგვიწევს! ადამიანური საზომით რომ ვიმსჯელოთ, იგი ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ის ყველაზე უბედური კაცია დედამიწის ზურგზე. მას კუჭის განუკურნებელი ავადმყოფობა სჭირს... საბრალოს ხანდახან ისეთი ტკივილი წამოუვლის, რომ სიკვდილს ნატრობს, ჰგონია, ჯოჯოხეთში ნაკლები სატანჯველი ელის... მთელ დროს გაზეთების კითხვაში ატარებს, აინტერესებს, მედიცინაში რაიმე სიახლე ხომ არ გამოჩნდა. როგორც კი შეიტყობს, ამა და ამ ადგილას მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიგონესო, მაშინვე ხომალდს გზავნის იმ ექიმების მოსაყვანად, მაგრამ დღემდე ვერავინ მისცა შვება. ალბათ, გიკვირთ, რატომ დავიწყე როკფელერზე ლაპარაკი. მინდოდა, დამენახვებინა თქვენთვის, რომ სიმდიდრეს ბედნიერება არ მოაქვს. ჭეშმარიტი სიხარული მხოლოდ უფალშია. თუ ადამიანი დაშორებულია ღმერთს, ის ჭეშმარიტი ბედნიერებისგანაც შორს არის.

ამას წინათ ქალაქ პენზიდან ერთი მასწავლებელი მეწვია ურწმუნო ვაჟთან ერთად. მამას ვუთხარი, რწმენის გარეშე თქვენი ვაჟი ამქვეყნად ბედნიერი ვერ იქნება-მეთქი, ის კი გამინაწყენდა... პავლე მოციქული, რომელიც ჭვრეტდა ჩვენს დროებას, წერდა: "სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოებაი დამიმარხავს" (2 ტიმ. 4:7), ეს კი ძალზე ძნელია, განსაკუთრებით - ჩვენს დროში. მრავალი ქურდი შემოგვეჩვია. ისინი კი არა, ჯიბეში რომ უძვრებიან ხალხს ან სახლებს ძარცვავენ; ეს ქურდები ერთიორად მზაკვარნი და საშიშნი არიან. მათ ჩვეულებრივ აცვიათ და მყვირალა ფრაზებით ლაპარაკობენ, ხალხს კი უძვირფასეს საგანძურს - რწმენას - ჰპარავენ. "ახლა როგორღა ვიცხოვროო?" - ეკითხება რწმენამოპარული კაცი თავის "მასწავლებლებს". "როგორც ჭკუამ გაგიჭრასო", - პასუხობენ. ჭკუა კი, როგორც იცით, რწმენის გარეშე ყოველთვის კარგი მრჩეველი როდია... კაციც ჰყვება ხორციელ ზრახვებს და უფრო და უფრო დაბლა ეშვება.

შვილებო, გაუფრთხილდით თქვენს სარწმუნოებას. ის შეუფასებელი განძია, მის გარეშე სასუფეველში ვერ შეხვალთ.

22 დეკემბერი, 1909 წ.

სკიტში წესად გვაქვს: სავანის მკვიდრნი ყოველ დილა-საღამოს მივდივართ იღუმენთან და კურთხევას ვთხოვთ. ჯვრის გამოსახვას დიდი მნიშვნელობა აქვს - არავინ იცის, რას მოუტანს დამდეგი ღამე, ამიტომაც უნდა შემოვიზღუდოთ პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით, რადგან ჩვენს სენაკებში ხანდახან საშინელი ამბები ხდება.

ცოტა ხნის წინ სკიტში სქემმონაზონი პამფილე გარდაიცვალა. ერისკაცობაში სამხედრო პირი იყო, შემდეგ ყველაფერი მიატოვა და მონასტერში წავიდა. ერთხელ ცისკარზე მეტისმეტად აღელვებული მოვიდა. ოხრავდა, ცერა თითი შეხვეული ჰქონდა. რა მოხდაო? - ვკითხეთ. "რა და ეშმაკები დამესხნენ თავს, - გვიპასუხა, - ის-ის იყო, დავწექი, რომ სენაკში ერთიმეორის მიყოლებით შემოვიდა უცნობი ხალხი. ვიფიქრე, აქ როგორ მოხვდნენ, კარი ხომ გასაღებით მქონდა-მეთქი ჩაკეტილი... მაშინვე მივხვდი, ვინ იყვნენ ეს დაუპატიჟებელი სტუმრები. "წყეულებო, ვინ დაგპატიჟათ?!" - მივმართე მათ. "ახლავე გიჩვენებთ, ვინც ვართ. აბა, ერთი ვეცეთ და გავგლიჯოთო!" - შესძახეს და მეცნენ. ისე დავიბენი, ჯვარის გამოსახვაც ვერ მოვასწარი. გამაკავეს, ხელ-ფეხი გამიჭიმეს. ერთმა ეშმაკმა ჩაქუჩი ჩამარტყა, მაგრამ ამაცდინა და ცერი დამიმსხვრია. ტკივილისგან გამწარებულმა, შევყვირე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" ეშმაკები მყისვე გაქრნენ. დასისხლიანებული თითი გადავიხვიე და ტაძარში წამოვედი. დამიჯერეთ, ძმებო, არ გატყუებთ, ყველაფერი სწორედ ასე იყო". მართლაც, წმინდანთა ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ეშმაკები არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილსაც აყენებენ ადამიანს. ღირს მამა ანტონს უკეთურნი ხშირად ესხმოდნენ თავს გრძნობისმიერი სახით და სცემდნენ. ერთხელ მას უთვალავი დემონი გამოეცხადა და ღვედებით დაუწყო გვემა. ღვედებს წვერწამახული კოპები ჰქონდა მიმაგრებული, რომლებიც ყოველ დარტყმაზე ხორცს აფლეთდა წმინდანს. ასეთი საწამებელი იარაღი წინათ რომაელებს ჰქონდათ. წმინდა მამამ საშინელ ტკივილს ვერ გაუძლო და წამოიძახა: "უფალო, უფალო!" ეშმაკები გაქრნენ. ერთიანად სისხლში მოსვრილ, გაუნძრევლად მწოლ წმინდა ანტონს მაცხოვარი გამოეცხადა და ერთი შეხებით განკურნა. "უფალო, სად იყავი, - შეჰღაღადა ღირსმა მამამ, - რატომ მიეცი ნება, ასე დაეცინათ შენი მონისთვის?" "აქვე ვიყავი, - უპასუხა მაცხოვარმა, - მაგრამ მანამდე არ გამოგეცხადე, სანამ ის უკეთურნი თვითონვე არ შეარცხვინეო".

ერთხელ ოპტის უდაბნოში ასეთი ამბავი მოხდა: სკიტში მორჩილად მიიღეს ფელდშერი ივანე. მასზე მზრუნველობა მამა ამბროსიმ იკისრა. ივანემ თავისი თავგადასავალი მოგვითხრო: წარმოშობით ტულის გუბერნიიდან ყოფილა. იქ ერთი ებრაელი ჯადოქარი გაუცნია, ოღონდ არ ვიცი, მონათლული იყო თუ არა. ივანეს ჯადოქრობის შესწავლა მოესურვა. გრძნეულიც სიამოვნებით დათანხმდა და მოწაფედ მიიღო. პირველ გაკვეთილზე ჯადოქარმა სკამი მიუტანა და უბრძანა, ხელები ზედ დაეწყო. მოწაფე დაემორჩილა. უეცრად სკამი თავისთავად ავიდა ჰაერში. შეშინებულმა ივანემ გაქცევა დააპირა, მაგრამ მასწავლებელმა შეაჩერა: "საით, შე მხდალო?! გინდა, სრულყოფილად შეიმეცნო სიბრძნე, ასეთი უბრალო რამისა კი გეშინიაო?" დაამშვიდა და დააბრუნა.

გავიდა დრო, ფელდშერი დიდად დაოსტატდა ჯადოქრობაში და მალე სულების დანახვაც შეძლო. ერთი მხრივ თითქოს უცნაურია, რომ უსხეულო სულს გრძნობიერი სახის მიღება ძალუძს - კაცისა, კატისა, მთვარის შუქისაც კი (ერთხელ სწორედ ასე გამოეცხადა ჯადოქარსა და მის მოწაფეს). უნდა ვიფიქროთ, რომ სულები სხეულად ირჩევენ სივრცეში არსებულ მატერიებს, რომელთაც შესაბამის ფორმას აძლევენ.

იღუპებოდა ფელდშერი, მაგრამ უფალმა, რომელსაც არ სურს ადამიანის წარწყმედა, გამოუკვლეველი გზებით იგი ჩვენთან, ოპტის სავანეში მოიყვანა. მან რამდენიმე ხანს იცხოვრა აქ. ერთხელ, შუაღამისას, მამა ამბროსის მიადგა კარს. "მამა ამბროსი დაღლილია და სძინავს, ხვალ მოდიო", - განუცხადა მორჩილმა. "არსად წავალ, - უპასუხა ივანემ, - მოძღვარმა მითხრა, რომ მასთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს შემიძლია მისვლაო". რაღა ჩარა ჰქონდა მორჩილს, გააღვიძა მამა ამბროსი და მანაც ყურადღებით მოისმინა ივანეს მონათხრობი. აი, რა უამბო მან: "მწუხრის კანონის წართქმის შემდეგ დაძინება გადავწყვიტე და რას ვხედავ: ჩემს საწოლზე ერთი მხცოვანი კაცი ზის. კარი კარგად მქონდა ჩაკეტილი, ასე რომ, ვერავინ შემოვიდოდა. მივხვდი, ეშმაკი იყო. "ძალიან ცუდად მოიქეცი, - მისაყვედურა მან, - ჩვენ მეგობრად გთვლიდით, მრავალი საიდუმლო გაგიმჟღავნეთ, შენ კი უცებ გვიღალატე და ამ ბებერს (წმინდა ამბროსი ოპტელს - კ.კ.) მიეკედლე". "რა ვქნა-მეთქი?" - შევეკითხე. "აი, რა, - მეუბნება უწმინდური, - ერთხელ ხომ ჩვენ მიგვატოვე; ახლა ამ ბებერს აქციე ზურგი. ოღონდ ისურვე და თვალის დახამხამებაში შენს ძველ წინამძღვართან გადაგიყვან". "ქურქი არ მაქვს, გარეთ კი ცივა, თანაც სკიტი დაკეტილია", - მივუგე. "ნუ ღელავ, ქურქიც და ცხენიც მზად გახლავს, სკიტის გალავანზე გადავძვრეთ, ეტლი იქ გველოდებაო", - მითხრა. "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" - წამოვიძახე შეძრწუნებულმა და... ეშმაკი მყისვე გაქრა. შემეშინდა, ვაითუ დაბრუნდეს და დამახრჩოს-მეთქი, ამიტომაც შენს სენაკს მოვაშურე".

სულებს შორის ყველა თანასწორი როდია; როგორც ჯარში, ეშმაკის მხედრობაშიც არიან ჯარისკაცები, გენერლები და უფრო მაღალი ჩინოსნები. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ამბავი გავიხსენოთ: როცა უფალმა კაცში ჩასახლებულ ეშმაკს სახელი ჰკითხა, მან უპასუხა, რომ ლეგიონი იყო მისი სახელი. რომაელთა ჯარში ლეგიონი 6400 კაცისგან შედგებოდა. ჩანს, ეშმაკეულს სხეულში უკეთურთა მეთაური ჩასახლებოდა.

ამბროსიმ ბერის მონათხრობი რომ მოისმინა, უთხრა: "კიდევ კარგი, მოხვედი. შენ რვა ლეგიონის უფროსი ეშმაკი გეწვია, საშინელი ძალა, რომლისგანაც თავის დახსნა თითქმის შეუძლებელია. უფალმა მაუწყა, რომ საფრთხეში იყავი და ლოცვად დავდექი. დიდება ღმერთს, რომ გაგახსენდა უფლის წმინდა და დიდებული სახელი და მისი წარმოთქმით განიოტე უწმინდურიო".

რა ბედი ეწია შემდგომ იმ ბერს, არ ვიცი. იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს (მეფის რუსეთში ახალგაზრდა ბერები ჯარში მიჰყავდათ - კ.კ.) და სავანეში აღარ დაბრუნებულა.

მძლავრი იარაღი გვაქვს მორწმუნეთ! ეს არის ძალი ცხოველმყოფელი ჯვრისა. თუ დაფიქრდებით, შეგებრალებათ კიდეც ურწმუნონი - ისინი ხომ სრულიად უსუსურნი არიან! ეს იგივეა, უიარაღო კაცი ღამით უღრან ტყეში რომ წავიდეს - მას ხომ პირველივე ნადირი დაფლეთს!.. ჩვენ კი ეშმაკისა ნუ შეგვეშინდება. ძლიერება ჯვრისა და იესოს სახელი თავზარს სცემს ქრისტეს მტრებს, ჩვენ კი ბოროტის მახეთაგან გვიხსნის. ამინ!

1909 წ. (ეკლესიიდან სკიტამდე გზაში ნათქვამი)
მსურდა, დღეს წირვის შემდეგ ქადაგება წარმომეთქვა, მაგრამ რაკი გუშინ საღამოს მამა არქიმანდრიტს კურთხევა არ ვთხოვე, აღარაფერი მითქვამს. ის, რა თქმა უნდა, ნებას დამრთავდა, მაგრამ რას იზამ, კურთხევის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუ ერისკაცებიც კი რაიმე მნიშვნელოვანი თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას რჩევას სთხოვენ უფრო გამოცდილ ხალხს, მონაზონს მით უმეტეს მართებს მორჩილება.

ჩვენთან, სკიტში, ასეთი ამბავი მოხდა: ერთმა ბერმა მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა. იფიქრა, არ ღირს ასეთი უბრალო რამისთვის მოძღვრის შეწუხება და კურთხევის აღება, მაღაზია ხომ თხუთმეტი წუთის სავალზეაო. გული ეუბნებოდა, კურთხევა აიღეო, მაგრამ ბოლოს მაინც კურთხევის გარეშე წავიდა.

ბინდდებოდა. ბილიკი ტყეზე გადიოდა. მიდის ბერი, მაგრამ გზას რატომღაც ბოლო არ უჩანს. აი, თითქმის დაბნელდა კიდეც, მაგრამ... ეს რა ხდება? წინ სოფელი გამოჩნდა. თურმე ბერი პრისკოვამდე მისულიყო. უეცრად მის თვალწინ რაღაც საშინელება აღიმართა. მარკოზმა (ასე ერქვა ბერს) შიშისგან შეჰყვირა. სიარული აღარ შეეძლო და საშველად ხალხს მოუხმო. მოირბინეს გლეხებმა, დააწვინეს მარხილზე და სკიტში წაიყვანეს. მარკოზს მარჯვენა ფეხი ისე მოყინვოდა, ექიმმა მოკვეთა შესთავაზა - სხვაგვარად ვერ გადარჩებიო. ბერი არ დათანხმდა. "დაე, ფეხი, რომელმაც თავის ნებაზე სიარული გაბედა, ბოლომდე დაიტანჯოსო!"

მართლაც, მარკოზი თორმეტი წელი იყო მიჯაჭვული სარეცელს და საშინელ ტკივილებს ითმენდა. ფეხი გაუშავდა, დაულპა, ჩირქით აევსო და მატლები დაესია. "აი, შემომხედეთ თავნება ბერსო!" - ეტყოდა ხოლმე მნახველებს. "დამშვიდდი, მამა მარკოზ, - სთხოვდნენ ისინი, - უფალმა ხომ შეგინდოო". "ან სხვაგვარად როგორ იქნებოდა, დიდება მის მოწყალებას, - მიუგებდა ბერი, - მაგრამ მე არ უნდა ვაპატიოო საკუთარ თავს".

დიდი სიმდაბლე მოიპოვა მარკოზმა, გარდაცვალების შემდეგ კი ერთ ძმას გამოეცხადა და აუწყა, უფალმა შემიწყალა და ახლა სასუფეველში ვნეტარებო.
ბეჭდვაელფოსტა
03.01. 2015
დიდება უფალს
დიდება უფალს
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat