ცოლქმრული სიყვარულია უმთავრესი და არა ის მექანიკური პროცესი, რომლის შედეგადაც ორი უჯრედი შეერთდება
ცოლქმრული სიყვარულია უმთავრესი და არა ის მექანიკური პროცესი, რომლის შედეგადაც ორი უჯრედი შეერთდება
ვესაუბრებით თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარს, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს, არქიმანდრიტ ადამს (ახალაძე).

- მამა ადამ, ქრისტეს აღდგომით დაითრგუნა სიკვდილი, ავადმყოფობებს კი კვლავ ებრძვიან ადამიანები და რაც დრო გადის, მით უფრო მწვავე ფორმით შეგვახსენებენ ხოლმე თავს. თქვენ, როგორც მეცნიერმა და მაღალი წოდების სასულიერო პირმა, იქნებ განგვიმარტოთ, რა არის ავადმყოფობა და რატომ დაიშვება იგი ღვთისაგან.

- ავადმყოფობა კაცობრიობის ცხოვრებაში შემოვიდა ადამ და ევას ცოდვით დაცემის შედეგად. იგი მოწმობა და გამოხატულებაა ამ დაცემისა. სამოთხის დატოვებისთანავე პირველი ადამიანები შეიმოსნენ სხვადასხვანაირი ხორციელი ბუნებით, წმინდა სერაფიმე საროველის განმარტებით, მთლიანად შეიცვალა ადამიანის ბუნება, თუკი მას სამოთხეში ყოფნის დროს ვერც ერთი სტიქია ვერ ვნებდა, ვერცა წყალი, ვერცა ცეცხლი, ვერცა ჰაერი, ახლა იგი ყველა ამ სტიქიაზე გახდა დამოკიდებული და მოუხდა მათგან თავის დაცვა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიანის ხორციელი ბუნების ცვალებადობით იგი გახდა მოწყვლადი. მაშასადამე, ის ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ხორციელი ბუნების დაზიანება, იწვევს მასში სხვადასხვა დაავადებას. წყალში მას სუნთქვა არ შეუძლია და აქედან გამომდინარე, ვითარდება მოხრჩობა, ცეცხლი დაწვავს და გამოიწვევს დამწვრობას. მას დაუპირისპირდა მთელი სამყარო. მტაცებელ ცხოველებს, რომელთა მეუფედ ღვთისგან იყო დადგენილი და სახელებიც თავად დაარქვა, შეუძლიათ დააზიანონ ადამიანი, დაარღვიონ მისი სხეული. შემდგომ თავი იჩინა ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა სიცოცხლის უფრო მარტივი გამოვლინებები - ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, რომლებიც დღემდე რჩებიან ავადმყოფობათა გამომწვევ ძირითად მიზეზებად. ღვთისგან ბოძებული შემოქმედებითი უნარისა და ნიჭის წყალობით დროთა განმავლობაში ადამიანი ებრძვის და ამარცხებს ამა თუ იმ დაავადებას, მაგრამ შემდეგ ახალი სნეულება იჩენს თავს, ზოგჯერ იგი ეპიდემიის სახით მოედება მთელ პლანეტას. ბუნებაში არსებული ნებისმიერი ფაქტორი შესაძლებელია გახდეს ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ ამ მავნე, პათოგენური ფაქტორების პარალელურად ისევ ბუნებრივ საშუალებებს შეუძლიათ დადებითი როლი ითამაშონ განკურნების პროცესში. ვგულისხმობ კურორტულ წყლებს, ჰაერს, ტალახს, მცენარეებს, ცხოველურ პროდუქტებს და ა.შ. თუმცა, როგორც ანთროპოლოგები აღნიშნავენ, მთლიანად იცვლება ადამიანის ანთროპომეტრიული მონაცემები, სიმაღლე, წონა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი რეაქცია, რადგან აღარ აქვს ისეთი პასუხი გარემო ფაქტორებზე, როგორიც ადრე ჰქონდა. არსებობს უამრავი გამოკვლევა იმის თაობაზეც, რომ სხვაგვარი გახდა ადამიანის საფარველი, სხვაგვარად ფუნქციონირებენ კანში მოთავსებული ჯირკვლები, როგორც ოფლის გამომყოფი, ისე სასუნთქი ფორები. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც მეცნიერები ამბობენ, რომ შეიცვალა ადამიანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემცირდა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ. აღარაფერს ვიტყვი იმ ინფექციებსა და ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად გამოვლენილ ახალ ვირუსებზე, იმ სპექტრს რომ ფარავს, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

- მამაო, არსებობს ეკლესიური მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცოდვის სახეობებია თვითონ ადამიანში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. ვთქვათ, მრისხანება იწვევს ჰიპერტონიას, ინსულტს, გულის იშემიურ დაავადებას, ამპარტავნება - ფსიქოპათიას, შიზოფრენიას და ა.შ. იზიარებთ ამ შეხედულებას?

- არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ორბუნებოვანი არსებაა და მასში ორი საწყისი - ხორციელი და სულიერი ერთდროულად არის ჩადებული, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი პორტრეტი და მიუხედავად საერთო მსგავსებისა, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ის, რაც ერთი ადამიანისთვის ძალიან ადვილია, შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს მეორისთვის. ე.ი. მიდრეკილება ზოგჯერ არ არის იმის გამოხატულება, რომ ვთქვათ, ადამიანი გაამპარტავნდა ანდა ბევრი ჭამა შეუყვარდა. შესაძლებელია მასში არსებული მთელი მშვინვიერი, ფიზიოლოგიური მექანიზმები სხვადასხვა ცოდვისკენ იყოს მიმართული, - ეს ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი დიდი რაოდენობით საკვებს იღებს, რა თქმა უნდა, მეტი შანსი აქვს განუვითარდეს კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის დაავადებები, ანუ სხვადასხვა სნეულების განვითარებას შეუწყოს ხელი ამა თუ იმ ცოდვამ, ამიტომ თავშეკავება, ზომიერება, ეკლესიური წესით ცხოვრების წარმართვა არა მხოლოდ ცოდვებისგან თავშეკავებას ნიშნავს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუმცა თქვენი შეკითხვის პასუხად მინდა ისიც მოგახსენოთ, ესა თუ ის ცოდვა ყოველთვის დაავადების სახით არ გამოვლინდება, რადგან უფალი ბევრად მოწყალეა, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ამ კლასიფიკაციას ქმნიან, რადგან ღმერთმა რომ ცოდვითი მიდრეკილების შესაბამისი დაავადება მოგვცეს, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით მცირე იქნებოდა, ადამიანი ცხოვრობს, სუნთქავს და მაჯა უცემს ღვთის მადლითა და წყალობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, ერთი ცოდვა როგორ იწვევს მეორეს, მეორე - მესამეს და ა.შ. ადამიანის შინაგან, სულიერ ბუნებაში არსებულ ურთიერთკავშირებს ვგულისხმობ. თუ დავუკვირდებით, როდესაც ადამიანი ცოდვით გზას დაადგება, მაშინ ერთდროულად უამრავ ცოდვით გამოვლინებას დავინახავთ მასში, ხოლო როდესაც ქრისტიანული ცხოვრებისკენ მიილტვის, იგი განიწმინდება და განიღმრთობა, თუმცა შედეგი, სამედიცინო თვალსაზრისით, შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს; იგი, ვინც წმინდა გზას ადგას, არ არის გამორიცხული, უამრავი დაავადებით იყოს დაუძლურებული, ხოლო ვინც ბოროტი ირჩია და ცოდვების ჭაობში ჩაეფლო, ფიზიკურად საღი და ჯანმრთელი იყოს, რაც აშინებდა წმინდა მამებს და ამ სიტყვებს ათქმევინებდა: "რახანია, ავად აღარ გავმხდარვარ. ხომ არ დამივიწყე, უფალო?" ასე რომ, ყველაფერი ღვთის განგებულებაზეა დამოკიდებული.

- როგორ უყურებს ეკლესია ხელოვნური განაყოფიერების პრობლემებს - ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს ჩვენს საზოგადოებაში.

- ხელოვნური გამრავლების ტექნოლოგიებისადმი ერთიანი მიდგომა არ არსებობს. უჭირთ თანამედროვე ეკლესიის მსახურებს ზღვარი გაავლონ, სად არის იქ ადამიანის შებრალება და სიყვარული და სად იწყება მაამებლობა, რომ იქნებ, ესეც ვაპატიოთ, იქნება ამის საშუალებაც მივცეთ.

ხელოვნურ განაყოფიერებას დღეს დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს უწოდებენ. თუ დაუკვირდებით, სიტყვა "ხელოვნური" საერთოდ ამოაგდეს იმ არსისა და ჩანაფიქრის გამოსახატავად, რომ ეს ხელოვნური საშუალება კი არაა, პირიქით, ეხმარება ადამიანს უშვილობის დაძლევაში. თანამედროვე ადამიანისთვის ფულის მოგება-დაგროვება ცხოვრების ყოველდღიურ ნორმად იქცა, ამიტომ ვინც ამ სამედიცინო ბიზნესს ეწევა, ძნელია უთხრა, არ გააკეთოს ეს, რადგან რაოდენ საწინააღმდეგო მოსაზრებაც არ უნდა გამოვთქვათ, უმრავლესობა, სამწუხაროდ, მაინც ემხრობა ხელოვნური ბავშვების გამოყვანისა და შექმნის იდეას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სფეროში ჩართული მედპერსონალი ძალიან მარტივად მიუდგა ადამიანის ჩასახვის საკითხს. იქნებ დაგვავიწყდა, რომ უფალმა ადამიანის ჩასახვის უფლება მხოლოდ მშობლებს მისცა და დედ-მამა საკმარისია იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი, ბიოლოგიური სიცოცხლე? ადამიანის ჩასახვა მხოლოდ ორი უჯრედის შერწყმის პროცესი როდია, ასე მარტივად არ შეიძლება ამ საკითხს მივუდგეთ. მეცნიერული თვალსაზრისით, მცენარის თესლის გაღვივებაც კი საოცარი პროცესია, რომელიც ადვილად არ ხდება ნიადაგში. დედის ერთადერთ კვერცხუჯრედზე მამაკაცის ასიათასობით სასქესო უჯრედი მოდის, რომელთაგან საბოლოოდ ერთადერთი შეაღწევს დედის კვერცხუჯრედის წიაღში. ჯანმრთელი მამაკაცის სასქესო უჯრედების რაოდენობა ნახევარ მილიონზე მეტსაც კი აღემატება. თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ ძალიან ადვილი იქნება ბუნებრივი განაყოფიერების პროცესი მექანიკურ აქტად წარმოვიდგინოთ. სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ, კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფიერება თუნდაც იმით იქნება ბუნებრივისგან განსხვავებული, რომ მასში არ იქნება შეტანილი ის გენეტიკური ინფორმაცია, რა ნიშნითაც უფალი არჩევს მამაკაცის სასქესო უჯრედს, სანამ იგი კვერცხუჯრედში მოხვდება. დღეს თავისუფლად ლაპარაკობენ, რომ ხელოვნურად გამოყვანილი ბავშვები, რომლებიც უკვე ასიათასობით არიან და მათი შობადობის რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ადვილად ავადდებიან მემკვიდრეობითი, გენეტიკური თუ სხვა უცნობი სახის დაავადებებით, აქვთ გარკვეული ფსიქოლოგიური, იმუნური და მინერალურ ცვლასთან დაკავშირებული პრობლემები. რით პასუხობს ყოველივე ამას ჯანდაცვის სისტემა? - ახალი პროგრამებითა და პრეპარატებით, რომლებსაც აწერია, რომ ის არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა ხელოვნურად გამოყვანილი ბავშვებისთვის. ასე რომ, მათი ბიზნესი მშვენივრად მიდის, რა შედეგებს მოიტანს ყოველივე ეს, როდესაც ამგვარი ადამიანების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება, არავინ იცის. ჩვენ ვამბობთ, რომ ამგვარი ხელოვნური მანიპულაციები საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის და მიმართულია ადამიანის იმუნური სისტემის ტოტალური დაქვეითებისკენ. არ არის გამორიცხული, მათში იმგვარი დაავადებები გამოვლინდეს, რომელიც ადრე არ იყო ცნობილი. ის, ვინც კარგად იცის დაავადების განვითარების მექანიზმები და მედიცინის ისტორია, ამგვარ ექსპერიმენტებს ყოველთვის ეჭვით უყურებს, რადგან საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ განსაკუთრებულ ადამიანთა ერთობლიობას, რომელთა არსებობის მახასიათებლების პროგნოზირება დღეს წარმოუდგენელია, ისევე როგორც არ ვიცით, რას გამოიწვევს უახლოესი ტექნოლოგიები და გენური მედიცინის ჩარევის გზით მიღებული პრეპარატები, რომლებიც ძალიან ფართოდ გამოიყენება მკურნალობის პროცესში.

სამწუხაროა, რომ დღეს ლაპარაკი გვიხდება ტრანსგენური ბიოლოგიური ორგანიზმების იმგვარ დამანგრეველ მოქმედებაზე ადამიანის ორგანიზმში, რომლის შედეგები ასევე ძნელად პროგნოზირებადია და როდესაც ჩვენ ადამიანის ცხოვრების საიდუმლოებების შიგნით შევდივართ ისე, რომ არ ვიცით, ეს საიდუმლო და ვანგრევთ იქ არსებულ წესრიგს და ჰარმონიას, ალბათ შედეგი ასევე სავალალო იქნება.

გასული საუკუნის ბოლოს გერმანიაში გენური ინჟინერიის გზით მიღებული ინსულინის წარმოება აიკრძალა, რადგან მოსახლეობამ ასეთი რამ ჩაწერა: "უცნობია, ადამიანის სიცოცხლის ცვლილების ის ხარისხი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ჯერაც შეუსწავლელმა ამგვარმა ფენომენმა". აი, ასეთი უნდა იყოს მიდგომა მსგავსი საკითხებისადმი. ხელის მტევნებგანუვითარებელმა ადამიანმა არ უნდა მოინდომოს პიანისტობა - არაფერი გამოუვა და არც უფალი მოსთხოვს მას, რატომ პიანისტი არ გამოხვედიო. ხშირად ამბობენ, - რა არის იმაზე კარგი, რომ ადამიანს შვილი ეყოლოსო. მე მათ ვეტყოდი: იმაზე კარგი, რომ ადამიანს შვილი ეყოლოს არის ის, რომ მას ეყოლოს ნამდვილად კარგი შვილი, რომელიც ცხონდება და აცხონებს თავის მშობლებსაც, მშობლები, რომლებიც ცხონდებიან და აცხონებენ თავიანთ შვილებს. რა გვინდა ჩვენ, გვყავდეს შვილი თუ ვიყოთ მშობელი? რას ვუშვრებით აბორტით მოკლულ მილიონობით სიცოცხლეს ან დღეს ფართოდ დანერგილ კონტრაცეფციას, რომელსაც უამრავი ქალი იყენებს მსოფლიოში და იქითკენ არის სწორედ მიმართული, რომ მათ შვილი არ გაუჩნდეთ? ამის გვერდით, იგივე ადამიანები, ვინც დღეს კონტრაცეფციით ხელს ითბობს, ვისაც აბორტის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, იგივე ინსტიტუტები, იგივე ლაბორატორიები, იგივე ექიმები და ბიოლოგები ქმნიან ახალ ცენტრებს და გაიძახიან: - ჩვენ ვეხმარებით უშვილო წყვილებსო. რაოდენ სამწუხაროა, რომ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას უფლისა და კაცობრიობის წინაშე და გვინდა უფალზე კეთილები ვიყოთ.

- თანამედროვე მედიცინაში დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ექიმები თანდაყოლილი სნეულებებით დაავადებული ბავშვების დედებს დაფეხმძიმებას, შემდეგ კი აბორტის გაკეთებას ურჩევდნენ, რათა მკვდარი ნაყოფის ღეროვანი უჯრედები უფროსი შვილის დაზიანებული უჯრედების სამკურნალოდ გამოეყენებინათ, მაგრამ ზოგჯერ ეს იძულებითი მსხვერპლშეწირვა არცთუ ისეთი სასურველი შედეგით დამთავრდა, მართალია დაზიანებული უჯრედის რეგენერაცია ხდებოდა, მაგრამ ხშირად განკურნებულ ავადმყოფს სიმსივნური წარმონაქმნები უვითარდებოდა, რაც სავალალო შედეგით მთავრდებოდა. იქნებ, ორიოდ სიტყვით ამაზეც გვესაუბრა.

- მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ იმაზე, თუ რა რესურსებს მიაკვლიონ ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გულისა და თავის ტვინის იშემიური დაავადებები, პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი და ა.შ. ამიტომ ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ღეროვან უჯრედებზე, რომელთაც მრავალი პოტენცია აქვთ, არ არიან ბოლომდე დიფერენცირებულნი და შეუძლიათ გარემოს შესატყვისად განვითარება, რის გამოც მათ ჰოპოტენტურსაც უწოდებენ. ასეთ უჯრედებზე ფიქრისას მიადგნენ ემბრიონს. ღეროვან უჯრედებს აღმოაჩნდათ დაავადებათა განკურნების უნიკალური უნარი, მაგრამ ჯერჯერობით საკმარისი მეცნიერული ინფორმაცია არ არსებობს ამის თაობაზე, ეს არის ჰიპოთეზა, ვარაუდი, ექსპერიმენტი. 2000 წელს კოლექტიური ხელმოწერებით გამოვაქვეყნეთ წერილი გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში". მიზეზი ამისა გახლდათ ის, რომ საქართველოში უნდა შემოსულიყო გერმანული გრანტი, რომლის საშუალებითაც ემბრიონიდან მოპოვებული ღეროვანი უჯრედების გამოყენებას აპირებდნენ ონკოლოგიურ ავადმყოფებთან, რისი წინააღმდეგიც იყო სამედიცინო საზოგადოება და ქართული საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი (მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები), ვინც ამ მიმართვას ხელს აწერდა. ჩვენი წერილი სწორედ ამ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან პრაქტიკულად ეს არის ბოროტების გზით მოკლული ბავშვის ქსოვილებისა და უჯრედებისგან დაშვებული მკურნალობის მეთოდი. მაშინ მოწინააღმდეგე მხარე ცდილობდა, ჩვენთვის აეხსნა, როდესაც აბორტი გაკეთებულია და ნაყოფი უკვე მკვდარია, რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება კარგი მიზნითო. ეს ლოგიკა არაღვთიური და მიუღებელი იყო ჩვენთვის, მადლობა ღმერთს, ამ ადამიანებს ავუხსენით ჩვენი პოზიცია. მაშინ მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად ჩვენს მოსაზრებებს იზიარებდნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, რევაზ სირაძე და სხვები, რომლებიც ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგნენ. ისინი ამბობდნენ, ეს იქნება დამატებითი ცოდვა, რომელიც ჩვენს ერს დაედება და ასეთი რამ არ უნდა დავუშვათო. და რადგანაც საბოლოო ჯამში ემბრიონის ღეროვანი უჯრედების გამოყენება აპრობირებულია, არ შეიძლება, როგორც ეს თქვენც დამიდასტურეთ, ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მეორის მსხვერპლად გაღების ხარჯზე, მით უფრო, არ ვიცით, თუ რა შედეგს მივიღებთ მომავალში. ასეთი აზროვნება მიუღებელი და უცხოა ქართველი საზოგადოებისათვის და უფრო წარმართულ აზროვნებასთან არის წილნაყარი. როდესაც ეგვიპტის რომელიმე გარდაცვლილ დიდებულს მთელ მის სახლეულობას დააკლავდნენ ზედ თავიანთ ცხენიან, ხარ-უღლიანად და ერთ საფლავში ჩაყრიდნენ, სწორედ ამას მაგონებს ეს ექსპერიმენტი.

ადამიანს იმაზე მეტად არ უნდა შეეშინდეს ავადმყოფობისა, უშვილობისა, ინვალიდობისა, ვიდრე ეს რეალურად ხდება, რადგან მას ღმერთი ყოველთვის მისცემს შესაბამის სხეულებრივ და მით უმეტეს, სულიერ ძალებს, გაუმკლავდეს ყოველგვარ დაბრკოლებას და დადებითი იპოვოს ავადმყოფობაშიც, უშვილობაშიც და ინვალიდობაშიც. ჩვენ ვიცით, საქართველოს ისტორიაში მრავლად იყვნენ ისეთი დიდი მამულიშვილები, რომლებიც, მართალია, უშვილოდ გადაეგნენ, მაგრამ ის, რაც მათ დატოვეს, ბევრად აღემატება მრავალ შვილს. თუ ეს ღვთის განგებულებაა, ჩვენ მოთმინებით უნდა დავემორჩილოთ მას. განა ავადმყოფობაში, ტანჯვაში არ ქმნიდნენ საკაცობრიო შედევრებს ბუმბერაზი მოაზროვნენი და შემოქმედნი? გავიხსენოთ გალაკტიონი, როგორ იბადებოდა მისი თითოეული შედევრი, ან თუნდაც ბეთჰოვენი... თუკი ჩვენს გვერდით არ იქნებიან ინვალიდები, შეზღუდული უნარის მქონე პირები, ჩვენ ვეღარ განვეწყობოდით მათ მიმართ სიბრალულითა და თანაგრძნობით, რადგან ისინი თავიანთი მდგომარეობით გვასწავლიან სიყვარულს, თანადგომას და ყველაფერ ამას აქვს თავისი დადებითი ღირებულება, რაც მათ არსებობას აუცილებელს ხდის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ. ამას წინათ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე გენეტიკის ინსტიტუტში ითქვა: წინასწარი დიაგნოზის საფუძველზე დადგინდა, რომ თუ ბავშვი დაუნი ან გონებაშეზღუდული დაიბადება, ფრანგი ქალების 98% მზადაა, გაიკეთოს აბორტი და მოკლას თავისი შვილი მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ავადმყოფია. ხშირად ჩვენი მისამართით ასეთი საყვედურები მომისმენია: "ჩვენ გვიკრძალავენ, დავეხმაროთ უშვილო ცოლ-ქმარს ეყოლოს შვილი". ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ, ყველა ადამიანი თვითონ უკრძალავს ან, პირიქით, თვითონ მიჰყვება ცოდვის მდინარეს, ჩვენ მხოლოდ ვუხსნით მათ, უარეს ცოდვაში არ ჩაიგდონ თავი, უარესი ბოროტების სამსახურში არ აღმოჩნდნენ და ყველაფერმა ამან უფრო სავალალო შედეგი არ გამოიღოს.

- მამა ადამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობენ დონორი მამები, რომლებიც თავიანთი სასქესო უჯრედების წყალობით სოლიდურ გასამრჯელოს იღებენ, ასეთი მამაკაცი 400-500 ბავშვის მამა შეიძლება იყოს, მათი შვილები, რომლებიც სინამდვილეში ერთმანეთის და-ძმები არიან, არავინ იცის, რამდენიმე წლის შემდეგ როგორ შეხვდებიან ცხოვრებაში ერთმანეთს...

- მამაკაცთა დონორობა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ანტიქრისტიანული ფენომენია, რომელიც ჯანდაცვისა და ბიომედიცინის სფეროშია ფეხმოკიდებული. ზოგიერთი მამაკაცი მთელი სიცოცხლე ამ საქმეში მაღალ ანაზღაურებას იღებს. დონორ მამაკაცებს სხვადასხვა მიზნით გამოიყენებენ: ემბრიონის შესაქმნელად, სასქესო ორგანოების კვლევისათვის, ხელოვნური განაყოფიერებისათვის (ამ შემთხვევაში ქალების განაყოფიერება მამაკაცის სასქესო უჯრდების შეყვანის გზით ხდება) უშვილო ცოლ-ქმრის თანხმობის შემთხვევაში, ასევე მარტოხელა ქალების სუროგაციისა და ხელოვნური ინსემინაციის ყველა სახის ტექნოლოგიის დროს. ინცესტს, რომელსაც ეს პიროვნება ეწევა, ვერავინ მიადევნებს თვალყურს. არც ის იცის ვინმემ, ვინ არიან მისი შვილები. ადამიანი, რომელიც ამას სჩადის, სულიერად ჯანმრთელი ვერასოდეს გახდება. ასეთ საქმიანობას არაზნეობრივი შეიძლება დავარქვათ, რომელიც არ დარჩება დაუსჯელი ბუნებაში. პირადად მე ბევრ ცნობილ ადამიანთან მისაუბრია ამ საკითხზე, რადგან არ მინდოდა, ჩემი ჩანაფიქრი მხოლოდ ჩემს გონებაში დაბადებულიყო, არამედ უფრო მაღალი განზომილების მიერ ყოფილიყო ნაკარნახევი. უნდა ვაღიაროთ, რომ ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები და ყველა სახის დამხმარე რეპროდუქციული საშუალება არის მიუღებელი; მეტიც, იგი კაცობრიობის სულიერი კრიზისისა და დეგრადაციის ყველაზე ზუსტი გამოვლინებაა. უნდა ვიცოდეთ, რომ გამრავლების ასეთი ფორმები არავითარ შემთხვევაში მიმართული არ არის გენოფონდის გადარჩენისაკენ, პირიქით, აქ ხდება აკუმულირება იმგვარი მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადებებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში არ გამოვლინდებოდა, სულიერ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ, როდესაც ცოლქმრულ საკრალურ ურთიერთობებში მესამე მხარე ერევა, შედეგი მართლაც სავალალო შეიძლება მივიღოთ. ცოლქმრული სიყვარულია უმთავრესი და არა ის მექანიკური პროცესი, რომლის შედეგადაც ორი უჯრედი შეერთდება.

ჩვენ აღვნიშნავთ ჩასახვის დღესასწაულს დედა ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლისა. ვიცით, ამას წინ რა უძღოდა - გაბრიელ მთავარანგელოზმა ორივე შემთხვევაში ახარა მათ მშობლებს. ზეცა, მადლი და წყალობა მონაწილეობს ადამიანის ჩასახვასა და დაბადებაში. დღეს, როდესაც ხელოვნური მეთოდებით ჩასახვაზე გვიხდება საუბარი, ეს იმის ნიშანია, რომ მადლი დაიკარგა, რომელიც აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ.

- რას ურჩევდით უშვილო ოჯახებს, ბავშვი აიყვანონ თუ დასაშვებ ნორმებში მიმართონ სამკურნალო საშუალებებს?

- თავისთავად, რა თქმა უნდა, უშვილობის მკურნალობა აუცილებელია, ჩვენ არაერთი წყვილი ვიცით, რომელთაც ცოლქმრული ცხოვრების მე-7, მე-10, მე-12 წელს გაუჩნდათ შვილები. სხვადასხვაგვარია ღვთის განგებულება. ბევრ ოჯახს ვიცნობ - თავიანთი შვილი სხვა ბავშვის აყვანის შემდეგ გაუჩნდათ. ერთ-ერთმა მამამ მითხრა: "ასე მგონია, ჩემი პირველი შვილის სიყვარულს მაინც ვერაფერი გაანელებს, ის არის ჩემი პირველი სიხარული და იმის მიზეზი, რომ კიდევ ერთხელ განვიცადე მამობის ბედნიერებაო". უშვილობის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვევედროთ ღვთისმშობლის დედ-მამას - იოაკიმეს და ანას, ნათლისმცემლის მშობლებს - ზაქარიას და ელისაბედს, ანა წინასწარმეტყველს - დედას სამოელ წინასწარმეტყველისა, გაბრიელ მთავარანგელოზს, საბა განწმედილს, კვირიკესა და ივლიტას, ამელიას - ბასილი დიდის დედას, დედა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს. წმინდა ნინოს ბოდბის წყაროში განბანამ, ასევე ავჭალის იოანე ნათლისმცემლის წყარომ ძალიან ბევრი ავადმყოფი განკურნა. საბა განწმენდილის ლავრიდან მოაქვთ წყალი და ნაყოფი, ასევე ათონის მთის ქილანდარის მონასტრიდან - ყურძენი და ვაზის რტო. უამრავი ძველი მონასტერია საქართველოში, სადაც უშვილო ოჯახები მიდიოდნენ მოსალოცად. ჩვენი წინაპრები ამაშიც მართალნი იყვნენ, რწმენით მიდიოდნენ და როცა შვილი გაუჩნდებოდათ, იმ მონასტერს ხისგან ან თიხისგან თავიანთი ხელით გაკეთებულ აკვნებს სწირავდნენ. როდესაც ხატებისგან იღებდნენ შემწეობას, ვერცხლის ან ოქროს პატარა აკვნები მიჰქონდათ შესაწირად, ასეთ აკვნებს ხატზე ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე. ბეთლემში არის ე.წ. რძის მღვიმე, იმ მღვიმიდან მოაქვთ მიწა და უშვილო ცოლ-ქმარი იღებს. ასე რომ, ბევრი საშუალება გამოიყენება უშვილობის დასაძლევად.

- მადლობას მოგახსენებთ საუბრისათვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat