ბავშვის პირადი სივრცე
ბავშვის პირადი სივრცე
სულიერებასა და ეკლესიურ ცხოვრებაზე საუბრისას ყველაზე ხშირად იმას ვახსენებთ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი არსება ფერისცვალების შემდეგ, მაგრამ საიდან იწყება ადამიანი , როგორც ქრისტიანი და ცოცხალი ნაწილი ეკლესიისა, ან ვინ უნდა მონაწილეობდეს ამ მართლაც რომ საკრალურ პროცესში, რატომღაც მხედველობის მიღმა გვრჩება ხოლმე.

სწორედ ბავშვობა განაპირობებს ჩვენს შინაგან პორტრეტს და ამიტომ პატარების მიმართ სიყვარულთან ერთად გარკვეული ცოდნა და დიდი წინდახედულებაც გვმართებს.

ვიმედოვნებთ, ეს მცირე წერილი ოდნავ მაინც დაგეხმარებათ იმ დიდ საქმეში, რასაც ყრმათა აღზრდა ჰქვია.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანს ფრთებთან ერთად ფესვებიც სჭირდება - საკუთარი ადგილი და სივრცე, რომელსაც აკონტროლებს და თავის პერსონასთან აიგივებს.

საკუთარი ტერიტორიის ცნება იმ მეცნიერებიდან მომდინარეობს, რომელიც ეტიოლოგიად იწოდება და ცხოველთა ქცევას შეისწავლის.

ბუნებაში ყოველ ცოცხალ ქმნილებას უცხო თვალისგან დაცული, მყუდრო კუთხე აქვს, იმის მიუხედავად, სამუდამო სამკვიდროა იგი მათთვის თუ დროებითი. ადამიანსაც სჭირდება ადგილი, სადაც გარეშე თვალისაგან განრიდებას, "ნიღბის მოხსნასა" და თავისუფლად ყოფნას შეძლებს... თუმცა საკუთარი სივრცე ოდენ ფიზიკურ ტერიტორიას როდი გულისხმობს. იგი ჩვენთვის ერთგვარი "საკუთარი ზონაცაა", რასაც ფსიქოლოგია პრივატულს უწოდებს და მასში ტერიტორიულის გარდა ხელშეუხებელ საგნებსაც მოიაზრებს, კერძოდ კი - ჩვევებს, გემოვნებას, ქცევებს, პირად ემოციურ მდგომარეობას და ა.შ.

სამსახურში თითქოს "გვათბობენ" საყვარელ ადამიანთა ფოტოები, რაც, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სივრცეს ჩვენს საკუთრებად აქცევს და თავს კომფორტულად გვაგრძნობინებს.

შინ ყოველ ჩვენგანს აქვს სივრცე და ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულად დამუხტულია, მაგალითად, მამის ადგილი მაგიდასთან, დედისეული წიგნები, უფროსი დის მაგიდა, ძმის სათამაშოები და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, უფროსები სწორედ იმ ბავშვურ მოთხოვნებს უგულებელყოფენ ხოლმე, რომლებიც მათ პირად თავისუფლებასა და სივრცეს გულისხმობს.

მშობლებთან დაშორების პროცესი
დედისგან განცალკევებას პირველად ყრმა ორი წლის ასაკიდან ცდილობს - ხან გაურბის მშობელს და ხან უბრუნდება და თან ტირის. ფსიქოლოგია განვითარების ამ სტადიას "წინდახედულების ანატომიად" მოიხსენიებს, როდესაც ბავშვი საკუთარ თავსაც ცდის და დედასაც, თუ რამდენად ძალუძს მასთან განშორება როგორც სივრცის, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

სამი წლის ასაკი მშობელთაგან გამოყოფის ოფიციალური, "ხმამაღალი" და მეტად ემოციური დასაწყისია, ბავშვის თვითშემეცნების ჩასახვისა და საკუთარი "მე"-ს დატოვების ხანა. ამ დროს პატარა ცდილობს, აბსოლუტურად დამოუკიდებლად წარმოაჩინოს თავი და საამისოდ პირად სივრცესაც კი თმობს. ამგვარი სწრაფვისას მისი ყოველი საქციელი, შესაძლოა, სრულიად დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც კი უფროსები სთავაზობენ. ამ მდგომარეობას ფსიქოლოგია "ნეგატივიზმს" უწოდებს და იგი კრიზისისთვის სახასიათო ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა. თუმცა, ამასთან, სოციალურ ხასიათსაც ატარებს და მხოლოდ უფროსებისადმია მიმართული.

მნიშვნელოვანია, რომ ნეგატივიზმის სტადიაში ყრმა საკუთარ სურვილებსვე ეწინააღმდეგება - შესაძლოა, უარი თქვას ტკბილეულზე, ჩაეჭიდოს ყინულს და დაჟინებით ამტკიცოს, რომ იგი ცხელია და ა.შ. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი პიროვნება უფროსებმა დაინახონ. ასეთ დროს პატარას პირადი სივრცის მოთხოვნილებას სრული სერიოზულობით უნდა მოვეპყროთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ნეგატივიზმი განსაკუთრებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მწვავდება, თუ უფროსები ვერ ამჩნევენ ან არ სურთ შეამჩნიონ ყრმაში გაღვიძებული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ტენდენცია და ცდილობენ, ურთიერთობის ძველი მოდელი შეინარჩუნონ.

თუმცა მუდამ შესაძლებელია იმგვარი გამოსავლის მოძიება, რომელიც ბავშვს თავს დამოუკიდებელ არსებად აგრძნობინებს, მშობლებს კი დაგეგმილ ქმედებებს ისე შეასრულებინებს, რომ დღის განრიგი შეინარჩუნონ. მაგალითისთვის, დილით, საუზმის მზადებისას დაეკითხეთ პატარას - კვერცხი ურჩევნია თუ ომლეტი? არჩევანი, რაღა თქმა უნდა, ილუზორულია, მაგრამ ბავშვს ეხმარება, თავი მნიშვნელოვნად და საჭიროდ იგრძნოს.

პირადი სივრცის საზღვრები
ნდობის პრობლემა და პატარა ადამიანის პირადი სივრცისადმი პატივისცემა განსაკუთრებულად დრამატულია ხოლმე. ჩვენ ხომ საკუთარ პირმშოთა კეთილდღეობაზე ვაგებთ პასუხს, თუმცა ეს გრძნობა ხშირად ცრუ განცდებს ბადებს - ჩვენთვის აუცილებელია, მათ შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ - რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ...

თუმცა ბავშვის პრივატული საზღვრების გადალახვა მათში ზემოთ ნახსენებ ნეგატივიზმს იწვევს, პატარა აგრესიული და ჩაკეტილი ხდება. როგორც ჩანს, ბავშვის მრისხანება სცდება მის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფაქტსა და იმ შიშის საზღვრებს, რომ ამა თუ იმ ცუდი საქციელის გამო გამოიჭერენ და დასჯიან...

KARIBCHEმათი მრისხანების საფუძველი სულ სხვა რამაა - საკუთარი ღირსების შელახვა, რადგან ამ ასაკშივე კარგად მოეხსენებათ, რომ თუ ვინმეს საკუთრებას ვეხებით, ამ აქტით მას უნდობლობასა და უპატივცემულობას ვუცხადებთ.

ჩვენი შვილების მორალურ ნორმებზე გავლენა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გრძნობენ, რომ მათ ინდივიდუალობას პატივს მივაგებთ. მშობლების მზრუნველობის საუკეთესო გამოვლენა იმაში მდგომარეობს, რომ შვილს საშუალება მისცეს, დამოუკიდებელ ქცევებში საკუთარი თავი აღმოაჩინოს და, ამასთან, მას ერთგვარი პასუხისმგებლობის განცდაც გადავცეთ.

რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ბავშვს რაღაც ისეთი უნდა შევთავაზოთ, რაც მისი საკუთრებაა და რის გაგებისა და საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოყენების უფლებაც მხოლოდ მას აქვს და რის გამოც პირადად აკისრია პასუხისმგებლობა.

აუცილებელია, რომ ყრმას, მით უფრო, მოზარდს, გააჩნდეს რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ მას ეკუთვნის და რისი გატეხა, ჩუქება და დაკარგვაც თავადვე შეუძლია და თან ამის გამო არავინ დასჯის.

სამწუხაროდ, პირადი სივრცის დაკარგვას უნებურად ვუწყობთ ხოლმე ხელს - ისე ვაწყობთ ჩვენს სამყოფელს, ბინას, რომ თან ყველას ეკუთვნის და თან - არავის. მსგავს სიტუაციაში პირადი სივრცე გამუდმებით იკვეთება... ადამიანი ნიადაგ მზად უნდა იყოს, დროულად აუქციოს გვერდი ამა თუ იმ პრობლემას, პასუხი გასცეს შეკითხვებს, შეასრულოს თხოვნა ან დასთანხმდეს ოჯახის წევრთა ჩანაფიქრს...

პირადი სივრცე რომ არ დაირღვეს, რამდენიმე მარტივ ხერხს უნდა მივმართოთ: ოჯახის წევრებს შორის უნდა დაიდოს უსიტყვო შეთანხმება, რომლის თანახმადაც თითოეულ მათგანს ბინაში გარკვეული ტერიტორია მიეკუთვნება. ყოველთვის არ არის იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულს ცალკე ოთახი გამოვუყოთ. საამისოდ პატარა კუთხეც საკმარისია...

რეზიუმე
პატარას შესაძლებლობა მიეცით, ორიდან ერთი შეარჩიოს, მაგრამ თავდაპირველად ორივე ვარიანტი თქვენ მიერ უნდა იყოს შერჩეული.

შესაძლებლობისამებრ, გამოუყავით პატარა ოთახი ან კუთხე, სადაც იგი სურვილისამებრ მოიქცევა - დახატავს, სათამაშოებს გაშლის და ა.შ. მოკლედ, მისთვის "ყველაფრის უფლება" მხოლოდ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე უნდა ვრცელდებოდეს.

დაე, თქვენი პატარა ფლობდეს პირად ნივთებს, რომელთა განკარგვის ექსკლუზიური უფლებაც მხოლოდ მას ექნება და რომელთა გამოც პერსონალური პასუხისმგებლობა დაეკისრება.

არ დაგავიწყდეთ, რომ როდესაც ვინმეს საკუთრებას ეხებით, მას უნდობლობას და უპატივცემულობას უცხადებთ.

ინტერნეტის მასალებზე დაყრდნობით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat