ქორწინებისას ორივე მეუღლეს განსჯის უნარი მოეთხოვება
ქორწინებისას ორივე მეუღლეს განსჯის უნარი მოეთხოვება
წერილები ოჯახურ ყოფაზე
მამა პაისი (ათონელი) სწერს დეკანოზ დიონისე ტაცისს
"ჯვარი პატიოსანი, 1-ელი იანვარი, 1974 წ.
საყვარელო ძმაო დიონისე, იდღეგრძელე! ბეთლემელმა ყოვლადწმინდა ყრმამ გაკურთხოს ამ ახალი წლის დამდეგს.

მივიღე შენი წერილი. მეკითხები, დაოჯახებული მღვდლებისა და ერისკაცების ცოლქმრულ ურთიერთობაზე წმინდა მამები რატომ არ იძლევიან ზუსტ განსაზღვრებასო. მამები ამას უმეტესად ჩვენს გონიერებას მიანდობენ, სწრაფვას, სულიერ მგრძნობელობას და თითოეულის შესაძლებლობას.

უფრო გასაგები რომ გახდეს, სამაგალითოდ მოგითხრობ ამბებს ცოლიანი მღვდლებისა და ერისკაცთა ცხოვრებიდან... მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც დაოჯახდნენ, გააჩინეს ერთი, ორი, სამი ბავშვი და შემდეგ სიწმინდით ცხოვრობენ. სხვებს ცოლქმრული სიახლოვე მხოლოდ ბავშვების გაჩენისას აქვთ, ზოგნიც თავს მხოლოდ მარხვების დროს იკავებენ და მერე კი შეეყოფიან ერთმანეთს. სხვები ამის ასრულებასაც ვერ ახერხებენ. არიან ცოლ-ქმარნი, რომელთაც შუა კვირაში აქვთ ურთიერთობა და საღმრთო ზიარებამდე სამი დღით ადრე და ზიარების მერე სამი დღე წმინდად ცხოვრობენ. ზოგიერთები აქაც წაიფორხილებენ. იმ მიზეზით, რაც მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ მოციქულებს მაშინვე უთხრა, - როგორც მე მომავლინა მამამ, ასევე მიგავლინებთ თქვენ. მიიღეთ სულიწმინდა, ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება, ხოლო ვისაც არ მიუტევებთ, არ მიეტევებაო. ცხოვრების მიზანი ისაა, რომ თითოეული თავისი სულიერი ძალების შესაბამისად, განსჯითა და გულმოდგინებით იღვწოდეს.

თავიდან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა უშლის ხელს, მაგრამ დროთა განმავლობაში ხორცი სუსტდება, სული ძლიერდება და თვით ცოლიანებიც იგემებენ ხოლმე მცირეოდენს საღმრთო ნეტარებიდან. მაშინ ადამიანები ბუნებრივი გზით განეშორებიან ხორციელ სიამოვნებას, რომელიც მათ თვალში არარაობად იქცევა. ასე იღვწიან ცოლიანები და მშვიდობიანი და მიხვეულ-მოხვეული გზით შედიან სასუფეველში, მონაზვნები იქ კლდეებზე ცოცვით და მწვერვალების დაძლევით შედიან.

ცოლთან ურთიერთობა მარტო შენი პრობლემა არ არის. მარტო შენ არა გაქვს უფლება მისი რეგულირებისა, ეს უნდა გადაწყდეს ურთიერთშეთანხმებით, როგორც გვამცნობს მოციქული პავლე. ძლიერი უნდა შევიდეს უძლურის მდგომარეობაში. ხშირად პირველი ნახევარი დათანხმდება თავშეკავებაზე, რომ მეორე არ გაანაწყენოს. ამ დროს ის შინაგანად იტანჯება. ეს უფრო ემართებათ ქალებს, რომელთაც ნაკლები ღვთის შიში და ენერგიული სხეული აქვთ. ხშირად ზოგიერთი ღვთისმოშიში ქმარი ცოლის თანხმობის შემდეგ დაუფიქრებლად აგრძელებს თავშეკავებას. მაშინ კი უფრო იტანჯებიან დედაკაცები, ნერვიულები ხდებიან... ქმრები თვლიან, რომ მათი ცოლები გაძლიერდნენ სათნოებებში, უფრო წმინდად ცხოვრება სურთ და მათთან ურთიერთობაში უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ შედიან. ამ დროს ქალებს მეტი საცთური და მეგობრებთან დაახლოების სურვილი უჩნდებათ. როცა ხდება დაცემა, მათ შერყვნილი სინდისი ტანჯავთ. ქმრებს უფრო მეტად წმინდა ცხოვრება სურთ, თუმცა ხედავენ, რომ ცოლები ამისთვის არ არიან განწყობილნი. აქ არის ფიზიკური მიზეზიც და დედაკაცურ ეგოიზმსაც აქვს გამართლება ისევე, როგორც ეჭვს, რომელიც უფრო სუსტებს ერევათ. ცოლი ხედავს, რომ ქმარს სულიერი ცხოვრება სურს და თავს ძალას ატანს, რომ მას აჯობოს.

მაპატიე, რომ სხვის ბაღში გადავედი, რამეთუ ბერის საქმე სკვნილის ტრიალია და არა ამგვარ თემებზე საუბარი, მაგრამ რომ არ გაწყენინო, მოგწერ იმას, რაც ვიცი და რის გამოც იტანჯებიან ჩვენი ძმები სოფელში და მტერს მოქმედების საშუალებას რა აძლევს.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ფიზიკური აღნაგობით თუ რამდენად ემსგავსება ცოლ-ქმარი ერთმანეთს. თუ ერთი სუსტია და მშვიდი, მეორე კი ენერგიული, საჭიროა უფრო ძლიერმა თავი შესწიროს სნეულს. თანდათანობით მისი დახმარებით სნეული გამოჯანმრთელდება და მაშინ ორივეს წინსვლა შეუძლია.

როგორც უკვე ვთქვი, განწმენდისთვის საჭიროა მოსაგრეობა, სწრაფვა და განსჯა. ამიტომაც თუ ამ საკითხს ნაკლებად სულიერად მივუდგებით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცოლიანებს ნაკლები ღვაწლი სჭირდებათ. ვფიქრობ, არასწორია, მხოლოდ იმისთვის დაქორწინდე, რომ ჭამო, სვა და ხორციელად ისიამოვნო. კაცს, ხორცის გარდა, სულიც აქვს. ხორცი უნდა დაეხმაროს სულს გაწმენდაში, კი არ უნდა დააქციოს.

ღმერთმა იცის თითოეულის ძალა და უნარი, რომელიც მათ მისცა და შესაფერისად მოსთხოვს. მე ყველა მიყვარს და მიხარია, როცა გულმოდგინედ იღვწიან, ოღონდ დანაშაულებრივი აბორტები და სხვა არ გაიკეთონ...
ქრისტესმიერი სიყვარულით - ბერი პაისი"

დეკანოზი დიონისე ტაცისი სწერს ცოლიან ძმას:
"ძვირფასო ძმაო, მსურს ჩემი შეხედულებები გაგაცნო იმაზე, რაც გაინტერესებს, ანუ ოჯახური ყოფის სხვა პრობლემებზე. ორივეს გვაქვს ამის გამოცდილება, ჩვენ ხომ ბედნიერნი ვართ იმით, რომ გვყავს ოჯახი, თანაც დიდი ოჯახი. ამიტომაც მჯერა, ჩემს სიტყვებს უსაფუძვლო და მშრალ ქადაგებად კი არ მიიღებ, არამედ ვითარცა სიყვარულისა და თანაგრძნობის სიტყვებს, რომელთა მიზანია, ქორწინების მიერ შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის გზა აჩვენოს.

შენთვის ცნობილია, რომ მორწმუნეებსაც ენგრევათ ოჯახი. ახალგაზრდები, რომლებიც ბავშვობიდანვე კატეხიზაციის სკოლებში დადიოდნენ, ჰყავდათ მოძღვარი, რომლებიც არასოდეს გაშორებიან ეკლესიას, ოჯახის შექმნისას ათასნაირ სირთულეს ეჯახებიან, განსაკუთრებით თანაცხოვრებიდან ორი-სამი წლის შემდეგ. მნიშვნელოვანია მათთვის ცოლქმრული თანაცხოვრებისა და ყრმათა შობის პრობლემა. ეს ძალზე მწვავეა.

ამ დროს ორი კატეგორიის საღვთისმეტყველო მსჯელობა ეჯახება ერთმანეთს. არიან მათ შორის მკაცრნი და მოუდრეკელნი, რომლებიც ამბობენ, ქორწინების მიზანი მხოლოდ ყრმათა შობააო და ცოლქმრულ სიახლოვეს კრძალავენ. უფრო მიმტევებელნი სულიერი მომწიფებისა და მონასტერში მოღვაწე ცხოვრების მერე ცოლიანებს სიყვარულითა და გაგებით იღებენ.

ეს თემა გაუანალიზებიათ ნიჭიერ მწერლებს, ღვთისმეტყველებს - სამღვდელოებას და ერისკაცებს, მაგრამ ვერ შეთანხმებულან. შეხედულებათა სიმრავლე ძალზე ურევს საქმეს, უწამლავს დაოჯახებულებს ცხოვრებას. ამიტომაც გულისყურით უნდა მოვუსმინოთ ეკლესიის ნუგეშისმცემელ ხმას, რომელიც უმთავრესად მოძღვრების ენით გვესაუბრება, წავიკითხოთ ის წიგნები და სტატიები, რომლებშიც თითოეული კერძო შემთხვევის შესაბამისი გადაწყვეტაა მოცემული. უნდა აღვნიშნოთ, ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა ცოლ-ქმრისთვის ერთნაირად არ გადაწყდება, უკეთესია, ვთქვათ, რომ არსებობს ამ პრობლემის გადაწყვეტის მრავალი ხერხი.

ჩემო ძმაო, შემდეგი მოსაზრებები გადაუჭრელს ვერ გადაჭრის, მაგრამ ცეცხლზე ნავთს არ დაასხამს... ეს აზრები წმინდად პირადულია და მშვიდად შეგიძლია მოიცილო, თუ უსაფუძვლოდ ანდა შენი სულიერი წყობის საწინააღმდეგოდ მიიჩნევ...

1. ვინც ოჯახური ცხოვრება ირჩია, მრავალი ვალდებულება იკისრა. იგი სამოთხის გზას გაირთულებს მისახვევ-მოსახვევებით, უცოლოები კი მთის ბილიკებზე მიცოცავენ. მეუღლეები სიყვარულით არიან დაკავშირებულნი. უთუოდ უნდა ითქვას, რომ ქრისტიანები ჩვეულებისამებრ ერთმანეთს ვიღაცის შუამავლობით გაიცნობენ ხოლმე. ამიტომაც ქორწინებამდე მათი ურთიერთგრძნობა ვერ ასწრებს განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ თვითონ ქორწინებამ უნდა გაზარდოს სიყვარული და განაგრილოს.

2. ქორწინებისას ორივე მეუღლეს განსჯის უნარი მოეთხოვება. სამწუხაროდ, ხშირად ქორწინება ცოლ-ქმრის ცხოვრებას პირქუშად აქცევს, რადგან აღზრდამ გარყვნა მათი შეგნება და სინდისი. ასეთნი მალე გაიყრებიან.

3. ზოგიერთს ჰგონია, ქორწინება მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას ნიშნავს. ასეთი ხალხი ოჯახურ ცხოვრებას ერთგვარად აგდებით უყურებს. ეს კი შეაძრწუნებს მეოჯახე კაცის სულს, რომელმაც (ოჯახის გარდა) სულიერი მოწამეობის ჯვარიც უნდა იტვირთოს. ქორწინებისას დაუშვებელია ქარაფშუტულად ისაუბრო აკრძალულ ხორციელ სიამოვნებაზე. ამით იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს დაოჯახებულები თავშეუკავებელნი ანდა გაუმაძღარნი არიან. მათ აქვთ სულიერი მუხრუჭი, ისინი თავს იკავებენ. მაგრამ ადვილი არ არის, მათ დამატებით თავშეკავებაზე ესაუბრო, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში იწყებენ გვერდითი, ანუ ქორწინების იქით კავშირების ძებნას. ეს ესმის და ამ სიტყვებს ხელს მოაწერდა დაოჯახებულთა უმეტესობა, რომლებიც ხშირად უფრო ძლიერ (ხორციელ) ბრძოლას განიცდიან, ვიდრე მონაზვნები. ვფიქრობ, კეთილგონიერი ქრისტიანი კეთილ საფუძველს ჩაყრის, თუ მარხვებს თავშეკავებაში გაატარებს. ეს მას დიდად დაეხმარება სულიერ ცხოვრებაში.

4. ქორწინების ჯილდო - ბავშვების დაბადებაა. მაგრამ არიან წყვილები, სადაც ეს შეუძლებელია. ვინ უპასუხებს მტანჯველ შეკითხვას, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებს: შეიძლება თუ არა ჰქონდეთ ცოლქმრული ურთიერთობა? მიჭირს ასეთი უკიდურესი შეხედულებების გაზიარება. ვფიქრობ, ეს შეუსრულებელია, ყოველ შემთხვევაში, დაოჯახებულთა დიდი უმრავლესობისთვის.

5. შეუძლებელია, ოჯახური ცხოვრების წვრილმანები ვიღაც მესამემ მოაწერიგოს. პრობლემების მეგობრებისთვის შეტყობინება საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ ტრაგიკულ და სასაცილო სიტუაციებს, მაგრამ ზოგიერთის სწრაფვა სხვებისთვის რჩევების მიცემისა, როცა არაფერს ეკითხებიან, სრულიად მიუღებელია. ცდებიან: ყველას ერთსა და იმავე რჩევას აძლევენ და ავიწყდებათ, რომ სამყაროში არ არის ორი ერთნაირი ადამიანი ერთნაირი ხასიათითა და ერთნაირი გასაჭირით.

6. ქრისტიანის ქორწინება მტკიცე უნდა იყოს. ვშიშობ, ზოგიერთი ერის ადამიანი წარგვემატება სიყვარულში, ანუ ისინი ერთმანეთთან უფრო მეტად მტკიცედ არიან შეერთებულნი, ვიდრე ჩვენ, ქრისტიანები, ხშირად გულგრილები და გულცივნი.

7. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ისეთ შეხედულებას, თითქოს ბავშვების გაჩენა საჭიროა ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად. არც ერთი მშობელი არ ფიქრობს, რომ შვილებს ქვეყნის მოსახლეობის გასაზრდელად აჩენს, ანდა სამშობლოს უსაფრთხოების დასაცავად ჯარში სამსახურისთვის. ასე შეიძლება უცოლოებმა ილაპარაკონ და არა ოჯახის ხალხმა. ისინი ლოცულობენ, შვილები კეთილი ქრისტიანები გახდნენ, ღირსეული სამღვდელონი და ღვთისმოშიში მონაზვნები, წმინდანები.

8. ქორწინებაზე ზოგი რამ წარუმატებლად არის დაწერილი, რამეთუ მათი არგუმენტები მყიფეა. მათი ავტორები იყენებენ ადგილებს წმინდა წერილიდან და მამების გამონათქვამებს, რომლებიც თემას არ შეესაბამება. მათი გამოცდილება გონებაჭვრეტითია, უბრალოდ, ცდილობენ, წმინდა ტექსტებს დაეყრდნონ. მოვიყვან ერთ მაგალითს: ერთმა ავტორმა დაასკვნა, რომ თითოეული ქრისტიანი, რომელსაც თავისი მიზეზით არ ჰყავს ბევრი შვილი, საუკუნო სასჯელისთვის არის განწირული, რამეთუ ჯოჯოხეთში გაიგზავნებიან უსამართლონი და ცოდვილნი. ავტორს ამის დასტურად ბევრი მონაკვეთი მოჰყავს, მაგრამ სინამდვილეში ვერ იპოვი ადგილს, სადაც განიკითხავენ მცირეშვილიანებს ანდა კრძალავენ ქორწინებისას ცოლ-ქმრის ურთიერთობას.

9. ეკლესიის მრავალშვილიანობით დაინტერესება წმინდა თეორიულია, ამიტომაც ის არ მოუწოდებს ცოლ-ქმარს, აუცილებლად მრავალშვილიანები იყვნენ. ცირკულარებიც ვერ გადაწყვეტენ პრობლემას. ისინი თვითონ მათ შემდგენლებზე ახდენენ შთაბეჭდილებას. შედეგი - ნულის ტოლია, ჩვენ გვინდა საქმე და არა თეორია.

10. როცა მღვდელს ოჯახში მიიწვევენ ყრმათაშობის პრობლემების განსახილველად, ის საქმეს ძალზე გონივრულად უნდა მიუდგეს. მას არ შეუძლია, ცოლ-ქმარს მოსთხოვოს, ერთ-ორი ბავშვის გაჩენის შემდეგ შეჩერდნენ. ასევე არაა სწორი, ათი ბავშვის გაჩენა ურჩიოს და ამტკიცოს, ეს ღვთის ნებააო. მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. ცოლ-ქმარმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ყრმათაშობის საკითხი. როცა ერთი მეუღლე მეორეს აიძულებს, მაშინ არ არის მათ შორის სიყვარული, თუნდაც ოჯახში ბევრი ბავშვი ჰყავდეთ. და პირიქით, როცა ბავშვები სოფელს თბილი ლოცვისა და მშობლების სურვილის შემდეგ მოევლინებიან, ყველაფერი იცვლება. ეს იდეალური შემთხვევაა.

11. მშობლების შიში ეკონომიკური შეჭირვების გამო ბავშვების არგაჩენისა, ვფიქრობ, მათი სულიერი ზრდის მიხედვით გაიფანტება: მათ ღვთის იმედი უძლიერდებათ მეორე, მესამე და შემდეგი ბავშვის გაჩენის მერე.

12. ბევრი მორწმუნე წყვილი საშინელ სიტუაციაში ხვდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ნახეს ხელის გამმართავი. ისინი უძლურდებიან და ხშირად სასოწარკვეთამდე მიდიან.

დავასრულე ეს წერილი, სადაც მხოლოდ ცალკეული შეხედულებებია გამოთქმული ქორწინებასა და ყრმათაშობაზე და გავიფიქრე, რომ ზოგიერთმა შეიძლება არასწორად გაიგოს და განმარტოს იგი. ისინი, ვინც ცოლქმრული ცხოვრების პრობლემებს მოძღვრის თვალით განიხილავენ, ვფიქრობ, დამეთანხმებიან. ჩვენთვის ადვილია ქორწინების ათასნაირი პრობლემის ერთი და იმავე რეცეპტით "გადაწყვეტა". სინამდვილეში კი მათ ერთმანეთში ვხლართავთ. როგორც არ შეიძლება ყველა ხორციელ სნეულებას ასპირინით ვუმკურნალოთ, ასევე არ გადაწყდება ქორწინების პრობლემები საერთო მეთოდებით.

ახლა, როცა ამ წერილს ვასრულებ, მეზობელი ოთახიდან მესმის ჩემი ერთი ვაჟის სიმღერა, მეორის ხველება, რომელიც ლოგინში გრიპს ჩაუწვენია, მესამე ოთახიდან სამი ქალიშვილის შეწყობილი ღიღინი. კაბინეტში კი საკერავი მანქანა რახრახებს. შესაძლოა, ეს სურათი მოგეწონოს, ანდა პირიქით, შეგაძრწუნოს. ყველაფერი ეს ოჯახური ცხოვრების პერიპეტიებია. იყავი ჯანმრთელი.
ქრისტესმიერი სიყვარულით - დეკანოზი დიონისე ტაცისი,
კონიცა, ოქტომბერი, 1992წ."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat