ამას უყურებს ჩვენი ახალგაზრდობა
ამას უყურებს ჩვენი ახალგაზრდობა
ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ თავისუფალი არჩევანის გაკეთება მანამ, სანამ მათ გვერდით ვართ და შეგვიძლია მიმართულება მივცეთ
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ღვთის ხატების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება პიროვნული თავისუფლებაა. ბავშვები ღმერთსა და ცხოვრებაზე თავისი წარმოდგენების დახარისხებისას იგებენ, რომ თავისუფლება სულიერი აუცილებლობაა და მათი სულის ინსტინქტი მოითხოვს თავისუფლებას, თუმცა თავისუფლება ყოველთვის კეთილგონივრული არ არის.

დღეს ერთობ აქტუალური გახდა მსჯელობა ბავშვებში გახშირებული ძალადობის შესახებ. არაფერზე ისე ბევრს არ ლაპარაკობენ, როგორც თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. მაგრამ რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება?

წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "თავისუფლება ადამიანებმა ნერგივით უნდა გამოიყვანონ. მხოლოდ უმეცარნი აიგივებენ თავისუფლებას შეუზღუდავ თვითნებობასა და დაუსჯელ კადნიერებასთან...

თავისუფლება აბრეშუმს ჰგავს, რომელიც იოლად ბინძურდება ან რძეს, რომელიც მალე მჟავდება უსუფთაო ჭურჭელში... თანამედროვე თავისუფლება გაღატაკებული და დაზიანებულია ჭეშმარიტების თანადგომის გარეშე".

საუბედუროდ, თავისუფლებას უმთავრესად ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად ვიყენებთ. პავლე მოციქული ბრძანებს: "თავისუფლებისთვის ხართ, ძმანო, ხმობილნი; მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ჰმონებდეთ ურთიერთას" (გალ. 5,13).

ყველა დროის პედაგოგიკის ამოცანაა თავისუფალი, ინტელექტუალური, შეგნებული და პატიოსანი თაობის აღზრდა, რომელიც თავისუფლებას გაიგებს, როგორც სიწმინდეს, წარმოუდგენელს ჭეშმარიტების გარეშე.

"მხოლოდ ასეთი გონებითა და გულით გაღვიძებული" თაობა გაუძღვება იმ "სულიერსა და ხორციელს პატარა მოედანს, სადაც ერის უმრავლესობა სულს იბრუნებს, სულითა და ხორცით იღვწის და მოქმედებს" (ილია).

გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი.

- ქალბატონო ქეთევან, რას გულისხმობს თავისუფალი პიროვნების აღზრდა?

- თავისუფლება არ ნიშნავს "აკეთო ის, რაც გსურს". ნეტარი ავგუსტინეს ცნობილი გამონათქვამი: "გიყვარდეს და აკეთე, რაც გსურს", სინამდვილეში ნიშნავს "გიყვარდეს ღმერთი და აკეთე, რაც გსურს". სიყვარული ღვთისადმი - ფარიცაა, თავდაცვის საშუალებაც და სინანულის საწინდარიც. პიროვნება მაშინაა თავისუფალი, როდესაც შეუძლია თავისი ნების მართვა; როდესაც მისი ნება ღვთის ნებას ეთანხმება. ამ დროს ხდება სინერგია. ადამიანის არსებაში ისადგურებს წესრიგი, ჰარმონია, სული სულ უფრო სრულყოფილი და ღვთაებრივი ხდება, რადგან მას გაცნობიერებული აქვს, რა სურს, რატომ სურს. ქრისტიანული სწავლების თანახმად, თავისუფლების მიზანი უფლისა და მოყვასის ნებაყოფლობითი სიყვარულით მსახურებაა. მონობაც პატრონის მსახურებაა, მაგრამ არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულებითი, პიროვნული ღირსებისა და პასუხისმგებლობის გარეშე. ყველა დროის პედაგოგიკის ამოცანა იყო და არის თავისუფალი პიროვნების და არა მონის აღზრდა. მონა არ არის პიროვნება, ის არ ასრულებს თავის ნებას. თავისუფლებაში დევს შემოქმედებითობა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანმა უნდა შექმნას, გამოწვრთნას საკუთარი ხასიათი. მას აქვს გონება, რომლითაც უნდა განსაჯოს, რა არის კარგი და რა - ცუდი და შემდეგ საკუთარი ნების ძალისხმევის შედეგად ცნობიერად გააკეთოს არჩევანი, თუ რა გზით წავიდეს.

ბავშვებს აუცილებლად უნდა ვასწავლოთ თავისუფალი არჩევანის გაკეთება მანამ, სანამ მათ გვერდით ვართ და შეგვიძლია მიმართულება მივცეთ. ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით სადავე უნდა მივუშვათ. მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა ჩვენი შვილების თავისუფლებამ შეიძლება შეგვაშფოთოს. დედა მაგდალინა ამბობს, - "ეს შეშფოთება მსგავსია ღმერთის თანამგრძნობი მოწყალებისა, რომელმაც შესაქმის "რისკი" გასწია". მოზრდილის ძალით შეკავება უფრო ადვილია, მაგრამ ნაკლებ ეფექტიანი, ვიდრე თანაგრძნობა. მოზარდი ბუნებრივად ესწრაფვის თავისუფლებას, მაგრამ შეზღუდვათა გარკვეული ფარგლები იცავს მას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ის პატივს სცემს მშობლებს და ენდობა მათ. როდესაც მშობლები შვილების მიმართ მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენენ, ბავშვებს გული უცივდებათ ყველაფერ იმაზე, რაც მათ მშობლებს სწამთ. ამიტომ ძნელია სამეუფო გზის პოვნა ბავშვების სრულ დამოუკიდებლობასა და მათ გადამეტებულ შეზღუდვას შორის.

მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ იძულებული ვიქნებით, მოზარდს თხოვნაზე უარი ვუთხრათ, უნდა მოვუსმინოთ მათ, რათა იგრძნონ, ნებას დავრთავდით, ამას რეალური მიზეზები რომ არ უშლიდეს ხელს. ჩვენი ამოცანაა, დავანახოთ და გავაცნობიერებინოთ ბავშვს არსებული სინამდვილე (ავი და კარგი), არჩევანი კი თავად გააკეთოს.

- ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაში უამრავი ფაქტორი მონაწილეობს: ოჯახი, გარემო, სკოლა, მასმედია, კლიმატი, რელიგია, სოციალურ-პოლიტიკური წყობა, გენეტიკური მონაცემები... როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა საკუთარი ხასიათი აღზარდოს თავისუფალი ნების მოქმედებით?

- აღზრდა იმისთვისაა მოწოდებული, რომ შეცვალოს და დაადგინოს ადამიანის ზნეობრივი ტემპერამენტი. ფილოსოფოსი ჯონ ლოკი ამბობს: ბავშვებს შორის განსხვავება არის, მაგრამ არა ისეთი, რომ აღზრდა ვერ მოერიოსო. ადამიანის ხასიათს წინასწარ აპირობებს გარკვეულ მიზეზთა ერთობლიობა. მათ შორის ძლიერი ზეგავლენა აქვს მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ, თანშობილ ტემპერამენტს, რომელიც სულზე ორგანულ ზემოქმედებათა შედეგია. გარდა იმისა, რომ გენეტიკური ხასიათი შთამომავლობით გადაეცემა, ამ მოვლენას ხელს უწყობს სხვა მრავალი გარემოებაც: ჩვილი, რომელიც იზრდება გარკვეულ ოჯახურ გარემოში, ითვისებს გარშემომყოფთა აზრებს და პირველ შთაბეჭდილებებს. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს ახალდაბადებულს უკვე გააჩნდეს გარკვეული ხასიათის რაიმე მონაცემი; მასში მხოლოდ იმის შესაძლებლობაა, რომ შეითვისოს ერთი ხასიათი უფრო, ვიდრე მეორე. პირობები პიროვნებას უმუშავებს უნარს - ადვილად მიიღოს ერთი გარკვეული ხასიათი და ძნელად - მეორე.

თვით ზნეობრივი აღზრდის შესაძლებლობა გვიჩვენებს, რომ ბუნებრივ მიდრეკილებათა გავლენა მაინც გარდაუვალია. აღზრდის შედეგად უნდა გარდაიქმნას ბუნებრივი ადამიანი. ადამიანის ხასიათი ყალიბდება თავისუფალი ქმედებით. ამდენად, იგი შეძენილია.

- რა როლი აკისრია ოჯახს, სკოლას თავისუფალი პიროვნების აღზრდის საქმეში?

- ოჯახურ ტრადიციას უდიდესი როლი ეკისრება. ადამიანის ზნეობრიობა ოჯახიდან მოდის. ბავშვის პირველი მასწავლებელი მშობელია. მან უნდა აუხსნას ბავშვს, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება. ამიტომ, უპირველესად, მშობელს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ბავშვის თავისუფალი აღზრდის პედაგოგიური ასპექტები. მაგალითად, რა შემთხვევაში დასაჯოს ბავშვი. ბავშვი უნდა დაისაჯოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ხვდება, რა არის სასჯელი. ყველაზე დიდი სასჯელი ადამიანისთვის ღვთისგან განდგომაა. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად მიწიერი სასჯელის უფრო გვეშინია. უნდა გვახსოვდეს, რომ თვითნებობა არღვევს ჰარმონიას ღმერთსა და ადამიანს შორის. ჰარმონიის არარსებობა არაა ღვთის შურისძიება. როცა ამ დროს ღმერთი "გვსჯის", გამოფხიზლების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ უნდა ვკითხოთ ბავშვს, რომელს აირჩევს: დასაჯოს ღმერთმა და ამით გადარჩენის საშუალება მისცეს თუ არ დასაჯოს და დაივიწყოს? სწორედ ამიტომ მშობელი სჯის შვილს ცუდი საქციელის გამო, რათა გამოსწორდეს, დაჭკვიანდეს.

აღზრდის პროცესში მშობელმაც და მასწავლებელმაც უნდა გაითვალისწინონ ბავშვის გენეტიკური მონაცემები, პიროვნული თავისებურებები. მასწავლებელმა უნდა იცოდეს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური ინტელექტუალური შესაძლებლობები. ბავშვებს ახალი ინფორმაციის და ჩვევების მიღება-ათვისების განსხვავებული უნარი აქვთ. მასწავლებელმა მაშინ უნდა შეაქოს ბავშვი, როცა ხედავს, რომ ის მთელი ძალით ცდილობს გააკეთოს ის, რაც შეუძლია და არა მაშინ, როდესაც სხვებს ჯობნის. უწმინდესი ხშირად ბრძანებს, რომ ჩვენს ახალგაზრდობას სკოლამ უნდა ასწავლოს ანალიტიკური აზროვნება. ეს ის აზროვნებაა, რომელსაც მოითხოვს ადამიანთა გონივრული ცხოვრება. იგი ემსახურება ჭეშმარიტების ძიებას. მაცხოვარი ბრძანებს: "სცანით ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს თქვენ". სკოლამ ბავშვს უნდა განუვითაროს თანდაყოლილი ანალიზის, ინდუქციის, დედუქციის უნარი. როგორც აზროვნება ვითარდება, ასევე ვითარდება მორალური შეხედულებებიც. ფასეულობათა იერარქია ანალიზის, აზროვნების შედეგად ყალიბდება. მერე კი ამ ღირებულებების ცხოვრებაში გასატარებლად საჭიროა ძლიერი ნება. ამიტომ ნებისმიერი საგნის შესწავლა უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ანალიზით; ემოციურად, ინტელექტუალურად ჯანსაღი თაობა რომ გაიზარდოს, მასწავლებელმა ბიძგი უნდა მისცეს ბავშვის აზროვნების განვითარებას. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. დღეს ჩვენში პოპულარობით სარგებლობს ამერიკული ფსიქოლოგია, რომელიც უფრო მეტად იკვლევს სწავლის ეფექტებს, მეხსიერებას. ევროპული - აზროვნების, ინტელექტის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. ის კი არ უნდა იყოს მთავარი, თუ რამდენად მდიდარი იქნება ბავშვის ცნობიერება, არამედ ის, თუ რას მოიფიქრებს, რა ამოცანას გადაწყვეტს. გაკვეთილი მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კამათის ფონზე უნდა მიდიოდეს. ილია ჭავჭავაძე სკოლის უმთავრეს დანიშნულებად სწორედ ამას ხედავდა; "სკოლამ ბავშვს უნდა აუხილოს გონების თვალი, გაუჩარხოს გულისყური, გაუწვრთნას და კეთილად მოუმართოს გრძნობა, შეაჩვიოს მოზარდის ჭკუა-გონება მართლმსჯელობასა და თვითმსჯელობას". როდესაც აღსარებას ვამბობთ, ფაქტობრივად ვაანალიზებთ ჩვენს ცხოვრებას, საკუთარ თავს განვსჯით. ტყუილად როდი ჰქვია აღსარებას "საკუთარ თავთან ანგარიშის გასწორება". ეს კი ანალიზის, განსჯის უნარზეა დაფუძნებული.

- ხშირად მოზარდს საკუთარი "მე"-თი, ეგოისტური მოთხოვნილებებით გატაცებას საძრახის საქციელად რომ უთვლიან, ეს მას თავისუფლების შეზღუდვა ჰგონია...

- რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა განახორციელოს თავისი "მე", მაგრამ ის არ უნდა მოახვიოს სხვებს თავზე და ამასთანავე, უნდა დაემორჩილოს უმაღლეს მორალურ ფასეულობებს. სწორედ ეს არის თავისუფლება და არა ის: "ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის თავისუფლება". თუ ადამიანმა თავისი "მე" ჩაკლა, ის ვერასოდეს შეძლებს თვითრეალიზაციას. ამას მოსდევს ათასგვარი კომპლექსი, ფსიქიკური პრობლემები. "მე" ღვთისგან ბოძებული რამ არის, რომელიც უნდა იპოვოს და დაარეგულიროს, სხვისი "მე" არ უნდა დააზარალოს. აღზრდის ამოცანაც სწორედ ეს გახლავთ. პირადი ინტერესების დაქვემდებარება საზოგადოებრივისადმი, საკუთარი მიზანსწრაფვის დამორჩილება საქვეყნო საქმეებისადმი - ასეთი გახლდათ ილია ჭავჭავაძის რწმენისა და საქმიანობის კრიტერიუმი: "ჩვენი ცხოვრება ერთს წუთსავე მოისპობოდა. ეს კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი "ჩვენ" წარმოდგებოდა ხოლმე, მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს "მე"-ს უკან დააყენებდა".

- ჩვენ ცხოვრებაში სერიოზული პრობლემების დასაძლევად, სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად ვემზადებით. ხშირად მშობლები, ზედმეტი მზრუნველობის გამო, ინიციატივას ართმევენ ბავშვს, თავისუფლად მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. რამდენად უშლის ეს ხელს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას?

- როდესაც მშობელი შვილს ყველა ნაბიჯზე უგვარებს პრობლემებს, მას მოხუცებულსაც კი აღარ შეუძლია დამოუკიდებლად რამის გადაწყვეტა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც მეორე უკიდურესობაა კარგი, როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე მინდობილი, თავდაჯერებული სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. ნათქვამია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. სამწუხაროდ, დღეს დაჩქარდა ცხოვრების ტემპი, ბევრი ფიქრის დრო არც გვაქვს. საჭიროა, როგორც უწმინდესი ბრძანებს, სწრაფი რეაგირების კულტურა. თუნდ საგამოცდო ტესტების მთელი სირთულე სწორედ ისაა, რომ ბავშვმა მცირე დროში უნდა გააკეთოს ბევრი.

ხშირად მშობლები შვილებს თვითონ უგეგმავენ პროფესიას, მიდრეკილებების გაუთვალისწინებლად, იმის მიხედვით, თუ რომელი ცოდნა უფრო სარფიანად იყიდება. ჩვენ შვილებს არ ვაძლევთ თავისუფალი არჩევანის საშუალებას.

- სამწუხაროდ, ბავშვებს კარგად არ ესმით თავიანთი უფლება-მოვალეობანი და არცთუ იშვიათად აჭარბებენ კიდეც თავიანთ უფლებებს...

- მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ, რისი უფლება აქვს ბავშვს. რა თქმა უნდა, ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ჭერი, მზრუნველობა, სითბო, უფროსების სიყვარული, მაგრამ ამავე დროს მას სჭირდება მეთვალყურეობა, კონტროლი, გაკიცხვა, ოღონდ სიყვარულით და დაყვავებაც, ოღონდ გადაუჭარბებლად. პედაგოგსა და მოსწავლეს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რისი თქმის უფლება აქვს და რისი არა. უფროსის მითითება უნდა გაიგოს, უფროსის პატივისცემა უნდა ჰქონდეს. ამასთან, უფროსებმაც პატივი უნდა სცენ ბავშვის პიროვნებას, ხელი შეუწყონ ბავშვის კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს ბავშვს დაეხმარება თუნდაც იმაში, რომ უკრიტიკოდ არ მიიღოს ვიღაცის ნათქვამი, რომ თითქოსდა ყველაფრის უფლება აქვს. თუ არასრულწლოვანს ექნება ყველა აზრის საკუთარ პრიზმაში გატარების უნარი და ჩამოყალიბებულ ღირებულებათა სისტემა, თავად განსაზღვრავს სწორ არჩევანს. უპირველესად, მათ უნდა მოძებნონ და თვითონ მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.

- რას იტყვით "სქესობრივ აღზრდაზე", რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ასეთ "განათლებას"?

- უპირველესად, მასმედიის უარყოფით გავლენაზე მოგახსენებთ. უკვე ჩვეულებრივი რამ გახდა ის, რაც მასმედიის თავისუფლებად საღდება: სისხლი, ძალადობა, ურცხვი სცენა, ბილწსიტყვაობა... ამას უყურებს ჩვენი ახალგაზრდობა. უწმინდესი ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს: "ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ თავის ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად, თავადაც იმეორებენ იმასვე, ჩვენს თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი, პასუხისმგებლობას კი არავინ გრძნობს".

ყველაფერი ეს იმ აგრესიის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც მიმართულია ზნეობისა და სულიერების წინააღმდეგ. ძალიან საშიშია სექსუალური მოხმარების იძულება, რომელიც "განათლების ინდუსტრიიდან" მომდინარეობს. ეს ინდუსტრია ზეწოლის ქვეშ აქცევს მოზარდებს. უნერგავს აზრს, რომ ყველა უნდა ისწრაფვოდეს სექსისკენ. სექსუალური თავისუფლება საბოლოო ჯამში ბიზნესის, ფულის კეთების თავისუფლებაა. განათლების სამინისტროს მიერ დამხმარე სასწავლო მასალებისა და თვალსაჩინოების კატალოგში შეტანილი "იუმორითა" და "დემოკრატიულობით" დაწერილი ე.წ. სახელმძღვანელო "მხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ", მაპატიეთ და, უფრო მრუშების აღსაზრდელად განკუთვნილ "საგანმანათლებლო" წიგნს ჰგავს, ვიდრე ნორმალური, ჯანსაღი ბავშვებისთვის აუცილებელ სახელმძღვანელოს.

მოზარდის სქესობრივი აღზრდა ძალზე დელიკატური, სათუთი საკითხია. ვერავითარი სახელმძღვანელო, განსაკუთრებით კი ისეთი, რომელსაც სთავაზობენ ჩვენს ბავშვებს, ვერ შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რასაც ჯანსაღი სქესობრივი აღზრდა გულისხმობს: შინაგანი მოწიფულობისა და მონოგამიური ურთიერთობებისთვის - ქორწინებისთვის - მზადყოფნას. მხოლოდ და მხოლოდ მაღალსულიერი აღზრდით, ეკლესიური ცხოვრებით არის შესაძლებელი ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat