ბავშვებმა მოჩხუბარნი არ უნდა დაგინახონ
ბავშვებმა მოჩხუბარნი არ უნდა დაგინახონ
ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ბავშვებს, კარგა ხანია, ვეღარ ვაკონტროლებთ
განსაცდელებით, საცთურებით აღსავსე დრო დაგვიდგა ქრისტიანებს. თავს ვინ ჩივის, ისაა საფიქრალი, როგორ გავზარდოთ ბავშვები, ჩვენი შვილები, როგორ ავარიდოთ ეშმაკის მიერ ადამიანთა სულების მოსანადირებლად დაგებულ მახეებს. ამაში ალბათ დაგვეხმარება ძველი და თანამედროვე ღირს მამა-დედათა რჩევები, დარიგებები, თავგადასავლები.

მამა პორფირე ათენელის (+1991) სულიერი შვილი დაორსულდა და გახარებული ცოლ-ქმარი კურთხევისთვის მოძღვართან მივიდა. ღირსმა მამამ მიულოცა ღვთის დიდი წყალობა და ტკბილად დაარიგა: - თუ შვილის და საკუთარი თავის ბედნიერება გინდათ, ჩემი ნათქვამი კარგად დაიმახსოვრეთ და ზედმიწევნით შეასრულეთ. ასობით მშობელი თვალცრემლიანი მევედრება, დავეხმარო მათ შვილებს, რადგან ისინი ცუდ წრეში მოხვდნენ, ხმარობენ ნარკოტიკებს, ლანძღვა-გინებით იკლებენ მშობლებს, სთხოვენ ფულს, ბანქოში ან სხვა აზარტულ თამაშში რომ დახარჯონ. თუ მშობლებს არაფერი აქვთ მისაცემი, სცემენ! საქმე იქამდე მიდის, რომ მშობლები წყევლიან იმ დღესა და საათს, როცა ისინი ამქვეყნად მოავლინეს.

მინახავს სისხლის ცრემლებით მტირალი მშობლები. ისე შეურაცხყოფენ შვილები, რომ მათ ხალხში გამოჩენისა რცხვენიათ. როცა ვეკითხები, - თქვენ რას აკეთებთ მათ გადასარჩენად-მეთქი, ერთსა და იმავეს მპასუხობენ: - ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ბავშვებს, კარგა ხანია, ვეღარ ვაკონტროლებთო.

ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან ბავშვობის წლებში არაფერი გაუკეთეთ შვილებს, მათ წამოზრდას ელოდით - მერე აღვზრდითო, ახლა უარესს ელოდეთ.

ბავშვი ცომივითაა. რბილი ცომი ადვილია გამოსაძერწად, პატარა ბავშვი იოლად გამოსწორდება და გაიწვრთნება. ახლაღა გაგახსენდათ, რომ ბავშვები გყავთ, უფრო სწორად, თავი შეგახსენეს თავიანთი საქციელით. რაიმეს შეცვლა გვიანია.

ბავშვის აღზრდა უნდა იყოს ანი და ჰოე მშობლებისთვის. შვილის ცუდად აღმზრდელი მშობლები ყველაფერში მარცხდებიან. უამრავი მშობელი სიცოცხლეს ფულის დაგროვებას უძღვნის, არაფერს აკეთებს შვილის აღსაზრდელად, ხელს უწყობს მათ უსაქმურებად, ზარმაცებად და დამნაშავეებად ჩამოყალიბებას. ბავშვებისგან დამნაშავეებს ქმნიან. უკეთური კაცის ხელში ფულს ბოროტება მოაქვს, აგრეთვე უქონელთათვისაც - პირველი მოისყიდის მეორეს და თავისი უკეთური მიზნებისთვის გამოიყენებს. ნათქვამია, ფული სინდისს რყვნისო. ფული კაცს აფუჭებს, ნებას აძლევს სხვებს, მოისყიდონ მისი სინდისი. განა იუდამ ქრისტე ფულის გამო არ გასცა? ეს საკმარისი არგუმენტია ფულის გამხრწნელი როლის დასამტკიცებლად. ვინც ბავშვს რწმენით არ ზრდის, ვის ქმნის მისგან? იუდას და ვაი ასეთ მშობლებს! ისინი საუნჯეს მიწაზე აგროვებენ და სრულ გულგრილობას იჩენენ ზეციური სამეფოს მიმართ. ისინი მატერიალურ სიმდიდრეს აგროვებენ აქ, მიწაზე, მაგრამ არ ძალუძთ მათით საკმარისად ინეტარონ, არც მათ ცუდად აღზრდილ შვილებს, რადგან ისინი ყველაფერს გაფლანგავენ - შენახვა უფრო ძნელია, ვიდრე შეგროვება!

აქედან გამომდინარე, ბავშვის აღზრდა არ იწყება იმ დროიდან, როცა ჩვენ გვინდა ანდა როცა ჩვენთვის მოსახერხებელია. ბავშვის სწორად აღზრდისათვის უნდა დაემთხვეს ორი რამ: შვილების მიმართ მშობლების აღმზრდელობითი ვალის შეგრძნება და ბავშვის აღზრდისთვის კეთილსასურველი დრო. ეს კი ემთხვევა მის ჩასახვას.

შვილზე მშობლების ზრუნვა მისი მუცლად ყოფნიდან იწყება! როგორ უნდა აღვზარდოთ ემბრიონი, ბავშვი, რომელიც დედის მუცელში იმყოფება? ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. ვინც ის ჩასახა, მას ყველაფერი შეუძლია! განა არსებობს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე ბავშვის ჩასახვის საიდუმლოა? რა თქმა უნდა, არა!

ამიტომაც უნდა მივმართოთ უფალს და გულმხურვალედ ვთხოვოთ ლოცვებში, რომ სრულყოს ჩასახული ყრმა ფიზიკურად და სულიერად. სულიწმინდის მადლი კი ორივეზე მოქმედებს: დედაზეც და ჩვილზეც. მაგრამ ამით ჩვენი ლოცვები არ უნდა შეწყდეს, პირიქით! ბავშვის დაბადების შემდეგ, მის ზრდასთან ერთად, უნდა გაიზარდოს.

შვილის სწორად აღზრდა მთლიანად უფალს უნდა მივანდოთ და ბავშვი გზას არ აცდება. მამა პორფირემ ერთი მშობელი ასე დაარიგა: ნუ დათრგუნავ შვილებს. თუ მათთვის რაიმეს თქმა გინდა, ილოცე და ისე უთხარი. ბავშვებს ლოცვა არ ესმით, მაგრამ როცა ღვთის მადლი გადმოდის და განანათლებს ყრმებს, მათ უკვე ესმით ის, რისი თქმაც გსურდათ. შვილებისთვის სათქმელი ჯერ ღვთისმშობელს უთხარი და ის ყველაფერს მოაგვარებს. შენი ლოცვა მათთვის იქნება წყარო ცხოველსმყოფელი, სულიერი ალერსი, რომელიც მიიზიდავს და ჩაიხუტებს პატარებს. ზოგჯერ მათ ვეალერსებით, მაგრამ ისინი გვეწინააღმდეგებიან, სულიერ ალერსზე კი უარს არასოდეს იტყვიან.

მძიმე ხასიათის და უხეში ბავშვების მშობლები შვილებს ნუ დაადანაშაულებენ, არამედ დაადანაშაულონ ის, ვინც მათ ზურგს უკან დგას - ეშმაკი. ეშმაკს კი მხოლოდ მაშინ შეგვიძლია შევებრძოლოთ, როცა თვითონ გავხდებით წმინდანები.

ერთხელ მამა პორფირეს ღვთისმოშიშმა ცოლ-ქმარმა შესჩივლა: - ბიჭი გაგვეზარდა და დიდი გასაჭირიც დაგვადგა - შინ გვიან ღამით მოდის, არ გვიჯერებს... ცუდ წრეს დაუახლოვდაო. "ასეთ შემთხვევაში დადუმდით, - უთხრა მათ ღირსმა მამამ, - დაფარეთ თქვენი "ღვთისმოშიშება". ნუ გააღიზიანებთ მას. ეს ის მომენტია, თითქოს თქვენ "კარგად ხართ ჩაცმული", ის კი კონკიძველაშია გამოწყობილი. ეს "ღვთისმოშიშება" აღაგზნებს და განაშორებს მას თქვენგან".

მამა პორფირე ამბობდა: ნუ გააღიზიანებთ შვილებს. მათი უძლურება მშობლების ბრალია. ისინი აბეჩავებენ მათ, რა თქმა უნდა, სიყვარულით, მაგრამ უბრალო ადამიანური სიყვარულით.

ერთი დედა შესჩიოდა, - შვილი მეურჩება, ეკლესიაში აღარ დადისო... მამა პორფირემ ურჩია, - რამდენი წელია, რაც მას ზღუდავ შეგონებებით: "ეს გააკეთე", "იქ წადი". ახლა მას თავისუფლება უნდა. ნუ ეტყვი: "ასე გააკეთე", "სხვანაირად მოიქეცი", ჩუმად, საიდუმლოდ ილოცე მისთვისო.

შვილზე მოტირალ დედას კი უთხრა: - თქვენ აგებთ მასზე პასუხს. დედის მუცლიდანვე თქვენ, ცოლ-ქმარმა, შექმენით ასეთი ცუდი ურთიერთობებით, სულიერი ტრავმებით და პრობლემებით, რომლებიც მთელი სიცოცხლე უნდა ატაროსო. ასევე ამბობდა, - ბავშვებმა მოჩხუბარნი არ უნდა დაგინახონო და დასძენდა, - მშობლების წმინდანობა იხსნის მათ შვილებს. გახდით წმინდანები და არავითარი პრობლემა არ გექნებათ შვილებთან... ბუნებრივია, ეს ძალზე მარტივია, როცა საღმრთო მადლი მოიწევა. როგორ მოვა ღვთაებრივი მადლი? თავმდაბლობით და ლოცვით. მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძლიერი და ცოცხალი.

საინტერესოა მამა პორფირეს საუბარი ბავშვთა ექიმთან:

- როგორ სინჯავ ბავშვებს?

ექიმმა აუხსნა.

- ნებისმიერი ბავშვის გასინჯვისას სიყვარულით აღავლინე გულითადი ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მონა შენი", როცა ამას იტყვი, ხელები გაშალე და შეჰღაღადე უფალს. ასე გახსნილი გულით შეევედრე ყოველი ბავშვისთვის. ეს ის სულია, რომელიც ღმერთმა შენს ხელებს მიანდო. როცა თავზე შეეხები, შენთვის მხურვალედ ილოცე და ღვთის მადლი გადაიღვრება ბავშვის სულზე. ყველაფერი ეს ძალზე საიდუმლოა. სხვები ამას ვერ გაიგებენ. მისცემ მას წამალს, როგორც შენი მეცნიერება გასწავლის, მაგრამ საბოლოოდ ქრისტე განკურნავს პატარას, როცა ამას შენ და ბავშვის მშობლები სთხოვთ.

მეორედ იმავე ექიმს უთხრა: - ვერ ვხედავ, ისე სინჯავდე ბავშვებს, როგორც გითხარი. აჰყოლიხარ წესებს და გავიწყდება ჩემი ნათქვამი. წარმოიდგინე ქრისტე და პატარა წარუდგინე მას შენი ლოცვით. ქრისტე როცა კურნავდა, მგრძნობიარე საშუალებებს იყენებდა - ხელს მოჰკიდებდა, თვალებზე ეხებოდა... შენც ასე მოიქეცი. აიყვანე ხელში პატარა, ხელი მოჰკიდე შედარებით მოზრდილს, ქრისტეს მიმართ ძლიერი და გულმხურვალე ლოცვით გადაღვარე მასზე ღვთაებრივი მადლი. განა ასე არ იქცევა მღვდელი თითოეული საიდუმლოს აღსრულებისას? სულიწმინდა რომ მოვიდეს, ის მგრძნობიარედ ადებს თავზე ხელს აღმსარებელს, ხელდასხმისას, ჯვრისწერისას, ნათლობისას და ა.შ. ლოცვა - საიდუმლო ძალაა, რომელიც საიდუმლოდ გადაეცემა ერთი ადამიანის სულიდან მეორეს.

მამა პორფირე ჰყვებოდა: უნდა გვიყვარდეს არა კაცობრივი, არამედ ღვთაებრივი სიყვარულით. ორი წლის წინ მოვიდა ერთი დედა (მამა პორფირე ათენის საავადმყოფოს ეკლესიაში მსახურობდა). მან თავისი ოთხი შვილის სახელი მითხრა და მკითხა, რა მოელითო. ვუთხარი: - გაუფრთხილდით ხარლამპეს, რადგან ის სიმწრისაგან თითებს დაგაკვნეტინებთ-მეთქი (მაშინ ის თორმეტი წლის იყო). ქალმა ტირილი დაიწყო: - რას ამბობ, მამაო, ხარლამპე საუკეთესო შვილია, ჩემი ნაბოლარა ყველაზე მეტად მიყვარსო. არ გიყვარს ის ქრისტესმიერი სიყვარულით და ამით ბოროტებას სჩადი-მეთქი. არ დამიჯერა და განრისხებული გამშორდა. მე ვილოცე და ღმერთს მივანდე. გუშინწინ მოვიდა და შემომჩივლა: - მაპატიე, მამაო, მაშინ არასწორად გაგიგეთ. ვამბობდით, ხალხს აცთუნებსო. ახლა კი გვწამს, ღმრთივ განათლებული ხართ. მამაო, ხარლაპე ხელიდან გამისხლტა. მეურჩება. მართლაც არ მიყვარდა ის ქრისტესმიერი სიყვარულით და ამით ბოროტება მოვუტანეო...
ბეჭდვაელფოსტა
30.04. 2015
მარინე
გვაპატიე უფალო.
07.02. 2015
თეიმურაზ
ღმერთო, მაპატიე...
სხვა სიახლეები
25.05.2022
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
24.03.2020
გვესაუბრება ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
01.08.2019
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში.
17.05.2018
ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა
16.05.2018
ოჯახის სიწმინდის დაცვა და შენარჩუნება ყველა ქართველისთვის ღირსების საკითხია, -ასეთია თითოეული ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება.
16.05.2018
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
06.12.2017
მიმდინარე მტკივნეულ მოვლენებთან დაკავშირებით მოძღვარს ვთხოვეთ, რჩევა-დარიგება მოეცა, როგორ გავზარდოთ შვილები ამ აგრესიულ გარემოში.
18.08.2016
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო.
16.02.2016
განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში შემოთავაზებული ახალი საგანი-"მე და საზოგადეობა" ფართო საზოგადოების განხილვის თემად იქცა.
18.12.2015
"მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat