ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისადმია მიძღვნილი მარიამობის ორკვირიანი მარხვა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისადმია მიძღვნილი მარიამობის ორკვირიანი მარხვა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. იგი, მოციქულთა მსგავსად, სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტეს ეკლესიას. ორმოცდასამი წლისა წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად გადავიდა ეფესოში, რომელიც მოციქულს საქადაგებლად ერგო; ჩავიდა კვიპროსზე წმინდა ლაზარესთან, რომელიც იქ ეპისკოპოსად იყო დადგენილი (ეს სწორედ ის ლაზარეა, იესომ ოთხი დღის მკვდარი რომ აღადგინა); ათონის მთაზე ბრძანა, რომ ეს ადგილი მას ხვდა წილად და ამიერიდან მფარველობას არ მოაკლებდა.

ძველი ქრისტიანები ღვთისმშობელს უდიდეს პატივს სცემდნენ, მის ყოველ სიტყვასა და საქმეს იმახსოვრებდნენ. მათ ქალწული მარიამის ხასიათისა და გარეგნობის აღწერილობაც კი დაგვიტოვეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე, რომელიც ქრისტეს მოწაფემ, მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ დაწერა, დღემდეა შემონახული. გადმოცემით, დედა ღვთისამ, თავის გამოსახულებას რომ შეხედა, ბრძანა: "მადლი და წყალობა ძისა ჩემისა ახლავს ამ ხატს".

მიძინების (მიცვალების) დროისთვის ღვთისმშობელს შორს ჰქონდა გავარდნილი სახელი. ბევრს შურდა მისი და მოკვლაც კი დაუპირეს, მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწულს ღმერთი იფარავდა.

დედა ღვთისამ მაცხოვრის ამაღლების მეჩვიდმეტე წელს, 28 (ძვ. სტილით - 15) აგვისტოს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში, სადაც მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ცხოვრობდა.

ღვთისმშობლის მიძინებაზე სახარებაში არაფერია ნათქვამი. ეს ამბავი აპოკრიფულმა მწერლობამ შემოგვინახა.

ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების შესახებ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოციქულთა დროიდან იცის. ამაზე პირველ საუკუნეშივე წერდა წმინდა დიონისე არეოპაგელი, ხოლო შემდეგ - სხვა წმინდა მამებიც.

KARIBCHEქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედა ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულს შორის სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება - უშუალოდ დედა ღვთისას ეძღვნება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისადმია მიძღვნილი ორკვირიანი მარხვა. იგი 14 (ძველი სტილით - 1) აგვისტოდან იწყება და 28 (ძველი სტილით - 15) აგვისტომდე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე გრძელდება.

ეკლესიის ისტორიაში მარიამობის მარხვის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის მიწურულს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთს ნეტარ იერონიმეს (ან მის მეგობარს სოფრონს) მიაწერენ. მეორე ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოსს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულს ეძღვნება ჰიმნები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VIIს.) და იოანე დამასკელს (VIIIს.) ეკუთვნით. შემორჩენილია V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ამ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ერთი საგალობელიც.

საეკლესიო მოღვაწე კალისტა (კალისტოსი - ვფიქრობთ, იგულისხმება ნიკიფორე კალისტა) ამბობს, რომ მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიუსის მეფობის დროს დაწესდა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მავრიკიუსის მეფობისას დაკანონდა უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა.

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიის ტრადიცია არ გახლდათ, მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტანტინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერს, ანასტასი კესარიელის ცნობით კი მარიამობის მარხვა მას შემდეგ დაკანონდა, რაც საყოველთაო გახდა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (დახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს), ე.ი. მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა. ქრისტიანულ ეკლესიაში ამ მარხვის ტრადიცია უფრო ადრეც არსებობდა, მაგრამ მას საყოველთაო ხასიათი არ ჰქონდა, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არ გახლდათ მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო. იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარხვა რვა დღით შემოიფარგლებოდა, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

რაც შეეხება დღეისთვის ჩვენს ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, ის 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე "ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ბალსამონი წერს, რომ მღვდელმთავარნი ვერ შეთანხმებულან, რამდენ-რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, წმინდა პატრიარქს კი უბრძანებია: "მართალია, წერილობით არსად არის მითითებული ამ მარხვათა ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი პირველ აგვისტოს უნდა დაიწყოს, მეორე კი თხუთმეტ ნოემბერს" (იგულისხმება, ძვ. სტილით). მას შემდეგ ქრისტიანები დიდი პატივით აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, განსაკუთრებით - მისი სახელობის ტაძრებში, რომელთაც სხვაგვარად სიონს უწოდებენ. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, მრავალ სხვა სიწმინდესთან ერთად ღვთისმშობლის ძველი ხატიც არის დაბრძანებული, რომელსაც სიონის ღვთისმშობელს უწოდებენ.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat