მხოლოდ ღმერთია ყოველი წუთის, ყოველი ქცევის აზრი და მიზანი
მხოლოდ ღმერთია ყოველი წუთის, ყოველი ქცევის აზრი და მიზანი
ხშირად გონებით, სიტყვით თუ საქმით განვეშორებით უფლის მცნებებს, მაგრამ განსაცდელი მაშინვე გამოგვაფხიზლებს და მაცხოვარი კვლავ თავის და დედა ღვთისმშობლის კალთის ქვეშ გვამყოფებს. ვიბადებით უფლის ნებით და ამ ქვეყნიდანაც უფლისსავე ნებით გავდივართ, თავს მარადიულ სასუფეველში ვიმკვიდრებთ. ყველა შემთხვევაში უფალთან ვრჩებით. იმისათვის, რომ წუთისოფელში ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ უფალთან თანამყოფობა, მონასტრულ ცხოვრებას ირჩევენ და უფლის წიაღში, ღვთის სახლში მკვიდრდებიან.

ათონის წმინდა მთაზე, პანტელეიმონის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწე ქართველ ბერზე, მამა ერმოლაოსზე (ჭეჟია) გასულ ნომერშიც გესაუბრეთ. ახლა მინდა შემოგთავაზოთ მამა ერმოლაოსის ღვთის მიერ ნაკარნახევი გზის არჩევანის შესახებ და მისი გულიდან გამოსული გადაწყვეტილება, რომელსაც მშობელი მამის მისამართით არის ნათქვამი. ამით ნათლად ჩანს, რომ მისი გზა, მართლაც რომ შინისაკენ იყო მიმართული.

***
ეს წერილი დაწერილია 2002 წლის 22 იანვარს, მაშინ, როცა მამა ერმოლაოსი გერმანიის ქალაქ ესენიდან საქართველოში დაბრუნებას აპირებდა და ბატონ იგორ სხულუხიას ხელშეწყობით უკვე გემის ერთ-ერთ კაიუტაში იჯდა. როცა ბატონ იგორს ჩაეძინა, მან დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ გადაწყვიტა, არ დაბრუნებულიყო საქართველოში და ყველაფერი წერილობით აეხსნა მშობლებისთვის. იცოდა, რომ დედა ემოციური ქალი იყო და ვერ გაუგებდა, მან წერილი მამას გამოუგზავნა.

"გამარჯობა, მამა!

ალბათ, ძლიერ გაგიკვირდება, ეს წერილი რომ მოგიტანეს და კიდევ უფრო გაგიკვირდება, შენთვის რომ არის განკუთვნილი; ვიცი, იტყვი, საიდან გაეხსნა ახლა ჩემდამი ყურადღების გრძნობაო. ვიცი, შენი ნდობის ვოტუმი საბოლოოდ ამოვწურე და ერთი შეხედვით არც მაქვს შენთან ურთიერთობის უფლება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლობად ჩავთვალე ამ წერილის დაწერა. თუმცა ამ წერილში არ შევეხები ჩემი ცხოვრების განვლილ მომენტებს, არ დავიწყებ ჩემი წარსულის ანალიზს; თუ რა იყო სწორი და არასწორი. ახლა უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაფრის ახსნა და ლოგიკური აზრის გამოტანა შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა აუხსნას მთელ ქვეყანას, თუ რა უდევს გულში, რა გრძნობები ამოძრავებს და რატომ სჩადის ამა თუ იმ საქციელს. ერთს კი ვიმედოვნებ, რომ მშობელს ახსნის და განმარტების გარეშე შესწევს ძალა, შვილის ხასიათი და გრძნობები შეიგრძნოს. ამიტომაც გწერ ამ წერილს, რადგან მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიცნობ. ვიცი, ჩვენს შორის არასდროს ყოფილა ძალიან გულახდილი ურთიერთობა. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის იყო უფრო მეტი რამ, ვიდრე ბუნებრივი მამაშვილობა. ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდით, მაგრამ ორივე ცალ-ცალკე ჩვენს ოცნებებში ერთმანეთს ვეფერებოდით, შორიდან და დაფარულად. შენი უშუალო სიახლოვე ყოველთვის მაკლდა, როგორც შენ გაკლდა ჩემი გულახდილობა.

მინდა გესაუბრო ჩემს გადაწყვეტილებაზე და ჩემს გეგმებზე.

ამ წერილს გემიდან გწერ, რომელიც ხვალ საბერძნეთში მიმიყვანს. საბერძნეთში არის ერთი ადგილი - ათონის მთა ჰქვია, იქ 1500 წლის წინათ ქრისტიანებმა მიუვალ ადგილებში ააშენეს მონასტრები და დააარსეს ბერთა ლავრა. დროის განმავლობაში სხვადასხვა ერის მორწმუნე ბერებმაც მიბაძეს მათ და დააარსეს რუსული, ბულგარული, რუმინული, ვლახური მონასტრები. არის აგრეთვე ქართული მონასტერი და მას ივერონი ჰქვია, ასევე ათონის ივერთა მონასტერს უწოდებენ. ეს მონასტრები დღესაც არსებობენ და აქ ბერები ერთ საძმოში ეწევიან საეკლესიო ცხოვრებას. აქვე არის უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც ბერები სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებზე სამეცნიერო მუშაობასაც ეწევიან. ეს ადგილი არის ჩემი მოგზაურობის მიზანი. მინდა ბერთა საძმოში შევიდე და იქ ვიპოვო ადგილი ჩემი გაწეწილი და გაწამებული სულისათვის. მე ამ წერილში შევეცდები, დაწვრილებით აგიხსნა, თუ რატომ გადავწყვიტე ეს, მაგრამ ამთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და უკვე მოუქცევადი. ახლა შევეცდები, პასუხი გაგცე იმ კითხვაზე, რომელსაც ალბათ დამისვამდი, ერთმანეთის პირისპირ რომ ვიყოთ. პირველ რიგში ეჭვს მიიტანდი ალბათ ჩემს ნორმალურობაზე და მკითხავდი, ხომ არ გაგიჟდი, შვილოო. არა, მამა, სრულიად საღ აზრზე ვარ და ნათელი გონება მაქვს. დიახ, არასდროს ასეთი ნათელი გონება არ მქონია, როგორც ახლა, ამის მიზეზი კი ჩემი რწენაა. მე ვარ ღმერთთან, მე მაქვს მასთან რეალური კონტაქტი და იესო ქრისტე არის ჩემში; მე მერგო უდიდესი ბედნიერება, მეორედ დავბადებულიყავი და მთელი სიგრძე-სიგანით მეხილა და შემეგრძნო ღვთის ბრწყინვალება და სიდიადე. დიახ, მე უსაზღვროდ ბედნიერი ადამიანი ვარ და ვიცი ისიც, რომ ღმერთს იგივე უნდა ყოველი ადამიანისთვის. მისი სიყვარული ადამიანებისადმი უსაზღვროდ დიდია - დაილოცოს მისი სახელი! ის ყოველთვის ჩვენთან არის, მხოლოდ ადამიანს სჭირდება ძალისხმევა მის მისაღებად; მე 35 წელი დამჭირდა ამისათვის და ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. რა დასანანია, რომ ჩვენ, ადამიანები, ასე ვუძალიანდებით ღვთის მადლის შეცნობას და მიღებას. მე დღეს ზუსტად ვიცი, რომ ის, რაც ამქვეყნად ხდება და რაც ასე მნიშნელოვანი ჩანს - კარიერა, სიმდიდრე, კეთილდღეობა, განცხრომა და სხვა, მხოლოდ გზის ამცდენია ღვთის შემეცნების გზაზე, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, გარდა ყველაზე მთავარისა - ღვთის სიყვარულის რეალური შეგრძნებისა და მიღებისა. არადა, რა არის ამაზე დიდი და მნიშნელოვანი. ვინც ამბობს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ დრო არა აქვს მისთვის, რადგან ცხოვრებისეული პრობლემები და მიზნები აწუხებს, - მან საერთოდ არ იცის, რა არის ღმერთი და რწმენა, არაფერი რომ ვთქვათ ურწმუნოებაზე; მხოლოდ ღმერთია ყოველი წუთის, ყოველი ქცევის აზრი და მიზანი. მხოლოდ მისი სიყვარულია, მისი მეგობრობაა, მისი თანაგრძნობაა ჭეშმარიტი და ნაღდი, სრულყოფილი. აი, ამიტომ გადავწყვიტე, მას მივუძღვნა დარჩენილი სიცოცხლე.

მკითხავ, ალბათ, რომ კაცობრიობა ვითარდება და როგორ შეესაბამება მას ჩემი განდეგილი და ასკეტური ცხოვრება?! გიპასუხებ: ბერობა და ასკეტიზმი თვითმიზანი არ არის, ბიბლიაში ღმერთი გვეუბნება, რომ ადამიანს თავისი საქმეებით არ შეუძლია სრული სიწმინდის მიღწევა და ღვთის სიყვარულის დამსახურება. მხოლოდ ნათელი და შეგნებული რწმენა ღვთისადმი და იესოს გამომხსნელი მსხვერპლისადმი არის იმის პირობა, რომ ადამიანი მიიღებს ხსნას და მარადიულ სიცოცხლეს ღმერთთან. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ის, რაც ამქვეყნად ხდება, ნორმალურია, ეს ასეა, რადგან არაფერი არსებობს, თუ ღვთისგან არ არის ნებადართული. ეს ქვეყანა გამოსაცდელი ასპარეზია, სადაც ყოველი ადამიანი უნდა გამოიწრთოს, როგორც ფოლადი ცეცხლში და თუ ცდუნების მორევში თავის რწმენას სუფთად შეინარჩუნებს, მაშინ გახდება ღვთისთვის სასურველი და ღვთის შვილი მარადიულად. ამიტომ აქვს დათმობილი დროებით ბატონობა ამ ქვეყანაზე სატანას, რათა ყველამ, გამონაკლისის გარეშე, მოსინჯოს მისი მომაკვდინებელი ძალა, რომელიც მთელი გაბოროტებით ექაჩება ყოველ ადამიანს ღვთის საწინააღმდეგო გზაზე. ის ისე დახელოვნებულია თავის საქმეში, რომ ადამიანს შეუძლია გაიხაროს უბრალო მანქანა-კომპიუტერით, ვიდრე ღვთის გენიალური ნიჭით და ძალით და ასე შემდეგ.

მე არ ვარ განდეგილობის, როგორც ერთადერთი გზის, მომხრე, პრობლემა მხოლოდ ჩემშია, მე იმდენად დავუახლოვდი ღმერთს, დიდება მის მადლს, უკვე ჩემთვის აუტანელია ამ ქვეყანაზე არსებობა. უსაშველო ტკივილს მაყენებს ყოველი ცოდვა, რომელიც უნდა ჩავიდინო ყოველდღე. მე მძულს ცოდვა, მაგრამ სატანის მიერ მოწყობილ ქვეყანაში და ჩემი ხასიათის სუსტი მხარეების გამო, ჩემდა უნებურად მაინც ჩავდივარ მას; არ მინდა და ვტყუი, საფუძველი არ არის და მაინც მეშინია, არ მსიამოვნებს და მაინც ვმრუშობ, მკლავს და მაინც ვეწევი, ამიტომ არის ჩემი იზოლაცია აუცილებელი, რომ ცოდვას მოვშორდე და ჭეშმარიტად მნიშვნელოვანზე გავაკეთო კონცენტრაცია. ამასთან, თუ ამას არ გავაკეთებ, მაშინ იძლებული ვიქნები, ჩემს შვილებს კვერი დავუკრა, როცა ისინი ამ ქვეყანაზე ისწავლიან, რომ ევოლუცია არის ცივილიზაციის განმაპირობებელი ძალა, რომ კონკურენცია ნორმალური მოვლენაა, რომ ამქვეყნიური წარმატებები არის ადამიანის მიზანი, რაც ყველაფერი აბსოლუტური იდიოტიზმია.

***
თუ ერში ვიქნები, იძულებული გავხდები, ყველაფერი, ზემოთ ჩამოთვლილი, კანონიერად მივიღო და ვაკეთო, რაც არ შემიძლია. ამიტომაც აუცილებელია ჩემი განზე გადგომა. მეტყვი, ალბათ, არიან ღრმად მორწმუნე ადამიანები და ისინი მაინც მონაწილეობენ ამქვეყნიურ ორომტრიალშიო. დიახ, დაგეთანხმები, მაგრამ ჩემი შემთხვევა სხვაა, მე არ შემიძლია მეტი, შენც ხვდები, რატომ...

დიახ, მაწუხებს და უფრო მეტად, ვიდრე ჩემი აქამდელი საქციელიდან ჩანს, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ჩემი განზრახვა ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, პირიქით, ღმერთი არის ჩემთვის რეალური არსება, მე ვხედავ და ვიცნობ მას, ვგრძნობ მის მამობრივ სიყვარულს ჩემდამი და, რაც მთავარია, აბსოლუტურად ვენდობი მას. უბრალოდ, წარმოიდგინე, შვილი რომ დიდი ხნით მიდიოდეს სამოგზაუროდ და თავის ცოლ-შვილს ტოვებდეს ისე, რომ ყოველდღიური ზრუნვა არ შეეძლოს, ვის დაუტოვებს თავის ოჯახს და ვის ენდობა პირველ რიგში? რა თქმა უნდა, თავის მამას. მან იცის, რომ ის არ უღალატებს და მიხედავს მის ოჯახს. ასევე ვარ მეც, ღმერთმა იცის, თუ რატომ მივდივარ სამოგზაუროდ და რატომ არ შემიძლია ზრუნვა (მატერიალური მაქვს მხედველობაში) ჩემს ოჯახზე. მე ვენდობი მას, რომ ის ჩემს ოჯახს უპატრონებს და მიხედავს. ჩემი ნდობა და რწმენა ღვთისადმი არის გარანტია იმისა, რომ ღმერთი დაიფარავს ჩემს მშობლებს, ცხოვრების გზას გაუადვილებს ჩემს შვილებს და მიხედავს ჩემს საყვარელ ახლობლებს; ამიტომ მე მშვიდად ვარ, არ მქენჯნის სინდისი, რომ პასუხისმგებლობას გავექეცი. მეტიც, ჩემი ყოველდღიური ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა მიმაჩნია გაცილებით მეტ ზრუნვად, ვიდრე ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე მეცადინეობა. ორივეს შეთავსება კი, სამწუხაროდ, არ შემიძლია, ამიტომ ვარჩიე ზრუნვის ის გზა, რომელიც უფრო შედეგიანია და რაც მთავარია, ჭეშმარიტია!

შემდეგ იტყოდი ალბათ, რომ მე ხომ ჩემი საქციელით ჩემი შვილების და ახლობლების ზიზღს დავიმსახურებ, რომ ისინი გაჭირვებულნი, უპატრონოდ დავტოვე?!

ვიცი, ჩემი საქციელი ბევრისთვის გაუგებარი იქნება და მართლაც ბევრი შემიძულებს ამისთვის, მაგრამ მწამს, თვის დროზე უფალი ჩააგონებს ჩემს შვილებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს და თუნდაც ამ ცხოვრებაში შევძულდე - ეს გაგრძელდება ყველაზე დიდი ასი წელიწადი. ეს დრო კი არაფერია მარადიულობასთან მიმართებაში, და როცა ისინი მიხვდებიან, როგორც ყველა ადამიანი, ასი წლის მერე, როცა ყველა ღვთის წინაშე წარვდგებით და როცა ყველა ჩვენგანის გული თეთრი ფურცლებივით წარმოჩნდება და გაიგებენ, თუ რა გრძნობები და აზრები ტრიალებდა ჩემს გულში, არა მარტო ჩემი შვილები, ყველა ჩემი ახლობელი გულში ჩამიკრავს. ამიტომ არ მეშინია არაფრის. ვიცი, რომ ასე იქნება და შემდგომ ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით და გაუგებრობებს ჩვენს შორის ადგილი არ ექნება, და რაც მთავარია, ვიქნებით ერთად მარადიულად ღვთის წინაშე - დაილოცოს მისი სახელი!

ახლა რომ შეიძლებოდეს ჩემი გულის ამოღება და წაკითხვა იმისა, თუ რა ხდება მასში! მე ვიცი, ყველასათვის ძნელი იქნება იმის გაგება და დაჯერება, თუ რამხელაა ჩემი სიყვარული ჩემი შვილებისადმი, ჩემი მშობლებისადმი, ჩემი ახლობლებისადმი და საერთოდ, ყველა ადამიანისადმი. მაგრამ ახლა ეს არ შეიძლება, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გააცნოს ადამიანებს ერთმანეთი და ეს მის წინაშე მოხდება. მე არ მეშინია, ვიცი რა ჩემი გულის ამბავი, რომ არ გავმართლდები ადამიანების წინაშე; მე მეშინია - ვიცი რა ჩემი სისუსტეები, რომ არ გავმართლდები ღვთის წინაშე, ამიტომ გადაუდებლად მხოლოდ გამართლებისთვის უნდა ვიზრუნო, ვიდრე ადამიანთა გადარწმუნებისთვის... ადამიანი ადამიანს მაინც ვერ მიუხვდება და გაუგებს, თუ ღმერთი არ ჩაერია ამ საქმეში და ის ამას გააკეთებს, ეს ნამდვილად ვიცი.

მკითხავ ალბათ, როგორ უნდა გავუძლოთ უსამართლობას?!

მე მესმის, რომ ადამიანში ჩადებულია გრძნობა საკუთარი შვილის, მშობლის და ახლობლის სიახლოვისა. ვიცი, რომ უაღრესად მტკივნეულია, როცა ვინმე გენატრება და ვერ ხედავ - მერწმუნეთ, ჩემთვისაც თითქმის აუტანელია ამაზე ფიქრი. ვიცი, გულქვა ადამიანის იმიჯი მაქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ამ არჩევანის გაკეთება, მხოლოდ და მხოლოდ ჩემში არსებული უსაშველო მონატრების გამო; შენ თუ ფიქრობ, რომ მე არ მტანჯავს უთქვენობა, ჩემი უსაყვარლესი შვილების უნახაობა, მაშინ ძალიან ცდები, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. უმსხვერპლოდ არაფერი მოდის, ნაკვერჩხალს ვერ ამოიღებ ცეცხლიდან, ხელი რომ არ დაგეწვას, მაგრამ ზემოთ ნათქვამმა ალბათ მიგანიშნა, თუ რას ეყრდნობა ჩემი მოთმინება. ამის გარდა, მამა, ადრე ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ერთმანეთს ვხედავდით, მაგრამ სულიერად ერთად არ ვყოფილვართ. ამიერიდან პირიქით იქნება; ჩვენ შეიძლება ერთმანეთი ამ ცხოვრებაში ვერ ვნახოთ, მაგრამ სულ ერთად ვიქნებით აქაც და იმ ცხოვრებაშიც. ეს ქვეყანა აშორებს ადამიანებს - ღმერთი კი აერთიანებს. ირწმუნე მისი, მიენდე მას და ის მოგცემს ყველაფერს, რაც გჭირდება. ეძებე ღმერთი, რათა უფრო დიდი უბედურება ვერ დაინახო, ვიდრე საკუთრი შვილი.

მამა, ვიცი, ჩემი გაგება გაგიჭირდება, მაგრამ თუ ღმერთს მიენდობი, ის დაგეხმარება და შეგიმსუბუქებს უჩემობას.

გჯეროდეს, რომ მე ყოველ წუთს თქვენზე ვფიქრობ და თქვენზე ვლოცულობ და ეს არ არის ცოტა. ბიბლია გვასწავლის, რომ სასწაული ძალუძს მართლმორწმუნის ლოცვას, მე უცოდველი არა ვარ, მაგრამ ჩემი რწმენა იმდენად საუფთაა, გულითადია და ნათელია, რომ ეს ნამდვილი გარანტიაა იმისა, რომ მოწყალე ღმერთი ყურს დამიგდებს და თხოვნაზე დადებითად მიპასუხებს - დიდება მის სახელს!

ალბათ ბევრ შეკითხვაზე ვერ გავეცი პასუხი, მაგრამ აქედან კარგი გამოსავალი არსებობს, წაიკითხე ბიბლია, განსაკუთრებით იოანეს სახარება, და იქ იპოვი პასუხებს შენს კითხვებზე.

ილოცე, ესაუბრე ღმერთს და ის მოგისმენს, მიიღე იესო შენს გულში და ის გახდება შენთვის შვილიც, მამაც და მეგობარიც - ის გაგვაერთიანებს".

მამა ერმოლაოსის წერილებს მომდევნო ნომრებშიც შემოგთავაზებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat