ჩვენი დროის მამების შთაბეჭდილებას წმინდა მიწის მოლოცვის შედეგად ასეთია. დეკანოზმა შიო პაიჭაძემ აღნიშნა, -გიორგი მთაწმინდელი იტყოდა: "ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია". წმინდა მთაზე არავინ ქორწინდება. აქ, არ მრავლდებიან და არ იბადებიან ბავშვები, თუმცა ათონი არასოდეს დაცარიელებულა, ყოველთვის მოუკლებელად ივსება უფლისაკენ მოწადინებული, ზეგარდამო კვალადშობილი, ზეციური ფერიცვალებით გაბრწყივებული მრავალი სულით. ინებოს უფალმა, რომ ქართველები მომრავლებულიყვენ ათონზე და მომავალში დაებრუნებინოთ და ქონოდეთ საკუთარი ისტორიული ადგილი, ამ წმინდა და დიდებულ მიწა-წყალზე.
ერთ საინტერესო ამბავსაც გავიხსენებ, ერთხელ კარიონში მიმავალ გზაზე ბილიკი ამერია, შორი გზით მომიწია გადასვლა, გზად პატარა მონიდრიოს ჩავუარეთ, სადაც ერთი ბერი შემომხვდა და ვთხოვეთ ჩვენი დამაშვრალობა დაერწყულებინა, რა თქმა უნდა წყალი თავაზიანად მოგვართვეს. შევანჩნიე, როცა ვემშვიდობებოდი ტუჩებზე ლოცვა მოძრაობდა. გზის დალოცვა ვითხოვე, პასუხად კი მივიღე -"ჩემი მოძღვრის ლოცვით ღმერთმა გზა დაგილოცოთო" მყისიერად სიხარულმა გადამკრა, ძნელი არ იყო მამათა სწავლებებში ასეთი დარიგებების უხვად გახსენება, თუმცა, მართლა უფლის წყალობა იყო, ასეთი მაგალითების ცოცხლად ნახვა და განცდა...- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი