არავინ გაურბის ისტორიას იმგვარად, როგორც ბერი აღმოსავლეთში
არავინ გაურბის ისტორიას იმგვარად, როგორც ბერი აღმოსავლეთში
ბერი ისტორიაზე მაღლა დგას და ალბათ, სწორედ ამიტომაც, თავად ქმნის ისტორიას
ბევრ ჩვენგანს არასაკმარისი ცოდნა აქვს მართლმადიდებლობისა და მისი გულის - აღმოსავლური ბერმონაზვნობის შესახებ , რაც , სხვა მიზეზებთან ერთად, ჩვენი დროისათვის ესოდენ სახასიათო პასიურ ტოლერანტობას შობს სულიერი საკითხებისადმი. ეკლესიის ისტორიის არაადეკვატური ცოდნა და მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ზერელე გაგება დიდი საფრთხის შემცველია. ამ შემთხვევაში, თუ მღვდელ ალექსი იანგს დავესესხებით, თავს გულუბრყვილობის უფლებას ვერ მივცემთ, რადგან უცოდინარობა ნეტარება კი არა, ხშირად თვითმკვლელობაა.

მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რა განასხვავებს აღმოსავლური მონაზვნობის სულს დასავლურისაგან? ამ კითხვაზე ორი უდიდესი მოღვაწე, წმინდა გრიგოლ ფერაძე და ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი გვიპასუხებენ.

წმინდა გრიგოლ ფერაძე:

"ზოგი აღმოსავლურ ეკლესიას, დასავლურისაგან განსხვავებით, გამოკვეთილად ბერმონაზვნურ ეკლესიად მიიჩნევს, რამდენადაც თვლის, რომ მონაზვნობას დასავლეთში არასოდეს ჰქონია ძლიერი გავლენა და არც ეკლესიის ისტორიაში უთამაშია იმგვარი როლი, როგორიც აღმოსავლეთში.

თუკი აღმოსავლურ ეკლესიებს ზედაპირულად დავაკვირდებით, პირველ რიგში, თვალში ბერი მოგვხვდება. ჩემი მოსაზრებით, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ბერი მართავს ეკლესიას, არამედ იმიტომ, რომ იგი აქ განსაკუთრებული ფიგურაა.

თუUჩვენი დროის ტერმინოლოგიას მოვიშველიებთ, აღმოსავლურ ეკლესიაში ბერი რევოლუციური ფიგურაა, ადამიანი, რომელიც მუდმივად უკვირდება საკუთარი მე-ს უღრმეს შრეებს და რომლის მისწრაფებასა და გზნებას ღვთის შემეცნებაში სამანი არ აქვს.

არავინ გაურბის ისტორიას იმგვარად, როგორც ბერი აღმოსავლეთში, რადგან ისტორია რომელიმე ეპოქისა თუ მოდური მიმდინარეობისათვის მიკუთვნებულობას გულისხმობს, ბერი კი ისტორიაზე მაღლა დგას და ალბათ, სწორედ ამიტომაც, ქმნის ისტორიას და თავადვე იქცევა ხოლმე უდიდეს ისტორიულ პიროვნებად.

მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს: სრულყოფილ ადამიანად იქცეს, ისეთად, როგორადაც ღვთის ხელით შეიქმნა სამოთხეში და ქვეყნიერების დასასრულს კვლავაც ქრისტეს ხელიდან გამოვა.

მაგრამ რაკი სულის ფრთებს ვერავითარი ხორციელი ფრთები ვერ მიეახლება, იწყება ბრძოლა ძველ ადამიანთან და ყოველი დილა ახლად დაბადებას ნიშნავს. პავლეს მსგავსად, უნდა დავივიწყოთ, რაც ადრე იყო, რათა იმას დავეწიოთ, რაც ჩვენს წინაა და მარადიულად ვისწრაფოთ მთებისკენ, საიდანაც დახმარება მოგვივა, რადგან ადამიანს, საკუთარი სისუსტიდან გამომდინარე, ბევრი არაფერი ძალუძს და ოდენ სულიწმინდის მოწყალება და გამაძლიერებელი თანადგომა თუ შეეწევა.

ამ დაძაბულობისაგან შეიქმნა ცხოვრება, რომელშიც ორივე პოლუსი და ყოფიერების უკიდურესი მხარეები ძალუმად შეეჯახა ერთმანეთს: წმინდა და ცოდვილი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, ღმერთი და ეშმაკი. ისააკ ასურმა ამგვარად ბრძანა: "ბერი წვრილ თასმაზე ჰკიდია ზეცასა და დედამიწას შორისო" და ყოველი უმცირესი მოძრაობა და ყოველი აზრი ერთი სამყაროდან მეორეში გადაანაცვლებს.

მავანმა ზოგი იმ დროს დაინახა, როდესაც ეშმაკით იძლეოდა, შესძულდა და გულმოსულმა ზურგი აქცია. ეს უკანასკნელნი საბრალო, მცირედმორწმუნე ადამიანები იყვნენ, რომელთაც პოლუსის მეორე მხარის დანახვა აღარ შეეძლოთ და ბერი მათთვის ოდენ ადამიანთა მწვალებელ და უქნარა არსებად დარჩა, რომელიც პირადი მოგების მიზნით შეგნებულად ატყუებს გარშემომყოფთ.

სხვებმა კი ბერი იმ დროს იხილეს, როდესაც, მოციქულ პავლეს თუ დავესესხებით, მეშვიდე ცამდე იყო აღყვანილი. ამ უკანასკნელთათვის ბერი ადამიანურობისაგან დაცლილი ნახევრად ღმერთი გახლავთ, თუმცა ისინიც ისეთივე საბრალონი არიან, როგორიც პირველნი.

აღმოსავლური ეკლესიის ბერი, როგორც გერმანელი სწავლული კარლ პოლი აღნიშნავს, "პნევმატურ-ენთუზიასტია", ე. ი. მასში დღემდე ცოცხლობს უძველესი მრევლისათვის ასე დამახასიათებელი ქარიზმატული კეთილმოწყალება.

როდესაც აღმოსავლურ მონაზვნობას დასავლურს ვუთანადებთ, თვალნათელი განსხავება გამოჩნდება.

აღმოსავლეთში მონაზვნობა ისე არ ეფუძნება წესებს და სტატუსის მიხედვით დაწყობილ რიგს. წინა პლანზეა წინამძღვრის მორალური პიროვნება, რომელიც ცხოვრების წესით სანიმუშოა და სანამ ცოცხალია, სხვათა მიბაძვის ობიექტია. თუ იგი მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მონასტერიც ყვავის, ხოლო გარდაცვალების შემდგომ ან ყოველივე ნადგურდება, ან არსებობას აგრძელებს, როგორც უსასრულო ვაკე მწვერვალების გარეშე.

ყოველ დიდ წინამძღვარს საკუთარი წესები აქვს (წმინდა ბასილის წესები და ბასილისტური სახელის მიკუთვნება აღმოსავლური ბერმონაზვნობისათვის, დასავლურისაგან განსხვავებით, მთლად ზუსტი როდია).

რასაც 1926 წელს ქართულ ბერმონაზვნობაზე ვწერდი, ბერძნული ბერმონაზვნობისათვისაც სახასიათოა. ამ დროისათვის დასავლეთში მონასტრის დამაარსებლის ტიპიკონი მტკიცე ხერხემლად აგრძელებს არსებობას და ორდენის განვითარება გაცილებით მშვიდია და თანმიმდევრული, ასე რომ, მისი დამაარსებლის საქმე სწრაფად კი არ ჩაინთქმება, საუკუნეებს უმკლავდება.

დასავლეთის ბერმონაზვნობამ, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის შექმნილია, რომის ნიადაგზე აღმოსავლური ნიშნები შეიძინა, სახელდობრ, დახმარებოდა ეკლესიას და მისი ავანგარდი გამხდარიყო (არა, პირველ რიგში, მლოცველი, როგორც ეს აღმოსავლეთშია), რათა თანადგომა გაეწია მისთვის ამქვეყნად. ამგვარად მოგვევლინნენ ბერები მისიონერებად, რომლებსაც ზღვისა და ქვეყნის გარდავლა ძალუძთ საიმისოდ, რომ ისინი, ვინც ჯერ კიდევ სიბნელესა და სიკვდილის აჩრდილქვეშ ჰგიებს, თავიანთი ეკლესიის ჭეშმარიტებასთან ზიარებით განასულიერონ. ასე გვევლინებიან ბერები მქადაგებლებად. ვხედავთ სხვა ბერებსაც, რომელნიც სნეულებსა და ობლებს პატრონობენ და არად აგდებენ გადამდებ, ხშირად მომაკვდინებელ დაავადებებს, სხვანი ეკლესიის გარეგნული ბრწყინვალების სამარადჟამოდ შენარჩუნებას ცდილობენ, მავანნი კი იმ მეცნიერებებს შეისწავლიან, რომელთა შესწავლა აუცილებელია, მაგრამ უნივერსიტეტებში ეკონომიკური მიზეზების გამო გათვალისწინებული არ არის.

დასავლელი, მოღვაწე ბერი სინდისიერად და საქმიანად განწყობილი მეცნიერია, ძალზე განსხვავებული მისტიკურად განწყობილი აღმოსავლელი ბერისაგან, რომელიც თითქმის პოეტური პიროვნებაა.

რამდენი რამ შეიძლება დაიწეროს, მაგალითად, გაუნათლებელი წმინდა სერაფიმეს, სტარცების შესახებ ოპტის უდაბნოში, ან უბრალო სენაკის მკვიდრთა შესახებ ათონის წმინდა მთაზე. მართლაც რა დაუვიწყარნი არიან ამგვარი მოღვაწენი!

აღმოსავლეთის ეკლესიის ბერი წინასწარმეტყველია, დასავლეთისა კი - მშვიდი და მოქმედი.

ამით ზოგადად მოვხაზეთ დასავლელ და აღმოსავლელ ბერთა შორის ძირითადი განსხვავებანი. ბერძნული აღმსარებლობის ყოველ ეკლესიაში აღმოსავლური მონაზვნობა იდენტურად გამოიყურება, საქართველოს ავიღებთ, რუსეთს თუ ბალკანეთის ნახევარკუნძულს. ეს მართლაც გასაოცარი და საერო პირისთვის ძნელად გასაგები მოვლენაა. ამგვარ სახეს აღმოსავლელი ადამიანის თავისებურება განაპირობებს და იგი მიბაძვით ვერ შეიძინება და ვერც წიგნით ისწავლება, რომ არა ეს "საიდუმლო საბურველი", რომლის წყალობითაც კურთხევა განცხადდება... მას ვერანაირი საიდუმლო "ბერკეტებითა და ჭანჭიკებით" ვერ გამოიწვევ.

აღმოსავლურ ბერმონაზვნობას მშობლიური ნიადაგიდან ამოგლეჯისა და დასავლეთში გადატანის ცდა არც ახლო წარსულში დაჰკლებია, მაგრამ, როგორც ჩანს, აქედან არაფერი გამოვიდა".
KARIBCHE
* * *
ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვი: - "შეხედეთ, როგორ თანხმდებიან მამები წმინდა წერილთან, რომელიც ამბობს: "საკუერთხი არა გთნდეს... მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსრვილი. გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს".

სულიერი სიგლახაკისა და სინანულის განცდას უნდა დაემყაროს ადამიანისაგან გაღებული მსხვერპლი, თორემ ღვთისაგან განიგდება.

ძლიერ მესათნოება პიმენ დიდის გამონათქვამი: "თუ ყოველ დროს და ყოველივეში საკუთარ თავს დავადანაშაულებთ, ყველგან ვპოვებთ სიმშვიდეს". სხვა მამამ კი ამგვარად ბრძანა: "ჩვენ მოვიხსენით იოლი ტვირთი საკუთარი თავის დადანაშაულებისა და ავიკიდეთ მძიმე - სხვათა ბრალდებისა".

ამგვარი ნათქვამები ხომ მთელ წიგნებს უდრის! ვგონებ, წმინდა მეუდაბნოეთა დარად არავინ ჩასწვდომია სახარებას. ისინი თავიანთი ცხოვრებით შეეცადნენ, განეხორციელებინათ სახარება, უღრმესი თავმდაბლობით გამოირჩეოდნენ და მათი ფიქრი დღემუდამ ადამიანის დაცემას ეხებოდა, ხოლო მუდმივი საქმე - საკუთარ ცოდვებზე ტირილი იყო.

სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ დასავლეთის ეკლესიის მოსაგრენი და ეს მისი აღმოსავლეთის ეკლესიისაგან განშორების დროიდან დაიწყო.

ეს უკანასკნელნი დაუყოვნებლივ ისწრაფვიან და სხვებსაც ახალბედათათვის მიუღწეველი სიმაღლეებისაკენ მოუწოდებენ. აღგზნებული და ხშირად გახელებული მეოცნებეობა მათში ყოველგვარ სულიერს ენაცვლება და ამგვარი მეოცნებეობა მადლმოსილება ჰგონიათ.

აღმოსავლეთის წმინდა მამანი მკითხველს სიყვარულის ბადეში გასახვევად და ხილვათა სიმაღლეებისაკენ კი არა, საკუთარი ცოდვისა და დაცემულობის შეცნობის, გამომსყიდველი აღიარებისაკენ მოუწოდებენ. თავიდან უწმინდურ მისწრაფებათა მოთოკვას გვასწავლიან, რომ სხეული დამსუბუქდეს და სულიერი ღვაწლი შეიძლოს. შემდეგ გონებას მიმართავენ, ცვლიან აზროვნების ფორმას, შეგნებას და დაცემის შედეგად შეძენილი ფიქრებისაგან ათავისუფლებენ.

გონების მართვის შემდგომ მამები გულის განწმენდაზე ზრუნავენ, რაც გაცილებით რთულია. დარწმუნდება რა ახალი აზრის მართებულობაში, გონება იოლად განაგდებს ძველს და ახალს ითვისებს, მაგრამ ჩვევის - ჩვევით და თვისების - თვისებით, შეგრძნებისა კი - სხვა, სრულიად ახალი შეგრძნებით შეცვლა შრომას, ძალდატანებას და ხანგრძლივ ჯაფას მოითხოვს ჩვენგან.

ეს ძნელად წარმოსადგენი ბრძოლაა, რომლის სისასტიკესაც წმინდა მამები ამგვარად აღწერენ: "გაიღე სისხლი და მიიღე სული!"

დიდებისმოყვარეობის წყალობით ადამიანი ნაადრევად ისწრაფვის იმგვარი სულიერი მდგომარეობისაკენ, რომლის მიღწევაც, ბიწიერების გამო, ჯერ არ ძალუძს, ამიტომაც, ვერ აღწევს რა ჭეშმარიტებას, თავადვე თხზავს ოცნებებს... ეს თვითცთუნებაა და ამ მდგომარეობაში იმყოფება ყველა უკანონოდ მოსაგრე... დასავლელმა მწერლებმა სწორედ ამგვარ მდგომარეობაში შექმნეს არაერთი წიგნი და სწორედ ამ წიგნებს ეწაფება ხარბად დაბრმავებული და ამპარტავანი წუთისოფელი, რომელიც თავს ზედმიწევნით განათლებულად მიიჩნევს და აღმოსავლეთის ეკლესიის გადმოცემათა განუხრელ დაცვასაც არად მიიჩნევს.

აღმოსავლეთის წმინდა მამებში საერთოდ არ შეინიშნება აღგზნებული მდგომარეობა, ისინი არასოდეს აღინთებოდნენ იმ ენთუზიაზმით, რომელიც სისხლისმიერია და დასავლეთში ხშირად სისხლისღვრის მიზეზიც შეიქნებოდა ხოლმე. აღმოსავლეთის წმინდა მამათა თხზულებანი ჭეშმარიტი თავგანწირვით და ვნებათა დამთრგუნველი სულიწმინდის კეთილსურნელებით სუნთქავს.

* * *
მისტიციზმი და კვიეტიზმი არასწორად წარმართული რელიგიურობის ავადმყოფური წარმონაქმნებია, რომელთა არსებობა მხოლოდ დასავლეთში იყო შესაძლებელი.

მისტიციზმისა და კვიეტიზმის მიმდევარნი კეთილ საქმეს - ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას ეძებდნენ, მაგრამ არასწორი გზით მიდიოდნენ და, რაც მთავარია, იმედოვნებდნენ, რომ საკუთარი ძალისხმევით სამართლიანად დაისაკუთრებდნენ იმას, რასაც საღვთო მოწყალებისაგან ელიან ხოლმე.

ამ თავდაჯერებული თვითშემოქმედებით აღიგზნებოდა წარმოსახვა, ამას ოცნებითი მოლოდინი მოსდევდა, რაც, როგორც მხურვალედ სასურველი, მალევე ხორციელდებოდა და ახდენილადაც ითვლებოდა... ღვაწლის მიზანიც მიღწეული იყო. ყოველივე კი უაღრესად მიმზიდველი საღებავებით ფერადდებოდა და ლამაზ სანახაობებში ვლინდებოდა. ამგვარ ადამიანებს თავბრუს ახვევს ხოლმე დასავლელ მოღვაწეთა ნაწერები, რომელნიც გულისათვის ძვირფას საგნებზე ესაუბრებიან, თუმც კი მკითხველთ ოდენ იზიდავენ და არას აძლევენ. მსგავსი რამ ყოველ ზემოხსენებულ თხზულებას ატყვია.

ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება კი დაფარულია და იდუმალი, რომელსაც მოციქული პავლე ასე უწოდებს: "ცხორებაი... დაფარულ... ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3. 3), პეტრე მოციქული - "დაფარული იგი გულისა კაცი" (1 პეტ. 3, 4), თავად მაცხოვარი კი - "სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა" (ლუკა, 17, 21). მაგრამ ამ ცხოვრების გამოვლინება მეტად უბრალოდ ხდება, არავინ იცის, თუ როდის მოდის სულიწმინდა და აღგვძრავს სინანულისაკენ. ამგვარი შინაგანი გადატრიალების შემდგომ სულიწმინდა მორწმუნე გულს ვნებებთან მეტად სამძიმო ბრძოლისკენ განაწყობს, წინამძღვრობს და შეეწევა. ამ ხანგრძლივსა და მტანჯველ ბრძოლას გულის სიწმინდემდე მივყავართ, რომლის წყალობითაც მორწმუნე მუშაკი საღვთო ჭეშმარიტებათა უცხადესად წვდომისა და უტკბეს შეგრძნებათა ღირსი შეიქმნება, ზუსტად იმგვარად, როგორც სახარებასა და მოციქულთა ნაწერებშია განსაზღვრული. უტკბესი შეგრძნება ხანგრძლივი ჯაფისა და მრავალი გამოცდის ბოლოს ჩნდება, როგორც ჯილდოდ მიღებული გვირგვინი.

მისტიკოსები კი სწორედ სრულყოფილების ამ უმაღლეს მწვერვალს ჩააფრინდებიან ხოლმე და ხატოვნად, მაგრამ მუდამ ყალბ ფერებში იმგვარად ასახავენ, როგორც მათ წარმოსახვაში ჩანს ხოლმე.

ჭეშმარიტების გამოთქმა ოდენ გამოცდილებითაა შესაძლებელი, მისტიკოსები კი ოცნებებით იხერგავენ ნამდვილ, "იქით" მიმავალ გზას.

აღმოსავლელი მამები კი, პირიქით, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ უმაღლეს მდგომარეობაზე საუბრობენ და ყველაზე ხშირად სწორედ სინანულის ღვაწლს, ვნებებთან ბრძოლასა და მათ სხვადასხვა გამოვლინებებს ეხებიან.

აღმოსავლეთის ეკლესიისაგან ჩამოშორების შემდგომ დასავლეთის ეკლესიის მიერ უდიდეს წმინდანებად შერაცხულ მოსაგრეთა უმეტესობა ჩემ მიერ აღწერილი მეთოდით ლოცულობდა და აღწევდა ხილვებს, რასაკვირველია, ცრუს... ამგვარ მდგომარეობაში იყო იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი ეგნატე ლოიოლა, რომლის წარმოსახვა, როგორც თავადვე ამტკიცებდა, იმგვარად გახელებული და გავარჯიშებული იყო, რომ ოდენ მონდომებითა და ოდნავი დაძაბვით მის თვალწინ, მისივე სურვილით, ჯოჯოხეთი ან სამოთხე იშლებოდა. მათ ხილვას კი მხოლოდ ადამიანური წარმოსახვა არ ჰყოფნის - იგი დემონთა მოქმედებით აღესრულებოდა.

ღვთის ჭეშმარიტი წმინდანები კი, როგორც ცნობილია, ხილვების ღირსნი ადამიანური ნებით თუ პირადი ძალისხმევით კი არა, საღვთო ქმედებით ხდებოდნენ.

ხილვები მოულოდნელად, უკიდურესად იშვიათად, განსაკუთრებული აუცილებლობისას ეძლევათ და არა შემთხვევით".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat