მართლაც რომ მწყემსი კეთილია მღვდელმონაზონი ხარიტონი (არეშიძე)
მართლაც რომ მწყემსი კეთილია მღვდელმონაზონი ხარიტონი (არეშიძე)
-ეკლესიური ცხოვრება წინა თაობებთან შედარებით ნაადრევად, ხოლო მომავალი თაობისგან განსხვავებით შედარებით გვიან, 22 წლისამ დავიწყე. სულიერ შიმშილს ვგრძნობდი და ანჩისხატის ტაძარში მივედი. იქ მამა აკაკი მეგრელიშვილი ვნახე. მამაომ ჩემი სულისთვის საუკეთესო რჩევები მომცა და ნელ-ნელა ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე. შემდეგ სურვილი გამიჩნდა მთელი საქართველო და წმინდა ადგილები მომელოცა. ერთ დღესაც ახლობელის რჩევით დმანისში ჩამოვედი. ბოლომდე ვერ ვიყავი ჩამოყალიბებული და ერულ ცხოვრებაზეც ვფიქრობდი. ღვთის ნებით მოხდა ჩემი ცხოვრების გზის არჩევა. დმანისში მამა დიონისესთან (გვიმრაძე) ჩამოვედი სტუმრად. მაშინ მამაო სოფელ სარკინეთში, ბასილი დიდის ტაძართან ახლოს ცხოვრობდა.... დარჩენაზე არც მიფიქრია, ორი კვირით ჩამოვედი. ვიფიქრე, მარიამობის მარხვას შევინახავდი და მერე ისევ სახლში დავბრუნდებოდი. მამა დიონისესთან ერთად დავათვალიერე ხრამის, ქციის ხეობა. დღეს ამ ხეობაში, ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერია დაფუძნებული, რომლის წინამძღარიც თავად გახლავართ. იქ რომ ჩავედით, მეგონა თითქოს მთელი ცხოვრება იქ ვცხოვრობდი. მამა დიონისესაც ვუთხარი, მამაო ისეთი შეგრძნება მაქვს თიოთქოს მთელი ცხოვრება აქ ვცხოვრობდი-მეთქი. უცხო კი არ იყო იქაურობა, ჩემი იყო. ღვთისმშობლის შობის ეკლესია მიწით იყო დაფარული. მამაომ ტაძარში მცირე პანაშვილი გადაიხადა. მერე წამოვედით და გზაში მამაოს გავუმხილე - მამაო ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე და აქ მონასტრული ცხოვრება დავიწყომეთქი. მართლაც საოცარი სამონასტრო ადგილია. მამა დიონისესთან ორი კვირით ყოფნა გამომივიდა გამიგრძელდა და ორი თვით დავრჩი. ერთი თვის შემდეგ მამა დიონისეს კიდევ შევეხმიანე და ჩემი გადაწყვეტილება ვუთხარი. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით დმანისში კვლავ ჩავედი და ნელ-ნელა დავიწყე მონასტრული ცხოვრება. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. შინაგანად ვგრძნობდი და ასევე განცდა მქონდა იმისა, რომ ჩემი ადგილი ერში აღარ იყო. ვიდრე ქციის ხეობიდან წამოვიდოდი ღვთისმშობელს ვთხოვე - დედაო ღვთისა, აქ მინდა დარჩენა, მონასტრული ცხოვრება, ღმერთთან სიახლოვე, მაგრამ ერშიც მინდა ცხოვრება მეთქი. ვთხოვდი როგორმე ეჩვენებინა ღვთისმშობელს ჩემი მომავალი ცხოვრების გზა. მონასტრიდან ერში რომ დავბრუნდი ყველას მხრიდან ვიგრძენი ცივი დამოკიდებულება. მივხვდი,  რომ ეს იყო ღვთისმშობლის მინიშნება და დიდი შემართებით წამოვედი მონასტერში. იცით როგორი ძალა შემოვიდა ჩემში? მეგონა ჩემს წინ კლდე რომ დამხვედროდა და კიდევ სხვა ნებისმიერი რამ, ყველაფერს გადავლახავდი. ჩემი განზრახვა არავისთვის მითქვამს. მხოლოდ სულიერ მოძღვარს გავუმხილე და დმანისში მამა დიონისესთან ჩავედი. ექვს თვეში შევიმოსე. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ღვთისმშობელს ვთხოვდი, დედას იოლად გადაეტანა ჩემი დანახვა. მადლობა ღმერთს, სიხარულით შემხვდა დედა. დედას ვუთხარი, რომ სურვილი მქონდა ჩემი თავი ღმერთისთვის მიმეძღვნა, რომ ღმერთთან ახლოს ყოფნა მსურდა და ამიტომაც გადავწყვიტე მონასტერში ცხოვრება.. ამის გაგონებაზე თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები გვერდით მიდგანან. მამა ჩემთან არის მონასტერში. შესაძლებელი რომ იყოს დედამაც ჩამოვიდოდა. მაგრამ ჯერჯერობით ასეა, მომავალში ვნახოთ, ყველაფერი ღვთის ნებაა. შემდეგ ბერად აღვიკვეცე. წლების შემდეგ ქციის ხეობის პირველი ბერი ვარ. გადმოცემით ვიცით, რომ XVII საუკუნეში აქ ერთი ბერი მოღვაწეობდა. მას შემდეგ ამ მონასტერში არავინ მსახურობდა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მღვდლობაზე ნამდვილად არ მიფიქრია, იქიდან გამომდინარე რომ ყოველთვის ვფიქრობდი და მეგონა რომ ამისთვის მზად არ ვიყავი. მართლაც ყველაფერი ღვთის ნებაა. სასულიერო პირი ვარ და მთელი სისავსით მაქვს შეცნობილი ის პასუხისმგებლობა, რაც უფალმა დამაკისრა. უფალს, ღვთისმშობელს ვთხოვ მომცეს ძალა, რომ ღმერთის და ერის წინაშე ჩემი ჯვარი ცხოვრების ბოლომდე ღირსეულად ვატარო. . ისე როგორც სასულიერო პირს შეფერება. დმანისის სიონში დიაკვნად, მერე მღვდლად დამასხეს ხელი. იცით, რომ მეუფე ზენონს ინგლისის ეპარქია ჩააბარეს და ჩემი მღვდელმონაზვნად კურთხევის დროს ლონდონში გახდლდათ, ამიტომ ბოლნელ მღვდელმთავარს, მეუფე ეფრემს სთხოვა ჩემი მღვდლად კურთხევა.. თითქმის ოთხ წელზე მეტი მონასტერში ვცხოვრობდი. გომარეთშიც კი ამოვდიოდი, მაგრამ მოსახლეობასთან ურთიერთობა ნაკლებად მქონდა. უფრო მონასტრულ გარემოში ვცხოვრობდი. ქციის მამათა მონასტერი- ულამაზესი, უსაყვარლესი და ჩემი ბრძოლის ველია, საიდანაც ძალიან დიდ მადლს და წყალობას ვგრძნობ. მეუფე ზენონმა დიდი შემართებით შეგვამზადა მამები. ღვთის მადლით და მეუფის გვერდით დგომით დღესაც ძლიერად ვგრძნობთ თავს.

როცა მღვდელმონაზვნად მაკურთხეს სურვილი მქონდა ლოცვაში უფრო მეტად ძლიერად ვყოფილიყავი და ღვთის მადლი მოიყვანდა ხალხს ტაძარში. თუ გულწრფელად და გულმხურვალედ ვილოცებთ ჩვენზე სულიწმინდის მოდის. ყოფილა ისეთი პერიოდი და დღეებიც როდესაც წირვის დროს და ოთხი, ხუთი ადამიანი მდგარა ტაძარში, მაგრამ ღვთის მადლით, სულიწმინდის მადლით ხალხიც ნელ-ნელა მოვიდა ღვთის სახლში. მამა დიონისემ პირველი თესლი ჩააგდო მოსახლეობაში, რომელმაც ნაყოფი გამოიღო. როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისეთი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ვცდილობ თვითოეული მათგანი მივიღო როგორც სულიერი შვილი. ცოტა უჭირთ ხოლმე ეკლესიაში სიარული, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც მცდელობა აქვთ ტაძარში სიარულის. ვფიქრობ, რომ მთელი სოფელი დაუბრუნდება წინაპრების ფესვებს, რომელი ფესვებიდანაც ჩვენი რწმენა წამოვიდა.
ღვთის სიტყვა ყოველთვის ნაყოფს გამოიღებს. ვცდილობ მრევლში გავაღვიძო საქართველოს, ღმერთის სიყვარული. უფალს ვთხოვ რომ პირველ რიგში საკუთარი თავის სულიერად გაძლიერებას, რათა მოსახლეობას დავუდგე გვერდით... ვფიქრობ ერთმანეთი შევავსეთ და მომავალშიც უფრო მეტად შევავსებთ.

ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველეს ტაძართან მამათა მონასტერი უკვე ექვსი წელია არსებობს. მონასტერში სამი ძირითადად სამი წევრი ვცხოვრობთ. ცისკრის მსახურებას დილის 5 საათზე ვიწყებთ. ცოტა ხნის შესვენების შემდეგ ტრაპეზი გვაქვს.. შუა დღეს პარაკლისს ვატარებთ. 7 საათზე მწუხრის ლოცვას ვატარებთ. მონასტერში გვყავს ფუტკარი. შეძლებისდაგვარად მებაღეობასაც ვცდილობთ. თავისუფალი დროს ვიკრიბებით და სასულიერო თემებზე ვსაუბრობთ.. მონასტერში მოსვლის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. ამ შემთხვევაში ადამაინი ბედი წყდება.. პირადად მე, ჩემი თავისუფალი ნება ღვთის, დედაღვთისმშობლის მინიშნებით ვიგრძენი. იიმხელა ძალა შემოვიდა ჩემში, მეგომა ყველაფერს დავითმენდი. ღმერთმა იცის, ადამიანი რასაც შეძლებს. ღმერთი მოუვლენს ხოლმე ადამიანს ტკივილს, მწუხარებას თუ სიხარულს. აქედან გამომდინარე ღვთის მადლით და წყალობით, მეუფის გვერდით დგომით და მამა დიონისეს გვერდით დგომით, ერთმანეთის გვერდით დგომით ჩამოვყალიბდი და ასე მივყვები ჩემს ცხოვრებას.
ბეჭდვაელფოსტა
29.05. 2018
კახაბერ ჭიღლაძე
გაიხარე, საქართველოში ყველა მიტოვებული სავანე უნდა აღსდგეს, ასეთ საქმეში ყველას ხელი მოუმართოს ღმერთმა.....
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat