ღვთისთვის სათნოა არა იმდენად ესა თუ ის ცხოვრების წესი, არამედ სიწმინდე, გულის მდგომარეობა
ღვთისთვის სათნოა არა იმდენად ესა თუ ის ცხოვრების წესი, არამედ სიწმინდე, გულის მდგომარეობა
რუფინიუსი - "მეუდაბნოე მამათა ცხოვრება"
თავი 18. პაფნუტი. ღვთის კაცის, წმინდა პაფნუტის მონასტერში მისვლაც მოგვიხდა. იგი ამ მხარის ცნობილი განდეგილი იყო და თებაიდის სახელგანთქმულ ქალაქ ჰერაკლოპოლის მხარის უშორეს უდაბნოში ცხოვრობდა.

მასზე მამებმა გვიამბეს:

ანგელოზებრივი ცხოვრების სიმაღლეებს მიღწეულმა მამა პაფნუტიმ ერთხელ ღმრთს სთხოვა, ეჩვენებინა, უფლის სათნომყოფელობით ვის უთანასწორდებოდა. მის წინაშე წარდგა ანგელოზი უფლისა და ამცნო: - შენ მსგავსი ხარ მასხარასი, რომელიც მეზობელ სოფელში თავისი ხელობით არსობის პურს მოირეწსო.

მოულოდნელი პასუხით განცვიფრებული პაფნუტი მაშინვე წავიდა იმ კაცთან. იპოვა და გულმოდგინედ იწყო გამოძიება, ვინ იყო ის და რა ცხოვრება გამოიარა. კაცმა ალალად უთხრა: - მე ცოდვილი კაცი ვარ და არარაობაა ჩემი ცხოვრება... ცოტა ხნის წინ ავაზაკიც ვიყავი, ახლა კი, ხედავ, ყველაზე სამარცხვინო ხელობა მაქვსო.

მაგრამ პაფნუტი დაჟინებით განაგრძობდა გამოკითხვას - რაიმე კეთილი საქმე ხომ არ ჩაგიდენია ავაზაკობისასო.

- არა, - უპასუხა მასხარამ, - თუმცა ერთი შემთხვევა მახსენდება... სხვებთან ერთად ვყაჩაღობდი. ერთხელ ერთი ქალწული მოვიტაცეთ, რომელსაც ღვთისთვის მიეძღვნა თავი. ჩემი მეგობრები ნამუსის ახდას უპირებდნენ, შევეწინააღმდეგე მათ და ქალი განვაშორე უბედურებას. ვისარგებლე შუაღამის სიბნელით, სოფელში ჩავიყვანე და უსაფრთხო ადგილას დავტოვე.

ერთხელ უდაბნოში გზააბნეულ დიდებული შესახედაობის ქალბატონს გადავეყარე. როგორ და რატომ მოხვდი ასეთ ადგილას-მეთქი. ნურაფერს მკითხავ... ქვეყნიერებაზე ჩემზე უბედური არავინაა... ნურც ჩემი უბედურების მიზეზს გამოიძიებ. თუ მონა გჭირდება, დამიმონე და სადაც გინდა, წამიყვანე... სახელმწიფო ვალის გამო ქმარი დამიპატიმრეს და საშინლად ტანჯავენ. ახლაც საპატიმროდან საწამებლად გამოჰყავთ... ჩვენი სამი ვაჟიც ამ ვალში მონად გაყიდეს და მე უბედურსაც გასაყიდად დამეძებენ... ამიტომ მშიერ-მწყურვალი სოფლიდან სოფელში დავეხეტები და ვიმალები... სამი დღე გავიდა, პირში ხემსი არ ჩამსვლიაო...

შემეცოდა საწყალი დედაკაცი, ჩემს მღვიმეში წავიყვანე და დავანაყრე, მივეცი სამასი ოქროს მონეტაც - თურმე ამდენი ემართა მის ოჯახს სახელმწიფოსი. ქალი ქალაქში დაბრუნდა, ვალები გადაიხადა და ქმარ-შვილი დაიხსნა.

პაფნუტიმ უთხრა: - ამგვარი არაფერი ჩამიდენია... მაგრამ ვფიქრობ, გაგიგია, როგორ არის განდიდებული პაფნუტის სახელი ბერებს შორის... დიდი შრომა დამჭირდა, ჩემი ცხოვრება მოღვაწეობის მკაცრი კანონების მიხედვით რომ ამეწყო. მაგრამ ღმერთმა გამიმხილა, რომ ჩემზე ნაკლები დამსახურება არ გაქვს ღვთის წინაშე... ძმაო, სულსაც ნუ დაივიწყებ. ღმერთი დიდ საზღაურს გიმზადებსო.

მასხარამ მაშინვე მოისროლა სალამური და პაფნუტის უდაბნოში გაჰყვა. მუსიკალური ინსტრუმენტი სულიერ ჰარმონიაზე გაცვალა. სამი წელი უმკაცრესი მარხვით იღვწოდა, დღედაღამ ლოცვებსა და ფსალმუნებს აღავლენდა. განვლო სულიერი სრულყოფილების ზეციური გზა და აღსრულებისას ანგელოზთა გუნდს შეუერთდა...

პაფნუტიმ, მას შემდეგ, რაც სათნოებებში სრულყოფილი მასხარაყოფილი მონაზონი უფალთან წარგზავნა, უფრო მეტ ღვაწლს მისცა თავი. კვლავ ჰკითხა უფალს, გამოეცხადებინა, თუ ვისი მსგავსი იყო დედამიწაზე. და მოესმა ზეციდან ხმა ღმრთისა: იმავე სოფლის მამასახლისში პოვებ შენს მსგავსსო.

პაფნუტი მაშინვე იმ კაცის კარს მიადგა. მამასახლისს წესად ჰქონდა მწირების გამასპინძლება. ბერი შინ შეიყვანა, დაბანა ფერხნი, დასვა მაგიდასთან და დაიწყო სუფრის გაშლა. პაფნუტიმ გამოკითხვა დაუწყო მასპინძელს: - როგორ იღვწი, გულში რა გიძევს და რას საქმიანობო. მამასახლისმა მწუხარედ უპასუხა, - დიდს არაფერსო. ჩანდა, თავისი ღირსების დაფარვა სურდა. პაფნუტიმ უსაყვედურა ამის გამო და უთხრა: - მე უფალმა გამომიცხადა, რომ შენ ღირსი ხარ, თანამონაწილე იყო მოსაგრეთა ხვედრისო.

მასპინძელმა უფრო მეტი თავმდაბლობა გამოიჩინა და უპასუხა: "სულში მე ვერ ვგრძნობ ვერავითარ დამსახურებას. მაგრამ რადგანაც შენზე იყო ხმა უფლისა, არ დავფარავ, რაც მასში არის. მოგიყვები, ერში როგორ მოვიწყვე ჩემი წუთისოფელი. ოცდაათი წელი გავიდა მას მერე, რაც მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, და-ძმასავით გვეცხოვრა და ეს არავინ იცის. მე მისგან სამი ვაჟი მყავს - მხოლოდ იმიტომ დავქორწინდი, რომ მინდოდა, შვილები მყოლოდა. მესამე ვაჟის შეძენის შემდეგ არც ცოლთან და არც სხვა ქალთან ურთიერთობა აღარ მქონია... არასოდეს მითქვამს უარი მწირთა გამასპინძლებაზე და ყოველთვის ვზრუნავდი, ისინი ჩემზე ადრე არავის შეეპატიჟებინა. სტუმარი ხელცარიელი არასოდეს გამიშვია. სამსჯავროში ყოფნისას ღვიძლი შვილის გამოც კი არ დამირღვევია სამართალი. სხვათა შრომის ნაყოფი ჩემს სახლში არასოდეს შემოსულა. ვცდილობდი, შემერიგებინა მოკამათენი. არავის არასოდეს უსაყვედურია ჩემი სახლეულისთვის. ჩემს ფარას სხვისი მინდვრები არ მოუძოვია, ხოლო თუ ვინმეს ჩემს მიწაზე დაუთესია, წინ არ აღვდგომივარ. ახალი მიწების განაწილებისას ჩემთვის არასოდეს ამირჩევია ნაყოფიერი მიწები. რამდენადაც შემეძლო, სუსტს არ ვაჩაგვრინებდი ძლიერს. ვცდილობდი, არავინ შემეწუხებინა. თუ სასამართლოზე მოწმედ გამომიძახებდნენ, არავის ბრალს არ ვდებდი, ვცდილობდი გადამტერებულთა შერიგებას... ღვთის წყალობით, ასე მიედინებოდა დღემდე ჩემი ცხოვრება".

ნეტარი პაფნუტი მას თავზე ეამბორა, აკურთხა და უთხრა: - მაკურთხოს მე უფალმან სიონით და იხილოს კეთილი იერუსალიმისაი (ფსალ. 77). შენ მშვენივრად და ქრისტიანულად გიცხოვრია, ერთი უმაღლესი სათნოებაღა გაკლია - უნდა დაუტევო ყველაფერი და ღმერთი უფრო ღრმად შეიცნო". ეს რომ მოისმინა მასპინძელმა, უმალ გაჰყვა ღვთის კაცს უდაბნოში. მდინარეს მიადგნენ. ნავი არ ჰქონდათ. პაფნუტი პირველი შევიდა ღრმა წყალში, ერთად გადაიარეს მდინარე, მერე უდაბნო. პაფნუტიმ ის სავანის ახლოს მდებარე მღვიმეში დააყენა. გადასცა სულიერი მოღვაწეობის კანონი, ასწავლა კანონების აღსრულება, რათა მიეღწია სულიერი სრულყოფილებისთვის და უფრო მეტად ჩასწვდომოდა ღვთის საიდუმლოებებს. ამ დამოძღვრის შემდეგ პაფნუტი უფრო დიდ ღვაწლს მიეცა. ჩემი ადრინდელი მოსაგრეობა დიდი არ იყოო, - ფიქრობდა, - სოფელში რომ მეცხოვრა და საერო საქმეებისთვის მეზრუნა, იმავე წარმატებას მივაღწევდი. ხედავ, რა სიკეთეებს აკეთებენ ერისკაცნიო?

გავიდა დრო. იმ კაცს უკვე მიეღწია სულიერი სიბრძნისთვის. ერთხელ კელიაში მჯდომმა პაფნუტიმ იხილა, უფლის ანგელოზებს ამ კაცის სული ზეცად გალობით აჰყავდათ: "ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა".

ამის გამგონე პაფნუტი მიხვდა, რომ კაცი გარდაიცვალა. თვითონ კი უფრო მეტი გულმოდგინებით ისწრაფოდა უმაღლესი სულიერი სრულყოფილებისკენ.

და მან კვლავ სთხოვა უფალს, გაემხილა, თუ ვის ემსგავსებოდა კაცთა შორის. კვლავ მოესმა ზეციდან: "მსგავსი ხარ ვაჭრისა, რომელიც ახლა შენთან მოდის. ადექი და შეეგებე მას!" პაფნუტიმ ისწრაფა ალექანდრიელი ვაჭრის შესახვედრად, რომელსაც თებაიდიდან სამი გემით 30 000 ოქროს მონეტის საფასურის საქონელი მოჰქონდა. ის ღვთისმოშიში და კეთილი საქმეებისთვის მოშურნე გახლდათ. მან თავის მსახურებს ათი ტომარა ცერცვი ძღვნად გამოატანა ღვთის კაცთან. პაფნუტიმ მის დანახვაზე იყვირა: - რა არის ეს, ფასდაუდებელო და ღვთისთვის საყვარელო სულო? რატომ ზრუნავ მიწიერ საგნებზე მაშინ, როცა შენთვის ცათა შინა მყოფთა გვერდით ცხოვრებაა განმზადებული? მიანდე ყველაფერი მათ, ვინც ამ სოფლისაგანია და მასზე ფიქრობს. შენ კი იყავი ვაჭარი ღვთის სასუფევლისა, რომლისთვისაც ხარ მოწოდებული და მისდიე მაცხოვარს, რომელიც მალე წაგიყვანს თავისთანო.

ვაჭარმა უყოყმანოდ გასცა ქონების უმეტესი ნაწილი, თავის ნოქრებს უბრძანა, დარჩენილი - გლახაკებისთვის დაერიგებინა. თვითონ კი პაფნუტის გაჰყვა უდაბნოში. პაფნუტიმ ის იმავე კელიაში დააბინავა, საიდანაც წავიდა უფალთან მისი ორი ადრინდელი მკვიდრი. ამ კაცსაც ასწავლა ყველაფერი და ისიც წარემატა სულიერ მოღვაწეობაში, ისწრაფოდა უმაღლესი სიბრძნისკენ. მცირე ხნის მერე ისიც გადასახლდა მართალთა გუნდში.

პაფნუტიმ სიცოცხლე უმკაცრეს მარხვაში გალია. ვაჭრის სიკვდილიდან მცირე ხნის მერე გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა:

- დრო დაგიდგა, კურთხეულო, რომ შენც გადასახლდე და გაიხარო საუკუნო სავანეში, რომლის ღირსიც შეიქმენი. წინასწარმეტყველნი მზად არიან, მიგიღონ თავიანთ გუნდში. მე ეს ადრე არ გაგიმხილე, რომ არ გაამპარტავნებულიყავი და არ მოჰკლებოდი ჯილდოს მოსაგრეობისთვის.

ერთი დღე-ღამის შემდეგ პაფნუტისთან ხუცესები მივიდნენ, რომელთაც უამბო, რაც გამოუცხადა უფალმა. ბოლოს კი უთხრა: - არავინ აიგდოთ აბუჩად ამ სოფლის მკვიდრთაგან - იქნება ის ავაზაკი თუ კომედიანტი, უბრალო მიწათმოქმედი, ცოლიანი თუ თავისი საქმის ერთგული ვაჭარი... ყოველ მოდგმაში მოიძებნება ღვთის სათნო სული, ჩვენთვის უცნობი, მაგრამ ღვთის დამატკბობელი საქმიანობით. აშკარაა, რომ ღვთისთვის სათნოა არა იმდენად ესა თუ ის ცხოვრების წესი, არამედ სიწმინდე, გულის მდგომარეობა და მოქმედებათა ზნეობრივი ღირსება.

თქვა და ჩააბარა სული უფალს. ხუცესებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ მიირქვეს მისი სული ღვთის ანგელოზებმა და ღვთის დიდებითა და გალობით აღამაღლეს.

თავი 19. ხუცესი დიოსკურე. თებაიდაში შევხვდით ერთ ღირსსახსოვარ ამბა დიოსკურეს. ამ ხუცესის სავანეში თითქმის ორასი მამა ცხოვრობდა. ის ზრუნავდა, რომ წმინდა საიდუმლოსთან ზიარებისას ვინმე სინდისდალაქავებული არ მიახლებოდა ბარძიმს. სიწმინდისთვის მისი ზრუნვა იქამდე მიდიოდა, რომ ისეთ ბუნებრივ მოვლენასაც კი, როგორიც ღამის ძილისას სიზმარში დედაკაცის ნახვაა, ყურადღებას აქცევდა.

- თუ მაცდუნებელ სიზმარს არ ნახულობ, მაშინ ეს ცოდვა არ არის, ბუნებრივი მოვლენააო, - ამბობდა, - მაგრამ თუ ძილში დედაკაცი გეჩვენება და ხორციელად აღიძვრები, ჩანს, სული არაწმინდა სურვილებით არის სავსე, საიდანაც იშვება არაწმინდა ფიქრები. ამიტომაც აუცილებელია, მონაზვნებმა ყველანაირად უკუაგდონ ფანტაზიის მაცდუნებელი სახეები, თორემ რა განსხვავება იქნება მონაზონსა და ერისკაცს შორის? მონაზვნებს მართებთ, მარხვითა და ლოცვით სძლიონ ბუნებრივ ხორციელ მოთხოვნილებებს. ფუფუნებაში მყოფნი როცა ავადდებიან, ასრულებენ ექიმის დანიშნულებას და თავს იკავებენ იმისგან, რაც მათთვის საზიანოა. რაღა უნდა ვთქვათ მონაზონზე, რომლის მთავარი მიზანი სულისა და სხეულის ჯანმრთელობაა?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat