გულგრილობა უფსკრულისკენ მიმავალი გზაა
გულგრილობა უფსკრულისკენ მიმავალი გზაა
გულგრილობა მოყვასისა და საკუთარი თავის მიმართ თითქოს ყველას ნელ-ნელა ჩვევად გვექცა. ბევრი ამას დრო-ჟამის უკუღმართობას მიაწერს, ზოგიც კიდევ რას. არადა ღმერთი ხომ მოგვკითხავს უფლის მცნებებისადმი უგულისყურობისთვის, გულგრილი ლოცვებისთვის. გამოსავალი ჭეშმარიტ ქრისტიანულ, ეკლესიურ ცხოვრებაში, უფალთან სიყვარულით და ერთგულად ყოფნაშია.

წმინდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს: კარგია, რომ მოინანიეთ და სთხოვეთ უფალს პატიება თავის საქებ გულისსიტყვათა გამო, კეთილი საქმის გაკეთებისთვის რომ გაგჩენიათ გულში. ამაზე მეტი ბოროტება არ არსებობს. გულისსიტყვა, შემოსვლისთანავე ყაჩაღივით დაჭერილი და გაძევებული, ჯერ კიდევ არ არის უბედურება. მაგრამ როდესაც მისადმი თანაგრძნობა ჩნდება გულში და ატკბობს მას, მაშინ მაგრად უნდა ურტყათ ასეთ გულს ღალატისთვის. ყველაფრის მიზეზი კი უყურადღებობაა. ვერ შენიშნა გონებამ, როგორ დაეცა ბოროტი ნაპერწკალი, ვერ შენიშნა იმიტომ, რომ გატაცებულია ათასი გასართობით. იფუსფუსეთ, ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებს თქვენი გონება და ბაგეები.Nნურც მის თაყვანისცემას დაივიწყებთ. დაე, გეძნელებოდეთ, მით უფრო დასაფასებელი იქნება თქვენი ღვაწლი და მით უფრო მალე მოგეცემათ მადლი. კეთილი საქმეების კეთებისას ღმერთთან ყოფნის შეგრძნებას მრავალი სარგებელი მოაქვს.

მივემთხვიოთ უფალს და შევღაღადოთ: უფალო, შემიწყალე!

ეს მცირე შევიწროება მასწავლებელი და მაცხოვნებელია. ღმერთი ყოველთვის მოგიწოდებთ. იგი ნებისმიერ დანგრეულს აღადგენს.

სხვა საქმეა ის, რომ დასასრული აქ არ არის. სიცოცხლის ნაყოფს ცხოვრების ხაზს იქით მოისთვლით. უფალმა გიხსნათ იმ საშინელი საათის ჟამს, აქ კი ერთი ფრაზაც საკმარისია: იყავნ ნება შენი, უფალო!"

***
თანამედროვე ბერ-მონაზონთა განმარტებაც საგულისხმო უნდა იყოს მკითხველისთვის. როცა ქარელის რაიონში ტბეთის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერი მოვილოცე, წინამძღვარს, სქემმღვდელმონაზონ იოსებს (მაჩაიძე) ვესაუბრე, რამაც უფრო დამაფიქრა.

- გულგრილობა მართლაც დამღუპველია მართლმადიდებლისთვის. ადამიანი გულით და გულთან მიყურადებული სინდისით განისჯება და განიკითხება. კაცი გულგრილად არ უნდა მიუდგეს საქმეს. გულისყურით გაკეთებულს ყოველივეს უფალი შეიწირავს. უფალი ბრძანებს: უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდითო. როცა მოყვასს სიკეთეს უკეთებ, მისგან საპასუხო გამოსავალს და გამორჩენას არ უნდა ელოდე. თუ ადამიანი ჩვენგან დახმარებას, ნუგეშს ელის და ჩვენ მას გულგრილად ვუყურებთ, რადგან მისგან საპასუხოს ვერ მივიღებთ, დამღუპველია. უფალი ბრძანებს, მომბაძეთ მე, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითაო. ღმერთმა გულთან გაავლო პარალელი, რადგან ადამიანი გულით განისჯება. გულით მდაბალი ვარო, - ბრძანებს უფალი. აქ მხოლოდ სიმდაბლეზე არ არის საუბარი. თუ ადამიანმა დაკარგა ღვთის შიში, დაეუფლება გულგრილობა, რომელიც დაღუპვისა და უფსკრულისკენ მიმავალი გზაა. ყველა მართლმადიდებელი სიკეთის კეთების დროსაც გულით უნდა ფიქრობდეს, თორემ ეს სიკეთე არ შეიწირება. ერში მყოფ ადამიანებს ქრისტესმიერი სიყვარული ეხშობათ, პირადი კეთილდღეობის მოწყობაზე ზრუნავენ, ღვთის სიყვარული და კრძალვა კი დაკარგული აქვთ. ეს ამქვეყნიურზე მიჯაჭვულობის შედეგია. ასეთი ადამიანი იმ მონას ემსგავსება, რომელიც გაიძახის: შევიძინე ქონება და განვსცხრებოდე და ვსმიდე და ვჭამდეო. სახარების მიხედვით, ასეთს უფალი პასუხობს: სულს ამოგხდი, ბოროტო მონავ, წარგადგენ ჩემს წინაშე და ვის დარჩება ის მონაგებიო. ადამიანმა, ვიდრე ტაძარში შევა, ყოველთვის უნდა იფიქროს, ვის წინაშე მიდის და ლოცულობს. მისი გონება მუდამ ღვთისკენ უნდა მიიდრიკოს. მართალია, გონება გაგვირბის, მაგრამ შევეცადოთ უფლისკენ მოვაბრუნოთ და ღმერთზე დავიწყოთ ფიქრი.

- მამაო, როცა ადამიანს მონასტრისკენ მიუწევს გული უფლის სამსახურად, ხორციელი მშობელი ხშირად განიცდის ხოლმე შვილის გადაწყვეტილებას. უფლის რჩეული კი ღვთის მოწოდების ერთგული რჩება. ამ შემთხვევაში თუ შეიძლება ჩაითვალოს, რომ შვილი მშობლის სიტყვას გულგრილად მოეკიდა?

- ეს გულგრილი დამოკიდებულება როდია. როცა ადამიანი ღვთის გზას ირჩევს და მშობელი ეწინააღმდეგება, უფალი არ შეურაცხავს მას ცოდვად. სხვა შემთხვევაში მშობლების წინაშე ადამიანი არ გამართლდება. მცნება გვასწავლის: პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, რათა დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. დიახაც, კაცმა პატივი უნდა მიაგოს ხორციელ მშობელს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუძლია არ დაუჯეროს. შეიძლება მშობლის რწმენა ვერ აღემატებოდეს მისას...

- მონასტერში განსაკუთრებით მართებს ადამიანს საკუთარი თავის გამოსწორებაზე გულისყურით ზრუნვა.

- როგორც მამები გვასწავლიან, ბერული ცხოვრება არის ძველი კაცის განძარცვა და ახლის შემოსვა. ის ვნებები, რაც გვაწუხებს და მიშვებულია, მოვთოკოთ და გავხდეთ სულიწმინდის ჭურჭელი. მით უმეტეს, ბერს და მონასტერში მცხოვრებ ადამიანს თავის თავთან აქვს ბრძოლა და უკეთ ხედავს საკუთარ დაცემულობას. ტაძარში მისვლამდე კაცი ვერ ამჩნევდა შურს, პატივმოყვარეობას, ეშმაკისგან არ ჰქონდა ბრძოლები, რადგან მას ისედაც თავისკენ მიჰყავდა. როცა ღვთის წინაშე დგება და მოინდომებს სულის გადარჩენას, მაშინ ეშმაკი წარმოუდგენს ამ ვნებებს და დაანახვებს საკუთარ თავს. მონასტერი ჩვენს თავთან, დაცემულ ბუნებასთან ბრძოლაა. ვისაც ვნებები მოთოკილი აქვს, ეშმაკი ვერ დასცემს. სახარებაში წერია: სასუფეველი იძულებით მოიპოვება, ვინც აიძულოს თვისი თავი, ცხონდესო. სწორედ ეს იძულებაა ჩვენი დაცემული ბუნების მოთოკვა. ადამიანი დაცემული ბუნებით მიჩვეულია თავის ნებაზე, მოძღვრისა და მშობლის დაუკითხავად სიარულს. მონასტერში კი მორჩილებაშია და საკუთარი ნების უარმყოფელია, ღვთის გზაზე დადის და შეძლებისდაგვარად ხდება მისი განწმენდა. საკუთარი ნების უარყოფით და ღვთის ნებით ცხოვრებით დაიმკვიდრებს ადამიანი ცათა სასუფეველს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანს მოძღვრისგან და წინამძღვრისგან ეუწყება ღვთის ნების განცხადება. მათი მორჩილებით - ღმერთს ვემორჩილებით. ამით ადამიანი განიწმინდება და ცოდვებისგან განთავისუფლდება. რა თქმა უნდა, უცბად ვერავინ გახდება წმინდანი. ამას დიდი დრო და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება.

- როგორ შევებრძოლოთ ჩვენს დაცემულ ბუნებას?

- წმინდა მამების თქმით, როცა კაცი უფალს მიუახლოვდება, მას მცირე ცოდვაც ამძიმებს და გრძნობს ცოდვაში ყოფნას. როცა ადამიანი უფალს შორდება, შეიძლება კაციც მოკლას და ვერც გააცნობიეროს, რომ ის ცოდვაა. ამიტომ საკუთარი თავის იძულებით, მოძღვართან წრფელი აღსარებით მასში ნელ-ნელა იღვიძებს ღვთისგან ჩადებული მიძინებული სინდისი, რომელსაც ღმერთთან და მარადიულ ცხოვრებაში მივყავართ. ჩვენი არასწორი ცხოვრებით მიძინებული სინდისი ისეთ დროს გვამხელს, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ. წმინდა მამები სინდისის ხმას ადარებენ სახლის დარაჯს, რომელიც გულში შემავალ ცოდვას ამხელს. ჩვენი ცოდვები მოძღვრის წინაშე შეულამაზებლად უნდა ვთქვათ. წრფელი აღსარების გარეშე ადამიანი სინდისს ვერ გააღვიძებს. სინდისმიძინებული ვერასდროს ცხონდება, რადგან მას არ აქვს ცოდვის განცდა. სინდისის ხმის გაღვიძებით შევძლებთ სასუფევლის დამკვიდრებას და განცდას თვისთა ცოდვათა. როცა ადამიანი აღსარებას ამბობს, მას სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ აღარ ჩაიდინოს ის ცოდვა. ეს ცხოვრება ბრძოლაა და შეიძლება დაეცე. მთავარი ფეხზე წამოდგომაა და წინ სიარული. ცოდვით დაცემით ადამიანი სწავლობს ცხოვრებას. მხოლოდ ცოდვებთან განშორებით მოგვეტევება ცოდვები.

- მამაო, თქვენ მონასტრის წინამძღვარი ბრძანდებით და დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ თითოეულ მონასტრის წევრზე, მონასტერში მოსული სტუმრების მიმართ.

- წინამძღვრობა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნვა როდია. ის მეგზურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინამძღვრისგან მაგალითს იღებენ და უფლის წინაშე გრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. უფალი სახარებაში ამხელს ფარისევლებს: აჰკიდებთ მძიმე ტვირთს და თითითაც არ მიეხმარებითო. მოძღვარი მაგალითი უნდა იყოს მრევლისა. ადამიანი, რომელიც ერთს ქადაგებს და სხვას აკეთებს, უფლისგან მხილებული იქნება.

წინამძღვარი ჭეშმარიტი გზის გამკვალავია. უპირველესად წინამძღვრის მორჩილება გვმართებს.

***
როცა ადამიანი მოძღვარს ირჩევს, ის მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა ცხოვრობდეს. ლოცვა-კურთხევის აღსრულება მორჩილების გამოხატულებაა. ღვთის ნება მოძღვრიდან გამომდინარეობს. ზოგჯერ შეიძლება მოძღვარმა ისეთი ლოცვა-კურთხევა მოგვცეს, რაც ჩვენთვის არ იყოს მოსაწონი. მოძღვრის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხონება. თავად უფალმა დაადგინა პირველად მოციქულები მღვდელმთავრებად. ზოგიერთი ადამიანი განიკითხავს მოძღვარს და საკუთარი უძლურებები და ცოდვები ავიწყდება. მოძღვართან მისულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა უთხრას, რაც სულიერად ამძიმებს. მოძღვრის მიმართ გულწრფელობა არ უნდა გვრცხვენოდეს. სირცხვილის გრძნობა ცოდვის ჩადენამდე უნდა გვქონდეს. თუ ცოდვას ჩავიდენთ, მოძღვართან უნდა მივიდეთ და წრფელი აღსარებით მოვინანიოთ. როცა ადამიანი საკუთარ ცოდვებს უყურებს, დრო აღარ აქვს სხვისი ცოდვების დანახვისა. ვაი იმას, ვისგანაც ცოდვა მოდისო. ჩვენგან არ უნდა მოდიოდეს ცოდვა. ჩვენი არასწორი ნაბიჯი მრევლის დაცინვა იქნება.

მრევლი გულგრილად არ უნდა ეკიდებოდეს მოძღვრის სიტყვას. როცა მრევლი მოძღვართან მიდის და ფიქრობს, რომ იგი ღვთისგან იღებს ლოცვა-კურთხევას, ასეც ხდება. რწმენით უნდა მივდიოდეთ ღვთისკენ. ღმერთი გვაძლევს მოძღვრის პირით ლოცვა-კურთხევას. რწმენის გარეშე წარმოუდგენელია ერის ცხონება.

- თუკი ურჩობას, უგულისყურობას გამოვიჩენთ მოძღვრის მიმართ და დავარღვევთ მის ლოცვა-კურთხევას?

- ამ შემთხვევაში სინანული მაინც უნდა გვქონდეს და აღსარებაში მოვინანიოთ, რათა განწმენდილი სამოსით კვლავ შევუდგეთ ღვთის გზას.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა ძალა მოგცეთ ღვთის დიდებისა და ღვთის მცნებების აღსრულებისა.

KARIBCHE***
ხაშურის გარეუბანში მდებარე ლუბრუმის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონს მელანიას (დავითელაშვილი) გავესაუბრე: - როცა მონაზვნური ცხოვრება გადავწყვიტე და დავტოვე მეუღლე და შვილები, ამით ოჯახისადმი გულგრილობა არ გამომიჩენია. სიყვარულით წამოვედი და ყველას პატიება ვთხოვე, რადგან მათი დატოვებითUუფალთან მიახლოება მსურდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს ჩემი ოჯახის წევრებთან. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ერთი შვილი ბერია და დღეს ძამის ხეობაში, ბერთუბნის წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. თუ ადამიანი მონასტერში ღვთის სიყვარულით არ წამოვიდა, იქ დიდხანს ვერ გაჩერდება. მონაზვნობა მოწოდებაა. ამას მხოლოდ შინაგანად იგრძნობ. მონასტერში წამოვედი უფალთან მისაახლოებლად. ყველაფერი ხომ წარმავალი და წუთიერია. ცხონება მინდა და მჯერა რომ მონასტერში ეს შესაძლებელია.

ერში განსაცდელი მატულობდა და უფალმა დამანახა, რომ ჩემი გზა მონაზვნობა იყო. ღვთისა და დედა ღვთისმშობლის წყალობით, ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელ ხატთან მივედი და ვილოცე, რამაც გადამაწყვეტია მონასტერში წამოსვლა. მადლობა უფალს, დედა ღვთისმშობელს ყველაფრისათვის, რომ წყალობა მოიღო ჩემი ცოდვილი სულისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat