აღკვეცის შემდეგ 45 დღის განმავლობაში ყოველდღე ვწირავდი
აღკვეცის შემდეგ 45 დღის განმავლობაში ყოველდღე ვწირავდი
როცა ადამიანს სნეულება ეწვევა, მაშინვე განსაცდელი და სასოწარკვეთა მოიცავს. შემთხვევით და ღვთის უნებურად ქვეყნად არაფერი ხდება, ჩვენზე მოწეული სნეულებაც ღვთის ნებად უნდა მივიღოთ. ადამიანურად ამის აღქმა შესაძლოა ზოგჯერ რთულიც იყოს, მაგრამ თუ ჩავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი ჩვენი თავის დასამდაბლებლად და სულის კურნებისთვისაა მოცემული. კურნებას კი უფლისგან უნდა ვიღებდეთ.

ხშირად დიდ სნეულებაში მყოფი შინაგანად ბოროტდება. ამით საკუთარ თავსაც ვნებს და სხვასაც - მოყვასისთვის რთულად შესაგუებელი ხდება. ეკლესიური სწავლების მიხედვით, ასეთ მდგომარეობაში ადამიანმა გულისყური ლოცვას, ზიარებას, აღსარებას და სხვა მადლით სავსე ქმედებებს უნდა მიაპყროს. სარწმუნოებამან ჩვენმან უნდა განკურნოს თითოეულის სულიერი და ფიზიკური სნეულებანი, ვინც რწმენით მიეახლება, მისგან კურნებასაც მიიღებს.

სქემმღვდელმონაზონ ნიფონტისთან (ქევხიშვილი) საუბარი შემთხვევით არ შემირჩევია - მას უმძიმესი განსაცდელები, სნეულებები აქვს გადატანილი. ტრაგიკული შემთხვევის გამო მას მეუღლე, ირინე ტუხაშვილი გარდაეცვალა. თავად რამდენიმე თვე იდგა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, მისი სრულად გამოჯანმრთელება ეეჭვებოდათ კიდეც. მამა ნიფონტი სოფელ ტახტისძირის პეტრე-პავლეს სახელობის და დვანის კვართის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, დიდ სქემაში აღკვეცეს. ვფიქრობ, საგულისხმო იქნება მასთან საუბარი.

- დედაეკლესიას უდიდესი მადლი აქვს. ადამიანი შორიდან რომ დაინახავს ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, ერთ მადლს იღებს. როდესაც შიგნით შევა და სანთელს დაანთებს, ორ მადლს, ხოლო მთლიან ლიტურგიას თუ დაესწრება, თანაზიარი ხდება შვიდი მადლისა. დედაეკლესიაში სულიწმინდის მადლი ტრიალებს, მრევლს დედა ღვთისმშობელი მფარველობს. ერთხელ წყნეთში იღუმენმა იოანემ მაჩვენა ნახატი: ბუმბულით ამოგებულ, ეკლით გარემოცულ ბუდეში გედი და მისი სამი ბარტყი ისხდნენ. დედა გულს იკორტნიდა და ამ სისხლით კვებავდა ბარტყებს. ბუდის ქვემოთ საშინელი გველი ელოდა პატარების გადმოვარდნას. მამა იოანემ ამ ნახატს ასეთი განმარტება მოუძებნა: ბუდე დედაეკლესიას ნიშნავს, ბარტყები - მრევლს განასახიერებს, გედი - მღვდლის და ასევე ქრისტეს სახედაცაა წარმოდგენილი. გედის გულიდან წამოსული სისხლი ზიარების მსგავსად ეძლევათ ბარტყებს ანუ მრევლს. ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიმღები ბარტყები ბუდის გარეთ გასვლას აღარც ფიქრობენ და გველის საკბილოები აღარ ხდებიანო.

ძალიან მომეწონა ამ სურათის ახსნა. უფლის შეწევნით, თავად მოძღვრის ხელიდან გამოდის მადლი. აკურთხებს წყალს, რომელიც უხრწნელია. კურთხევის შემდეგ წყალში არავითარი ეშმაკი, ბოროტი არ ჩერდება, რისი წყალობითაც ის უკვდავი ხდება. ადამიანში რომ არ იყოს ბოროტი, უკვდავი იქნებოდა. თუ ცოდვა შემოაღწევს ჩვენს სულსა და გულში, სნეულება მოგვერევა, სხეულით მოკვდავნი ვხდებით. მადლობა ღმერთს, რომ უფალმა მოგვცა თავისი ტანჯვით, ჯვარცმით უდიდესი მადლი, იმედი სულის გადარჩენისა. ქრისტეს ხორცის და სისხლის ზიარებით ადამიანი იწმინდება, მასში ჩაისახება ქრისტე. სეფისკვერი არის წმინდა პური, რომელიც გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად. ასევეა წითელი ღვინო - ის ქრისტეს სისხლად გარდაისახება. ეკლესიის მიერ ზეთის ცხება, პარაკლისები და სხვა უამრავი მადლი სულისა და ფიზიკური სნეულების განსაკურნებლადაა დაწესებული. მოძღვრის წყალობით, უფალი უამრავ მადლს ანიჭებს მრევლს, სულის გადარჩენაზე ზრუნავს და ცხონების გზას ასწავლის.

მინდა კანდელის ზეთის კურნებაზეც გითხრათ. თავად კანდელი დედა ღვთისმშობლის წიაღს განასახიერებს, რომლიდანაც გამოდის ნათელი ქრისტესი. მასში ჩასხმულ ზეთში მადლია და რწმენით მიმღები მრევლი მისგან კურნებას იღებს. კანდელთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ:

მეუფე გრიგოლი (ცერცვაძე) ჩემი ნათლია გახლდათ. როცა ალავერდში ვმსახურობდი, მის საფლავს ვუვლიდი და ვიძიებდი მეუფის გამონათქვამებს, ქადაგებებს. ვიცოდი, რომ ძალიან მადლიანი მეუფე იყო. თურმე ამბობდა ხოლმე, - გაასუფთავეთ კანდელები, შიგნით არაფერი ჩავარდესო. საჭმელში რომ რამე ჩაგიყარონ, გესიამოვნებათო? კანდელიც ასეა. კანდელის ზეთს გაუფრთხილდით, რადგან მას უდიდესი მადლი და კურნების ძალა აქვსო.

როდესაც მაცხოვარს შეღაღადებდნენ - უფალო, განგვკურნე, გვიშველეო, ის მაშინვე ეკითხებოდა, - გწამს, რომ განიკურნებიო? მწამს უფალი სულითა და გულითო, რომ ეტყოდნენ, მიუგებდა, - "სარწმუნოებამან შენმან გიხსნა და განგკურნაო". ასეა ყოველი ადამიანიც. თუ თავად არ იწამა და არ მოახდინა გარდატეხა, ეს მადლი უცბად არ დაეხმარება. მაგრამ ის მადლი, რაც ტაძარშია, რაც მართლმადიდებელ, დედაეკლესიაშია, თავისთავად ეხმარება ადამიანს, იფიქროს და შეღაღადოს უფალს, - მწამს, უფალო, რომ განვიკურნებიო. კაცი ყოყმანობს, - დაადგეს კურნების გზას თუ დანებდეს და ხორცის უძლურებას მიჰყვეს. საერთოდ, ავადმყოფობა ბოროტისგან მოდის. შედის სულში, მერე მთელ ორგანიზმს იპყრობს. მამა პაისი ათონელი ამბობს, - სიმსივნე თავად დემონი არისო. ეს დემონი მეტწილად საჭმლიდან შედის, ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ საჭმელს, რათა საკურნებლად გვექცესო. ზოგიერთი სულიწმინდით განმსჭვალული მამა კაცს თავზე ხელს ადებს, ლოცავს და ამით იკურნება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ავადმყოფობა დემონიაო. როდესაც შერისხავდა დემონს, გადიოდა ადამიანის სულიდან, ორგანიზმიდან და ადამიანიც იკურნებოდა.

ცოცხალ მაგალითს ჩემს თავზე გიამბობთ. ავარიის შედმეგ ძალიან მძიმედ ვიყავი. უფლის შეწევნით გადავრჩი. ისეთი მოტეხილობები მქონდა, რომ ექიმები მეუბნებოდნენ, ორი წელი დაგჭირდება ფეხზე დასადგომადო. თავის ქალას ტრავმის გამო მეტყველება თუ აღმიდგებოდა, ამასაც ეჭვობდნენ. უფალს ვევედრებოდი - უფალო, მომეცი ძალა, რომ ჩემი მისია აღვასრულო და მრევლს გამოვადგე-მეთქი. მწამდა, რომ უფალი მომხედავდა. მეუღლის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი უფრო დიდი იყო, ვიდრე მოტეხილობები და ჭრილობები. ყოველთვის ვცდილობდი, მქონოდა ურთიერთობა იმ უხილავ სამყაროსთან, საიდანაც მადლს და კურნებას ველოდი. ჩემს მეუღლეს სიზმარში რამდენჯერაც ვნახავდი და ირინე შემეხებოდა, ხუთი-ათი დღე გამაყუჩებელი აღარ მჭირდებოდა. ტკივილები მიამდებოდა. უფალმა თუ ბერობისთვის მომიწოდა, ბერი ჯანმრთელი სჭირდება-მეთქი. სამ თვეში უნდა ავდგე, წავიდე ჩემს რუის-ურბნისის ეპარქიაში და ბერად აღვიკვეცო-მეთქი. რაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მემატებოდა ძალა.

მართლაც, სამი თვის შემდეგ ფეხზე დავდექი, ყავარჯნების დახმარებით დავდიოდი, ორ კვირაში დამოუკიდებლად სიარული შევძელი და ჯოხით წავედი ეპარქიაში. 5 იანვარს ბერად აღმკვეცეს. აღკვეცის შემდეგ 45 დღის განმავლობაში ყოველდღე ვწირავდი. ყველას უკვირდა, ასეთი ტრავმით როგორ შევძელი - ხერხემალზე და მენჯზე მქონდა ტრავმები, ხელი - მოტეხილი, თავის ქალა სამ ადგილას იყო გაბზარული. შუა ზამთარში სიცივეში აღვავლინე ღვთისმსახურება. ვგრძნობდი, რომ უფალი მაძლევდა ძალას და შეწევნას. ეს იყო კიდევ ერთხელ ნუგეში, რომ მართლმადიდებლობაში არსებობს ჭეშმარიტი სულიწმინდის მადლი.

ყველას მოვუწოდებ, რომ სწამდეს უფლის მფარველობისა. ვიდრე სულიერად არ განიკურნება ადამიანი და არ შეეცდება სულიერად განიწმინდოს, მანამდე ძნელია სხეულის გაჯანსაღება. როგორც ფსალმუნებშია: "გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა". გული წმინდა როგორც კი დაიბადება, სულიც განახლდება და გვამიც განიწმინდება. ეს სამივე ერთმანეთთანაა შერწყმული. უნდა გვახსოვდეს, რომ სულის ტაძარი - სხეულია, გული კი სულის საკურთხეველი. ამ საკურთხეველს როგორი სიწმინდითაც შევინახავთ, ისეთი წმინდა იქნება სულიც, თვითონ ტაძარიც დასუფთავდება და არავითარი სნეულება არ მიეკარება. ხშირად უფლისგანაა დაშვებული სნეულებით გამოწვეული განსაცდელი. უფალმა უკეთ იცის, ადამიანის საცხოვნებლად რა არის საჭირო. უფალი ხშირად უშვებს განსაცდელებს. ადამიანს, რაც არ უნდა განიწმინდოს აღსარებებით, სულში თურმე რაღაც ლექი მაინც რჩება, რომლითაც შეუძლებელია ცათა სასუფეველში შესვლა. ამ ლექს კი წმენდს განსაცდელები. იმ ქვეყნად რომ მივალთ, შეიძლება ასეთი სიტყვები წარმოვთქვათ, - გენაცვალე, ჩემო განსაცდელებო, რადგან თქვენ მომიყვანეთ ამ საკვირველ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგცეთ კურნების მადლი და რწმენა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat