მხოლოდ მეუფის სიტყვები მახსოვს: დედაო, როგორ გამახარეო
მხოლოდ მეუფის სიტყვები მახსოვს: დედაო, როგორ გამახარეო
რამდენიმე თვის წინ, ძამის ხეობის მოსალოცად რომ ვიყავი, მეუფე იობმა საუბრისას მონაზონი ეფემია ახსენა: ასაკოვანი ადამიანია, უამრავ ხალხს შეხვედრია და მოსაგონარიც ბევრი ექნებაო. კურთხევა მომცა, მივსულიყავი მასთან და "კარიბჭისთვის" დედაოზე თბილი წერილი გამეკეთებინა. მეუფემ ბავშვური გულწრფელობით ისიც აღიარა - თავად მინდოდა დედაოზე დამეწერა, მაგრამ იქნებ უმჯობესი იყოს, ეს საქმე შენ გააკეთოო. როცა ვკითხე, როგორ მოვძებნო დედა ეფემია-მეთქი, მეუფემ მხოლოდ ეს მითხრა - ხაშურში ცხოვრობსო. მივხვდი, დედა ეფემია თავად უნდა მომეძებნა. მეუფეს ნათქვამი გულში ჩავიბეჭდე, თუმცა არ ვიცოდი, როგორ მეპოვა ეს მადლიანი ადამიანი.

რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დვანის წმინდა გიორგის სახელობისა და ტახტისძირის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრების წინამძღვარი მამა არჩილ ქევხიშვილი და მისი მეუღლე ირინე ტუხაშვილი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულისთვის თბილისიდან დვანში მიემგზავრებოდნენ. ირინესთვის ეს ბოლო ღვთისმშობლობა აღმოჩნდა წუთისოფელში. მისი ახლობლები ამბობენ, ღვთისმშობელი იმდენად უყვარდა, რომ დედა ღვთისამ ირინე თავისთან ისტუმრაო. თბილისის პეტრე-პავლეს ტაძარი მისთვის მეორე სახლი იყო და ამ სიყვარულის გამო თავისი ტაძრის მახლობლად განისვენა საუკუნოდ. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ირინეს სულს...

მამა არჩილს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სწორედ მოძღვრის სანახავად საავადმყოფოში მისულმა შემთხვევით გავიცანი ერთი ხაშურელი მამაკაცი, რომელიც, ჩემდა გასაოცრად, დედაოს ახლობელი აღმოჩნდა...

როცა დედა ეფემიას (ხინიკაძე) გავუმხილე მასთან დაკავშირების მიზეზი და თან მეუფე იობის სახელი ვუხსენე, საუბარზე მაშინვე დამთანხმდა. მართლაც სათნო და მადლიანი ადამიანი აღმოჩნდა. ბავშვობიდან ღვთისნიერად ცხოვრობდა და ბოლოს უფალმა გამოარჩია კიდეც.

დედაოს ხანდაზმულობის გამო წარსული ამბების გახსენება ცოტა უჭირს, მაგრამ რაც მის მეხსიერებას შემორჩა, ჩვენთვის ისიც ძალზე საგულისხმოა.

- ცოტა გამიჭირდება წარსულის გახსენება, მაგრამ როგორც შევძლებ, ისე გიამბობთ.

დავიბადე ხაშურში. საექთნო დავამთავრე. დავოჯახდი და 23 წლისა ეკლესიაში მივედი. მეუფე დავითის (დევდარიანი) ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ აღმოვჩნდი ეკლესიის წიაღში. ჩემი მეუღლის ახლობელი გახლდათ და ოჯახმაც თანხმობა მომცა. მეუფემ ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დამაწყებინა მუშაობა იკონომოსად, - მაშინ თავმჯდომარეს ეძახდნენ. ორი შვილის პატრონს, მესამე ტაძარში მსახურების პერიოდში შემეძინა. დღემდე ტკბილად მოსაგონარი მაქვს. აგერ უკვე რამდენი წელიწადი გავიდა და ისევ ამ ტაძარში ვმსახურობ. ეს ჩემთვის დიდი სიხარულია და ამისთვის ვმადლობ უფალს. მართალია, უკვე მიჭირს სიარული, მაგრამ თავს ძალას ვატან და მეუფე იობის კურთხევითა და თხოვნით ვერ ვთმობ აქაურობას.

- დედაო, უწმინდეს დავითზე ვსაუბრობდით. მინდა გაიხსენოთ პატრიარქთან გატარებული წლები.

- უწმინდესი დავითი მამასავით ზრუნავდა ჩემზეც და მთელ ჩვენს ოჯახზეც. მეუფე ხაშურში ჩამოდიოდა ხოლმე. ტაძართან ახლოს პატარა სახლი ჰქონდა და თბილისიდან ჩამობრძანებული რამდენიმე დღით იქ ისვენებდა. მერე ისევ უკან ბრუნდებოდა.

ყველასთვის კარგი პიროვნება გახლდათ. მოწყალების სათხოვნელად მისულს ხელცარიელს არავის ისტუმრებდა. ძალიან ღვთისნიერი კაცი იყო. ჩემი დედამთილი იტყოდა ხოლმე: მშობლებს რომ არ უნდოდათ, სასულიერო პირი გამხდარიყო, ბორჯომში მიჰყავდათ და იქ ცხოვრობდნენო. ლოცვასაც კი უშლიდნენ და ამიტომ დიდი კარადის უკან ლოცულობდა მალულადო.

კარგად მახსოვს უწმინდესის დედა, კიკნაველიძის ქალი. ჩემს დედამთილს ემოყვრებოდა. მეუფეს ხაშურში ჩამოჰყავდა ხოლმე. მამის შესახებ კი არაფერი ვიცი. მეუფე დავითის ძმა - ალექსანდრე ჩვენს ტაძარში საქმის მწარმოებლად და მკითხველად მსახურობდა. ისიც ძალიან მცოდნე და ყველაფერში გარკვეული ადამიანი ბრძანდებოდა. ერთი და ჰყავდათ - ანიჩკა. დედმამიშვილები ყველანი ეკლესიურები და ღვთისნიერები იყვნენ. ანიჩკა მეუფეს გვერდიდან არ შორდებოდა და ძალიან კარგად უვლიდა.

როცა ხაშურში ჩამობრძანდებოდა, ჩვენც, როგორც შეგვეძლო, ყურადღებას არ ვაკლებდით ამ დიდებულ ადამიანს.

- ყველაზე მეტად რომელი კერძი უყვარდა მეუფეს?

- ძალიან უყვარდა ჩიხირთმა და სალათი. ეს იყო მისი სადილი. იმასაც დიაბეტი ჰქონდა და ყველაფერს ვერ მიირთმევდა. როცა ხაშურში ჩამოდიოდა, ნემსს მე ვუკეთებდი და მის ჯანმრთელობაზეც ვზრუნავდი.

- როგორი იყო ურთიერთობაში?

- როცა სტუმრად მივდიოდით, არ მოგვეშვებოდა და ტრაპეზს გვიშლიდა ხოლმე. საპატრიარქოშიც რომ ჩამოვდიოდი, აქაც ასე იყო - შენ ახლა, შვილო, მშიერი იქნებიო, მეტყოდა და ტრაპეზზე მიმიპატიჟებდა. ისედაც ძალიან მორიდებული ვიყავი და წარმოიდგინეთ, ამხელა კაცთან რა ვიქნებოდი.

თავადაც ძალიან მოკრძალებული იყო მანდილოსნების მიმართ. როცა მეუღლე გარდაეცვალა, დაკრძალვაზე არაფრით არ წავიდა. შორიდან კი, რაც შეეძლო, ყველაფერი გაუკეთა. ამბობდა: როცა ვჭირდებოდი, მაშინ მივატოვე (ბერად აღკვეცას გულისხმობდა) და ახლა როგორ დავადგე თავზეო.

როცა რამე გაუხარდებოდა, ისე გულიანად ჩაიხითხითებდა, მის დანახვას არაფერი სჯობდა. თუ გული მოუვიდოდა, იცოცხლე, ვერ მიეკარებოდი! თუმცა პირადად მე არასოდეს გამწყრომია.

ქადაგებაში მსახურებაზე მისულ ხალხს წესიერებისა და ღვთის სიყვარულისკენ მოუწოდებდა. ჩაცმულობაც ძალიან უბრალო ჰქონდა. იტყოდა ხოლმე, ბერის გაპრანჭვა ვის გაუგონიაო. ერთადერთი მიტრა ებადა და ისიც მე ჩავიტანე მისი დასაფლავების დღეს.

საკუთარი სახლიც სადად ჰქონდა მოწყობილი. ერთი პატარა კარადა ედგა, ღუმელი და უბრალო საწოლი. სამლოცველო კუთხეც იქვე ჰქონდა.

- დედაო, მეუფე დავითის პატრიარქად კურთხევის პერიოდიც გეხსომებათ...

- პატრიარქ ეფრემის დროსაც და უწმინდესი დავითის მოღვაწეობისასაც გვიკრძალავდნენ ეკლესიაში შესვლა. რამდენიმე წელი ძალიან შეზღუდულები ვიყავით. მეუფე იობის მობრძანების შემდეგ უფრო გაძლიერდა ჩვენი ეპარქია.

პატრიარქ ეფრემის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ, ღვთის განგებით, პატრიარქად დავით დევდარიანი გამოარჩიეს. მისი კურთხევა სვეტიცხოველში შედგა. შვილი პატარა მყავდა და კურთხევას, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი.

უწმინდესი დავითი არც პატრიარქობისას გვტოვებდა უყურადღებოდ. მეც ხშირად ჩავდიოდი მასთან საპატრიარქოში. ამ დიდ პატივს - ერის სულიერ წინამძღვრობას მისი ხასიათი ოდნავადაც არ შეუცვლია.

- მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თუ გახსოვთ?

- გარდაცვალების წინ, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, თავად ვინახულე. როგორ ბრძანდებით, უწმინდესო-მეთქი, მოვიკითხე. ასე კარგად ჯერ არ მინახიხართ-მეთქი, ვუთხარი. გულიანად გადაიხითხითა: ჰო, შვილო, არა მიშავსო...

ბოლოს დიაბეტმა ძალიან დაასნეულა. ფეხი დაუსივდა, განგრენა დაეწყო...

მისი გარდაცვალების ამბავი პირველად ძმას გააგებინეს, ხაშურში იყო ჩვენთან ჩამოსული. მოულოდნელად ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაცვლილა.

დასაფლავებაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი... ერევნიდან იყო ჩამოსული პატრიარქი.

- დედაო, თუ დაგრჩათ უწმინდესი დავითის დანატოვარი რაიმე ნივთი?

- წმინდა ნინოს, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები შემომრჩა. კიდევ - ვერცხლის კოვზები. ერთხელ საკაბეც კი გამომიგზავნა. თან ფული გამოაყოლა და ასეთი წერილი მომწერა: "ქალბატონო გუგული, ამ ფულს ლელას ვატან და ჩემს სახსოვრად, რაც უნდოდეს, ის უყიდეო". ჩემი გოგო ძალიან უყვარდა და ზრუნავდა მასზე.

- დედაო, რამდენიმე პატრიარქს მოესწარით. მისი უწმინდესობის, ილია II-ის, პატრიარქად კურთხევაც გემახსოვრებათ...

- ამ დღის აღსანიშნავად საგანგებოდ ვიყავით სვეტიცხოველში მიწვეულნი. ჩემს დღეში არ დამავიწყდება, ისეთი კარგი კურთხევა იყო, თითქმის ყველა მხრიდან იყვნენ ჩამოსულები საეკლესიო პირები, მგალობლები.

ვმადლობ უფალს, რომ ასეთი კარგი პატრიარქების დროს მომიწია ცხოვრება.

- თქვენი მონაზვნად აღკვეცა როგორ მოხდა?

- მეუფე იობმა 2000 წელს აღმკვეცა. შვილი ავად გამიხდა. მეუფე მეუბნებოდა, აღვკვეცოთო. ისე გარდაიცვალა, ვეღარ მოვასწარით... მერე მე შემომთავაზა და რამდენიმე წლის წინ აღვიკვეცე კიდეც მონაზვნად. მეუფემ წინა დღეს მკითხა: მამა ტარიელმა ხომ გითხრა ყველაფერიო? მე სულ სხვა რამ გავიფიქრე და დავუდასტურე. მაშინ მოემზადეო, - გამაფრთხილა.

რადგან მორჩილება ეკლესიაში დიდი ხანია გავლილი მქონდა, მეუფემ პირდაპირ მონაზვნად აღმკვეცა იტრიის დედათა მონასტერში. აღკვეცა ბუნდოვნად მახსოვს, თითქოს ამ ქვეყანაზე არ ვიყავი... სულ ღვარღვარით მდიოდა ცრემლი. ბერ-მონაზონთაგან ვინც კი ესწრებოდა ჩემს აღკვეცას, ყველას ასეთივე განცდა ჰქონდა და საკუთარი თავი ახსენდებოდა.

მხოლოდ მეუფის სიტყვები მახსოვს: დედაო, როგორ გამახარეო, – და დიდი ხატი მაჩუქა. მას შემდეგ მცირე ხნით იტრიაში ვცხოვრობდი. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მეუფემ კურთხევა მომცა და ისევ ჩემს ეკლესიაში დავბრუნდი. მთელ დღეს ეკლესიაში ვატარებ და ვლოცულობ, როგორც შემიძლია. ძალიან მიყვარს ჩვენი საკათედრო ტაძარი. დიდი შემწეა იოანე ნათლისმცემელი. არ მახსოვს, გულით მეთხოვოს რამე და თხოვნა არ შემსრულებოდეს. შეგეწიოთ მისი ძალა.

საოცრად მადლიერი ვარ მეუფე იობისა. ეპარქიაში მისი მობრძანების შემდეგ ეკლესია-მონასტრები, სასულიერო დასი მოგვიმრავლდა. სულიერი წინსვლა იგრძნობა და ეს ძალიან მახარებს.

მეუფე ყველას მიმართ ყურადღებიანი და მზრუნველია. 29 სექტემბერს ეფემიობა მომილოცა. შინ დამირეკა. მისი ხმის გამგონეს, სიხარულისგან არ ვიცოდი, რა მექნა. ვუთხარი კიდეც - მეუფე, როგორ გამახარეთ-მეთქი. დღეგრძელობა ვუსურვე და თვალცრემლიანი დავემშვიდობე.

მადლობა მინდა გითხრათ თქვენც. ღმერთმა ბედნიერება და ღვთის წყალობა არ მოგაკლოთ. ვთხოვ ყველას, ირწმუნოს ღმერთი და ღრმად სჯეროდეთ, რომ უფლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია.
ბეჭდვაელფოსტა
26.12. 2014
leila axalkaci
chventvis sakvareli adamiani iko gmertma natelchi amkofos gugula deida satno da spetaki kali iko
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat