განკითხვა მოყვასისა, თავის ცოდვების დავიწყებაა
განკითხვა მოყვასისა, თავის ცოდვების დავიწყებაა
მოკლე სახელმძღვანელო მონაზონთათვის
წმინდა ალექსი შუშანია
IV
ყოველი უსულო არსება ცისა და ქვეყნისა, ერთხელ ღვთისა მიერ მიღებულ წესრიგზე მოძრაობენ და მტკიცედ დგანან, რომელნიც შეადგენს მათს დაურღვეველ მოქმედებას.

საცოდავ ადამიანს კი, ამ გონიერს არსებას და ღვთის ძეობით სახელ-დიდებულს, ისე დაკარგვია ღვთისა მიერ მოცემული წესრიგი, რომ მტკიცე ნიადაგზე ბუნებრივის საჭიროებითი მოქმედების მაგიერად, - უწესოდ, ურიგოდ და უსაზღვროდ შერევნილ და გართულებულ არს პირუტყული ნდომა მისი.

***
მონაზონთათვის გან-წეს-რიგებული მოქმედება ცხოვრების სილამაზეა და ბრძნული მოქალაქობაა: თვის-თვის ჟამთა შესაფერ საქმით შეხამებული, - ჟამი ეკლესიაში ლოცვისა, ჟამი კელიაში ლოცვისა, ჟამი შრომისა და სხვა. ამ გვარად განკანონებულ წესრიგით დღე და ღამისა ოცდა ოთხ ჟამნი დიდებულად და მადლიანად აღესრულებიან დამამშვენებელად მოღვაწისა.

პირუტყვის ზრუნვა, გარდა მუცლის აღვსებისა არაფერია, მით რომ გონიერებითი ნიჭთა აღსავალი არა აქვს, მისი აღსავალი მუცლის ზეით არ არსებობს, რადგან დასაბამი მისი არსებობისა, მხოლოდ მის წინ მდებარეს ნივთშია, ხოლო სულსა კაცისასა აქვს დასაბამი დაუსაბამო ღვთის შორის, რომლისადმი ნათესაობით მიისწრაფის გონიერების ნათელ აღსავალით. "ღმერთისანი ხართ თქვენ ყოველნი და ძენი მაღლისანი".

ნაყროვანობით ჭამა და სიმთვრალე საზოგადოდ ყოველ კაცისათვის სასირცხოა, ხოლო ბერ-მონაზონთათვის გაცოფებაა. ამ ჩვეულებაში დაფლული საცოდავი ბერი მტერია პატიოსნებისა, შემარცხვენელია საერთოდ ბერობის ღირსებისა და საზიზღარია ღვთისა და კაცისა.

***
როგორც უძღებებით მარად-ჟამ ჭამა დასაგმობია, თანასწორად გარდამეტებულ მარხვის დაჩემებაც ნაშობი არს ამპარტავნებისა. ამისთვის დღითი-დღე მიღება საზრდელისა საუმჯობესოდ სცნეს მამებმა და განაწესეს.

V
გვესმა პირველ მამისადმი სიტყვა ღვთისა: "ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა"-ო. საკვირველია სწორედ, ვინ საცთურების მოძღვარმა დაადგინა ღვთის ბრძანების წინააღმდეგ ბერობის უქმობით ცხოვრება? ვინ ემახარებლა მონაზონთა კრებულს მცნებულის დარღვევით, სხვისი ოფლითა სჭამდე პურსა შენსაო!

***
საზოგადოდ ბერებს ერთი ახირებული აზრი აქვთ, ვითომ ბერს არა შვენოდეს მუშაობა; თითქო ესირცხვებათ და კანონის დარღვევად მიაჩნიათ შრომა ყანისა. თუ საკვირველთ-მოქმედს, მღვდელ-მთავარს სპირიდონს არა რცხვენოდა მუშაობა და არცა რა მის დიდებულ ღირსებას ნაკლი მიცემია ასეთი თავის დამდაბლებით, - ჩვენ დაბლა მოხარისხე ბერებს, რაოდენად უფრო გვავალებს სიმდაბლის კანონი, რომ ხელთ-საქმით და შრომით ვირჩინოთ თავი და არა სხვის ნაშრომით საზრდოობა და ფუფუნებით წამოწოლა. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: "არცაღა პური ვისგანმე ცუდად ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდით, რათა არავის თქვენგანსა დაუმძიმოთ, უკეთუ ვისმე არა უნებს საქმის - ნუცა სჭამნ"(თესალ. 2, თავი 2).

ყოველი შეგნებული პირი დამეთანხმება, რომ თუ არ დაარსდა თავიანთ შრომით მცხოვრები ძმობა, - მონაზონობა გადაშენდება ერობად და ნაცვლად ქრისტეს სიტყვებისა: "ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებენ მამასა თქვენსა ზეცათასა", - მიზეზ ვიქნებით მრავალთა დაბრკოლებისა და იგმობის ჩვენი ძალით სახელი ღვთისა.

VI
თვინიერ არა წმიდებით შემაცთუნებელ ადგილისა, სხვებრ რაც უნდა განსაცდელი მოიწიოს ჩვენზედა გაქცევა არ გვაგვირგვინებს, რადგან გაქცევა ნაშობია მოუთმენელობისა, მაგრამ ოდეს მოთმინებამ არა გასჭრას და შურმან შფოთი განგვიდიდოს, მაშინ ხელ-მძღვანელის შენდობით "დრკუსა მისგან განვეშოროთ", მაგალითისაებრ გრიგოლ ღვთის მეტყველისა, რომელმან, ოდეს იხილა შფოთი მოხარისხეთა შორის, დაუტევა კათედრა და მყუდროებით განატარა დანაშთენი დღენი.

საკუთარი შენი ნაკლულევანების - გინა ცთომის მიზეზად ადგილს ნუ სდებ და ნურცა დაეძებ ადგილის გამოცვლით კურნებას, რამეთუ მრავალნი დაშვრეს ადგილით ადგილად მიმოსლვითა კურნების ძიებად, გარნა ყოველგან უთმინოებამ განდევნა იგინი.

***
მე იმას აღარ ვამბობ, რომ ღირსეული ბერობის შესაფერი ადგილი და კარგი ხელ-მძღვანელი არ ვეძიოთ, ნუ იყოფინ. მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევიგნეთ გზა ჩვენი ბერობისა და არ შევიმოსეთ სულიერი ძალები, მით უფრო არა უარ-ვყავით ნება ჩვენი, მაშინ ადგილიცა და ხელ-მძღვანელიცა უხმარ არიან, დაღათუ დიდი ანტონი აღსდგეს, ვერა გვარგოს რა, როგორც იუდას მაცხოვარმან.

VII
უკეთუ ძვირის ხსენებამ ფესვი გააძლიერა შენს გულში, წარმატება სათნოებისადმი შეუძლებელია და ლოცვა შენი არა აღვალს ღვთისადმი, არამედ თავსა შენსა შეაცთუნებ გარეგანისა მის ლოცვისა შენისა კეთილად შემრაცხელი, რომელიც თვინიერ შინაგან სათნოებათა მისწრაფებისა, ყოვლადვე უნაყოფო არს.

ვინც ძვირის ხსენებით დასივებულ არს, ლოცვა მისი ცოდვის შემკვრელი ჯაჭვია არა განხსნადი: "უკეთუ არა მიუტევეთ შეცოდებანი მათნი, არცა თქვენ მოგიტევნენ მამამან თქვენმან შეცოდებანი თქვენნი" და ესრედ კრულ არს და ბოროტ ლოცვა მისი.

***
ძვირის მოხელნე მონაზონი ამპარტავნების მოთაყვანე აქლემია და როგორც აქლემი იჩოქებს ტვირთის წინ და ზიდავს თავის დასასჯელად, თანასწორად ძვირის მოხსენე მონაზონს ყოველი მისი შრომა და ღვაწლი კიდიან, ვითარცა ტვირთი დასასჯელად მისსა.

ყოველ გვარ შრომის მიზეზი მისივე შედეგია ე.ი. ყოველი მშრომელი პირველად გაითვალისწინებს ნაყოფს და ესრეთ შეუდგება საქმეს. ასეთია ღვაწლის მიზეზოვანი თვალთა ხედვა. რამეთუ ყოველი ჩვენი გარეგანი ღვაწლი გამოწვეულია შინაგან გულის განსანათლებელად და უკეთუ ნაყოფი არა გამოიღო, ცუდად არს შრომა ჩვენი.

ძვირის მოხსენე მონაზონი მარადის განკითხვის მუშაკია და იგი არს მისდა საზრდელ და სასმელ სიხარულისა, ვითარმედ-რა არს უსიამოვნესი მისდა, ვითარ განკითხვა, ძვირის ხსენებით გამომდინარე მის ბაგეთაგან.

***
ძვირის ხსენება ამრავლებს განკითხვას მტანჯველად თვისი სულიერი მდგომარეობისა, რომლითა მარადის გულსა მისსა ღრღნის გულის სიტყვანი ძვირის ხსენებისა და ესრეთ იშთობის სული განკითხვასა, ძვირის ხსენებასა და სიძულვილის მორევში.

***
განკითხვა მოყვასისა, თავის უღირსების, გინა ცოდვების დავიწყებაა. ოდეს ადამიანი თვისი ცთომების სისაძაგლეს ხედავს და მის შინაგან თუ გარეგან სიბოროტეს თვალწინ იყენებს, მაშინ სხვისა განკითხვად არა კადნიერ არს, არამედ მარადის მისი მკვდარი სულიერი მდგომარეობის გლოვაშია. "უსჯულოებანი ჩემნი მე უწყი და ცოდვანი ჩემნი წინაშე ჩემსა არს მარადის". და ესე მხოლო არს მისდა საზრუნველ და არა მოყვასის ცოდვა.

***
ვინც ამ ხედვას არ შეითვისებს და თვისთა საძაგელთა ვნებათა გლოვას დაუტევებს, იგი უსათუოდ შთავარდება მოყვასთა განკითხვაში და ესრედ უმზადებს თავსა თვისსა შთავრდომად იმ ვნებათა მორევში, რომლითა განკითხვითა განიკითხავს ძმასა თვისსა, სიტყვისაებრ მაცხოვრისა: "რომლითა განკითხვითა განიკითხოთ (ძმა თვისი) მითვე განიკითხნეთ".

***
ვითარცა ჭიანჭველმან პოვოს რა ჭურჭელი თაფლისა, მოუწოდის გუნდსა ჭიანჭველთასა და განრყვნან თაფლი, ეგრეთ ყოველი სიტკბოება და მადლი საღმრთო სათნოებათა განირყვნიან სულითა განმკითხველობისაითა და აღივსების მრავალ უკეთურ ვნებულ თვისებებით სული.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.10.2022
ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
16.09.2022

"შიომღვიმის ტიპიკონის" სახელით მეცნიერებაში ცნობილია პერგამენტზე შესრულებული ხელნაწერი საბაწმიდური ტიპიკონისა
13.11.2021
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დედა ანთია (თავართქილაძე).
- მონასტერში ადამიანი ღვთის მოშიშებითა და კრძალვით უნდა მოდიოდეს, რათა აქედან მადლი წაიღოს.
22.10.2021
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის (სემინარიის) III კურსის სტუდენტი, ბერდიაკონი შიო (შველიძე):
09.02.2021
ღირსი პალადი მეუდაბნოე ერთი მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა სირიის ანტიოქიის მახლობლად.
11.09.2020
1941 წელს ღირსი პეტრე ათონელის კელიიდან ბერი გაქრა.
28.07.2020
წმინდა მთაზე პირველი მოსაგრე მამა პეტრე ათონელია, რომელიც განდეგილური ღვაწლით გამოირჩეოდა,
10.06.2020
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი,
25.04.2020
ბეთანიის მონასტერში გასული საუკუნის ოციან წლებში, თითქმის ერთდროულად მივიდნენ წმინდა იოანე (მაისურაძე) და წმინდა გიორგი (მხეიძე) და ერთად თითქმის ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრეს.
02.11.2019
გვესაუბრება წმინდა ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat