ჩვენს გულშიც იშვას უფალი - ღმერთმა თავისი განკაცებით უდიდესი სიყვარული მოგვიტანა
ჩვენს გულშიც იშვას უფალი - ღმერთმა თავისი განკაცებით უდიდესი სიყვარული მოგვიტანა
- რისთვის განკაცდა ღმერთი? ყველაზე დიდი განძი, დიდი ნიჭ რაც დაკარგა ადამიანმა ცოდვის დაცემით ეს არის ღმერთთან ურთიერთობის უნარი. ცოდვა ჩადგა ღმერთსა და ადამიანს შორის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ლოცვებში მივმართავთ -"შენგან შობილი დაიხსნა კედელი მტერობისა". ის კედელი, რომელიც აღმართული იყო ღმერთსა და კაცობრიობას შორის. ცოდვამ ეს კედელი აღმართა და ამ კედლის დანგრევა არ შეეძლო ადამიანს თავისი ნებით. სჯულის აღსრულებაც კი არ შეეძლო. სწორედ ამისთვის გახდა საჭიროდ ღმერთის განკაცება ანუ ღმერთკაცის მოვლინება, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა დიდ ტვირთს, რაც ეშმაკმა ჩამოაგდო,- შური იმ მტერობას დაანგრევდა და განაქარვებდა.

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:


- ქრისტე მაცხოვარმა თავისი შობით ადამიანის ხორცში გადგმული ის ცოდვის ფესვი ამოაგდო, რომელმაც წაართვა სიკეთისადმი მადლისადმი ლტოლვის უნარი. ქრისტეს შობის გარეშე ადამიანი განწირული იყო უღმერთობისთვის და სიკვდილისთვის. ადამიანი ისე ღრმად დაეცა ცოდვაში, რომ მას წაერთვა ყოველივე სიკეთის ქმნის და მადლთან მიახლების უნარი, ის ძაფი გაწყდა, რომელიც ღმერთსა და კაცობრიობას შორის იყო გაბმული. მიცვალებულთა პანაშვიდის ასამაღლებელში არის ასეთი სიტყვები, - "შენ ხარ აღდგომა, ცხოვრება და განსვენება". აღდგომა არის უფალი, უფალმა აღადგინა ადამიანი დაცემული მდგომარეობიდან.


უფალმა თავისი მოვლინებით მცნებებიც დაგვიტოვა, უფალმა თავისი მოვლინებით ცხოვრების წესიც გვიჩვენა
- პირველად მცნებები უფლის მოსვლამდე თავად უფალმა მოგვცა, მოსეს ვგულისხმობ, მოსეს 10 მცნებას: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი", "გიყვადეს მოყვასი შენი", "პატივი ეცი მამასა შენსა" და ასე შემდეგ. მცნებები, მოსეს სჯული მოსემ დაგვიტოვა. უფალი არა მცნების მოსაცემად მოვიდა, არამედ გამოხსნითვის. პავლე მოციქული ძალიან ლაკონურად განმარტავს ამას, სჯული მოსესგან მოგვეცა, მადლი და გამოხსნა ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა . კონკრეტულად მცნება, როგორ მოვიქცე, მე. პედაგოგიური აღმზრდელობითი სჯული მომეცა მოსესგან ქრისტეს მოსვლამე, მაგრამ რაშია საქმე, მე ვერ აღვასრულე სჯული. ადამიანმა ვერ აღასრულა მოცემული სჯული და სწორედ ამისთვის გახდა მაცხოვრის მოვლინება.


სჯულის აღსრულება და სიკეთის ქმნა მადლის გარეშე შეუძლებელია. მადლი მოგვცა სწორედ ქრისტე მაცხოვარმა. უფალი ბრძანებს, არაფერი შეგიძლია ჩემს გარეშე, იმიტომ, რომ ადამიანი იმ დონემდეა დაცემული ცოდვაში, რომ მას სიკეთისთვის ბრძოლა სჭირდება. ადამიანი სიკეთეს ვერ გააკეთებს თუ ღვთის მადლი არ დაეხმარა. უფალმა რაც მოგვიტანა ახალი სჯული, ეს სიყვარულის სჯულია. უფალმა მოგვიტანა სიყვარული, აღუწერელი სიყვარული ღვთისა ქმნილების მიმართ.


მამა-შვილური სიყვარული და გვასწავლა, რომ ღმერთი არ არის მქუხარე, არამედ ღმერთი არის თქვენი მამა, რომელსც ძალიან უყვარხართ . უფალმა რაც მოგვიტანა პირველი მცნება და მაგალითი თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გავითავისოთ, ეს არის მცნება სიყვარულისა. უფალი ამბობს, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება სჯულის მცოდნეების, ფარისევლების სიმართლეს, თქვენ ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. რას ნიშნავს ეს, ისინი ხომ ცდილობდნენ აღესრულებინათ . გარეგნულად აღასრულედბნენ, მაგრამ ვერ აღასრულებდნენ შინაგანად, ჭეშმარიტად ვერ აღასრულებდნენ, რადგან ადამიანს ამის საშუალება, პოტენცია არ ჰქონდა. უფალმა მოგვიტანა მცნება სიყვარულისა და მადლი მოგვიტანა ამ სიყვარულისა. ანუ ღვთაებრივი მადლით ღვთისადმი სიყვარულით შეიძლება ადამიანი გახდეს კარგი და იცხოვროს ქრისტესთან ჭეშმარიტად სჯულიერად.


თანამედროვეობის მიუხედავად ღვთის მცნებები არ ცვდება
- პავლე მოციქული ამბობს, ქრისტე იგივე არს უკუნისამდე. დრო იცვლება, დროში რაღაც მიდის, მოდის, სხვადასხვა ტენდენციები, მაგრამ რა თქმა უნდა ეკლესია არ იცვლება.


მართლმადიდებლურ ლიტერატურაში ვიცნობთ ერის ავტორობით დაწერილ თხზულებას "მწყემსი", სადაც მოცემულია ეკლესიის ალეგორიული სახე, მან იხილა მოხუცი, წარჩინებული ქალბატონი და იხილა კოშკი, რომელიც შენდება მარადჟამს და არასდროს არ მთავრდება. ეს ორივე ალეგორიული სიმბოლო განასახიერებს ეკლესიას. მოგეხსენებათ, ეკლესია ქრისტეს სხეულია. ეკლესია ქრისტეს გარეშე და ქრისტე ეკლესიის გარეშე შეუძლებელია. ეკლესია არის მარადჟამ ძველი, მაგრამ არის მარადის განახლებადი. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ მცნებების მემკვიდრეობის, რაც მოციქულებმა მიიღეს და გადმოგვცეა. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ადამიანები სამწუხაროდ კარგად არ იცნობენ ეკლესიურ სწავლებას, ქრისტიანულ მოძღვრებას. ჩვენი პრობლემა სამწუხაროდ იმაში ვლინდება, რომ ხშირ შემთხვევაში არ ვართ ეკლესიური აზროვნების ადამიანები, ეკლესიურად არ ვაზროვნებთ.


რაში გამოიხატება? ზოგი ამბობს, რომ მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა XXI საუკუნისთვის ძალიან მოძველებულია და შეუძლებელია მცნებებით ცხოვრება, მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ვშორდებით წმინდა მამათა მემკვიდრეობას და ადამიანები ცდილობენ რაიმე ახალი შექმნან, რაც ყოვლად შეუძებელია. ძველი და თანამედროვე ღვთისმეტყველი მამები გვასწავლიან, რომ საფუძვლებიდან გავაცოცხლოთ ჩვენი სარწმუნოება. მცნებები და მამებისგან მოცემული სწავლებები უნდა შევინარჩუნოთ და გავაცოცხლოთ ცხოვრებაში. სამწუ თუ ვინმეს სურს საკუთარ ცხოვრებას მოარგოს სახარება და ქრისტიანული სარწმუნოება, ეს შეუძლებელია. ქრისტე მაცხოვარი იმისთვის მოვიდა და მამებმა იმისთვის იღვაწეს და გვასწავლეს, რომ ჩვენში მოხდეს ცვლილება, ფერისცვალება და ჩვენი ცხოვრება მოვარგოთ წმინდა მამათა სწავლებებს. ამით განიწმინდება ადამიანი და ჭეშმარიტად ღვთის შვილი ხდება. ეს პრობლემაა დღევანდელ ცხოვრებაში.


გვავიწყდება ძველი და ვიწყებთ საფუძვლის გარეშე რაღაცის აშენებას. საფუძველი ძალიან მტკიცე გვაქვს მოცემული და უმჯობესია ამ საფუძველზე ავაშენოთ ცხოვრება. ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია, მართმადიდებლობა ცოცხალი სარწმუნოებაა, მარადის განახლებადი, მადლით განახლებადი. ადამიანმა რაც არ უნდა ბევრი თხზულებები დაწეროს, თუ ის პრაქტიკაში არ განახორციელებს და არ იცხოვრებს ქრისტიანულად და არ მიიღებს ქრისტიანობის სიხარულს, მისი რწმენა მკვდარია. პირველ რიგში ეს ევქარისტიაში გამოვლინდება. ადამიანი პრაქტიკაში, აქტიური ევქარისტიული ცხოვრებით არ ცხოვრობს მისთვის მკვდარი იქნება სარწმუნოება. უფალი ამბობს, რომელსა გინდოდეთ გამომყევით. ის არ ამბობს, გინდა თუ არა გამომყევით თორემ დაგსჯითო. ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat