სულიწმინდის ყველა ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის
სულიწმინდის ყველა ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის
სულთმოფენობას სულიწმინდის დღე მოსდევს.
სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საუბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: "რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მათე 12,32).

ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული. იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს. ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს.

სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამ ქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს, რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. წარმოიდგინე მთელი მსოფლიოს ქრისტიანები, აგრეთვე ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, ბერ-მონოზვნები და ყველა ეროვნების საერო პირნი. სულიწმიდა მათი დიდი მფარველი და მათთვის სხვადასხვა ნიჭის მიმცემელია: ზოგისთვის - კეთილგონიერების, ზოგისთვის - ქალწულების, ზოგისთვის - მოწყალების, ზოგისთვის - უპოვარების. როგორც მზე თავისი სხივებით ყოველივეს ნათელს ჰფენს, ასევე სულიწმიდა აცისკროვნებს მათ, ვისაც აქვს სულიერი თვალები. ისინი კი, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ნიჭებს, სულიწმიდას კი ნუ დაადანაშაულებენ, არამედ საკუთარ ურწმუნოებას დააბრალონ.

ნახე, რა ძალაუფლების მფლობელია სულიწმიდა მთელ სამყაროში? ახლა ნუ დარჩები დედამიწაზე. ადი უფრო მაღლა. გონებრივად ამოდი ჩემთან ერთად ცაში და ნახე, რამდენი ათასი ანგელოზი, მთავარანგელოზი და მთავრობანია. ადი ცოტა კიდევ, თუ შეგიძლია და დაინახე უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. კიდევ უფრო ზევით კი - სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. სულიწმიდა ყველა მათგანის განმგებელი, მასწავლებელი და განმკითხავია.

* * *
სულიწმიდას აქვს სხვადასხვა სახელი. იმისათვის, რომ ვინმე უცოდინარმა არ დაუშვას მრავალი და სხვადასხვა სულის არსებობა, ეკლესია რწმენის სიმბოლოში ანუ მრწამსში მიუთითებს, რომ არის ერთი, წმ. სამების მესამე პირი: "რომელი მამისაგან გამოვალს... რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ". რაც შეეხება სულიწმიდის სახელებს. ის, როგორც წესი, იწოდება "სულად" და "სულად ჭეშმარიტებისად" და "ნუგეშინისმცემელად", როგორც მას თვით უფალი უწოდებს. აგრეთვე "სულად ღვთისად" და "სულად მამისად". მას "ქრისტეს სულად" იხსენიებს პეტრე მოციქული. "ღვთის სულად", ""უფლის სულად" და ასევე "ღვთის ძის სულად" კი - პავლე მოციქული. მისსავე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვხვდებით "სულს სიწმიდისა" და "სულს აღიარებისას". სხვა ეპისტოლეებში კი "სულს განცხადებისას", "სულს აღთქმისას" და "სულს წყალობისას". ფსალმუნში ის "სახიერ" და "სამეუფო" სულადაა მოხსენებული. წინასწარმეტყველი ისაია მას უწოდებს "სულს სიბრძნისას", "კეთილმნებელობისას", "კეთილგონიერებისას", "ძლიერებისას", "შეცნობისას", და "სულს ღვთისადმი მოწიწებისას" და "ღვთისმოშიშებისას".

სულად იწოდება დემონიც, მაგრამ უწმინდურ სულად. როგორც წმინდა წერილი ადამიანის სულის შესახებ საუბრისას ამბობს: "სული ადამიანისა", ან ქარის შესახებ "სული ქარიშხალისა", ან ცოდვის შესახებ "სული მრუშობისა" და ა.შ., ასეა აქაც. სულიწმიდისათვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ნუ იყოფინ! გარდა ამისა, არსებობს დიდი განსხვავება. უწმინდური სული როცა შედის ადამიანში (ღმერთმა დაგვიფაროს მისგან), შედის როგორც სისხლისმსმელი მგელი, რომელიც მზადაა დაგლიჯოს ცხვარი. ის გადარევს ადამიანის სულს და თრგუნავს მას, უბნელებს აზროვნებას, ურევს ენას, პირიდან გადმოსდის ქაფი და გაუთავებლად ღრიალებს, ადამიანს მთლიანად მოიცავს წყვდიადი. ფართოდ აქვს გახელილი თვალები, მაგრამ სული ვერაფერს ხედავს. საცოდავი ადამიანი გულშემზარავად კანკალებს. გულმოწყალების და სიბრალულის არმქონე დემონები მისი უსაძაგლესი მტრები არიან.

არაფერი ამის მსგავსი არ ხდება სულიწმიდასთან დაკავშირებით. პირიქით, ყველა მისი ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მისი ყოფნა იწვევს სიმშვიდეს და კეთილგანწყობილებას. მისი ტვირთი ძალიან მსუბუქია. შემეცნების ელვისებურად ნათელი სხივები წინასწარ გვამცნობენ მის გამოჩენას. მოდის მამისეული სიყვარულით და თანაგრძნობით. მოდის, რომ გვიშველოს, გვიმკურნალოს, გვასწავლოს, დაგვარიგოს, გაგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. მოდის, რომ გაგვინათოს გონება. დაგვანახოს ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. მოდის და პატარა ადამიანი, ისაიას მსგავსად, გახსნილი ციდან ხედავს უფალს "მაღალ და მედიდურ ტახტზე" (ისაია 6,1), იეზეკიელის მსგავსად - "ქერუბიმებზე" (იეზეკიელი 10,18). ხედავს როგორც დანიელი, რომ მას ემსახურებიან "ათასის ათასნი და ბევრის ბევრი ანგელოზები" (დანიელი 7,10), ხედავს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს, რადგან ის არის ნათელისა და შემეცნების წყარო და გამოცხადება.
ბეჭდვაელფოსტა
24.04. 2016
სული
ყველა სულიერი უფლის ნებით ქმნილი ადამის მოდგმაში, ქმნილია საცხოვრად კეთილად საარსოდ – თუ ვფიქრებთ ჩავხვდებით, თუ მივყევთ ხორცთ ლტოლვას, არ ვრიდეთ გარემოს – მრავალს რამს გავხდებით, მაგრამ განკითხვის ჟამს პასუხთ გასაცემში ცოდონი დაყრჩებით. გულს ყური მივუგდოთ,სხვათაც გავუფრთხილდეთ, ვხსომოთ ბრძენთა თქმული, ლტოლვები გავშიფროთ,ძალა მოვიკრიფოთ– ვხსომოთ დანახული, გონი მოვიკრიფოთ,რითაც – ბევრი რამე იქნება აღქმული, ვიარსოთ უბრალოდ,ვთოკოთ სურვილები, ვზოგოთ ხორცით სული... * * * სული ხომ სხეულის თვალით აღუქვამი მკრთალი ნაწილია, სულსა და ხორცს ,შორის დროით განზომილი დიდი მანძილია, სული უკვდავია ხორცთგან განსხვავებით–რის დროც დათვლილია, ის ხორცს განშორდება,ზეცას უერთდება რისიც ნაწილია. სადაც მოეთხოვა თხრობა მონახდენის რაც კი გაუვლია, ხორციელ მასპინძლის ყველა უჯრედებში თუ კი შეუვლია, ან როგორ აცხოვრა მისი მასპინძელი... და –თუ შეუძლია: თხრობა მონახდენის,ან ყველა განცდილის რაც კი გაუვლია. მაშინ,ხსნილი არის ცათა სასუფევლის–კარი მიმზიდველი, ნეტართ გასავალი ულევ სამოთხეში–სასურვი პირველი, არა ჯოჯოხეთის ან კუპრის ქვაბების არა სასურველის, არა სულთ სასჯელის–არა განსაცდელის რაც ცრუს ეკისრება. სული ხომ სხეულის ხელით შეუხები ჯიგრის ნაწილია. სული გიკარნახებს სათქმელის გამოთქმას რაც კი გიფიქრია, ნაფიქრთ შორს რჩეული , სხვათთვისც სასურველი არა აუგია, სხვათაც რომ გედასცეს კეთილ ნაფიქრალით რაც კი გაუგია. სულის სიმდიდრე და კაცთა კეთილება მსგავსი არსებია, კარგის აღუქმელად –კაცთ მოდგმის არც ერთ წევრს არ უარსებია, კაცს შესწევს უნარი სხეულით თმენისა სული სადიდებლად, სულ–ხორცის მაამად,ღვთიურით ნეტარად – არ განსადიდებლად. ღვთიურ ნეტარება,ბერთა ხვედრი არის –კაცთგან არჩეული. წმიდა მამათაგან ან კიდევ ძმათაგან ხვედრი შერჩეული, იმ ხორცთ სანეტაროდ,რომელსც სული სტუმრობს – მასპინძლად რჩეულის, ბევრისთვის საკვირვის ბერისთვის კანონის არა შერჩეულის. სული,ხომ – ფაქიზი თვალით აღუქვამი კაცის ნაწილია, ღვთიურ ბოძებული,ხელით შეუხები – განცდის მახვილია, ჩვენი ვალი არის სულის ნეტარება ხორცთ ნდომის გაშიფვრით, არ ვავნოთ ბოძებულს ან ქცევით ან ფიქრით ჩვენ ეს გვაკისრია...
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler