აღმოვალს იესუ წყლითგან, რათა აღმოიყვანოს თავისთან ერთად მთელი ქვეყანა
აღმოვალს იესუ წყლითგან, რათა აღმოიყვანოს თავისთან ერთად მთელი ქვეყანა
ემბაზი
ემბაზი ეწოდება ჭურჭელს, რომელშიც ბავშვს ნათლავენ. იგი ძველი ქართული სიტყვაა და სანათლავს ნიშნავს. როგორც სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში განმარტავს, იგი საბანელს, განსაწმენდელს აღნიშნავს.

უმეტეს ქვეყანაში სანათლავი განცალკავებით დგას. იგი გუმბათით დაგვირგვინებული მრგვალი ან რვაწახნაგა ნაგებობაა. შუაში განთავსებულია ემბაზი.

საქართველოს ეკლესიაში სანათლავისთვის თავდაპირველად ცალკე სათავსი იყო გამოყოფილი (ბოლნისის სიონი), რაც შემდეგ ხანებში აღარ გვხვდება (გარდა ნინოწმინდის ეკლესიისა).

ნათლისღების დღესასწაულზე აღესრულება წყლის კურთხევის რიტუალი. ნაკურთხი წყალი აღვსილია ღვთის მადლით და იგი წმინდა ჰყოფს ყოვლისაგან ბიწისა ყოველ ადამიანს.

ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას, სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით, ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. ამის თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ცეცხლი, რომელიც რკინის სიზრქეში შედის. ამ დროს ყველაფერი ცეცხლად იქცევა: ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი)

ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება - ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ".

ამ უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობის წარმოსაჩენად მოგვყავს ამონარიდი დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგებიდან:

"მას ჟამსა შინა, - მივყვეთ მათესაგან სახარების საკითხავს, - მოვიდა იესუ გალილეათ იორდანედ იოანესა ნათლისღებად მისგან" (მათე 3.13). მაშ, გალილეიდან მოსულა იორდანესთან, რათა მასაც ეღო ნათელი. მოდით, გრიგოლ ღვთისმეტყველს დავემოწაფოთ. რატომ მოვიდა ქრისტე იოანესთან, ქრისტე - ძე ღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი? "იოანე ნათელს სცემს, მოვალს იესუ, განმწმედელი, შესაძლებელია, თვით ნათლისმცემელისა (ე.ი. არა მსაჭიროებელი ნათლობის, არამედ განმწმედელი თვით ნათლისმცემელისა), უეჭველად კი მთელი ძველი ადამისა, რათა შთაფლას წყალში (ვინ?) ძველი ადამი. მანამდე კი მათთვის მაკურთხეველი იორდანისა და როგორადაც იყო სული და ხორცი, ესრეთვე აღასრულებს სულითა და წყლით". და ვიდრე დაჰფლავსო ძველ ადამს, წმინდა მამა გვასწავლის, მანამდის უნდა აკურთხოს იოანეც, უნდა აკურთხოს იორდანეც და მერმეღა უკვე აღმოშობოს ახალი ადამი, ახალი ადამიანი და ამას ჩვენ ვუწოდებთ წმიდა მამათა მიერ მეორე შობას, მეორე დაბადებას.

მოდით, ესეც ვიკითხოთ: რატომ სწორედ წყალში უნდა მომხდარიყო ახალი ადამიანის აღმოშობა? მეორე მხრივ, მოვიგონოთ პავლე მოციქულის სწავლება, რომ თვით ქმნილებაც კი, რომელიც ადამის ცოდვის გამო დაექვემდებარება ხრწნილებას, ელოდება ხრწნილებისაგან გამოხსნას. ვისი? ადამის ძისა. ადამის განახლებით ხდება განახლება მთელი შესაქმისა. რატომ? ჩვენ ვიცით, რომ შესაქმის დღეების ყველაზე უკანასკნელ, მეექვსე დღეს უფალმა საბაოთმა დაჰბადა ადამიანი. ის, რაც ბოლოა დროში, როგორც ამბობს ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი, - პირველია არსში. ადამიანისთვის იქმნებოდა ცანი და ქვეყანა, ამიტომ დაებადა იგი ბოლოს და ამიტომ ეწოდა მას მთელი ამ ქმნილების, შესაქმის გვირგვინი. მაგრამ ადამიანი დაეცა, დაეცა მასზე დამოკიდებული ქმნილებაც, ხრწნილებაში ჩავარდა. ღმერთმა, როდესაც ქმნიდა ცასა და ქვეყანას, ინება და წყალიც შექმნა, ეს სტიქია. მერმე უბრძანა წყალს, უკან დაეხია და გამოჩნდა ხმელეთი და სხვ. მაშასადამე, წყალში მოაწესრიგა ეს ქვეყანა, მანამდის კი ქვეყანა იყო განუმზადებელი და უფსკრულზე იქცეოდა სული ღვთისა ანუ სულიწმიდა. ცოდვით დაცემის გამო საჭირო გახდა, განიწმიდოს წყლის სტიქია და ხელახლა, ეს მეორედ უკვე, მოწესრიგდეს ქვეყანა, ე.ი. აღმოიშობოს ახალი ადამი, განახლდეს კაცობრიობა და მის მიხედვით, როგორც შესაქმის გვირგვინისა, მთელი ქმნილება. თუმცაღა, მეორედ მოსვლის ჟამს ცანი და ქვეყანა, როგორც პეტრე მოციქული წინასწარ-მეტყველებს, ცეცხლში დაიწვება და ახალ ცასა და ახალ ქვეყანას შექმნის ღმერთი, სადაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, სადაც იქნება ზეიმი სიმართლისა (II პეტრე 3.12,13).

ვიდრე დაჰფლავს ძველ ადამს, აკურთხებს იოანესაც და იორდანესაც და ამით წყლის სტიქიას. "ნათლისმცემელი აყენებს, იესუ დაჟინებით მოითხოვს (რას?), რომ ნათელ სცეს. მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღება, - ეტყვის მნათობი მზეს, ხმა მღაღადებლისა სიტყვას (ლოგოსს, ქრისტე იესუს), მეგობარი სიძეს. ის, ვინც დედათაგან შობილთა შორის უმეტესია (როგორც მოგვიანებით ქრისტე შეაქებს ნათლისმცემელს, როგორც ყველაზე აღმატებულს ღვთისმშობლის შემდეგ), მას, ვინც პირმშოა ყოველთა დაბადებულთა".

"მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღებაი, და შენ ჩემდა მოხუალა?" (მათე 3.14), - ეტყვის იოანე მაცხოვარს. "მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშუა მას" (მათე 3.15). რომელ სიმართლეზეა ლაპარაკი? ბერძნულ ორიგინალში სიტყვა "სიმართლე" ამგვარად ჟღერს: "დიკაიოსუნე", რაც ქართულად ნიშნავს იმგვარ სიმართლეს, რომელსაც მოითხოვს სჯული და კანონი, არა ნებისმიერი სიმართლე, არამედ სიმართლე, რომელსაც სჯული და კანონი ე.ი. სჯულის კანონი მოითხოვს. მაშასადამე, ამ კონტექსტში სიტყვა "სიმართლე" ნიშნავს შემდეგს: აღასრულო სჯულის კანონის ყოველი მოთხოვნა. მაგრამ განა სჯულში ეწერა, რომ ქრისტე მოვიდოდა იორდანეში ნათლისღებისთვის? რა თქმა უნდა, არა. რასა გულისხმობს ქრისტე იესუ? გულისხმობს შემდეგს: სჯულის მიხედვით, თუ მას გულისხმიერად კითხულობენ იუდეველები, ყოველი ადამიანი, როდესაც გამოჩნდება ხმა მღაღადებლისა, ესაიასაგან მოსწავებული, უნდა მივიდეს იორდანესთან და ნათელ იღოს იოანესაგან. ამგვარად, იუდაური განბანის წესს შეენაცვლება იოანეს ნათლისცემა წყლითა სინანულად. ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის შემდეგაც იესუ ქრისტე მოციქულთა მიერ, ნათქვამია იოანესაგან სახარებაში (იოანე 3.22), ნათელს სცემს არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სულითა წმიდითა. ამიტომაც ამბობდა იოანე ნათლისმცემელი: შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი უძლიერეს ჩემსა არს, "რომლისა არა ღირს ვარ, რაითა განვჰსხნე საბელნი ხამლთა მისთანი" (იოანე 1.27). სიმართლე ისაა, რომ რაკი მე ხორცი შევისხი თქვენი გადარჩენისათვის, ცოდვათა გამოსყიდვისათვის საჭიროდ ჩავთვალე, რომ ხატი მონისა, სახე მონისა მიმეღო, მონანული მონის სახე, და დავმდაბლებულიყავი, ამიტომაც აცადე, იოანე. შენ უწყი, რომ მე ვარ მესია, მე ვარ ყოვლისა განმწმედელი, მე ვარ ახალი სიცოცხლის მომნიჭებელი, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ იცის ამის შესახებ, მხოლოდ შენ იცი, აცადე, აწ მეც აღვასრულო ის, რაც ზეცაში გადაწყდა. "მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე". ვის ჩვენ? მე და შენ, რომლებსაც გვაქვს გულისხმიერება სჯულისა და წმიდა წერილისა. "მაშინ მიუშვა მას". და როდესაც ქრისტე იესუმ განუმარტა, იოანემაც მიიღო რა განმარტება და ამავე დროს განმარტებით - ლოცვა-კურთხევა, "მიუშვა მას. და ნათელ-იღო იესუ, და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი" (მათე 3.15,16). ლუკასაგან სახარებაში ნათქვამია: "და გარდამოხდა სული წმიდა ხორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა" (ლუკა 3.22). "და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3.17).

თუ თქვენ დაკვირვებიხართ ძველებურ ხატებზე ნათლისღებისა, ღვთისგანცხადებისა ან ფრესკებზე, ნახავდით, რომ ყველა, ვინც იქ მოსულია მონანული ნათლისღებად იოანესაგან, ან წელამდეა წყალში გამოსახული, ან თავამდე, ან მთლიანად შთაფლული, ხოლო ქრისტე იესუ ან წყალზედ მდგარია გამოხატული ან კოჭებამდე წყალში უპირატესად. რას ნიშნავს ეს? იქ, სადაც ქრისტე იესუმ ნათელი იღო, იმ ადგილას (ის ადგილი დღესაც არის ცნობილი, იქ ტაძარი იყო ადრე აგებული, უფრო ზუსტად, იქ, სადაც სამოსელი გაიხადა ქრისტემ და დააწყო), პატარა მცირე კუნძულია წარმოქმნილი, დინება აქ საკმაოდ ჩქარია, მდინარეც ღრმა და საშიში, რის გამოც მლოცველები, როდესაც წყალში შედიან მოსაგონებლად ქრისტეს ნათლისღებისა, ნაპირს არ შორდებიან, ყველაზე მეტი მხოლოდ მუხლამდე შედიან, რადგან უფრო იქით წყალი ბრუნავს და დახრჩობით ემუქრება თუნდაც ჩინებულ მცურავს. მაშ, ნათლისღებისას ქრისტე, ძე კაცისა, ჯერ ერთი, ბუნებითი მიზეზით ვერ შევიდოდა წყალში, მეორეც, ის რომ არ შევიდა წელამდე ან ყელამდე წყალში, ამას თავისი უფრო დიდი და სულიერი აზრი ჰქონდა, რადგან ისინი, ვინც წელამდე ან შთაფვლამდე ჩადიოდნენ მდინარეში, ამით აღიარებდნენ, რომ დაფლულნი არიან თავიანთ ცოდვებში. ხოლო ქრისტეს არარა სჭირს განწმედისათვის, იგი თვითონ მიანიჭებს განწმედას წყლებს და იოანეს კურთხევას, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველმაც განგვიმარტა. ამიტომ, ნახეთ, როგორ არის წმიდა მამებთან ნათქვამი, კი არ შევიდაო იორდანეში მაცხოვარი, არამედ გადავიდა იორდანეზე და დადგა თითქოს.

KARIBCHE"აღმოვალს იესუ წყლიდან", მანამდის კი, როგორც ეპიფანე კვიპრელი ამბობს, "გარდამოვალს ნათლისღების წყლებზე (არა ჩადის, არა შთაეფლვის, არამედ გარდამო-ვალს ნათლისღების წყლებზე), მაგრამ იმგვარად, რომ ამ გზით მიანიჭოს შეუდარებლად მეტი, ვიდრე შეუძლია მიიღოს, არა აქვს რა მოთხოვნილება რაიმეში, რამეთუ თვით წყლები გააცისკროვნა თავისი ნათლით და მიანიჭა რომელიღაც განსაკუთრებული ძალა, რომლითაც მორწმუნენი ნათლისღებისას (ანუ ნათლობისას) შეიმოსენ იმ ძალას და განათლდებიან ნათლითა მით". სხვა მამა ამბროსი მედიოლანელი დაახლოებით იმავეს იტყვის: "ნათლისღებისას წყლებს თავისთავად არ შეეძლოთ ვინმეს განწმედა (რამეთუ ჩვეულებრივი წყალი იყო), თუ ამ წლებს არ შეეხებოდა სხეული ქრისტე იესუსი და არ განწმენდდა მათ. გარდამოვიდა მაცხოვარი წყლებზედ იორდანისა და ამგვარად აკურთხა წყლები, წყაროსთვალნი და უფსკრული (ანუ საერთოდ წყლის სტიქია)". ამიტომაც არის ჩვეულება, სადღესასწაულო წიგნებშიცაა დამოწმებული, რომ ნათლისღებას, შუაღამისას, გადიოდნენ მორწმუნეები და წყაროებიდან თუ ღრმა უფსკრულებიდან წყლისა და მდინარეებიდან აღმოივსებდნენ წყალს და ზოგი შევიდოდა კიდეც წყალში განსაბანად, მოსაგონებლად უფლის ნათლისღებისა. რატომ სწორედ შუაღამისას? ქრისტე იესუმ როდესაც ნათელ-იღო, იყო შუაღამე (ისე, როგორც ქრისტეშობა მოხდა შუაღამიდან ცისკრის გარდასავალზე), რათა ამით ეჩვენებინა, რომ ქრისტე როდესაც მოვიდა, წყვდიადი იყო ცოდვების გამო დედამიწაზე, ხოლო მან ნათელი მოჰფინა მთელს დედამიწას, მთელს ქვეყნიერებას, როგორც შობით, ესრეთ ნათლისღებით.

სხვა მამა იოანე ოქროპირი კი ამის თაობაზე იტყვის: "მიიღო რა იოანესაგან ნათლისღება ქრისტე იესუმ, დააწესა ნათლისღება. რამდენადაც კეთილი ინება და აიღო თავის თავზედ ჩვენი ცოდვები და გამოისყიდა მთელი ქვეყანა, ამდენად საჭიროდ ჩათვალა, მიეღო ხატი ანუ სახე მონანული მონისა". გრიგოლ ღვთისმეტყველი აღრმავებს განმარტებას: "აღმოვალს იესუ წყლითგან, რათა აღმოიყვანოს თავისთან ერთად მთელი ქვეყანა და ხედავს ცათა განხმულად, ცათა, რომელიც ადამმა თავისთვის და შთამომავლობისთვის ურჩებითა და ცოდვით დახშა, ისევე, როგორც სამოთხე ცეცხლოვანი მახვილით. და სულიწმიდა მოწმობს ღვთაებაზე, რამეთუ მოვალს თანასწორთან და ხმაც ზეციდან მოისმის, რამეთუ ზეციდანვეა იგი, ვისთვისაც ხმა მოწმობს და სულიწმიდაც გარდამოვალს ვითარცა ტრედი, რამეთუ პატივსდებს სხეულს (სხეულიც თანაღმერთია განღმრთობით), - რადგან სხეულებრივია და ამასთან შორს ხილული ტრედი ჩვეულია ახაროს დადგომა წყალთა (ანუ წარღვნის დასასრული). თუ მოცულობით და წონით მსჯელობ ღმერთზე, შენ უმნიშვნელო მოსაუბრე ხარ უდიდესზე და სულიწმიდაც მცირეა შენთვის, რამეთუ ტრედის სახით გამოჩნდა; მაშინ ცათა სასუფეველიც შენთვის არარაობაა, რადგან იგი მარცვალსა მდოგვისასა ემსგავსა". ზიარებაც ხომ უდიდესი საიდუმლოებაა: თუნდაც ერთ უმნიშვნელო ნაწილაკში გარდასახული სეფისკვერისა, ნაკურთხი პურისა და სისხლისფერი ღვინისა (ანუ ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლისა) ჰგიეს მთელი არსებით ქრისტე იესუ. ჩვენთვის გაუგებარია, მიუწვდომელი, მაგრამ შესაძლებელი ღმერთისათვის.

მიაქციეთ ყურადღება, ქრისტესმიერ საყვარელნო, იმასაც, რომ მანამდე არ განიხვნა ცანი და არ გამოჩნდა სულიწმიდა, ვიდრე ქრისტე იესუმ არ ილოცა. რაზედ ლოცულობდა? განბანდა რა ცოდვებისაგან იესუ კაცობრიობას იორდანეს წყლებში, ლოცულობდა მასზედ, რომ განწმენდა მისი უცოდველი განბანვის გზით მთელ ცოდვილ კაცობრიობაზე გავრცელებულიყო და შესაძლოა ილოცვიდა იმაზეც, რომ მის ზეციურ მამას, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ადამიანური ბუნებისათვის მიენიჭებინა ძალა, რათა ნათლისღებით დაწყებული ღვაწლი კაცობრიობის განწმენდისა და გამოხსნისა ბოლომდის მიეყვანა (მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო. საკვირაო და სადღესასწაულო სახარებათა განმარტება. ნაწ. II. გვ.60).

"ნათელ-იღო იესუ ქრისტემ და მეყვსეულად აღმოვიდა". ის, რასაც მანიქევლები ამბობენ, როგორც თავში მოგასხენეთ, ძველი სხეული დატოვა, ადამიანური, და მიიღო რაღაც გამჭირვალე სულიერი სხეულიო, ეს რომ ტყუილია, იქიდან ჩანს, როგორც თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ მეყვსეულად აღმოვიდა, ჩავიდა არა იმისთვის, რომ სხეული გამოეცვალა, როგორც უგუნურებით ასწავლიან ეს მწვალებლები, ჩავიდა, რათა, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველმა განგვიმარტა, განეწმიდა წყლის სტიქია და ახალი ადამიანი და ადამიანთან ერთად ახალი ქმნილება აღმოეშობა და ამის შემდეგ განეხვნეს მას ცანი.

"და გარდამოხდა და დაადგრა ტრედის სახით". რატომ სწორედ ტრედის სახე მიიღო? რადგან ტრედი ფრინველთა შორის ყველაზე სუფთაა, არაწმინდა ადგილას არასდროს დაჯდება, უმანკო და უბოროტო ფრინველია. ამგვარად, ყოვლადწმიდა სამება გამოხატავს, რომ სული მამისა არის წმიდა და უმანკო. ალბათ, ამ ტრედმა მოგაგონათ ის მტრედიც, რომელიც წარღვნის შემდეგ გამოჩნდა ნოეს კიდობანთან და ზეთისხილის რტო მოუტანა ნიშნად იმისა, რომ წყლებმა დაიწია და ღვთის რისხვა შეწყდა.

"სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა" (მათე 3.16) და ამით გვაუწყებს, რომ მოვალს მშვიდობა დედამიწაზე, რომელიც ქრისტე იესუს განკაცებამ, ნათლისღებამ, ვნებამ და მკვდრეთით აღდგომამ უნდა მოუტანოს კაცობრიობას და მხოლოდ ამის შემდგომ, როცა აღესრულა ყოველივე, ე.ი. სიმართლე სჯულისა და გარდამოხდა სულიწმიდა, ხმაც იყო მამისა ზეცით, რომელიც იტყოდა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ". შემდგომად ნათლისღებისა "იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან".

რატომ ეწოდება, დაბოლოს, დღევანდელ დღესასწაულს არა მხოლოდ ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? მხოლოდ ამჟამად, ნათლისღებისას უფლისა, გახდა აშკარა, რომ ღმერთი სამობით არის: ძე ნათელს იღებს, სულიწმიდა გარდამოვალს, მამა ხმას მოსცემს ზეცით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა შვენის პატივი, დიდება, სიტკბოება და თაყვანისცემა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat