ჩვენთვის შობილ მაცხოვარში იხარეთ ორთავ სოფელსა შინა
07.01.2019
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის, სოფელ დიდველის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძარის წინამძღვარი,
დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე. ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ ბეთლემს შინა ბაგასა შობილ მაცხოვარს! დიდებისვმეტყველებდეთ დღეს ქალწულისაგან შობილს, დაუსაბამო და წინასაუკუნეთა ღმერთს, რომელმაც ინება ჩვენთვის ბოროტებისა და სიკვდილისაგან ვნებულთათვის სიმდაბლით განკაცება! გიხაროდენ, რამეთუ ამიერიდან აღარ ვართ მონა, არამედ აზნაურ. გიხაროდენ, რამეთუ დღეს იშვა ჩვენი აღდგომა და ჭეშმარიტი ცხოვრების მომნიჭებელი! რადგან უფალმა ინება და საკუთარი თავი მოგვიძღვნა " წარმოაცალიერა, ,, ჩვენც გვმართებს ღირსეული მიმღებელნი და დამტევნელი გავხდეთ მისი, რაც გამოიხატება ევქარისტიის ( ზიარების) საიდუმლოში, რაც არის ქრისტიანული სარწმუნოების გული, რადგან აქ ხდება ადამიანისა და ცოცხალი ღმერთის შეხვედრა, რომლის გარეშეც სარწმუნოება მხოლოდ ფორმალურია.ვუსურვებ ყველა ქრისტიანს ცოცხალ სარწმუნოება. იხარეთ ჩვენთვის შობილ მაცხოვარში ორთავე სოფელსა შინა.