მართლმადიდებლური ეკლესია 13 ნოემბერს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღეს მორწმუნეები მეტეხის ხიდთან ტრადიციულად ეგებებიან უწმინდესს და მტკვარში ჯვრისებრი ფორმის ყვავილების ულამაზეს გვირგვინს უშვებენ. ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრებში კი ამ დღეს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა.
რამდენიმე წელია რაც დიდ დიღომში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარია აგებული და უკვე საკმაოდ დიდი მრევლი შეიმოკრიბა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და ტაძრის წინამძღვრის,
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილის ძალისმევით აიგო ტაძარი, რომელიც დღითიდღე მშვენდება.
-მამა ლუკა, რამ გადაგაწყვეტინათ ასიათასი მოწამის სახელზე ტაძრის აგება?
-პირადად მე ასიათასი მოწამის მოქცეული ვარ. 23 წლის ასაკში მოვინათლე. მანამადე კარგად არ ვიყავი გარკევული რელიგიურ საკითხებში. როცა წავიკითხე ასიათასმა მართლმადიდებელმა ქრისტესთვის დასდო იმისათვის, რომ ჯალალ ედდინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოხადა და თავისი ბილწი ტახტი დადგა, საიდანაც იქ უყურებდა თუ როგორ აწამებდნენ ქრისტიანებს. მაშინ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა რელიგია, როდესაც ადამიანს მისთვის შეუძლია თავის გაწირვა. ახლა ვფიქრობ, რომ მოწამეთა თავგანწირვის წაკითხამ ცხონების გზაზე დამაყენა. სერიოზულად დავფქრდი იმაზე, რომ ქრისტე არის ჩემი ცხოვრების გზა და არა ცხოვრებისეული ამბავი. როდესაც მოვინათლე და გავქრისტიანდი დიდად დავინტერესდი ქრისტიანული მოძღვრებით, სადაც ყველა საკითხზე პასუხია გაცემული. საოცარი მოძღვრება მართლმადიდებლობა, ნებისმიერ შეკითხვაზე გპასუხობს. ნებისმიერ შეკითხვაზე პოვნამ ისე გამიტაცა, რომ მთელი არსებით ქრისტიანი გავხდი. შევხვდი ჭეშმარიტებას, ვნახე ყველაფერში ღვთის პასუხი და ის მადლი, რომელიც ყველზე მეტად მჭირდებოდა. მოხდა ისე, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში.. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და გადაწყვეტილებით ასევე სასულიერო აკადემიის პედაგოგთა წარდგინებით სასულიერო პირად მაკურთხეს. ღვთის მადლით როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი ტაძრის აშენების, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ასიათასი მოწამის სახელზე ამეშენებინა. მანამადე წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში ვმსახურობდი. მრევლს ვეღარ იტევდა ჩვენი სამლოცველო და დიდი მოცულობის ტაძრის აგებაც ამან გადამაწყვეტინა. როდესაც უწმინდესს ვუთხარი ასიათასი მოწამის სახელზე ტაძარი აგვეშენებინა, ძალიან გაიხარა. ჩვენს ტაძარში სამი ეკლესიაა -მთავარია ასიათასი მოწამის, წმინდა ილია მართლის და ანდრია პირველწოდებულის. მადლობა უფალს, რომ ჩვენი მეოხნი არიან ასიათასი მოწამენი.
ასიათასი მოწამის სახელობის ტაძარს ვაშენებდით როდესაც, სურვილი გვქონდა ერისთვის შეგევეხსენებინა, რომ ჩვენ ღმერთის წინაშე დიდი მეოხნი გყავს ასი ათასი მოწამის სახით. გარდა ამისა ეს დიდი ისტორიაა, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს.. ასიათასი მოწამე დიდი მაგალითია იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტეს ერთგულები.