წმინდანთა გულებში მაცხოვარი ყოველდღე იბადებოდა
07.01.2018
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-უბრალოებას ჩვენ შეიძლება ქრისტეს შობა ვუწოდოთ, რადგანაც უფალმა ამით დაგვანახა, რომ სიმდაბლითაა შესაძლებელი ქრისტესთან მისვლა. დამდაბლებული მაცხოვრი, ბაგაში შობილი კაცობრიობის გამომხსნელის მწირად მოვლინება დედამიწაზე სწორედაც წუთისოფლის ხსნაა. არ მოინახა ადგილი სადაც შეიძლებოდა შობილიყო ღმერთი და აი ბაგა სანუკვარი გახდა ჩვენთვის. ამით უფალმა დაგვანახა, რომ მდაბალთ აცხოვნებს უფალი. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ ყველა დიდი საეკლესიო მამა, რომელთა კეფაზეც იდგა ეკლესიის სწალების მართალი გარდამოცემა სიმდაბლითა და სიმწირით ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ ადგილი, სადაც შეიძლებოდა თავი მიედრიკა ქრისტეს რაინდებს. წმინდა ათანასე დიდის ცხოვრება, ხომ საოცრებაა და თავდადების უდიდეს მაგალითს გვაძლევს. მაქსიმე აღმსარებელი, ხომ პირდაპირ გვეუბნება თავისი ცხოვრების წესით, რომ არაფერია ამქვეყანაზე იმაზე დიდი, ვიდრე სწორი სწავლების დაცვა და გავრცელება. წმინდანთა გულებში მაცხოვარი ყოველდღე იბადებოდა და ისინიც ყოველთვის კვდებოდნენ ქრისტესთვის. `მცნებასა ახალს მიგცემთ თქვენ, რაითა იყვარებოდეთ ურთიერთ არს, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ, რაითა თქვენცა იყვარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდით ურთიერთ არს~(ინ.13, 34-35).