ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 21 სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბრძანებს:

-უფალმა, ადამის მოდგმა რომ ეხსნა, კაცობრივი ბუნების მიღება ინება და დედად ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი გამოირჩია.
ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: "რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი" (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: "მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი" (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: "აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ" (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა – საწმისად, დავითმა – ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა – სიწმინდის ბჭედ, დანიელმა – შეურყეველ მთად, ესაიამ – იესეს ძირად.

KARIBCHEქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება "შობა მარიამისა" (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და "დაფარულს" ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი გახლდათ. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, შვილს მომადლებდა მათ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ. ებრაელები უშვილობას ღვთის სასჯელად მიიჩნევდნენ, ამიტომ იოაკიმე და ანა თანამემამულეთაგან მრავალ უსამართლო ყვედრებას ისმენდნენ. ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად მაშინვე აღთქმა დადო, რომ ბავშვს უფალს შესწირავდა. ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე მემკვიდრე შეეძინებოდა. გავიდა ხანი და ანამაც იმშობიარა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც მარიამი უწოდეს. მარიამი ერთი წლისა რომ გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა და მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები და პატივსაცემი მოხუცები მიიწვია. მღვდელმთავრებმა და მღვდლებმა ჩვილი დალოცეს და ღმერთს მისი კურთხევა შესთხოვეს. შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა "ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა".

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებიტ მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

საქართველო რომ ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება, ეს ღვთის დიდი წყალობაა, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაც. წყალობას, მადლიერების გარდა, ღირსეულად მიღებაც სჭირდება, რადგან წყალობა მხოლოდ მაშინაა ჯილდო, როცა ერთულად მსახურებ უფალს; თუ უღირსად ექცევი ბოძებულ მადლს, იგი სასჯელად იქცევა.

დედა ღვთისა სიყრმითგან ვიდრე აღსასრულადმდე ისმენდა და იზრდებოდა სიტყვითა ღვთისათა; ხოლო უმეტესად მაშინ, როდესაც მიიღო მან ხარება მთავარანგელოზისა, იტვირთა ძე ღვთისა, აღზარდა იგი და მერმედ ყოველ-დღე ისმენდა მისგან სწავლასა და ქადაგებასა. სახარებასა შინა თქმულ არს მისთვის: "ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყვანი გულსა შინა მისსა". დიდითა კრძალულებითა ისმენდა ყოვლადწმიდა ყოველსა სიტყვასა უფლისასა და დაიმარხავდა სიღრმესა შინა გულისასა. ამისთვისცა შეიქმნა იგი ტაძრად ცხოველად საღმრთოჲსა მადლისა; ამისთვის იყო იგი ჭურჭელი ყოვლისა სათნოებისა: მშვიდი, მდაბალი, მყუდრო და სახიერი; ამისათვის გამოჰჩნდა იგი დედუფლად ცისა და ქვეყანისა, სამკაულად კაცობრივისა ბუნებისა, თაყვანის-საცემელად ანგელოზთა და კაცთა; ამისათვისცა ჩვენცა ყოველნი დღეს შეკრებულ ვართ აქა და ვადიდებთ სანატრელსა მისსა სახელსა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat