15.04.2017
მღვდელმონაზონონი ანდრია (სარია):
-რატომ ვეუბნებით ერთმანეთს აღდგომას ქრისტე აღსდგა?
- აღდგომის სიხარული განიცადეს მოციქულებმა, როდესაც დაინახეს საფლავი დაცარიელებული და სწორედ იმ წამიდან მათ მოახერხეს დაენერგათ ეკლესიაში ეს სიხარული ,,ქრისტე აღსდგა''. მსახურების ჟამს სპეციალურად დააწესეს წმინდა მამებმა, მაგრამ განსაკუთრებული ზეიმურობა არა მხოლოდ მსახურებაში შემორჩა, არამედ ერშიც იქნა გადმოტანილი ამ სიტყვებით: ,,ქრისტე აღსდგა'' - ,,ჭეშმარიტად''! სახარებაში ვკითხულობთ იგივე სიხარულს მოციქულებისას. სხვა აღმსარებელთა მსახურებაშიც არის შემორჩენილი ეს პრაქტიკა, მაგრამ ღვთიმსახურების იქით არ გამოხატავენ. უპირველესად ადამიანი უნდა შეეცადოს მოციქულთა მსგავსად იმარხულოს, რაღაცა რომ შეცვალოს ქრისტეს შესახვედრად. რადგან მარხვა ეს არის შეხვედრა ქრისტესთან, სადაც არ არის ქრისტე იქ შეუძლებელია იყოს აღდგომა. ქრისტიანები კი ნიშნად სიხარულისა, აღდგომისა, დღესასწაულისა და მაცხოვრის ცხოვლად ხილვისა ესალმებოდნენ ერთმანეთს: ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!