14 სექტემბერს, საეკლესიო ახალ წელთან ერთად ძამის ხეობაში, ქარმელის მთაზე მდებარე ბერთა სავანეში, ყოველთა ქართველთა წმინდანთა ხსენების დღესაც აღნიშნავენ.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დადგენილ დღესასწაულზე, ქარმელში მლოცველთა რაოდენობა არ წყდება. ერიც და ბერიც, ზოგი ფეხით, ზოგიც მანქანებით მიდის მადლის მისაღებად. ქარმელს დღესაც მრავალი მლოცველი ჰყავდა...
ქარმელის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის ადგილას, ამ საკმაოდ მაღალი მთების შუაგულში, გასულ საუკუნეებში სოფელიც ყოფილა. უმეტესად წიქარიშვილების გვარი სახლობდა. დღეს კი აქ სამონასტრო კომპლექსია აშენებული და სულიერება ყვავის. წლების წინ ღია ტრაპეზზე, ახლა უკვე გადახურულში ტარდება ღვთისმსახურება. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი).