ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს
ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს
ნათლისღება - შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში
"რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!" - ეს საგალობელი, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს იმ დიდ სიხარულს, რომელსაც ყოველი ნათელღებული განიცდის მას შემდეგ, რაც ქრისტიანი ხდება - იმ კარიბჭეს აღებს, რომელსაც წმინდა ეკლესიაში შეჰყავს და სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე აყენებს.

გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- მამაო, როგორია ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობა?

- ნათლისღება ახალი შობაა. იგი ადამიანთა ცხონებისთვის სრულდება. ნათელღებული ძველი ცხოვრების სანაცვლოდ ახალ ცხოვრებას იწყებს, ხდება ღვთის შვილი, ქრისტეს ეკლესიის ნაწილი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრე.

ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში ნათლისღების საიდუმლო პირველ ადგილზე დგას. იგია შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში - ქრისტეს ეკლესიაში. ნათლობის საშუალებით განვიწმინდებით, განვნათლდებით, წარგვეხოცება ცოდვები, ვეზიარებით მარადიულ ცხოვრებას.

"ამინ, ამინ, გეტყვით თქუენ, უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა", - ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაცხოვრის სიტყვებში ჩანს ნათლისღების უპირველესი მნიშვნელობა - მხოლოდ ის იძლევა საშუალებას სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობისა. ასე ესმოდა ეკლესიას მუდამ და ასეა ახლაც. ქრისტიანად გახდომა შესაძლებელია ოდენ ნათლისღების წყლებში განბანით. საიდუმლოება აღესრულება მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში, იგია მადლმოსილი საცავი და კანონიერი მემკვიდრე სამოციქულო ხელდასხმისა. მადლის გარეშე წარმოუდგენელია ღმერთში ცხოვრება. რა შეუძლია კაცს ღვთის გარეშე?!

ნათლისღების საიდუმლოს არსი კი შემდეგში მდგომარეობს: რწმენისკენ მოქცეული ცოდვილი სამჯერ შთაიფლება წყალში წმინდა სამების სახელით და უფალ იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მოსაგონებლად. საღვთო მადლით განიწმინდება ყოველგვარი ცოდვისა და ადამისმიერი პირველქმნილი ბიწისგან, შეიქმნება ახალ ადამიანად, ქრისტეს მადლმოსილი სამეფოს - მისი წმინდა ეკლესიის წევრად, განათლებულად და განწმენდილად.

თუკი ნათლობამდე სულიწმინდის მადლი მხოლოდ მოუწოდებდა ცოდვილს ქრისტეს რწმენისკენ და უფლის სიყვარულს უღვივებდა, ნათლისღებისას პირველად საიდუმლოდ შთაიღვრება იგი ადამიანის არსებაში და სრულებით განწმენდს მას.

ისინი, ვინც გულდასმით მოემზადა ნათლობისთვის, გაიარა კათაკმეველთა სკოლა და მთელი გულით მიიღო რწმენის საფუძვლები, უდიდეს ცვლილებასა და სიხარულს განიცდიან ნათლისღებისას. ამის ბევრი მაგალითია ეკლესიის ისტორიაში და გვხვდება დღესაც, თუმცაღა სულ უფრო და უფრო იშვიათად...

- ნათლისღების საიდუმლოს ხილული მხარეც აქვს...

- მოსანათლად გამზადებული ყოვლადწმინდა სამების სახელით სამჯერ შთაიყვანება სუფთა წყალში. ნათლობის აღსრულებისას ყოველთვის გამოიყენებოდა სუფთა წყალი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ცნობილია, მაგალითად, მოწამის სისხლით ნათლობა). წყალზე, როგორც ნათლობის მასალაზე, თვით მაცხოვარმა მიუთითა თავისი სწავლებითაც და საქმითაც. წყალში აღასრულებდნენ ნათლობას მოციქულებიც და წმინდა ეკლესიაც ყველგან და ყოველთვის წყალში ნათლავდა.

- რატომ აქვს წყალს არსებითი მნიშვნელობა ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს?

- რადგან ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან - სულისა და ხორცისგან, ამიტომ განწმენდაც ორგვარია: სხეულს წმენდს წყალი, ხოლო სულს - ღვთაებრივი სული.

წყალში შთაფვლას რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: პირველი - იგი წარმოადგენს მსოფლიო წარღვნის სახეს (1 პეტრ. 1,14-21); და მეორე, ყველაზე გავრცელებული სიმბოლო - იგია საფლავი მაცხოვრისა, სადაც თანადავიფლებით ქრისტესთან და შემდეგ მასთან ერთად აღვდგებით. ჩვენც, მაცხოვრის მსგავსად, ვკვდებით ცოდვისმიერი ცხოვრებისთვის და, როგორ ის აღდგა მკვდრეთით, ასევე ვცოცხლდებით მართალი ცხოვრებისთვის.

ნათლისღების ჟამს სრულდება ზოგიერთი წესი, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთია შეფუცება. ნათლობის დაწყებამდე იკურთხება წყალი და ღვთის მადლით მიენიჭება განმწმენდელი ძალა, რის შემდეგაც იკითხება შეფუცვის ლოცვები. შეფუცება უფლის - იესო ქრისტეს სახელით ხდება. ამ დროს ადამიანისგან განიდევნება დემონური სული - ამ უკანასკნელს მასზე ადამის ცოდვით დაცემის გამო ჰქონდა ხელმწიფება, უფლის მიერ ჯვარზე დაღვრილმა სისხლმა ამ გავლენისგან გაგვათავისუფლა.

შეფუცვის შემდეგ მოსანათლად გამზადებული ან მისი ნათლია (თუკი მოსანათლი ყრმაა) კითხულობს მრწამსს - სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც სარწმუნოების მოკლე, მაგრამ ზუსტ გადმოცემას წარმოადგენს. ამით მოსანათლად გამზადებული ადასტურებს თავისი რწმენის იდენტობას სამოციქულო რწმენასთან, რაც ნათლობის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი მომენტია. ნათლობის საიდუმლო მექანიკურად არ აღესრულება, აუცილებელია გააზრებული გულითადი რწმენა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეკლესია დარწმუნდება მოსანათლად განმზადებულის ჭეშმარიტ აღმსარებლობაში, დაიწყება ცენტრალური მომენტი - განბანის წყლებში შთაყვანება.

სანამ წყალში შთაიყვანება, მოსანათლს ზეთს სცხებენ. ამ დროს ღვთისმსახური ამბობს: "იცხებს ზეთსა სიხარულისასა". სიხარული სულიწმინდისმიერი ერთ-ერთი ნიჭია, ამიტომ სულიერი ღვაწლის აღსასრულებლად ზეთის ცხებით სულიერი სიხარული მიენიჭება.

"შთაიცვამს სამოსელსა სიხარულისასა" - ნათელღებული იმოსება თეთრ სამოსში ნიშნად იმისა, რომ განიძარცვა ცოდვის სამოსი, მის წილ შეიმოსა სამოსი ნათლისა და მოგვევლინება "ძედ ნათლისა". ეს სამოსი ქრისტიანის სულის სისპეტაკის მიმანიშნებელიცაა.

"მოიკვეცს თმასა" - თმის მოკვეცა ქრისტიანის ღვთისადმი მარადიული ერთგულების ნიშანია. ძველად ის სამარცხვინო მონობის დაღი იყო, ადამიანის გამოხსნის შემდეგ კი გახდა ნიშანი უფლის ერთგულებისა და ჭეშმარიტი თავისუფლებისა.

- რატომ მოგვეტევება ნათლისღების შემდეგ როგორც პირველქმნილი, ისე მანამდე ჩადენილი პირადი ცოდვები?

- ადამის დაცემას მთელი მისი მოდგმის ცოდვით დასნეულება მოჰყვა. ადამიანი შობითგან დაექვემდებარა ხრწნილებასა და სიკვდილს და საჭირო იყო უდიდესი ღვთაებრივი ძალა ნეტარ და მარადიულ ცხოვრებაში მის აღსადგენად. მხოლოდ ღვთაებრივი აღმშენებლობით გახდა შესაძლებელი ადამიანის გამოხსნა. სცოდა პირველმა ადამმა, მისი ცოდვა კი ყველაზე გავრცელდა. საჭირო იყო მეორე ადამი - უპირატესი პირველისა, საჭირო იყო შობა, ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა და წმინდა საიდუმლოთა დაარსება, რათა შემოქმედს ადამიანი ღვთაებრივ გზაზე დაებრუნებინა. მოკლედ ამ კითხვას შეიძლება ასე ვუპასუხოთ: ცოდვები ნათლობისას მოგვეტევება, ერთი მხრივ, ჯვარცმული მაცხოვრის მაცხოვნებელი რწმენის გამო, ხოლო უმნიშვნელოვანესი, რაღა თქმა უნდა, მადლია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც მისი თავგანწირვისა და წმინდა სამების ბრძნული აღმშენებლობის გამო მოქმედებს ნათლობის წყლებში.

- მამაო, რამდენად აუცილებელია ახალმონათლულის ზიარება?

- წესით, ახალმონათლულს არაფერი აბრკოლებს უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებისთვის. მოგეხსენებათ, ევქარისტია სულიერი ცხოვრების ცენტრალური მომენტია. ნათლობით ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ იწყება და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი შეცდომაა, როცა ადამიანები ამით ამთავრებენ თავიანთ რელიგიურ მისწრაფებებს. მეტად საჭიროა, გავაგრძელოთ სწრაფვა უფლისკენ, დავესწროთ ღვთისმსახურებას, ვილოცოთ, ვიმარხულოთ, გავაკეთოთ სიკეთე... ყველაზე მთავარი კი წმინდა ზიარების მიღებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია უმთავრესი მიზნის - ღმერთთან სიახლოვის მიღწევა.

- შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა?

- ამ შეკითხვას მაცხოვარი პირდაპირ პასუხობს: "უკეთუ ვინმე არა იშუას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა". იგივე აზრი სახარებაში რამდენჯერმე მეორდება. არ გვაქვს უფლება, სხვაგვარად გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები. მისი თქმით, ნათლობის წყალში განბანის გარეშე ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. ასე ესმოდა ეს სიტყვები წმინდა ეკლესიას ყოველთვის, ასე ესმოდათ წმინდა მამებსაც - საეკლესიო სწავლების საუკეთესო განმმარტებლებს.

- ნათლისღების შესრულების უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს აქვთ?

- საიდუმლოთა აღსრულება მღვდელმთავართა და სამღვდელოთა პრეროგატივაა. ეს უფლება მათ ქეროტონიით (ხელდასხმით) გადაეცათ ეკლესიისგან. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ადამიანს სიკვდილის საფრთხე ემუქრება, ხოლო მოძღვრის მიყვანა ნათლობის ჩასატარებლად შეუძლებელია, მონათვლის უფლება ერისკაცსაც ეძლევა. ასეთ შემთხვევაში მოსანათლს სამჯერ დაესხმება წყალი და წარმოითქმის სიტყვები: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (წყლის დასხმა) და ძისათა (წყლის დასხმა) და სულისა წმიდისათა (წყლის დასხმა). ამინ!" თუ ადამიანი გადარჩება, მასზე ნათლობის წესი სრულად უნდა შესრულდეს, გარდა წყლის დასხმისა.

- ზოგი თვლის, რომ ადამიანი ზრდასრული უნდა მოინათლოს - თვითონ უნდა აირჩიოს აღმსარებლობა, რადგან მიაჩნია, რომ ჩვილი, თუნდაც მცირეწლოვანი, მისი ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად ინათლება...

- ეკლესიაში ეს მოსაზრება ძველადაც არსებობდა და მას ზოგიერთი ავტორიტეტული ეკლესიის მასწავლებელიც იზიარებდა. საბოლოოდ, ასეთი შეხედულება საეკლესიო კრებამ უარყო, როგორც ყრმათათვის მავნე ქმედება. ეკლესიამ ჩათვალა, რომ ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საღმრთო მადლს, რომელიც წმინდა საიდუმლოებებით მოქმედებს და მისგან ყრმის განყენება არაგონივრული საქმეა. მით უმეტეს, როცა ბოროტება კოლოსალური ძალებით მოქმედებს. მოსანათლის გააზრებული რწმენის არქონას მიმრქმელთა და მშობელთა რწმენა შეავსებს.

- რა პასუხისმგებლობა ეკისრება მიმრქმელს (ნათლიას)?

- ნათლია მშობლებთან და მოძღვართან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას ნათლულის სულიერ აღზრდაზე. ის უნდა დაეხმაროს მას ეკლესიასთან დაახლოებაში.

- ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის...

- მაცხოვარმა იოანესგან ნათელიღო. სინამდვილეში მას ნათლობა არ სჭირდებოდა, პირიქით, იორდანეში შესვლით წყლის სტიქია აკურთხა. დღესაც ნათლისღებისას მთელ მსოფლიოში წყლის სტიქია მაკურნებელ ძალას იძენს. მაცხოვარმა თავისი ნათლობით დააარსა ეს საიდუმლო და აჩვენა მისი უაღესად დიდი მნიშვნელობა.

ამ დღეს სამებობაც ეწოდება, რადგან ყოვლადწმინდა სამების განცხადება მოხდა: ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოდიოდა, მამა კი ზეცით ამოწმებდა: "ესე არს ძე ჩემი, მაგისი ისმინეთ".

- საბედნიეროდ, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ნათლისღების დღესასწაულზე საყოველთაო ნათლობის ტრადიცია აღდგა. მამაო, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

- საყოველთაო ნათლობა ტრადიციის აღსადგენად ნამდვილად კარგი წამოწყებაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ნათლობის საიდუმლოს რიტუალური მხარის დახვეწა. ვგულისხმობ კათაკმეველთა სკოლასა და შთაფვლით ნათლობას. ძველად ეკლესიაში ნათლობა ზრდასრული ადამიანებისთვის შესაძლებელი იყო მხოლოდ კათაკმეველთა სკოლის გავლის შემდეგ ანუ მაშინ, როცა ადამიანი ქმედით რწმენას გამოავლენდა. რაც შეეხება სამჯერ შთაფვლით ნათლობას, მას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, მისი აღდგენაც აუცილებელია სამრევლო ეკლესიებში.

- ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს იგალობება: "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია"...

- ნათლობა ქრისტეს ნათელის მიღებას ნიშნავს, რომელიც უხილავად სამარადჟამოდ აღიბეჭდება ადამიანის სულში, ამიტომაც ვგალობთ: "ნათელგვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს". ამის გამოა აკრძალული მეორედ ნათლობა, რადგან ამით ვაზიანებთ პირველს, რომელიც არასოდეს წაიშლება.

ზოგს ჰგონია, ქრისტეს შემოსვა მხოლოდ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებით შემოიფარგლება; ნათლობით მოგვენიჭება საღმრთო მადლი, ხოლო მისი გაძლიერება ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენში ქრისტე იზრდება, თუკი ოჯახში ქრისტიანულ ტრადიციებს ვიცავთ; თუკი შეგნებულად ვმონაწილეობთ ეკლესიურ ცხოვრებაში, ვესწრებით ღვთისმსახურებას, ვლოცულობთ, ვმარხულობთ, ვკითხულობთ წმინდა წერილს; ყველაზე მეტად კი მაშინ, როცა ხშირად ვეზიარებით უდიდეს სიწმინდეს - უფლის სისხლსა და ხორცს. ეკლესია მადლის დაუშრეტელი საცავია და ვითარცა მწყურვალი ირემი ეწაფება წყალს, ისე უნდა დავეწაფოთ ეკლესიურ ცხოვრებას.

ეკლესიაში ყველაფერი წმინდაა, მაგრამ ყველანი წმინდანები არ არიან. მართალია, უდიდეს სიწმინდეებს ვეზიარებით და უეჭველად შეგვიძლია სიწმინდის საზომის მიღწევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანში ცოდვაც ძლიერად მოქმედებს. სიწმინდის მიღწევას უდიდესი გმირობა და თავგანწირვა სჭირდება. მიუხედავად უძლურებისა, ქრისტიანობა პასუხისმგებლობას გვაკისრებს - ჩვენი ცხოვრების შემხედვარე ადამიანებმა რწმენა არ უნდა აგინონ; პირიქით, უნდა განადიდონ მამა ზეციერი.
ბეჭდვაელფოსტა
07.12. 2016
დიდება უფალს!
ღერთმა დაგლო9ცოთ და გაგაძლიეროთ!
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat