წვიმაში, თოვლში, სიცხესა თუ ყინვაში დაუცხრომლად ლოცულობდა სვეტზე დასვენებული უფლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე
წვიმაში, თოვლში, სიცხესა თუ ყინვაში დაუცხრომლად ლოცულობდა სვეტზე დასვენებული უფლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე
ანჩისხატობა და მამაანტონობა
საქართველოს სამოციქულო ეკლესია 29 აგვისტოს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ედესიდან კონსტანტინოპოლში ჩამობრძანებას დღესასწაულობს. ამ დღეს ჩვენში ანჩისხატობას ეძახიან.

იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი ან, როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდეა. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა თვით უფალ იესო ქრისტეს უკავშირდება.

როდესაც განკაცებული ღმერთი ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ უამრავი სასწაულით აჯილდოებდა: სნეულთ კურნავდა, ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, მკვდრებს აღადგენდა, - ქალაქ ედესის მთავარი უკურნებელი სენით დაავადდა. ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. სწორედ ამ დროს გაახსენდა იესო ქრისტე და მყისვე გაგზავნა მასთან შიკრიკი. მთავარმა განკურნება სთხოვა მაცხოვარს, სამაგიეროდ კი ურიების მიერ სამშობლოდან გამოძევებულ იესოს თავის ქალაქში მშვიდ ცხოვრებას შეჰპირდა.

მაცხოვარს შეებრალა სნეული და საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი გაატანა შიკრიკს. უფალმა აუწყა მთავარს, რომ მასთან მისვლას ვერ შეძლებდა. მაშინ ავგაროზმა, რომელსაც იესოზე საუბარი აუტანელ ტკივილებს უმსუბუქებდა, კარის მხატვარი გაგზავნა, ქრისტეს სახე რომ დაეხატა და მისთვის ჩამოეტანა. ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ მაცხოვრის ხატების ტილოზე გადატანა ვერ შეძლო. მაშინ იესომ ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და უფლის სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა მასზე.

გახარებული მხატვარი მოციქულ თადეოზთან ერთად ავგაროზისკენ გამოემართა. ქალაქ იეროპოლისში დაუღამდათ და იქვე, ქალაქის განაპირას მცხოვრები მექოთნის ოჯახში გაათიეს ღამე. ხატი კი, იმის შიშით, არავის მოეპარა, კეცებს შორის ჩაასვენეს.

შუაღამისას ზეციდან ცეცხლის სვეტი ჩამოეშვა და ხატს დაადგა. ამ სვეტმა თვით ქალაქის გამგებლის ყურადღებაც მიიქცია. დილით მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს. ხოლო როცა ტილო კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. ქალაქის გამგებელმა კეცი თავის სასახლეში წაასვენა.

მეექვსე საუკუნეში მაცხოვრისხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა, სადაც წმინდა ანტონ მარტყოფელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, ნახა და ეს დიდი სიწმინდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოიღო.

როცა ღირსი მამა იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, მაცხოვრის ეს ხელთუქმნელი ხატიც ჩამოასვენა და განუშორებელად თან ჰქონდა. ქრისტიანობის საქადაგებლად და ცეცხლთაყვანისმცემლობისკენ მიდრეკილი ქართველების მოსაქცევად წმინდა ბერმა, მოძღვრის კურთხევით, კახეთს მიაშურა. თავდაპირველად ლონოატის ხეობაში მოღვაწეობდა.

ღირს მამას ძლიერ უყვარდა განმარტოება და უფლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე ლოცვა-ვედრება, ამიტომაც უწოდეს "მარტომყოფელი", მოკლედ - "მარტყოფელი".

KARIBCHEმამა ანტონის წმინდა ცხოვრება ბევრს იზიდავდა მასთან უდაბნოში სამოღვაწეოდ. წმინდანმა განსწავლა ისინი ბერულ ცხოვრებაში, ალაზნის გაღმით მონასტერი აუშენა, თვითონ კი იქ, სადაც ახლა ახმეტაა, ერთ მივარდნილ ადგილას დამკვიდრდა. მაგრამ აქაც მალე მიაგნო ხალხმა, ამიტომ მათი რწმენაში განმტკიცების შემდეგ აკრიანის დაბურულ მთას მოაშურა.

მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დღედაღამ გულმხურვალედ ლოცულობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის წინაშე, რომელიც მუდამ გულზე ეკიდა. მისი ძალით მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

წმინდა ბერი მცენარეულით საზრდოობდა. მალე ღვთის განგებამ ორი ირემი გამოუჩინა, რომლებიც ყოველდღე მიდიოდნენ და რძით კვებავდნენ.

ერთხელ ირმებმა დაჭრილი ნუკრი მოიყოლეს. გაუკვირდა წმინდა მამას - იცოდა, რომ უდაბურ და ქვეწარმავლებით სავსე მთაზე კაცის ჭაჭანება არ იყო. გაოცებულ ბერს ირმები სანადიროდ გამოსულ მთავართან გაუძღვნენ, რომლის შეკითხვებსაც ღირსი ანტონი ჟესტებით პასუხობდა, რადგან დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული. მისი საქციელით განრისხებულმა მთავარმა ბრძანა, ხელი მოეკვეთათ მისთვის.

წმინდა მამა მჭედელს მიჰგვარეს, რომ გახურებული შანთით ხელი მოეკვეთა, მაგრამ, ყველას გასაოცრად, ჯალათს ხელები გაუშეშდა და მიწაზე დაეცა. წმინდა ანტონს შეებრალა მჭედელი და ლოცვით განკურნა.

ამ სასწაულის მხილველმა მთავარმა წმინდა ბერს ნებისმიერი სურვილის შესრულება აღუთქვა. ღირსმა მამამ მარილზე მიუთითა. მიუხვდნენ, მარილს რომ ითხოვდა და ორი განუტეხელი მარილის ქვა მიართვეს. ანტონმა მხოლოდ ერთი აიღო ირმებისთვის.

ამ დღიდან მოყოლებული უამრავი ადამიანი მიდიოდა მადლმოსილ ბერთან სულისა და ხორცის განსაკურნად. ზოგი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. ბერების რიცხვმა ძალიან იმატა, ამიტომ ღირსმა ანტონმა მათთვის მონასტერი ააშენა, თვითონ კი მთის წვერზე 15 მეტრი სიმაღლის სვეტი აღმართა. მის ძირში მომცრო საყდარი ააშენა წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელზე. ღირსმა მამამ ცხოვრების დარჩენილი 15 წელიწადი ამ სვეტზე გაატარა - წვიმაში, თოვლში, სიცხესა თუ ყინვაში დაუცხრომლად ლოცულობდა სვეტზე დასვენებული უფლის ხელთუქმნელი ხატის წინაშე. ამ ხატის წინ დაჩოქილი აღესრულა კიდეც...

მოწაფეებმა ღირსი მამის წმინდა სხეული სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს. მეთხუთმეტე საუკუნეა, რაც წმინდა ანტონ მარტყოფელის საფლავიდან კეთილსურნელება ამოდის და მთელ საქართველოს ეფინება.

უფლის ხელთუქმნელი ხატის ხსენების დღეს მარტყოფში დიდი დღესასწაული იმართება, რომელსაც იქაურები მამაანტონობას უწოდებენ. მისი მადლი და შემწეობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ერს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat