"ღმერთმა მოგცეთ აღდგომის დღესასწაულის ჭეშმარიტი განცდა"
"ღმერთმა მოგცეთ აღდგომის დღესასწაულის ჭეშმარიტი განცდა"
მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს თითოეული ადამიანი - მორწმუნეც და ურწმუნოც თავსებურად აღნიშნავს. ერთნი ნამარხულევნი, ღამისთევის ლოცვით ეგებებიან აღდგომას, მეორენი მხოლოდ "წითელი კვერცხის დაჭახუნებით". ზოგი საგანგებოდ გადანახულ ჭირნახულს ამ დღისთვის ამზადებს და ამქვეყნიდან წასული ახლობლების გახსენებას ჭიქა ღვინით და საფლავზე გასვლით აგვირგვინებს. ისე, მტყუან-მართალი ღმერთმა განსაჯოს... ჩვენ კი იმაზე გიამბობთ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ჭეშმარიტად აღდგომა და როგორია წინასააღდგომო განწყობა დედათა მონასტერში.

გვესაუბრება მცხეთის წმინდა იოანე-თორნიკეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ეფემია (ჩირგაძე):

KARIBCHE

- დედა ეფემია, მაინც როგორ უნდა მოვემზადოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის?

- აღდგომის დღესასწაულისთვის მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს მთლიანად დიდ მარხვას, რომლის დასაწყისში მორწმუნეები ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს "მარხვას სინანულისას და აღდგომას სიხარულისას". აღდგომის სადღესასწაულო განცდა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერი განწყობით, მარხვით, ლოცვით და სინანულით გაატარებს ქრისტიანი დიდ მარხვას.

მარხვა მხოლოდ გარკვეული სახის საკვებისგან თავშეკავება არ უნდა იყოს, არამედ "მარხვით უნდა ვისწრაფოთ დაშრეტად სახმილისა ვნებათა და ვიმარხოთ ესრეთ, რათა შეწირული იყოს წინაშე ღვთისა".

ლოცვა კი მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა გვერდით მყოფის სიყვარული და პატიება, სხვისი სისუსტის თუ სიმძიმის ტვირთვა შეგვიძლია. ეს ანიჭებს ჩვენს ლოცვას უნარს, წარემართოს ღმრთის წინაშე, ვითარცა საკმეველი.

აღდგომის დღესასწაულისთვის ჭეშმარიტად ის ადამიანია მომზადებული, ვინც "განწმენდილი ხორცითა მარხვისა მიერ და განბრწყინვებული სულითა ლოცვისა მიერ" შეეგებება ამ დღეს.

აღდგომას ბრწყინვალე შვიდეული მოსდევს. წმინდა მამების გადმოცემით, ამ დროს ცათა სასუფეველი გახსნილია და განსაკუთრებით საზეიმოა ქრისტიანისთვის, მით უმეტეს კი მონასტერში მცხოვრებთათვის. მარხვით განწმენდილი სულის და ხორცის განშვება ხდება და ისმის სიკვდილზე ძლევის გალობა. რაც სულის მარადიულ სიცოცხლეს გვახსენებს. ბრწყინვალე შვიდეულში, მძიმე მარხვის ლოცვითი ტიპიკონის შემდეგ, მონასტერში ზატიკის მსახურება შედარებით მსუბუქდება. წალკის მონასტერში ბრწყინვალე შვიდეულში ორმაგად საზეიმო განწყობა სუფევს. ამ დროს დედაეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებას აღნიშნავს. რადგან ჩვენი მონასტერიც მისი სახელობისაა, სიხარული გვიორმაგდება.

- დედაო, ბევრ ადამიანს აღდგომა მარტო "წითელი კვერცხის დაჭახუნება" ჰგონია, მონასტერში მცხოვრები ადამიანისთვის რა არის აღდგომა, მხოლოდ დღესასწაული თუ "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი"?

- პირველქმნილი ადამიანისთვის სიკვდილი უცნობი იყო, ღმერთმა ადამიანის უკვდავად შექმნა ინება. ეს იქიდან ჩანს, რომ მან მოგვანიჭა "სულის არსი" (ჰიპოსტასი), რათა მარად უკვდავნი ვყოფილიყავით. ცხოვრების ხის არსებობაც, "საშუალო სამოთხისა", იმისთვის იყო, რომ ადამიანი დღითიდღე სრულად დამკვიდრებულიყო სიცოცხლეში. წმინდა თეოფილაქტე ანტიოქიელი წერს: "ღმერთმა ადამიანი არც სრულად უკვდავი შექმნა და არც სრულად მოკვდავი". წმინდა გრიგოლ ნოსელი კი ამბობს: "სამოთხეში ადამიანისთვის ორი შესაძლებლობა არსებობდა: "შესაძლებლობა სიკვდილისა და შესაძლებლობა უკვდავებისა". უკვდავება მოგვეცა, როგორც შესაძლებლობა. გავხდებოდით კიდეც უკვდავნი, თავისუფლება კეთილად რომ გამოგვეყენებინა. ღვთის სიტყვის უგულებელმყოფელებს კი ის, რაც კეთილი იყო "ჭამად და სათნო თვალთათვის ხილვად და მშვენიერ განცდად" (შექმ. 3:6), სიკვდილის მიზეზად გვექმნა, ანუ სოფელი ურჩობისათვის მოგვეცა და იგი, უპირველესად, ჩვენივე ნებით ღვთისაგან განშორება იყო. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: "სულით ადამიანი მაშინ მოკვდა, როცა აკრძალული ნაყოფი იგემა, ხორციელად კი 930 წლის შემდეგ, მაგრამ სიკვდილი არ იყო საბოლოო განაჩენი და მოვა დრო, როცა "აღდგნენ მკვდარნი და აღემართნენ საფლავთშინანი" (ისაია 26:19).

აღდგომა ქრისტესი არის პირველი, უმთავრესი და დიდი ჭეშმარიტება. ქრისტეს სიკვდილით აღსრულდა ჯვარზე ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა და მისივე აღდგომით გვებოძა მარადიული ცხოვრება. ქრისტეს აღდგომა ეკლესიის დღესასწაულთა დღესასწაულია, რადგან ქრისტე აღსდგა და ცოდვის უღელი დაიმსხვრა; ქრისტე აღსდგა და ქვეყანა ცოდვის წარღვნიდან იხსნა;

ქრისტე აღსდგა და მკვდარნი აღადგინა;

ქრისტე აღსდგა და ბნელი განქარდა, ტანჯვა დაიხსნა და ცეცხლი დაშრიტა, ქრისტე აღსდგა და "ჯოჯოხეთი განაქარვა, წარატყვევნა, მოკლა, დაამხო და შეკრა იგი".

მონასტერში მცხოვრები ადამიანისა და ყველა ქრისტიანისთვის აღდგომა სიკვდილის ძლევა და მარადიული სიცოცხლის ზეიმია.

მონანიება თავისთავად სიკვდილს ნიშნავს, წუთისოფლისთვის სიკვდილს. მონაზონი ვალდებულია საკუთარ თავში მოკლას ძველი კაცი ცოდვისა და იშვას ახალ კაცად ქრისტეში. ქრისტეში შობა კი ნიშნავს ისევ ქრისტესთვის სიკვდილს, საკუთარი სურვილების წარსულში დატოვებას. პავლე მოციქული ამბობს: "მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში". მონაზვნად კურთხევის შემდეგ ადამიანი ვალდებულია ახლად იშვას. ძველის დამტევებლებმა ახალი შევიმოსოთ და ახალ ადამიანად აღვსდგეთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ აღდგომის დღესასწაული წელიწადში ერთი დღით არ შემოიფარგლება. ყოველი კვირა დღე - აღდგომის სწორი დღესასწაულია. ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს ამ დღეს წირვის მადლის თანაზიარი გახდეს. ასეთი ცხოვრებით კი სულიერ და ფიზიკურ სიძნელეებს უფრო ადვილად მოვერევით.

აღსარებით, სინანულით, ზიარებით ადამიანის შინაგანი ფერისცვალება ხდება. იზრდება მისი სულიერი სამყარო. ამიტომ ვეცადოთ, დღეს იმაზე უკეთესი ვიყოთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. მცდელობა ზოგჯერ მარხვით მთავრდება, მაგრამ ქრისტიანობაში ბრძოლაში დამარცხებაც გამარჯვების ტოლფასია.

- დედაო, როგორ ხვდებით აღდგომას მონასტერში, როგორია ამ დღის მონასტრული ტრაპეზი?

- პირადად ჩემთვის სააღდგომო ტრაპეზი სულიერ კავშირშია იმ ტრაპეზთან, რომელიც შორეული ანუ ცოდვის ქვეყნიდან მობრუნებულ უძღებ შვილს მამამ გაუმართა. მორწმუნეები მთელი მარხვის განმავლობაში უფალს "მამულის ნიჭითა განბნევისათვის" შენდობას შევღაღადებთ და ვთხოვთ მადლის მიღებასა და დამკვიდრებას შემცოდე ძის მსგავსად. იგავში მოყვარული მამა კლავს შვილისთვის ზვარაკს საზეიმო ტრაპეზის გასამართად, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა. ჩვენი განცოცხლებისთვის კი მაცხოვარი თავად ეცვა ჯვარს და აღდგომით მოგვიმზადა უკვდავების ტრაპეზი.

- მთელი აღდგომის მარხვის განმავლობაში მორწმუნეები ლარნაკზე ხორბალს თესენ და აჯეჯილებულ ხორბალს გარშემო აღდგომის ღამეს წითელ კვერცხებს შემოუწყობენ. რას ნიშნავს ეს და თუ არის ეს ტრადიცია მონასტერში?

- დიდმარხვის განზოგების დღეს, ქრისტიანები ოჯახებში და ზოგჯერ მონასტერშიც თესენ ხორბალს ლარნაკზე, რომელიც სააღდგომოდ უკვე აჯეჯილებულია. მწვანე ფერიც და ხორბალიც სიცოცხლესთან და გაზაფხულთან არის კავშირში. ამდენად წითელი კვერცხით მორთული მწვანედ აბიბინებული ხორბალი სიცოცხლისა და სიკვდილზე ძლევის სიმბოლური გამოხატულებაა და სახილველადაც მშვენიერია.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ აღდგომის დღესასწაულის ჭეშმარიტი განცდა.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat