როცა განკაცებული მაცხოვარი უკანასკნელად იხილეს მოწაფეებმა
როცა განკაცებული მაცხოვარი უკანასკნელად იხილეს მოწაფეებმა
"ქრისტიანისთვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვარი სიუხვის გამო", - გვეუბნება იოანე ოქროპირი. მიუხედავად ამისა, ამაღლებას, ალბათ, მაინც გამოვარჩევთ, თუნდაც იმით, რომ ეს არის დღე, როცა განკაცებული მაცხოვარი უკანასკნელად იხილეს მოწაფეებმა.

"ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა". ეს მოხდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან მეორმოცე დღეს.

ამაღლების ბრწყინვალე დღესთან დაკავშირებით, სამთავისისა და გორის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე საკითხის განმარტება ვთხოვეთ გორის საკათედრო ტაძრის დიაკვანს მამა გიორგის (კარელიძე):

- უფლის ზეცად ამაღლება არის იმ ათორმეტ საუფლო დღესასწაულთაგანი, რომელსაც აღნიშნავს დედაეკლესია. ამაღლების დღესასწაული აღინიშნება მაცხოვრის აღდგომიდან მეორმოცე დღეს. წმინდა წერილის მიხედვით, საფლავით აღდგომილი მაცხოვარი ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოწაფეებს, ხოლო მეორმოცე დღეს მათ წინაშე ამაღლდა ზეცად. მაცხოვრის ზეცად ამაღლებას ქრისტიანულ სამყაროსა და ეკლესიის ცხოვრებაში დიდი დოგმატური მნიშვნელობა აქვს.

- უფალმა "მკვდრეთით აღდგომით" სიკვდილი დათრგუნა. რა დატვირთვა აქვს უფლის ზეცად ამაღლებას?

- უფალმა ზეცად ამაღლებით განუღო ადამიანს სასუფევლის კარი და დაჯდა დიდებით მარჯვენით მამისა, როგორც იყო ნაწინასწარმეტყველები. უფლის ამაღლება არის გვირგვინი სულის, სიცოცხლის გამარჯვებისა - სიკვდილზე, სიყვარულის გამარჯვებისა - ბოროტებაზე და იმედის მომნიჭებელი იმისა, რომ ადამიანი იქნება ღმერთთან.

- "ხოლო მათ თაყვანი სცეს მას, და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალემს" (ლუკა 24,52). რა უხაროდათ მოციქულებს, ისინი ხომ მოაკლდებოდნენ უფლის ხილვას?

- მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდგომ მოწაფეების სიხარულით შესვლა იერუსალიმში, შესაძლოა, მოულოდნელად მოგეჩვენოს - ღვთაებრივ მოძღვართან განშორებას თითქოს უნდა დაემწუხრებია ისინი, მაგრამ მათ სიხარული ედგათ გულებში, რადგანაც ახლა სრულ იქმნა მათი რწმენა, სიყვარული და სასოება. რწმენა იმისა, რომ, როგორც მაცხოვარმა თავისი აღდგომის დიდებით შემუსრა ჯოჯოხეთი და მორწმუნეებს გამოსასვლელი კარი განუღო, ასევე, ზეცად ამაღლებით იგი კარს განუღებს თავის მორწმუნეებს. სიყვარული: ტკბილია მათთვის, იმიტომ, რომ მათი საყვარელი მოძღვარი და მაცხოვარი ზეცად ადის საღვთო ნეტარებასა და დიდებაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მასთან ხორციელი განშორებით რჩებიან დედამიწაზე ღვაწლის, ვნებათა და ტანჯვისთვის. სასოება: ისინი იმედოვნებენ და გრძნობენ, რომ ზეცად ამაღლებული მაცხოვარი, თავისი აღთქმისაებრ, მოუვლენს ნუგეშინისმცემელ სულიწმიდას, რაც განამტკიცებს მათ მოღვაწეობაში. დაბოლოს, სასოება იმისა, რაც არწმუნეს მათ ანგელოზებმა: "კვალად მოვიდე და წარგიყვანნე თქვენ თავისა ჩემისა თანა, რათა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ" (იოანე 14,3).

KARIBCHE- უფლის სიტყვებია: "აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე" (მათე 28,20). ეს, რა თქმა უნდა, მარტო მოციქულებს კი არა, ჩვენც გვითხრა. რა სახით აღსრულდა ეს აღთქმა?

- ამ სიტყვებში გადმოცემულია აღთქმა უფლისა, რომელიც მოციქულთაგან ზეცად უნდა ამაღლებულიყო თავისი ხილული სხეულით. მან აღუთქვა მოციქულებს, მთელ კაცობრიობასა და თავის მორწმუნეებს მათთან ყოფნა ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რაც გამოიხატება შემდეგში: განა ქვეყნის აღსასრულის შემდეგ არ იქნება ჩვენთან? რა თქმა უნდა, იქნება და, თანაც, ყველაზე უცხადესი სახით, მაგრამ ეს სიტყვები მოციქულებს უთხრა სამქადაგებლო ღვაწლში განსამტკიცებლად. ამის თქმისას უფალი გულისხმობდა მორწმუნეთა თანა ყოფნას "თავისი თანადგომით, შეწევნითა და მადლით". ჩვენ ვხედავთ მას ტაძარში, ეკლესიაში, რის შესახებ იგი მანამდეც გვაცნობდა ამ სიტყვებით: "სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებილი სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მათე 18,20), ხოლო განსაკუთრებით მის ჩვენთან და ჩვენში ყოფნას ვხედავთ და ვგრძნობთ ევქარისტიის საიდუმლოში: მაცხოვარი საიდუმლო სერობისას ამბობს: "მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი... სუთ ამისგან: ესე არს სისხლი ჩემი..." (მათე 26,26-28) და კიდევ: "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს და მე - მის თანა" (იოანე 6,56). ასე რომ, უფლის ამ აღთქმას მორწმუნე ხვდება მისი მოღვაწეობისა და ქრისტიანული ცხოვრების ყველა ნაბიჯზე, მთავარია, ადამიანმა დაინახოს თავის გვერდით უფლის მყოფობა.

- "ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ" (მარკოზი 16,19). ადამიანური ბუნება, რაც მაცხოვარს ჰქონდა დედამიწაზე, შეინარჩუნა თუ ღვთაებრიობას ეზიარა?

- მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მაცხოვარმა ყველა ვნებულება განიშორა: ხრწნილება, შიმშილი, წყურვილი, ძილი, დაღლილობა და სხვა ამგვარი, რაც დამახასიათებელია ადამიანური ბუნებისთვის. მართალია, აღდგომის შემდგომ იგემა საკვები, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოშივდა, არამედ რათა სარწმუნო გაეხადა აღდგომის ჭეშმარიტება, რომ ერთი და იგივეა ხორცი ვნებულიც და აღდგომილიც. მას არ განუშორებია ბუნების რომელიმე ნაწილთაგანი, არამედ ფლობდა როგორც სხეულს, ასევე მოაზროვნე, გონიერ სულს. ამ სახით აღვიდა ზეცად და ამ სახით ზის ღვთის მარჯვნივ, ნებავს რა ჩვენი ხსნა ღვთიურად და ადამიანურად. როცა ვამბობთ, მაცხოვარი სხეულებრივად დაჯდა ღვთისა და მამის მარჯვნივო, მასში არ ვგულისხმობთ დაბრძანებას ადგილის მიხედვით. თუ ღმერთი გარეშეუწერელია, ვერანაირად ვერ ექნება მას მარჯვენა მხარე ადგილის მიხედვით. მამის მარჯვნივ დაჯდომა მეტყველებს მის საუკუნეთა უწინარეს დიდებასა და პატივში დაბრუნებაზე, ანუ მაცხოვარმა ადამიანური ბუნება და, კერძოდ, ადამიანი დააბრუნა სამოთხეში, მისი შემოქმედის წიაღში.

P.S. უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მამა გიორგის საინტერესო საუბრისათვის და დასასრულ, მოვიშველიებდით მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტის სიტყვებს: ,,დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული". დაე, ჩვენც გულით გვეზეიმოს ყოველი ქრისტიანული დღესასწაული.

კოსულტაციისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ
მანანა ყორანაშვილს

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat