უფლის ჯვარცმამდე რამდენიმე დღე დარჩენილიყო
უფლის ჯვარცმამდე რამდენიმე დღე დარჩენილიყო
ბზობა
მოახლოვდა პასექი და მასთან ერთად - მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დასასრული. მწიგნობარნი და ფარისეველნი ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ იესოს შესაპყრობად, მეტადრე - მას შემდეგ, რაც მაცხოვარმა თავისი მეგობარი ლაზარე ოთხი დღის მკვდარი გააცოცხლა. "მე ვარ აღდგომა და ცხოვრება, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხონდესვეო", - თქვა მაშინ იესომ. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ებრაელმა ირწმუნა მისი, მღვდელმთავარნი კი ამ ამბავმა უფრო მეტად გააბოროტა. გადაწყვიტეს, ქრისტეც მოეკლათ და ლაზარეც. განზრახული ჰქონდათ, იესო მაშინ შეეპყროთ, როცა ის პასექის დღესასწაულზე ტაძარში მივიდოდა.

ვნებამდე ექვსი დღით ადრე უფალი ლაზარეს ესტუმრა. ლაზარე გრძნობდა, რომ მალე ვეღარ ნახავდა თავის ღვთაებრივ მეგობარს. იესომაც ნება დართო ძვირფას ადამიანებს, თავიანთი სიყვარული გამოეხატათ, მეორე დღეს კი მთელ ერს მისცა ნება, პატივი მიეგოთ მისთვის - ჩვეულების საწინააღმდეგოდ, კაცობრივი დიდება მიიღო და კიცვზე ამხედრებული ძლევამოსილ მეფესავით შევიდა იერუსალიმში. გავიხსენოთ სახარების ეს ეპიზოდი: ბეთანიიდან წამოსული იესო ზეთისხილის მთაზე შეჩერდება, იქვე, დაბაში, ორ მოწაფეს გაგზავნის და დაავალებს, იპოვონ დაბმული ვირი, რომლის გვერდით მისივე კიცვი (გაუხედნავი სახედარი) აბია, მოხსნან და მას მიუყვანონ. "თუ ვინმე გკითხავთ, სად მიგყავთო, უთხარით, რომ უფალს სურს ასე". მართლაც, მიჰგვრიან კიცვს. მოწაფეები სახედარს თავიანთ სამოსელს დააფენენ ზურგზე. შეჯდება იესო და იერუსალიმისკენ გაემართება. უამრავი ხალხი მიჰყვება. გზაზე უფენენ სამოსელს, პალმის რტოებს, ღაღადებენ და იტყვიან: "ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სხელითა უფლისათა!"

რატომ შეჯდა მაცხოვარი კიცვზე - მანამდე ხომ ფეხით დადიოდა? ძველი აღთქმის ტრადიციისამებრ, თუ მეფე მოწინააღმდეგისკენ ცხენზე ამხედრებული წავიდოდა, ეს ბრძოლის მომასწავებელი იყო, ხოლო თუ ვირზე იჯდა, სამშვიდობოდ მიდიოდა. უფალი კი მშვიდობის მოსაფენად მოვიდა. გარდა ამისა, უნდა აღსრულებულიყო ზაქარიას წინასწარმეტყველება: "არქუთ ასულსა სიონისასა (ანუ იერუსალიმს): აჰა ესერა მეუფე მოვალს შენდა მშვიდი და ზე ზის იგი ვირსა კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა", - რათა იესოს მტრები გონს მოგებულიყვნენ და მაცხოვარი ეცნოთ. კიცვზე დაფენილი სამოსელი, წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, კეთილი საქმეებია, რომლებიც წმინდა მოციქულებმა ყოველ ქრისტიანს განუწესეს - კეთილ საქმეთა გარეშე უფალი ვერ განისვენებს ჩვენ ზედა, კიცვი - გაუხედნავი, უაღვირო სახედარი - წინასახეა დაუმწყსელი, წარმართი ერისა, რომელიც ახალ ისრაელად შეიქმნა, მშვიდად და მორჩილად რომ მიჰყვება მაცხოვრის ნებას, გახედნილი ვირი კი ებრაელი ხალხის სიმბოლოა, რომელსაც უნაგირი - სჯული ჰქონდა დადებული. მაცხოვრის გზაზე დაფენილი სამოსელი უმეცრების საბურველს მოასწავებს, რომელიც ჰურიათა გონებას ფარავდა, ხოლო "რაჟამს მოიქცეს უფლისა, - როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, - მოეძარცვის საბურველი იგი" და სულნი თვისნი დაუფინეს "სლვად უფლისა მათ ზედა". ფინიკისა და ზეთისხილის რტოებით კი ძლევით შემოქცეულ, გამარჯვებულ მხედართმთავარს ეგებებოდნენ. და განა უფალმაც არ სძლია სიკვდილს, როცა ლაზარე მკვდრეთით აღადგინა?

ზეთისხილის მთიდან დაეშვნენ და იერუსალიმიც გამოჩნდა. მაცხოვარი ატირდა. მან ხომ იცოდა, რომ ისრაელის ერი არ მიიღებდა მის სწავლებას და ხალხი, რომელიც დღეს "ოსანას" უგალობდა, რამდენიმე დღეში ჯვარს აცვამდა. იცოდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ რომაელები ისე ააოხრებდნენ იერუსალიმს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. ამიტომაც კი არ განრისხდა ღვთის უარმყოფელებზე, არამედ ატირდა. ესეც გაკვეთილია ჩვენთვის, გაკვეთილი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სექტანტებთან - უნდა ვტიროდეთ მათთვის, ვლოცულობდეთ და გული შეგვტკიოდეს ჩვენს ხორციელ ძმებსა და დებზე.

იესო იერუსალიმში ოქროს ბჭით შევიდა, საიდანაც, საღმრთო წერილის თანახმად, მესია უნდა შებრძანებულიყო. უამრავი ხალხი მიეგება. მაცხოვარი ტაძარში შებრძანდა და მსყიდველ-გამყიდველი გარეთ გამოყარა: უფლის სახლი ავაზაკთა ქვაბულად გიქცევიათო. იქვე, ტაძარში, უსინათლონი და ხეიბარნი განკურნა.

ქრისტეს მადიდებელთა შორის უასაკო ყრმებიც იყვნენ.

ამ სასწაულების ხილვამ და ყრმების ღაღადისმა სულმთლად გადარია მღვდელმთავარნი. "გააჩუმეო", - უბრძანეს იესოს. არ აღმოგიკითხავთ? - "პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოართაითა დაემტკიცოს ქება", - მიუგო მაცხოვარმა, - ესენი რომც დავადუმო, ქვანი აღაღადდებიანო.

მღვდელმთავრებმა იმ დღეს ვერ გაბედეს იესოს შეპყრობა, რადგან მას უამრავი ხალხი ეხვია გარშემო. თანაც იმხანად ისრაელში რომაელები ბატონობდნენ და სასამართლოს გარეშე კაცის მოკვლის ნებას არ მისცემდნენ.

იესო ყოველდღე მიდიოდა ტაძარში და ერს მოძღვრავდა, ღამეს კი იერუსალიმის გალავნის გარეთ ათევდა.

იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას ეკლესია აღდგომამდე ერთი კვირით ადრე დღესასწაულობს და რაკი ჩვენში პალმა არ ხარობს, მორწმუნენი ბზის მარადმწვანე ტოტებით ეგებებიან მაცხოვარს. ნეტავი, ასე ვხვდებოდეთ სულიერადაც...
ბეჭდვაელფოსტა
12.04. 2020
თორნიკე
ყოველთვის საინტერესო და გულიანი სტატიებიაქვს კახას.მადლობა მას
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat