16 ივლისს გერგეტობაა! უწმინდესმა ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა და მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას
16 ივლისს გერგეტობაა! უწმინდესმა ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა და მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას
2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ  ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა: "დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ".

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის "ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: "მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, "ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

მეფეებს დავა ახლა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს: "წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველი ავა, საძირეც იმან გაჭრასო". ასეც მოქცეულან და ყველანი - ცხენით თუ ფეხით - ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბახჩიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და საძირკველიც მას გაუჭრია. ამის შემდეგ დაწყებულა ტაძრის მშენებლობა. მის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, წყაროს დღესაც კალატას წყაროს უწოდებენ.


უძველესი დროიდან სამების ტაძრის ყმებად გერგეტეველები ითვლებოდნენ. მათ ჰქონდათ ეკლესიის მოვლა-პატრონობის პატივი. მიმდებარე მიწები მთლიანად მონასტრის საკუთრებას წარმოადგენდა. ჩვენი ქვეყნისათვის სახიფათო და განსაცდელებით აღსავსე წლებში ეკლესიის უდიდეს სიწმიდეებს, მათ შორის, წმიდა ნინოს ჯვარს და მაცხოვრის სამსჭვალს გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი იცავდა.

კომუნისტური მმართველობის ხანაში საქართველოში სრულიად ჩაკვდა სულიერი ცხოვრება, ჩვენში სარწმუნოების აღორძინება და ბერმონაზვნური ცხოვრების გამოღვიძება  უწმიდესის აღსაყდრების შემდეგ დაიწყო. შეუძლებელია, ეს სულიერი გამოღვიძება მის მშობლიურ კუთხეს, ხევსაც არ შეხებოდა. უწმინდესმა 1980 წლის 16 ივლისს გერგეტის სამებაში წირვა აღავლინა და ამ დღეს სიყვარულის დღესასწაული უწოდა.

მას შემდეგ სრულიად საქართველო ზეიმობს გერგეტის სამებობას. გერგეტის ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელობისაა, აქ მარიამობის მიძინების დღესასწაულიც (15 (28) აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება. უკვე წლებია გერგეტის ამ მადლიან ადგილას მამათა მონასტერია დაფუძნებული.
შეგვეწიოს გერგეტის მადლი!

ბეჭდვაელფოსტა
18.07. 2015
MERI ZAICEVI
HEMO OLIA GFARAVDET GERGETIS SAMEBA TKVENC DA SRULIAD SAKARTVELOS.HEMI NATVRAC EGAA DROZE DAVBRUNDE HEMS MONATREBUL SAKARTVELOSHI DA HEMI SAMSHOBLOS MICAS HAVEXUTO.TKVENMA GULIDAN AMOSULMA SITKVEBMA MTLAD SHEMZRA ,GISURVEBT TKVENC DA KVELA SAMSHOBLODAN CASUL KARTVELS MALE DABRUNEBAS .
07.01. 2015
ვილი
წინა კომენტარის ავტორს ვენაცვალე , ღმერთმა მალე დაგაბრუნოს სამშობლოში და შენს გერგეტზე აგიყვანოს გახარებული .
15.07. 2014
olia moxeve
DAİLİCOS SAQARTVELO.....SAQARTVELOS DİDEBA YAZBEGİDAN İCYEBA ადე შმაგი თერგის ტალღათ ღელვაში, ნაწვიმარ ცაზე ცისარტყელას ფერთა ელვაში. იქ გავიზარდე მინდვრის ყვავილთ ფოთოლთ შრიალში, თეთრ სამყაროში, თოვლის ფიფქთა მორევ ტრიალში. ხიბლავდა თვალებს ზვიად მთების სულის სიმტკიცე და სიმაღლიდან მოწყვეტილი ზვავის სიფიცხე. სმენას აკრთობდა ცივ ზამთარში მგლების ყმუილი, დედის ზღაპრებში არეული მართალ ტყუილი. ფიქრი მასწავლა მყინვარწვერმა ბინდით მოცულმა, პირველი სევდა თვალზე ცრემლმა ჩუმად მოსულმა. სულის სიწმინდე ჩამინერგა წმინდა სამებამ, სიკეთის თესვა დამაბედა მაღლით განგებამ. გმადლობ უფალო, მომავლინე შენ ამ სამყაროს, შენვე მოგანდობ მათ განკითხვას ვინაც არ მწყალობს. რადგან ვერ ვამბობ ყველა ტკივილს, მიჭირს სათქმელად, შენვე მასწავლე როგორ შევძლო მათი დათმენა. ჩემი შორს ყოფნაც ალბათ იყო უფლის განგება, უკეთ შემეგრძნო უსახლკაროს კარში გაგდება. გვედრი უფალო, მომეც ძალა ვზიდო ეს ტვირთი, ფესვებს რომ მოვწყდი ამ საზღაურს ცრემლებით ვიხდი. გასავლელი გზა როგორც შევძელ ისე გავლიე, გაუსაძლისი ყოფნა ბევრჯერ ლოცვით დავძლიე. შენ მასწავლიდი, შენ მშველოდი, ახლაც მიშველე, მამულისაკენ გზა ბილიკი შენვე მიჩვენე. შინ დამაბრუნე, მეც შვილი ვარ მაგ მთა-ბარისა, მონატრებული ჩემი ჯიშის ჩემი გვარისა. არ არის წუთი ჩემო მთებო,ჩემთან არ იყოთ, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სუნთქვა მინდა გაგიყოთ. ხომ თქვენ მაჩუქეთ ეს სიცოცხლე, თქვენ გამომზარდეთ, სულში მამულის სიყვარულიც გამოაზამთრეთ. იქ დამაბრუნეთ საიდანაც ჩამოვწყდი ფესვებს, თორემ ეს გული ვეღარ უძლებს სევდას და ეჭვებს. მშობლიურ კუთხეს ჩამახუტეთ ჭაღარა მთებზე, მერე თილისმად შეაბნიეთ სიცოცხლე მხრებზე.
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat