წრომის ამაღლების სახელობის ტაძარი
წრომის ამაღლების სახელობის ტაძარი
სოფელი წრომი, ზღვის დონიდან 795 მ-ზე. ვახტანგ გორგასლის ეპოქის სული ტრიალებს მის სანახებში. იმ უტყუარი ცნობებით, რომელიც დაგვიტოვა XII საუკუნის ანონიმმა ავტორმა თავის თხზულებაში "წამებაი და ღვაწლი წმინდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისა". წრომის აღმნიშვნელობის სამანები V საუკუნის კიდევ უფრო სიღრმეში უნდა ვეძიოთ, ერთ დროს დიდი ქალაქური დასახლებიდან დღეს პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე სოფელი დარჩენილა.

საქართველოს ისტორიის ქარცეცხლი გაუვლია, აოხრებულა, გადამწვარა და დაცლილა, ისე რომ მამალიც აღარ ყიოდა, მაგრამ გვეამაყება ტაძრებით განებივრებულ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დიდი სალოცავის პატრონნი რომ ვართ. მაცხოვრის ფრთებქვეშ შეფარებულ სოფელს თავისებურად ურწმენია და შეუსისხლხორცებია თავისი სალოცავი. სწამთ და სჯერათ რომ მისი წყალობით ღმერთი დააბიჯებს მათ მიწაზე, წმინდა არის წრომის ადგილები, რამეთუ წმინდა რაჟდენის სისხლით არის მორწყული, ღმერთისაგან დალოცვილი და კურთხეულია. მრავალ ჭირს გაუძლო ჩვენმა სალოცავმა, ჰყავდა უთვალავი მრევლი, მტერიც მიუღია და მოყვარეც. საქონლის სადგომად გაუხდიათ. მისი უზადო ფრესკები დაუთხრიათ, ხატები შეუბილწავთ და კედლები კირით გაუთეთრებიათ. წირვა აუკრძალავთ და ვინ მოთვლის კიდევ. არც სტიქიამ დააკლო. გუმბათი დაანგრია, კედლები ჩამოშავდა, მაგრამ ვერ აღგავა მიწიდან პირისა, გადარჩენილა სოფელი და მისი სალოცავიც.

ადრეფეოდალური კულტურის ძეგლებიდან დღემდე ძალიან ცოტა შემგვრჩა. ერთ-ერთი მათგანია წრომის ტაძარი.

ვახუშტი ბატონიშვილი წრს: "ჩრდილოეთით გორას იქით და სამწევრს ზევით არის მონასტერი ყოვლადწმინდისა წრომისა, გუმბათიანი, მშვენიერი". ტაძრის მთავარ სარკმელთან მოთავსებული წარწერით დგინდება მისი თარიღი 626-634წ.წ. ერისმთავრის სტეფანოზ იპატოსის დრო. სტეფანოზ იპატოსი ცნობილი სტეფანოზ II, რომელმაც ააშენა ტაძარი. ძველი წარწერებიდან დღეისათვის მხოლოდ ეს გადარჩენილა, დროთა სვლას აღუგავია მისი კედლებიდან ლამაზად გამოყვანილი ქართული ასომთავრული წარწერები. ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ შემოგვინახა აღნიშნული წარწერის ფრაგმენტები, საიდანაც ვგებულობთ, რომ "ესე ჯვარი ძლიერი მამაოს თაბორის ლოცვითა აღვმართეს სალოცავად". მისივე აზრით ეს იყო კათალიკოსი თაბორი, რომელიც ცხოვრობდა სტეფანოზის დროს და რომლის ლოცვა-კურთხევითA აღუმარათავთ ჯვარი. თედო ჟორდანიას ერთ-ერთ სვეტის პირზე უნახავს კიდევ ერთი წარწერა - "სახელითა ღვთისათა წმინდისა რაჟდენისაი".

წმინდა რაჟდენი იწამა ჟამთა დიდისა მეფისა ვახტანგისა სპარსთა მიერ, "ქართლსა შინა სოფელსა შინა წორმს", ვკითხულობთ წამებაში.

ტაძრის საკურთხეველი შემკული ყოფილა ფოთლოვანი ორნამენტის მოზაიკით ქრისტეს გამოსახულებით, მას მარცხენა ხელში გაშლილი გრაგნილი უჭირავს, გრაგნილზე შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, მარჯვენით აკურთხებს ორივე მხარეს, გვერდით ანგელოზნი ედგნენ, საკურთხევლის სარკმლის თავში სამი მედალიონი ყოფილა. ტაძრის დანარჩენი კედლები და კამარა მოუხატავი იყო. მოზაიკაზე იყო წარწერაც. აქვე იყო ფრესკული მხატვრობა, ქრისტეს დიდების კომპოზიცია, რომელიც ამაღლების თემას უკავშირდება. მოზაიკამ დღემდე ფრაგმენტების სახით მოაღწია და გადარჩენის მიზნით 1932 წელს ჩამოხსნეს. ამჟამად იგი დაცულია ხელოვნებს მუზეუმში.

ტაძარი დღემდე ინახავს თავის სიწმინდეებს, სოფიის რამდენიმე ბრწყინვალე ქვა კვლავ ამშვენებს ტაძრის საკურთხეველს. 1731 წელს ტაძარი დააზიანა ლეკთა თავდასხმამ. ბოლოს კი 1940 წელს მესამე მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ძეგლი, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი. მტრის შემოსევის დროს ამ დიდებულ ტაძარს თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა, წრომის მოსახლეობა თავს აფარებდა მის მაღალ ძლიერ გალავანს. გალავანი დღესაც აქვს ტაძარს გარშემოვლებული.

თეა ცაგურიშვილი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat