წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მრევლი იმ ქართველებისგან შეიქმნა, რომლებიც 1921 წელს ბოლშევიკ დამპყრობლებს გამოექცნენ საქართველოდან
წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მრევლი იმ ქართველებისგან შეიქმნა, რომლებიც 1921 წელს ბოლშევიკ დამპყრობლებს გამოექცნენ საქართველოდან
80 წელზე მეტია, რაც არსებობს ქართველთა სულიერი ნავსაყუდელი პარიზში. რა დრო გასულა! გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი ჩასვლა პარიზში 1990 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც წითელ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიეთ. როზიერის ქუჩა პარიზის მეთხუთმეტე უბანში, პატარა, საყვარელი ეკლესია, შიგნით შინდისფერი დროშით. ეს იყო ძალიან გულისამაჩუყებელი ფაქტი, რადგან ეს დროშა საქართველოში 70 წლის მანძილზე არავის ენახა, მის ნაცვლად ხომ ნამგალი და ურო ემეტებოდათ მხოლოდ ჩვენთვის. ამ დროშის დანახვაზე ცხარე ცრემლით ვიტირე, რადგან ცხრა აპრილი მქონდა გამოვლილი. ეკლესიაში წარმოსადეგი, მაღალი, ახალგაზრდა და სანდომიანი მღვდელი - მამა არჩილ დავრიშაშვილი მსახურებდა, რომელიც, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ თბილისში გავიცანი, უნივერსიტეტის V კორპუსში თავის არაჩვეულებრივ დასთან, ელენესთან ერთად, ხოლო მამამისი, ბატონი დავითი, გამორჩეული დიდი ქართველი, - ერთი დიდებული ქალბატონის, ელენე ციციშვილის ოჯახში. ბატონი დავით დავრიშაშვილი, მისი არაჩვეულებრივი მეუღლე თამარ ვაჩნაძე და ჩვენს მიერ უკვე ხსენებული ქალბატონი ელენე ციციშვილი ცალკე საუბრის თემაა, ალბათ რუბრიკიდან "ღირსეული ქართველები". მე ბედმა მარგუნა, რომ ელენე ციციშვილის მოსწავლე ვყოფილიყავი და ალბათ ადვილი წარმოსადგენია ჩემი აღტაცება, როდესაც წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში შევხვდი მსგავს დიდებულ ქალბატონებს, მაგალითისათვის ულამაზესი და უჭკვიანესი ქალბატონის მია დადიანის ხსენებაც იკმარებდა. წმინდა ნინოს ეკლესია ყოველთვის თავს უყრიდა და თავისი კალთის ქვეშ აერთიანებდა მართლა ღირსეულ ქართველებს, ეს თვისება ამ ძვირფას ეკლესიას დღემდე გამოჰყვა. თუ საფრანგეთში მყოფ რომელიმე ქართველს შეიპყრობს ნოსტალგია ლამაზ სამშობლოზე, აუცილებლად უნდა მიაშუროს ამ წმინდა ადგილს.

წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია დაარსდა პარიზში 1929 წელს, მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა კანონის დაცვით და იმდროინდელი მართმადიდებელი ეკლესიის მესვეურებთან შეთანხმებით, რაც გულდასმით შემოწმდა მისი ერთ-ერთი დამაარსებლის, თავად ილამაზ დადეშქელიანის მიერ, რომელიც იყო საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელი საფრანგეთში (აღსანიშნავია, რომ საქართველოს რესპუბლიკა, მიუხედავად მისი ანექსიისა რუსეთის მიერ, 1933 წლამდე აღიარებული იყო საფრანგეთის მიერ).

წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მრევლი 1921 წელს საქართველოდან გამოქცეული იმ ქართველებისგან შეიქმნა, რომლებიც გამოექცნენ ბოლშევიკ დამპყრობლებს და საფრანგეთს შეაფარეს თავი.

წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მრევლის პირველი წინამძღვარი იყო მამა გრიგოლ ფერაძე. ის იყო ფილოსოფიის დოქტორი, ბონის უნივერსიტეტის დეკანი, ხოლო 1931 წლის 24 მაისს მიტროპოლიტმა გერმანოსმა იგი მღვდლად აკურთხა პარიზის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში, სენტ-ეტიენში. მამა გრიგოლ ფერაძე ვერ ახერხებდა მუდმივად პარიზში ყოფნას, რადგან იგი ასევე საჭირო იყო გერმანიაში და განსაკუთრებით კი პოლონეთში, სადაც ის აკურთხეს არქიმანდრიტად და ასწავლიდა ორთოდოქსული თეოლოგიის ფაკულტეტზე ვარშავაში. მისი პერიოდული ყოფნისას პარიზში, 1938 წლამდე საშობაო და სააღდგომო წირვები ტარდებოდა ლუქსემბურგის ტაძარში, მადამის ქუჩაზე, ზოგჯერ კი მრევლის რომელიმე წევრის ოჯახში. 1939 წლიდან 1943 წლამდე, II მსოფლიო ომის პერიოდში ჩაკვდა საეკლესიო ცხოვრება ქართულ მრევლში. მამა გროგოლ ფერაძე გარდაიცვალა პოლონეთში, ოსვენციმის ბანაკში 1942 წელს. ქართველებისათვის ძალიან ძვირფასი ფაქტია ის, რომ ამ დიდებული პიროვნების სახელი დაკავშირებულია პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან.

1943-49 წლებში უკვე მამა ნიკოლოზ ზამბახიძე წინამძღვრობდა წმინდა ნინოს ეკლესიას. მამა ნიკოლოზი მღვდლად ჯერ კიდევ საქართველოში აკურთხეს 1919 წელს. 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო მან დატოვა საქართველო. 1935 წლიდან პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მრევლის საბჭოს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა მამა ნიკოლოზთან, რომელიც მამა გრიგოლ ფერაძის არყოფნის პერიოდში მის ფუნქციებს ასრულებდა. როდესაც მამა გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა, მამა ნიკოლოზს ტიატირის მეტროპოლიტთან რეკომენდაცია გაუწია საქართველოს პატრიარქმა კალისტრატემ. მამა ნიკოლოზი სწირავდა პარიზის ორთოდოქსულ უკრაინულ ეკლესიაში, რომელიც ბლანკის ბულვარზე მდებარეობდა. შემდეგ, 1944 წელს პირველი პატარა სამლოცველო შეიქმნა XVI უბნის ერთ-ერთ ვილაში, საიდანაც გადაბარგდა ფეხით, როგორც იგონებს ბატონი ტარიელ ზურაბიშვილი, ფრანსუა ჟერარის ქუჩაზე, სადაც წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია ბინადრობდა 1972 წლამდე. მამა ნიკოლოზი აქ 1949 წლამდე, უცხოეთში გამგზავრებამდე მსახურებდა. იგი შეცვალა მამა ილია მელიამ. ყველაზე ხანგრძლივი მსახურება პარიზის ქართულ ეკლესიაში წილად ხვდა სწორედ მამა ილია მელიას, მთელი 40 წელი სწირავდა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. მამა ილია საქართველოში იყო დაბადებული 1915 წელს, ხოლო 1921 წელს მისი ოჯახი ბელგიაში გაექცა წითელ ტერორს. ბელგიაში იგი სწავლობდა ჯერ იეზუიტებთან, შემდეგ კი ნამურის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ბოლოს პარიზის წმინდა სერჟის ინსტიტუტი დაამთავრა. 1943 წელს იგი მღვდლად აკურთხეს. მამა ილია თავდაპირველად ბელფორში მსახურებდა აღმოსავლეთიდან შემოსული ემიგრანტებისათვის, იქ იგი ეხმარებოდა ფაშისტების მიერ ძებნილ რეზისტანტებს. 1945 წლიდან ნორმანდიაში, კოლომბელში მსახურებდა, სადაც მისი მრევლი პირველი მსოფლიო ომის შედეგად ემიგრაციაში წამოსული რუსი სამხედროები იყვნენ. 1949 წლიდან ის უკვე პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მრევლის წინამძღვარი გახდა.

მამა ილია იყო არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლი, არამედ ნამდვილი შუქურა მთლიანად ქართველი ემიგრაციისათვის არამხოლოდ საფრანგეთში (მას იწვევდნენ ხოლმე წირვების ჩასატარებლად გერმანიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში). მამა ილიამ დაიწყო ხუცური დამწერლობის შესწავლა. 1962 წელს მამა ილია პარიზში შეხვდა საქართველოს მაშინდელ პატრიარქს ეფრემ II-ს, შემდეგ, ჟენევაში 1979 წელს - ილია II-ს, რომელსაც გადასცა წმინდა ნინოს ეკლესიის მიპატიჟება პარიზში, სადაც ის 1980 წლის თებერვალში ჩავიდა. სწორედ მამა ილიას გავლენით და ლევან ზურაბიშვილის აქტიურობით, რომელიც საფრანგეთში მყოფ ქართველთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, წმინდა ნინოს ეკლესიის მრევლმა 1972 წელს შეიძინა ფართი, რომელიც საფრანგეთის მიტროპოლიტმა მელეტიოსმა აკურთხა 1973 წელს. მამა ილია მელიას გარდაცვალების შემდეგ, 1988 წელს, მიტროპოლიტი იერემია დაჰპირდა ქართველ მრევლს დახმარებას, რომ მამა ილიას მემკვიდრე ქართულ სათვისტომოში მოენახათ. ამასობაში ჯერ მღვდელმთავარი გაბრიელ ანრი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მეთოდიუს ალექსიუ ემსახურებოდნენ ქართველ მრევლს. 1993 წლიდან უკვე მამა არჩილ დავრიშაშვილი განაგრძობს მღვდელმსახურებას პარიზში მცხოვრები ან იქ დროებით მყოფი ქართველი მართლმადიდებლებისათვის. მამა არჩილი დაიბადა პარიზში, 1974-1978 წლებში ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში. ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო რელიგიური ცხოვრებით, პირველ ლიტურგიას მამა ილიას წყალობით ეზიარა. საქართველოში ყოფნისას მას მუდმივი კავშირი ჰქონდა საპატრიარქოსთან, მისი უწმინდესობის ილია II-ის აღსაყდრებისას მამა არჩილი მონაწილეობდა როგორც სტიქაროსანი ყველა საზეიმო წირვა-ლოცვაში. საქართველოში ყოფნისას იგი უშუალოდ ესწრებოდა ქართულენოვან ლიტურგიებს და ამავე დროს სწავლობდა ხუცურს. საფრანგეთში დაბრუნებისას მან სწავლა განაგრძო სენ სერჟის ინსტიტუტში 1979-1983 წლებში. 1991 წელს იგი აკურთხეს დიაკვნად, 1992 წელს კი მღვდლად სენტ-ეტიენის ტაძარში. 1990 წლამდე წმინდა ნინოს ქართული ეკლესია პარიზში ერთადერთი ადგილი იყო საზღვარგარეთ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის ღვაწლი განუზომელია.

მე წილად მხვდა ბედნიერება, შეხება მქონოდა წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან 1990 წლიდან, მამა არჩილის წინამძღვრობის ეპოქაში. არ მახსოვს არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ან ფაქტი საქართველოში, რომელსაც ეს ეკლესია არ გამოხმაურებოდა. წაკითხული მაქვს მამა არჩილის ქადაგებები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და აგრეთვე სამხედრო გადატრიალების დროს ზვიად გამსახურდიას დამხობასთან დაკავშირებით, რაც მაშინდელ შავბნელ საქართველოში ნათელ სხივებად აღწევდა ჩვენს გასამხნევებლად. თვითონ ვარ მომსწრე, როგორ მოიხსენია მამა არჩილმა თავის ქადაგებაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ჟურნალისტი გიორგი სანაია. რომელერთი ჩამოვთვალო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორ მფარველობს მამა არჩილი გზააბნეულ და გაჭირვებაში მყოფ ქართველებს პარიზში და არამარტო ქართველებს. ამის მოწმეც არაერთხელ ვყოფილვარ. ამავე დროს, გულისამაჩუყებელია ისიც, როგორ ჩამოდის ხოლმე ყოველწლიურად თავის სამშობლოში, რომ არ მოსწყდეს მას და მიუხედავად სიშორისა, პარიზში ყოფნის დროსაც მისით იცხოვროს.

2 წლის წინ წმინდა ნინოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 80 წლისთავი აღნიშნა. ჩატარდა ამ მოვლენისადმი მიძღვნილი კონფერენცია ეტიენ პერნეს დარბაზში. ამ საზეიმო ვითარებას ამშვენებდა ქართული გუნდის სიმღერა.

სიბილა გელაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat