წმინდანთა მადლი მღვიმეებში შესვლისთანავე იგრძნობა
წმინდანთა მადლი მღვიმეებში შესვლისთანავე იგრძნობა
ზვერინევსკის მღვიმეები
ზვერინევსკის მღვიმეები პეჩორის ლავრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. ეს მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ წმინდა მღვდელმოწამე იოსებ ჟევახოვი-ჯავახიშვილი მოღვაწეობდა (წმინდა იოასაფ ჯავახიშვილის შესახებ შემდეგ ნომრებში გიამბობთ). ამ მონასტერში ქართველი სასულიერო პირი რომ მოღვაწეობდა, იქიდანაც ჩანს, რომ ტაძრის ფასადზე ქართული ორნამენტებია გამოსახული. მონასტერში ქართველებს დიდი სიყვარულით ხვდებიან და წმინდა სავანის წარსულის შესახებ უამბობენ. ერთ-ერთ ბერს აქვს მორჩილება, მოალოცვინოს მონასტრის თითოეული კუთხე-კუნჭული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მღვიმეში დავანებული წმინდა მამების თავის ქალების მოლოცვა. ზვერინევსკის მღვიმეები, მამა კახაბერ გოგოლაძის ლოცვა-კურთხევით, მის სულიერ შვილებთან, სალომესთან, გიორგისა და დავითთან ერთად მოვილოცე. უკან დაბრუნებისას იქაური ბერი ლეონტი შეგვხვდა და გამართული ქართულით გამოგველაპარაკა. საქართველოსა და ქართველების მიმართ კეთილგანწყობილება გვაგრძნობინა. დაგვლოცა და დიდი სიყვარულით დაგვემშვიდობა.

ჩემმა მეგობარმა და მეგზურმა სალომე ვაშალომიძემ ზვერინევსკის მღვიმეების შესახებ საკმაოდ შთამბეჭდავი მასალა მოგვაწოდა. "უძველესი დროის ზვერინევსკის მღვიმეებში წმინდა მამათა ძვლები, თავის ქალებია განთავსებული. განსაკუთრებულად მოღვაწე მამები კი სპეციალურ ძვალთშესალაგში არიან ჩაბრძანებულნი. მონასტერში დიდ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი. მღვიმეში არის მცირე ზომის საკურთხეველი, სადაც 3-4 კაცი თუ დაეტევა. იქ ყოველდღე, დილის 7 საათზე აღევლინება საღვთო ლიტურგია. უდიდესი მადლი იგრძნობა წირვის დროს. თავი ძველ დროში გეგონებათ.

დაუნდობელ თათართა ლაშქარმა კიევი გაანადგურა, გაძარცვა, დაწვა ეკლესიები, მაგრამ ვერ შეძლო სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ფრესკის განადგურება სოფიის ტაძარში.

KARIBCHE

სალომე ვაშალომიძე და ბერი ლეონტი

მონასტერი დაშლის პირას იყო მისული, მცხოვრებნი ხსნას მღვიმეებში ეძებდნენ, მაგრამ ჰაერის და საკვების უკმარისობით მრავალი მიიცვალა. მღვიმეში დაღუპულთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია. ისინი გარდაიცვალნენ მშვიდად, ნამდვილი მოწამებრივი აღსასრულით. მღვიმეში ლოცულობდნენ და ხელსაქმობდნენ. ქსოვდნენ სკვნილებს, საბლანდელებს (საბერო ნაქსოვი ჯვარი, რომელიც აღნიშნავს ბერის თავისუფალი ნების აღკვეთას), კერავდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ქამრებს.

ეკლესიის დევნიდან 900 წლის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის პირველი განმანათლებელი, თავადი ვლადიმერი. იმ დროს ქვა ქვაზე არ იყო დარჩენილი. ვლადიმერის მოსვლის შემდეგ კიევი ძალიან შეიცვალა, მან გააბრწყინა და გაანათლა ხალხი სარწმუნოებაში. მისი, წმინდანის, მიცვალება მძიმე იყო მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ამ დროს გამოჩნდა სხვა ხალხი, ღვთისთვის არასათნო ახალი სწავლებების დამნერგავი. ხალხმა გადაწყვიტა, დამალვოდა ამ ბოროტ განსაცდელს მღვიმეებში. დააარსეს მიწისქვეშა მონასტერი, სადაც ცხოვრობდნენ სარწმუნოებისგან დევნილი გმირები და მადლმოსილნი. ასე შეიქმნა ზვერინევსკის მღვიმეები.

მღვიმეების შესახებ მახლობელმა დასახლებამ იცოდა იმაზე ადრე, ვიდრე გახსნიდნენ მღვიმეებს. ხალხმა გადმოგვცა ამბავი ერთ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობდა წმინდა სამების ახლომდებარე მონასტერში, იმ მთებზე, რომლის ქვეშ იყო მღვიმეები. მღვიმეებთან ახლოს ცხოვრობდა ფეოდოსია მატვეენკო, რომელიც მოწმე იყო მნიშვნელოვანი ეკლესიური მოვლენებისა. აქ ქალს ეჩვენებოდა უცნობი ბავშვიანი ქალი და სთხოვდა საჭმელს. მისი გამოსახულება შემდეგ ქრებოდა. ერთხელ ფეოდოსიამ დაინახა, რაღაც მოძრაობდა ჰაერში ხმაურით. უცებ გაჩერდა და გაუჩინარდა. ამ ადგილიდან ამოდიოდა ადამიანთა ძვლები, სამოსის ნაფლეთები. მღვიმის მცხოვრებთა დიდი ხნის მიწაზე წოლისგან სამოსი დაფლეთილი იყო.

1910-1911 წლებში გაიხსნა მღვიმეები. მღვიმეებით დაინტერესდა წმინდა სამების მონასტრის იღუმენი ვალენტინე. მან და მისმა ძმობამ ფიცრის ყუთები დაამზადეს წმინდანთა ძვლების ჩასასვენებლად. მონასტერში დაბრძანებული წმინდა მამების წმინდა ნაწილები დაკრძალა და უხდიდა პანაშვიდებს. მოდიოდა უამრავი მომლოცველი. აქ შეჩერდა იღუმენი, რადგან არ ჰქონდა საშუალება და საკმარისი ცოდნა გათხრების წარსამართავად. ვერც ვერაფერს გააკეთებდა, რადგანაც მღვიმეები აღმოჩნდა მეციხოვნე-საინჟინრო სამმართველოს კუთვნილ მიწაზე. ამ დროს მივიდა დასახმარებლად ვ. დ. ჯავახიშვილი (ის იყო კიევის მართლმადიდებლური გუბერნიის უფროსი მრჩეველი), 1911 წლის ნოემბრის დასაწყისში წმინდა სამების მონასტერში შეხვდა იღუმენს, წარადგინა თხოვნა, დაეწყო გათხრები სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. ბევრი ხელისშემშლელი გარემოების მიუხედავად, თავადმა შეძლო იჯარით აეღო მიწის ნაკვეთი. შესაძლებელი გახდა კვლევა და მღვიმეების გახსნა, გასუფთავება. მოიწვია არქეოლოგები, სამუშაოს დაწყებამდე აიღო კურთხევა მაღალყოვლადუსამღვდელოესი კიევის მიტროპოლიტ ფლავიანესგან და გაწმინდა მღვიმის შესასვლელი. რაც წინ მიდიოდა საქმე, მით უკეთ ჩანდა ეკლესიის ფასეულობა. გათხრები კვლავ მოინახულა მიტროპოლიტმა. მალე მღვიმეების თავზე მომლოცველთა შემოწირულობებით აშენდა სკიტი, სახლი ორი სამრევლოთი, ღვთისმშობლის შობის, წმინდა იოსების სახელობისა. შემოწირულობებით დაწყებული იყო მესამე, წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მშენებლობა. გენერალ-ადიუტანტის ფ. ტრეპოგას ანგარიშით, მან პატივთან ერთად იმპერატორისგან მიიღო უმაღლესი საჩუქარი - საკურთხევლის ტრაპეზი, ჯვარი და უძველესი მაცხოვრის ხატი.

მღვიმეებში აღმოაჩინეს წარწერები, გახსნეს სიწმინდეები, მოპოვებული და გადარჩენილი იქნა უძველესი საეკლესიო ნივთები, მაგრამ არ იყო კაცი, რომელიც მიხედავდა ამ საქმეს. მღვიმეს არ ჰყავდა ისტორიკოსი. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა მადლმოსილი ადამიანი, რომელმაც გააზრებულად დაიწყო მუშაობა. ზვერინევსკის მღვიმეები თითქმის 900 წელს ითვლის, ის ხელშეუხებლად არის შემორჩენილი.

* * *
აი, როგორ აღწერს მღვიმეებს ივან კამენინი (რომელიც იყო პირველი მკვლევარი ახალგახსნილი კიევ-ზვერინევსკის მღვიმეებისა): მღვიმეებში მარცხენა მხრიდან შევდივართ დიდ კელიაში, რომელიც არის 5 კუბური მეტრის. აქ დაბრძანებულია წმინდა მამების ძვლები, ცალკეული ძვლები და თავის ქალები. ამ კელიიდან ჩანს პირდაპირი შესასვლელი მთავარ მღვიმეში, რომელიც ჯერჯერობით ნახევრად გახსნილია. კელიის მარცხნივ გადის მღვიმის გზა, რომელიც დაახლოებით 10 მეტრია, სადაც 8 სიწმინდეა. კედლის მხარეს გამურული უძველესი აგურია, აქედან გზა უხვევს მარჯვნივ 7 მეტრზე.Gგზის ბოლოს არის წმინდა მამების ძვლები. ვაგრძელებთ გზას, მოვბრუნდებით ისევ მარჯვნივ. კედლებზე ტახტის შესანახი ნიშა იყო, რომელზეც ამოტვიფრულია ბიზანტიური ფორმის ჯვარი. შესაწირავთან ახლოს, პროსკომიდიაში მოსახსენებლად აწერია ზვერინევსკის მღვიმის იღუმენთა სახელები შემდეგი თანმიმდევრობით: ლეონტი, მარკიანი, მიქაილი, ონ.., მინა, კლიმენტი, მანუელი. შესაწირავის წინ კიდევ არის წარწერები, მაგრამ მათი გარჩევა რთულია. იმავე მხარეს მარცხნივ, მღვიმის გზაზე, ტაძრიდან ოდნავ მოცილებით, ზემოთ მდებარეობს დახურული სიწმინდეები წარწერით: "ფეოდოსი კალეკა". მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ აწყვია ზვერინევსკის იღუმენ კლიმენტის წმინდა ნაწილები წარწერით: "კლიმენტი, იღუმენი ზვერინევსკისა". ოდნავ მოშორებით განისვენებს წმინდა ნაწილები წარწერით: "ანდრონი ვეჩერსკი". მის მოპირდაპირედ არის ასევე უცნობი მამის წმინდა ნაწილები წარწერით: "ივან". ყველა წარწერა უძველესია და შესრულებულია სველ თიხაზე.

გათხრების დროს მღვიმეში ნაპოვნია უძველესი კვიპაროსის დაფები, რომლებსაც მიუხედავად სიძველისა, შენარჩუნებული ჰქონდა ხის სუნი, უძველესი აგურები, ფილები, მონაზვნების ჯვრის ძეწკვები, ძველი სქემები, პარამანი (საბეჭური, ბერმონაზვნის ჯვარი), სამკლავეები, ქამრები, ტყავის ჩექმები, მონასტრული სარტყელი, რომელზეც ამოტვიფრული იყო ჩარჩოებში ჩასმული 12 საუფლო დღესასწაული. ასევე ნაპოვნი იყო გატეხილი ძვლები და ცალკეული თავის ქალები.

ნაპოვნია იღუმენ კლიმენტის ღვთისმშობლის ხატი-პანაღია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მონასტრის საძმოსთვის. ხატი, ღვთისმშობელი ყრმით მარცხენა ხელში, დაწერილია სქელ დაფაზე, კვერცხის გულით. ხატს ოვალური ფორმა აქვს. ხატი ოდიგიტრიის ტიპისაა, მაგრამ სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, ხატს ზვერინევსკის ღვთისმშობელი უწოდეს. სიძველის გამო ხატზე წარწერაც გადაშლილა. ხატს თურმე იღუმენი კლიმენტი ტყავის გულსაკიდით ატარებდა. პანაღიის მეორე მხარეს გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების ხატი. ამშვენებს წარწერა: "ცოდვილთა დამხმარე".

ბერები ამ ხატს განსაკუთრებულად ევედრებიან, ცისკრის მსახურებაზე გამოაბრძანებენ, შუა ტაძარში დაასვენებენ ანალოგიაზე და მეექვსე გალობის შემდეგ იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რის შემდეგაც ჯერ ბერები და შემდეგ მრევლი ემთხვევა ხატს. ძველი ტაძარი მონასტერში არ შემორჩენილა, მაგრამ დღეს შენდება ორი დიდი ბიზანტიური სტილის ეკლესია ქართული ორნამენტებით, სავარაუდოა, ქართული ქვით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat