ტაძრის კედელზე ასომთავრული წარწერაა, საიდანაც შემორჩენილია ქარაგმიანი სიტყვა -"სტეფანე"
წმინდა ბარბარეს ეკლესია შიომღვიმისაკენ მიმავალ გზასთან მდებარეობს. როგორცკი მიუახლოვდებით ტაძარს, ირგვლივ უმშვენიერესი ხედი იშლება. X-XI საუკუნეებით დათარიღებული წმინდა ბარბარეს ტაძარს, 90 - იანი წლების მიწურულს და 2000 - იანი წლების დასაწყისში ჩაუტარდა სარესტავრაციო- აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგად ეკლესია მთლიანად აღდგა. ტაძრის დასავლეთ ფასადზე ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, საიდანაც შემორჩენილია ქარაგმიანი სიტყვა -"სტეფანე". ტაძარი მთლიანად მოიხატა, გადაიხურა სპილენძით. ტაძარში ინახება წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილი. ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ლოცვა-წირვა აღევლინება, ასევე ყოველ ხუთშაბათს 5 საათზე ტარდება წმინდა ბარბარეს სავედრებელი პარაკლისი. შეგვეწიოს წმინდა ბარბარეს მადლი.